EEC Georgia

EEC Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from EEC Georgia, Non-Governmental Organization (NGO), 19, Gamrekeli Street, VI floor, Tbilisi.

The main objectives of EEC are improvement of energy efficiency in the country, improvement the country's energy balance, to reduce the environmental impact, to improve the competitiveness of industry and commerce. Energy Efficiency Centre (EEC) was established in 1998 by European Union within the framework of the EU Tacis Project "Creation of an Energy Efficiency Centre and Development Natural Energy Study in Georgia".

გამოვიდა "ენერგოეფექტურობის ცენტრის" ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მორიგი ნომერი - www.eecgeo.org/Newslet/Week_3...
17/08/2026

გამოვიდა "ენერგოეფექტურობის ცენტრის" ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მორიგი ნომერი - www.eecgeo.org/Newslet/Week_31.pdf

15/08/2026

წყლის ტარანი!!!

For English scroll down 📍 ახალციხე | 13–14 აგვისტო, 2026ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათში“, გაიმართა ორდღიანი...
13/08/2026

For English scroll down
📍 ახალციხე | 13–14 აგვისტო, 2026
ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათში“, გაიმართა ორდღიანი ღონისძიება, რომელიც კლიმატის, ენერგეტიკისა და ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
პირველი დღე დაეთმო ტრენინგს, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მერების შეთანხმება (CoM), SECAP-ის შემუშავება და განხორციელება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება (RVA), ენერგეტიკული სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლს, მოქალაქეთა ჩართულობას, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მდგრადი ენერგეტიკის თემებზე. მონაწილეებმა ასევე შეასრულეს პრაქტიკული ჯგუფური დავალებები და იმუშავეს ადგილობრივი კლიმატური მოქმედებებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების გზებზე.

🎬 დღის ფარგლებში მონაწილეებმა ნახეს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი — „ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში – სამცხე-ჯავახეთი“.

ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა სასწავლო-ტექნიკური ვიზიტი რაბათის ციხის მზის ფოტოელექტრულ სისტემასა და სოფელ საროში, სადაც მონაწილეები გაეცნენ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს, ასევე ტრადიციულ მესხურ არქიტექტურაში ენერგოეფექტურ მიდგომებს.

📍 Akhaltsikhe town | 13–14 August 2026
a 2-day event was held in Akhaltsikhe at the Jino Wellness Rabati Hotel, dedicated to climate, energy, and sustainable energy development at the local level.
The 1st day was dedicated to training, during which participants discussed the ( ), the development and implementation of SECAPs, climate change adaptation, Risk and Vulnerability Assessment (RVA), energy poverty, and social vulnerability.
Particular attention was given to the role of civil society organizations, citizen engagement, advocacy, and awareness-raising campaigns on sustainable energy issues. Participants also completed practical group assignments and explored ways to strengthen local climate action and citizen participation.
🎬 As part of the day’s programme, participants watched Toma Chagelishvili’s documentary film — “Energy Efficiency in Traditional Georgian Architecture – Samtskhe-Javakheti.”
On the 2nd day of the event, a study and technical visit has taken place to the solar photovoltaic system at Rabati Castle and to the village of Saro, where participants havw explored practical examples of energy efficiency and renewable energy use, as well as energy-efficient approaches in traditional Meskhetian architecture.

13/08/2026

Geothermal electric power generation ⚡

12/08/2026

გრძელდება რეგისტრაცია "შენობების ენერგოეფექტურობის (ენერგეტიკული მახასიათებლების) სერტიფიცირების" გადამზადების კურსზე.
დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისტვის ეწვიეთ ბმულს:
https://eecgeo.org/ge/EPC-training.htm

გამოვიდა "ენერგოეფექტურობის ცენტრის" ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მორიგი ნომერი - www.eecgeo.org/Newslet/Week_3...
10/08/2026

გამოვიდა "ენერგოეფექტურობის ცენტრის" ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მორიგი ნომერი - www.eecgeo.org/Newslet/Week_30.pdf

ენერგოეფექტურობა - ენერგეტიკული კრიზისის პირმშო.გასული საუკუნის 70 წლების ენერგეტიკულმა კრიზისმა, საფუძველი დაუდო ენერგო...
06/08/2026

ენერგოეფექტურობა - ენერგეტიკული კრიზისის პირმშო.

