საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ საზოგადოება, ახალგაზრდობა, კულტურა, არაფორმალური განათლება, ხელოვნება

-ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
-ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარების ხელშეწყობა;
-ახალგაზრდობის საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა;
- ეროვნული ღირებულებების დაცვა და პოპულარიზაცია;
- საქართველოს ეროვნული კულტურული მონაპოვარის დაცვა და პოპულარიზაცია;
- ქართულის ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვა;
- საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები არაქართველ ეთნიკურ მოსახლეობა

ში ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების პოპულარიზაცია;
- სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების ჩატარება ეროვნული ფასეულობების განმტკიცება-პოპულარიზაციის მიზნით (თეატრალური წარმოდგენები-სპექტაკლები, ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოები, შემოქმედებითი შეხვედრები, საგასტროლო ღონისძიებები, სემინარები, კონფერენციები, კონკურსები, სიმპოზიუმები, გამოფენები, კინო-ჩვენებები, მხატვრული, დოკუმენტური და სარეკლამო ვიდეო-ფილმების შექმნა, ფილმების ჩვენებები, „ვორქშოფები“, „მასტერკლასები“, „თრენინგები“, სოციოლოგიური და სამეცნიერო კვლევები, საგანმანათლებლო და საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები და სხვა , ღონისძიებები რომლებიც იქნება მორგებული ახალგაზრდობის და ზოგადად საზოგადოების ინტერესებსა და განვითარებაზე);
- საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- საქართველოს რეგიონებსა და პერიფერიებში და საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართულ სათვისტომოებში კულტურის და საგანმანათლებლო სფეროს პოპულარიზაცია და სტიმულირება;
- სასჯელარსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა საზოგადოებრივი და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- სოციალურად დაუცველი და ინკლუზიური სოციუმის საზოგადოებრივი ინტეგრაცია კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობით;
- კულტურული და საგანმანათლებლო პროცესების მონიტორინგი;
- კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ საქმეთა პოლიტიკის ჩამოყალიბება - განვითარების პროცესებში ჩართულობა.

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლეთა დაცვის საერთაშორისო დღეა!📚📖📚📖 წიგნი სარკმელია კულტურული მრავალფეროვნების სამყაროშ...
22/04/2026

23 აპრილი - წიგნისა და საავტორო უფლეთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

📚📖📚📖 წიგნი სარკმელია კულტურული მრავალფეროვნების სამყაროში. ის არის ხიდი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ცივილიზაცას დროსა და სივრცეში. წიგნი საუკეთესო თანაშემწეა კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გამდიდრების საქმეში.

ამ დღის აღნიშვნა 1995 წლიდან, იუნესკოს გადაწყვეტილებით ხორციელდება.
ინიციატივას, საქართველო 2003 წლიდან შეუერთდა და მას შემდეგ ოფიციალურად აღინიშნება.

წიგნის საერთაშორისო დღედ, 23 აპრილის არჩევას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. 1616 წლის 23 აპრილი არის დღე, როცა ერთი და იგივე წელს და ერთი და იგივე დღეს, გადაიცვალა მსოფლიო ლიტერატურის ორი მაგია უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი... ითვლება, რომ ამ დღეს მთავრდება რენესანსის ეპოქა და მარადისობაში გადადის სამაყაროს საზრისისა და ჭეშმარიტების ძიების იდეა - ჰამლეტი და დონ კიხოტი.
სწორედ, ამ აუხსნელად მისტიური დამთხვევის დღე, მსოფლიო კლასიკის ორი ტიტანის მარადიული ხსოვნისათვის შეირჩა წიგნის მსოფლიო დღედ.

იკითხეთ წიგნები, განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურა - ეს მსოფლიო კულტურის საგანძურია!

გილოცავთ ქართული ენის დღეს!„ჩვენ ყველა, ქართული ენის ჯარისკაცები ვართ“-ო, ამბობდა ილია ჭავჭავაძე.დიახ, ენას ყოველდღიურად...
14/04/2026

გილოცავთ ქართული ენის დღეს!

„ჩვენ ყველა, ქართული ენის ჯარისკაცები ვართ“-ო, ამბობდა ილია ჭავჭავაძე.

