ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
დამოუკიდებელი ცხოვრების შშმ ქალთა ცენტრი (ყოფილი „ქალი და რეალობა“) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალბატონის და ერთი შშმ ბავშვის მშობლის მიერ 19/06/2012 წელს.
ქ&რ -ს მისია არის – შშმ ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობის გათანაბრება საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრების უფლებებსა და შესაძლებლობასთან.
ქ&რ- ის საქმიანობის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებებია:
საქართველოში შშმ ქალთა ობიექტური მდგომარეობის შესწავლა და მათ წინაშე მდგარ პრობლემათა მთელი სპექტრის განსაზღვრა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების წარმართვა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შემცირების საკითხებზე შშმ ქალთა პერსპექტივით, ასევე შშმ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განხორციელების ხელშეწყობისთვის;
ქ&რ-ს დაფუძნებიდან 9 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს არა ერთი პროექტი არაფორმალური განათლების გზით, უფლებრივ საკითხებში შშმ ქალთა ინფორმირებული გაძლიერებისთვის:
მიმდინარე პროექტები:
2021-2023 წ. წ. - "ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის"
პარტნიორული პროექტი ხორციელდება ,,ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF)-ის მიერ ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით როგორიცაა ქალთა ფონდი საქართველოში, ქალი და რეალობა, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, პანკისის ქალთა საბჭო და რაჭის სათემო ორგანიზაცია. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
2021-2022წ.წ. - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სრული და ეფექტური ჩართულობისა და გენდერული თანასწორობისათვის“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ქალთა ფონდი
დასრულებული პროექტები:
2020 წ - „ქალთა უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის“ პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ქალთა ფონდი
2019-2020წ.წ. - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალები მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“ პროექტის ფინანსური მხარდამჭერია კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის.
2019-2020წ.წ. - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ადვოკატირებისათვის“ . პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ქალთა ფონდი.
2017-2018წ.წ. - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები სოციალური ცვლილებებისთვის“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ქალთა ფონდი.
2013-2014წ.წ. - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ადვოკატირება“ . პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
2013-2014წ.წ. - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალების სახელობო განათლების მხარდაჭერა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ საელჩო საქართველოში.
2019-2020 წლებში-ჩართული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის განხილვებში, სადაც მის მიერ დაფიქსირდა კანონში შშმ ქალთა თავის არსებობის აუცილებლობა , გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის შესაბამისად .
2019 წელს - წელს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოში დააყენა საკითხი სკრინინგ-ცენტრების ადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძლით და მამოლოგიური აპარატით აღჭურვასთან დაკავშირებით.
2018 წლიდან - ცენტრსა და რეგიონებში: იმერეთი და აჭარა, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის 2006 წლის კონვენციის მე-6-ე მუხლის პოპულარიზაციისა და იმლემენტაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.
2017 წელს - ქ&რ -ს ინიცირებით ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია შშმ პირთა ხელმისაწვდომობა ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ასაკის შესაბამის განათლებაზე.
2013-2017 წლებში- ქ&რ-ს ხელმძღვანელი იყო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოში შშმ ქალთა ჯგუფის წარმომადგენელი და აქტიურად უწევდა ადვოკატირებას ჯანდაცვის პროგრამებში შშმ ქალთა სპეციფიური საკითხების გათვალისწინებას.
2013 წელი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და სამოქმედო გეგმაში W&R –ის ინიცირებით ასახულია - რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცოდნის, შეხედულებების და ქცევის კვლევა შესაბამისი ასაკის ყველა შშმ პირისათვის; რეპროდუქციული ჯანმრთელობის აუცილებელი ჩვევების სწავლება და სქესობრივი განათლება შესაბამისი ასაკის და საჭიროების მქონე შშმ პირებისათვის.