გასული საუკუნის 70 წლების ენერგეტიკულმა კრიზისმა, საფუძველი დაუდო ენერგოეფექტურობას როგორც, ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბებას.
თანამედროვე ენერგოეფექტურობა: ენერგიაზე მოთხოვნის მართვის ხელოვნებაა!

ენერგოეფექტურობა ენერგოუსაფრთხოების ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ქვეყნები, რომლებიც ენერგიის მოხმარებას ეფექტურად მართავენ, ნაკლებად არიან დამოკიდებულნი იმპორტირებულ ენერგორესურსებზე, გლობალური ბაზრების მერყეობაზე და გეოპოლიტიკურ რისკებზე. ენერგოეფექტურობა ქმნის „შიდა ენერგორესურსს“ — დაზოგვას, ოპტიმიზაციასა და მოქნილ მოხმარებას, რაც პირდაპირ ამცირებს ენერგეტიკული სისტემის მოწყვლადობას.

ენერგოეფექტურობა ნახევარ საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სექტორის მართვის ინსტრუმენტად და აღიარებულია როგორც ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური ენერგეტიკული რესურსი. თუმცა, ენერგეტიკული სექტორის თანამედროვე პრაქტიკაში, ეფექტურობა მხოლოდ უკეთესი მოწყობილობება და ენერგიის დაზოგვის წახალისება აღარ არის. ის ჩამოყალიბდა სექტორის/პროცესების სტრატეგიული მართვის დისციპლინად, რომელსაც