დიახ, ენას ყოველდღიურად უნდა ზრუნვა, პატივისცემა და გამარგვლაც კი ათასი ჯურის სხვადასხვა ენიდან ჩერჩენილი, თუ შემოსული ბარბარიზმებიისაგან, ე.წ. კალკისგან, „სლენგისგან“ და დამახინჯებული ტერმინებისაგან.
ჩვენი ენა ის ფუნდამენტია, რომელიც სწორედ რომ გამორჩეულს და თვითმყოფადს გვხდის მსოფლიოსთვის და მსოფლიო კულტურაში ჩვენი ხმით - ჩვენი ენით ვართ გამორჩეულნიც და მიმზიდველნიც. ასეთი უნიკალური მაიდენტიფიცირებელი, როგორიც ქართული ენაა სხვა არაფერი გვაქვს ქართველებს.

ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიერ, 14 აპრილი, 1990 წლიდან დაწესდა ქართული ენის დღედ. ის, კიდევ ერთხელ და ყოველწლიურად გვახსენებს 48 წლის წინანდელ დრამატულ მოვლენებს, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ენის გაუქმება განიზრახა. ეს დღე გვაფხიზლებს, ერთიანობის და შეუდრეკლად დგომის იმედს გმატებს. რაც მთავარია, მოვალეობას გვაკისრებს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ მშობლიურ ქართულ ენას!
----------------------------------------------------
📍1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი ათეულათასიანი დემონსტრაციებით გამოხატა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც საბჭოთა კონსტიტუციაში უნდა შესულიყო ცვლილება რომლის ძალითაც ქართულ ენას უნდა გაუქმებოდა სახელმწიფო ენის სტატუსი და სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციიდან უნდა ამოღებულიყო.
📍 ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა, დისიდენტებმა, სტუდენტებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყეს.
📍 ამ მოვლენების კულმინაცია იყო 14 აპრილის დღე. თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ანალოგიური გამოსვლები მოეწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. თბილისში პარლამენტის შენობის გარშემო დემონსტრანტთა საპირისპიროდ მობილიზებული იყო სამხედრო შენაერთები და საბრძოლო ტექნიკა.
📍 საბედნიეროდ იმ დღეს საქართველო საბჭოეთისაგან „ჩვეულ“ სისხლისღვრას გადარჩა. სსრკ-ს მესვეურები შეშინდნენ, რადგან საერთაშორისო „დათბობის პოლიტიკის“ ფონზე, თან მაშინ როცა მნიშვნელოვანი შეხვედრები იგეგმებოდა საერთაშორისო საზოგადოებასთან (რაც უკვე შერყეული საბჭოეთისათვის სიცოცხლის გახანრგძლივების ტოლფასი იყო) თბილისში ტყვიის გავარდნა მათ საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა, ამიტომ წინდახედულება გამოიჩინეს და დათმობაზე წავიდნენ.
📍 ეს ფაქტი მოგვიანებით საქართველოს კომპარტიის მდივანმა ავადსახსებელმა ედუარდ შევარდნაძემ მიიწერა. თუმცა, ესეც საბჭოთა პოლიტკონიუნქტურის ნაწილი იყო, რადგან, შევარდნაძე არ ყოფილა ამ გადაწყვეტილების მიღებაში გადამწყვეტი ფიგურა. მეტიც, კონსტიტუციის კორექტირებისას, მისივე რედაქციით იყო გათვალისწინებული ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნა, შემდეგ კი „მხსნელად“ გაფორმდა, რაც საბჭოთა რეჟიმის მითების ნაწილად რჩება დღემდე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რადგან წარსული სგადააზრება და პირუთვნელი შეფასება ჯერ კიდევ იგვიანებს. თუმცა, აკაკი ბაქრაძის და სხვათა ჩანაწერებსა და ამ საკითხზე გამართული კრებების ოქმებში კარგად ჩანს ვითარების რეალური სურათი, ანტიგრმირები და აქტორები.
@გამომწერები

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🌿🙏ქრისტე ღმერთის მადლი, ძალა და წყალობა ჰქონოდეს ყოველ თქვენგანს, ჩვენ საქართვ...
12/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🌿🙏

ქრისტე ღმერთის მადლი, ძალა და წყალობა ჰქონოდეს ყოველ თქვენგანს, ჩვენ საქართველოს და სრულიად სამყაროს!

ერთიანობას, სულიერ სიმტკიცეს და სიკეთეს გისურვებთ!

