UNION LIDBASHI

UNION LIDBASHI The main goal of Union Lidbashi is to help inhabitants of mountainous regions of Georgia (Svaneti, Racha) create a better touristic atmosphere.

კავშირ "ლიდბაშის" მიზანია: ხალხური დღესასწაულების, რიტუალების, თამაშობების მოძიება და შესწავლა. ძველი ფოლკლორული ზეპირსიტყვიერების, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშების დაცვა და დღევანდელობასთან შერწყმა.ხალხური მედიცინის განვითარებისათვის სამკურნალო მცენარეების მოძიება და შესწავლა სახალხო მკურნალების დახმარებით და ამ დარგის პოპულარიზაცია. ხალხურ დღეობათა კალენდრის შექმნა . More specifically, the

union aims to encourage rediscovery and study of old religious and folk holidays, rituals, and games. The project also includes finding of medical plants for the development of folk medicine, encouraging their study with the help of local healers and general promotion of this sector. We hope that through Union Lidbashi old folklore, musical and choreographic works will be better preserved and incorporated into modern life.

17/12/2025
შობის წინა ღამე სვანეთში – 24 დეკემბერი ძვ.ს. 6 იანვარი ახ.ს.„შობამდე რამდენიმე დღით ადრე ხორბალს ხელის საფქვავზე მსხვილ...
05/01/2025

შობის წინა ღამე სვანეთში – 24 დეკემბერი ძვ.ს. 6 იანვარი ახ.ს.

„შობამდე რამდენიმე დღით ადრე ხორბალს ხელის საფქვავზე მსხვილად დაფქვავდნენ. 6 იანვარს (ახ.ს.) დილით ფქვილისგან ფაფას – „შობა ქაქს“ მოხარშავდნენ. საწებლად, ე.წ. მუჯორს ამზადებდნენ: დანაყავდნენ კანაფის თესლს, გამოუწურავდნენ ზეთს (ან ნიგვზისგან). შემდეგ ჩენჩოს წყალში გახსნიდნენ, მარილით შეაზავებდნენ და გამოწურულ ზეთს გადაასხამდნენ. ფაფასა და მუჯორს საღამოსთვის შეინახავდნენ.

შემოდგომაზე კალოობის დროს საუკეთესო ხორბალს გადაარჩევდნენ, დაფქვავდნენ და ცალკე კიდობანში შეინახავდნენ საახალწლო დღეებისთვის. ამ ფქვილს ლამარიაშ „ტაბლაში“ ეწოდებოდა. კიდობანს შობის წინა ღამეს ხსნიდნენ. სანამ ამ კიდობანს გახსნიდნენ, ოჯახის უფროსი მამაკაცი არყის ხისგან პატარა ჩოგანს გამოთლიდა. ამ ჩოგნით უნდა ამოეღო კიდობნიდან ფქვილი ოჯახის დიასახლისს.

როდესაც ვახშმისთვის მზადების დრო დადგებოდა, კერიაში ცეცხლს გააჩაღებდნენ. სანამ დიასახლისი ფქვილის მოსატანად "გუემში" გავიდოდა, დანარჩენი ოჯახის წევრები კერიას გარს შემოუსხდებოდნენ, ხელში პატარა ნახშირის ნაჭრებს დაიჭერდნენ, მაგრად მომუჭავდნენ და თავებს დახრიდნენ, რათა სრული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, სანამ დიასახლისი ფქვილით ხელში არ გამოვიდოდა.

დიასახლისის გამოჩენისთანავე ოჯახის წევრები წამოიშლებოდნენ და ნახშირს ცეცხლში შეაგდებდნენ. დიასახლისი კერიას მარჯვენა მხრიდან სამჯერ შემოუვლიდა და იწყებდა ლამარიას „ტაბლაშ“-ისგან აუფუებელი სეფისკვერების ცხობას. ამ კვერებს, ფაფასა და მუჯორს ოჯახის უფროსი ლამარიას (ღვთისმშობელს) შესწირავდა.“

(ფოტო: მარგიანების სახლ-მუზეუმი მესტიაში.
- მადონა ჩამგელიანი)

25/09/2024

ქრისტე აღსდგა
დამწყები სოლისტი - მურად ფირცხელანი .🙏❤️
- პირველი ხმა - ანა ჩამგელიანი
- ბანი - გივი ფირცხელანი და სრულიად ლახუშდი :)
კადრი ამოჭრილია, ინგლისელი რეჟისორის დენ შუტის ფილმიდან "სამონადირეო ეპოსი" .
თანღილობა, ლახუშდი 2022

04/12/2023

"ნანილა" -
"დები ჩამგელიანები" და ანსამბლი Basiani • ბასიანი .

- ჭუნირი და მეორე ხმა - ანა ჩამგელიანი.
- პირველი ხმა და ბანი - მადონა ჩამგელიანი, ეკა ჩამგელიანი.
- ბანები - გიორგი დონაძე, ზურა წკრიალაშვილი, სერგო ურუშაძე ..
ბელგია, ქალაქი მონსი , არსონიკი 15.11.2023

Address

Tbilisi

Telephone

593731631

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when UNION LIDBASHI posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to UNION LIDBASHI:

Share