ენერგიაზე მოთხოვნილების მართვა ანუ ემმ (Demand Side Management, DSM) ეწოდება და გულისხმობს ენერგომომხმარბელების ენერგიაზე დამიკიდებულების ოპტიმალურ მართვას
რატომ არის ემმ(DSM) მნიშვნელოვანი?
გარკვეულ პერიოდამდე, ენერგოსისტემები ზრდადი მოთხოვნის, საწვავის ფასების მერყეობისა და განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის გამოწვევების წინაშე დგანან. ტრადიციული პასუხი — ახალი გენერაციის ან ინფრასტრუქტურის მშენებლობა — ძვირი და ხანგრძლივი და ხშირად მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული პროცესია. ეემ/ DSM კი წარმოადგენს ჭკვიანურ ალტერნატივას: მოთხოვნის ოპტიმიზაცია მიწოდების გაფართოების ნაცვლად.
მოხმარების მართვა ამცირებს პიკურ დატვირთვებს, აუმჯობესებს ქსელის სტაბილურობას და ამცირებს ინდივიდუალურ თუ საერთო ენერგოგადსახადებს. გნსაკუთრებით ენერგოდამოკიდებულ ქვეყნებში ქვეყნებში, სადაც ენერგიის მოხმარება სწრაფად იზრდება და ინფრასტრუქტურა მოძველებულია, ემმ/DSM წარმოადგენს ენერგეტიკული სისტემის საიმედოობის(სიმდგრადის) შენარჩუნების კრიტიკულ ინსტრუმენტს, დიდი კაპიტალური ინვესტიციების გარეშე.
ემმ/DSM-ის ძირითადი სტრატეგიები ანუყველაფერი გენიალური მარტივია:
• ენერგოეფექტურობის ღონისძიებები განათების, გათბობა-გაგრილების(HVAC) სისტემების, ელექტროძრავების და შენობის თბოტექნიკური მახასიათებელბის ეტაპობრივი გაუმჯობესება ამცირებს საბაზისო მოხმარებას. რაც ხანგრძლივ და პროგნოზირებად ენერგოდანაზოგს განაპიროვბებს.
• დატვირთვის გადანაწილება - ენერგიის მოთხოვნაზე რეაგირების პროგრამები (Demand Response) მომხმარებლების წახალისება(!), რომ ენერგიის მაქსიმალურმა მოხმარებამ, პიკური საათებიდან გადაინაცვლოს დღე-ღამის(წელიწადის) არაპიკურ პერიოდში — დროის მიხედვით დიფერენცირებული ტარიფებით, ჭკვიანი მოწყობილობებით ან ავტომატური მართვის სისტემებით — ამცირებს დატვირთვის მკვეთრ რყევებს. მომხმარებლები დროებით ამცირებენ ან სისტემისთვის კრიტიკული პერიოდების ნაცვლად არაპიკურ პერიოდებში მოიხმარენ ენერგიას. ეს ენერგეტიკულ ქსელის სტაბილურობას ზრდის და მიწოდების მყისიერად ხელმისაწვდომ რეზერვსაც ქმნის, ამ რეზერვს ხშირად „ვირტუალური ელექტროსადგურის“ სახელით მოიხსენიებენ. .
• უნარ-ჩვევითი ღონისძიებები ციფრული პლატფორმების გამოყენებით, მომხმარებელტა ჯგუფებთან სწრაფი, დროული და მიზნობრივი ინფომრაციის მიწოდება ეხმარება ოჯახებსა თუ ბიზნესებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჭკვიანი ტექნოლოგია
ჭკვიანი მრიცხველები, რეალურ დროში ინფორმაციის გადამწოდი (IoT) სენსორები, ხელოვნური ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ანალიტიკა და შენობის ავტომატიზებული მართვის სისტემები ემმ/DSM-ს პროცესს, თეორიული დაგეგმვიდან დინამიკურ, მონაცემებზე დაფუძნებულ პროცესად გარდაქმნის და ამოკლებს ინფომრაციის მიღებიდან გადაწყეტილების მიღებამდე საჭირო დროს. ასეთი ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ენერგოკომპანიებს ზუსტად განსაზვრონ მოთხოვნა, აღმოაჩინონ ხარვეზები და მომხმარებლებს პერსონალიზებული რეკომენდაციები შესთავაზონ.
ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტი
ემმ/DSM ამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს, ამცირებს მომხმარებლის გადასახადებს და ამცირებს ენერგიის გამომუშავება-მოხმაერბის პროცესთან დაკავშირებულ უარყოფით აგრემოსდაცვით ეფექტს. რიგ ქვეყნებში ემმ/DSM ის პროცესში დახარჯული 1 დოლარი ორჯერ ან სამჯერ მეტ ღირებულების ქმნის, ვიდრე ტრადიციული ენერგოგენერაციის ახალ ობიექტებში ინვესტიცია.
ხელოვნება მეცნიერების მიღმა
ემმ/DSM ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული მართვის ხელოვნებაა. ის მოითხოვს ადამიანური ქცევის გაგებას, სწორი სტიმულების შექმნას და ყველა დაინტერესებული მხარის — რეგულატორებიდან ოჯახებამდე — ჩართულობას.
წარმატებული ემმ/DSM პროგრამები აერთიანებს საინჟინრო და სოციალური მეცნიერებების მიღწევებს და აყალიბებს (ტექნიკური და პოლიტიკური) საფრთხეებისადმი მედეგ ენერგოსისტემებს.

06/08/2026
EPC  სატრეინინგო პროგრამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციასა და სასარგებლო რჩევებს პროგრამაზე რეგისტაციისთვის იხილავთ აქ:
04/08/2026

EPC სატრეინინგო პროგრამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციასა და სასარგებლო რჩევებს პროგრამაზე რეგისტაციისთვის იხილავთ აქ:

2023 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 7 ივლისის პერიოდში სულ გაცემულია 32,700 მშენებლობის ნებართვა

გამოვიდა "ენერგოეფექტურობის ცენტრის" ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მორიგი ნომერი - www.eecgeo.org/Newslet/Week_2...
03/08/2026

გამოვიდა "ენერგოეფექტურობის ცენტრის" ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მორიგი ნომერი - www.eecgeo.org/Newslet/Week_29.pdf

Address

19, Gamrekeli Street, VI Floor
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322242542

Alerts

Be the first to know and let us send you an email when EEC Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to EEC Georgia:

Shortcuts

Share