ქრისტიანობის მიმდევრები ვყოფილიყავით არა მხოლოდ წესებისა და რიტუალების დონეზე, არამედ არსობრივად გაგვეთავისებინოს ქრისტეს მოძღვრება - სიკეთის, სიმართლისა და სიქველის კეთება! არა მხოლოდ განდგომილი, ასკეტური რწმენით, არამედ აქტიური მებრძოლი რწმენით გვედიდებინოს ქრისტეს სახელი და მის ნაკვალევზე შედგომის ძალა მოგვცეს ღმერთმა!

ფოტო-ასლი - ელ გრეკო „აღდგომა“, სანტა მარიას კოლეჯი, მადრიდი, ესპანეთი.

ორი 9 აპრილი წარმართავს ჩვენს უახლეს ისტორიას: 1989 წლის 9 აპრილი, როცა რუსმა სამხედროებმა უმოწყალოდ დაარბიეს და დახოცეს...
09/04/2026

ორი 9 აპრილი წარმართავს ჩვენს უახლეს ისტორიას: 1989 წლის 9 აპრილი, როცა რუსმა სამხედროებმა უმოწყალოდ დაარბიეს და დახოცეს მშვიდობიანი მომიტინგეები – ჩვენი ერის შვილები, და 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა მთელი საქართველოს დაუღალავი ბრძოლით მოპოვებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

ორი 9 აპრილი არის მთავარი საყრდენი ჩვენთვის, რომ არ შევწყვიტოთ ბრძოლა მაშინაც კი, როცა დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს მერაბ კოსტავამ გვიანდერძა. იგი, მოსესავით, ვერ მოესწრო აღთქმული ქვეყნის ნახვას, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს დაუტოვა შეუპოვრობის, გამძლეობის, მტერთან არდაზავებისა და მუდმივი სიფხიზლის მაგალითი.

თავისუფლებისთვის ბრძოლის ტრადიცია განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელ არჩევანს – არ შევეგუოთ რუსეთის იმპერიის მარიონეტთა მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს და მათ მიზანმიმართულ მცდელობებს, გააქროს თავისუფალი საზოგადოება, გააღარიბოს ხალხი და სამშობლოდან გააქციოს ნიჭიერი ახალგაზრდები.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსაც კი ბევრს უჭირდა დაჯერება, რომ საქართველო თავს დააღწევდა ბოლშევიკურ ჯოჯოხეთს. მაგრამ სრულიად საქართველომ ირწმუნა, რომ არათუ ვიმსახურებთ, არამედ შეგვიძლია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ამ გზით წარიმართოს – ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში. და რაც მთავარია, გვახსოვდეს: „გავიმარჯვეთ მაშინ, გავიმარჯვებთ ახლაც!“

🗓 31 მარტი - დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე! 35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნული ხელისუფლები...
31/03/2026

🗓 31 მარტი - დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე!

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მეთაურის, ჯერ კიდევ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, შემდგომში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას განკარგულებით, საქართველოში ჩაატარა საერთო სახალხო რეფერენდუმი.
რეფერენდუმზე დასმული იყო ერთადერთი კითხვა: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“
საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ
90, 57% შეადგინა - რეგისტრირებული 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,334,286-მა მიიღო მონაწილება.
საიდანაც ამომრჩეველთა 98,9%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
მათ შორის აფხაზხეთში ამომრჩევლის აქტივობა იყო 61,23% საიდანაც 97,73%-მა გასცა დადებითი პასუხი, ხოლო ცხინვალის რეგიონის ამომრჩევლის 90%-იანი აქტივობის პირობებში 99,98% პროცენტმა დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის შედეგებმა საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს პოლიტიკური ბედი და 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ მოსახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობა საკანონმდებლო აქტით გააფორმა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

რეფერენდუმის გზით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ზვიად გამსახურდიას მიერ გადადგმული უზუსტესი და შორსმჭვრეტელური პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რაც მხოლოდ დიდ პოლიტიკოსს თუ შეეძლო გაეთვალა. სწორედ რეფერენდუმის ხალხის ნება იყო და არის გარანტი საქართველოს სახელმწიფოს არსებობისა, როცა კანონიერი ხელისუფლების იარაღითა და ომით დამხობის შემდეგ ჩრდილოელმა მტერმა და მისმა ადგილობრივმა ხელქვეითებმა ვეღარ გააუქმეს დამოუკიდებლობა.

