09/11/2025
📅 3-5 ნოემბერს გაიმართა გამოცდილების გაზიარების სამუშაო შეხვედრები ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისთვის (LAG-ები).
📌 სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო LAG-ების გაძლიერება სასარგებლო, საინტერესო და პრაქტიკული ინფორმაციითა და ინსტრუმენტებით.
📚 ღონისძიების პროგრამა მოიცავდა ეკოტურიზმის, სოფლის მდგრადი განვითარების და რეგიონული ბრენდინგის თემატიკას. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს LAG-ების საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების გამოცდილება; იმსჯელეს თანამშრომლობის ფორმებსა და ერთობლივი ინიციატივების მიმართულებებზე; განსაზღვრეს მუნიციპალიტეტებს, LAG-ებს შორის შესაძლო სინერგიები; იმსჯელეს პრაქტიკულ ნაბიჯებზე კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სტუმარმასპინძლობის გაუმჯობესებისთვის.
🏞️ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში LAG-ები დაფუძნდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD IV) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრთან და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემიასთან (THA) პარტნიორობით.
#სოფლისგანვითარება
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურსცენტრი
The Hague Academy for Local Governance