28/03/2026
გვაქვს სიახლე❗️
სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია, Mercy Corps-ის პროგრამის: “უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” მხარდაჭერით, იწყებს ონლაინ-პრეზენტაციების ციკლს იუთუბზე‼️
კერძოდ, ჩვენ ვამზადებთ ონლაინ-ლექციების სერიას, რომელიც დაგეხმარებათ თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების ათვისებასა და მეურნეობის სწორად მართვაში.
✔️ ჩვენ უკვე გვაქვს შერჩეული პრიორიტეტული თემები, მაგრამ გვინდა, რომ ეს არხი თქვენი საჭიროებების მიხედვით აეწყოს!
ამიტომ დაგვიწერეთ კომენტარებში👇
- რომელი კულტურის მოვლა გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
- რა პრობლემას აწყდებით ხშირად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების პროცესში?
- რა თემაზე ისურვებდით დეტალურ ონლაინ-ლექციას?
გახდით ჩვენი პროექტის თანაავტორი: თქვენი თხოვნა - ჩვენი მომავალი ვიდეოა❗️
ერთად შევქმნათ და გავავრცელოთ ცოდნა სოფლის მეურნეობაში❗️
დაგვიწერე კომენტარი და ჩვენ მოვამზადებთ სპეციალურ ლექციას შენთვის საინტერესო საკითხზე.
გამოგვიწერეთ იუთუბზე და არ გამოტოვოთ პირველი პრეზენტაციები!
იუთუბ-არხის ბმული კომენტარში 👇