31 მარტი უმნიშვნელოვანესი თაღირია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააბრუნა მისი ისტორიული არჩევანის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე, რის შემდეგაც, მიუხედავად უამრავი სოციო-პოლიტიკური კატაკლიზმებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი იერიშებისა შიდა თუ გარე მტრების მიერ, საქართველოს და მისი მოსახლეობის უმრავლესობა დეკლარირებულად ერთგულებს ამ გეზს და არჩევანს.

გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს! 🎭🤗🎭🤗🎭🤗🎭თეატრის 26 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ვის აღარ გამოუთქვამს მის...
27/03/2026

გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს!
🎭🤗🎭🤗🎭🤗🎭
თეატრის 26 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ვის აღარ გამოუთქვამს მის შესახებ საკუთარი აზრი, ვის არ უსაუბრია თეატრის დანიშნულებასა თუ მნიშვნელობაზე.

წელს, თეატრის დღის მოსალოცად დიდი გერმანელი დრამატურგისა და პოეტის ფრიდრიხ შილლერის ჩანაწერი შევარჩიეთ, რომელიც უზუსტესად და ცხადად გამოხატავს თეატრის დანიშნულებას, მათ შორის თანამედროვე კონტექსტშიც და თუ, როგორი მნიშვნელოვანია თეატრის ფუნქცია - რა ფუნქციასაც, ჩვენს რეალობაში, ხშირად ის სამწუხაროდ ვერ ასრულებს.

,,თეატრი სჯის უამრავ ნაკლოვანებას, რომელიც სასამართლოს დასჯის გარეშეა დარჩენილი. რეკომენდაციას უწევს უამრავ კეთილ თვისებას, რაზედაც სდუმს კანონი.

თეატრს ძალუძს ტყუილი და სიცრუე ამოათრიოს მახინჯი ლაბირინთებიდან და ამხილოს იგი.
ცოცხალი შესრულება უფრო ძლიერად მოქმედებს ვიდრე მკვდარი ბგერები და ცივი მონაყოლი. სცენა იძლევა უფრო ღრმა, ხანგრძლივ შთაბეჭდილებებს, ვიდრე მშრალი მორალი და კანონები." - ფრიდრიხ შილლერი
----------
თეატრის საერთაშორისო დღე იუნესკოს თეატრის საერთაშორისო უნსტიტუტის მიერ 1961 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

დიდი გალაკტიონის დიდი ტკივილი და საბჭოთა ოკუპაციით გამოწვეული გალაკტიონისეული ლირიკურლი განცდების ანარეკლი მის პოეზიაში....
25/02/2026

დიდი გალაკტიონის დიდი ტკივილი და საბჭოთა ოკუპაციით გამოწვეული გალაკტიონისეული ლირიკურლი განცდების ანარეკლი მის პოეზიაში. შემეცნებითი სერიის ფარგლებში - 1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში.
# საბჭოთა ოკუპაციის 105 წელი

გალაკტიონ ტაბიძე
„თოვლი“ (ხეები თოვლით)

ხეები თოვლით დაფენილია,
ფერდობებს ფენენ თოვლის კრავები,
ზამთრის საღამოს მკრთალი ჩრდილია
ტფილისის სახლის სახურავები.
გულშიც პეპლები აუარება,
არა თეთრები, არამედ თალხი.
გადაბურულა ტროტუარები
და მიმავალი ქუჩაზე ხალხი.
ხეებში მოსჩანს ქაშვეთის ზოლი,
როცა მოწყენილ გზაზე გავედი,
მე დავინახე სახლებზე ბოლი,
და სულ არ სჩანდა მამა-დავითი.
მე არ მინახავს თოვლი იმდარი
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ რუსები,
მაგრამ კვლავ გაჩნდა მათი მინდორი,
მათი თოვლები და ბურუსები.
------
1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ომი და ოკუპაცია უდიდესი ტრაგიკული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღეები იმის გარდა რომ ისტორიამ შემოინახა - მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ეპოქის განმავლობაში ამ თარიღების ხსენებაც კი აკრძალული იყო და მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავეცანით, რეალურად რა მოვლენები ვითარდებოდა იმ დღეებში; თებერვლის ტრაგიკული მოვლენები მაინც აისახა ქართულ ლიტერატურასა და პოეზიაში. ბევრმა მწერალმა მაშინაც ვერ გაბედა, ბოლშევიკების შიშით რაიმე ეთქვა ან დაეწერა, მაგრამ აღმოჩნდნენ ავტორები რომელთაც ამ დღეების შესახებ პოეტური სურათ-ხატები შემოგვინახეს.
„ეროვნული იმპერატივი“ ოკუპაციის 105 წლისთავთან დაკავშირებით, 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღიურად გაგაცნობთ თითო ქართველი ავტორის, თითო ლიტერატურულ ნიმუშს, რომელიც 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ დღეებს ეძღვნება.
#რუსეთიმტერია
#არაოკუპაციას

@გამომწერები

1921 წლის თებერვლის ბოლოს ორნახევარსაუკუნოვანმა მტერმა - რუსეთმა დაიპყრო დემოკრატიული საქართველო. დავკარგეთ დამოუკიდებლო...
25/02/2026

1921 წლის თებერვლის ბოლოს ორნახევარსაუკუნოვანმა მტერმა - რუსეთმა დაიპყრო დემოკრატიული საქართველო. დავკარგეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ არ დაკარგულა თავისუფლების წყურვილი.

105 წელი გავიდა, თუმცა ბრძოლა, რომელიც 1921 წელს ქართულმა სამხედრო ძალებმა — რეგულარულმა ჯარმა, სახალხო გვარდიამ და მოხალისეებმა — დაიწყეს, ჯერაც არ დასრულებულა. ოკუპაციის ხაზი დღესაც კვეთს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ვალია, ეს ისტორიული უსამართლობა გამარჯვებით დავასრულოთ.

25 თებერვალს ვიკრიბებით, რათა:
✅ პატივი მივაგოთ მათ, ვინც იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას;
✅ ხმამაღლა ვთქვათ, რომ ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი წინააღმდეგობა — უწყვეტი;
✅ ვაჩვენოთ, რომ წინაპრების დაწყებული ბრძოლა ჩვენს ხელშია და მას ბოლომდე მივიყვანთ- სწორედ ესაა ტრადიციის და თავისუფლებისკენ სწრაფვის უწყვეტობა!

🔴 25 თებერვალს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ვერის პარკში, იუნკერ შალვა ერისთავის საფლავთან დ მსვლელობით გავემართებით პარლამენტამდე.
🔴 პარლამენტთან, სადაც იუნკერთა და მარო მაყაშვილის საფლავები იყო (სანამ კომუნისტები მოშლიდნენ და ფილაქანს გადააგებდნენ) გაიმართება 1921 წელს დაღუპული ქართველი მებრძოლებისადმი მიძღვნილი ლიტერატური ინტერმედია და წარმოდგენილი იქნება მოკლე ისტორიული ექსკურსი.

ამ დღეს ერთად დავაფიქსიროთ ანტისაოკუპაციო სულისკვეთება, მტერს მტერი ვუწოდოთ და გავიხსენოთ საქართველოსთვის მებრძოლი გმირები, რომელთა სახელების წაშლას საბჭოთა რეჟიმი ცდილობდა და რომელთა საქმეს დღესაც ხშირად აუკუღმართებენ საქართველოში მოქმედი, რუსეთისან მართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები და ჰიბრიდული ომითა და პროპაგანდით ცდილობენ რუსეთისადმი აგრესიის შემსუბუქებას ისტორიაზე თვალის დახუჭვით, გაუკუღმართებითა და თვითინტერპრეტაციებით.

ისტორიული მეხსიერება, მეხსიერების პოლიტიკა და მისი აქტუალიზაცია უმნიშვნელოვანესია ანტისაოკუპაციო ცნობიერების ამაღლებისა და ამავე ცნობიერების დეოკუპაციისათვის. სწორედ ამას ემსახურება მსგავსი ტრაგიკული თარიღების ხსოვნა, აღნშვნა, გადააზრება და პირუთვნელი შეფასება.
გვჯერა დადგება დრო, როცა ეს პროცესი ინსტიტუციონალური თვალსაზრისითაც გაიმართება და ჩვენ მიერ ნახსენები გადააზრება და შეფასება მოხდება ისტორიულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, საკანონმდებლო და მემორიალურ დონეზეც.

არა ოკუპაციას!
გაუმარჯოს საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ეროვნულ, ევროპეისტულ და დემოკრატიულ მომავალს, რომლისთვისაც ბრძოლა გვმართებს!
@გამომწერები

კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“ შემეცნებითი სერიის - 1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში - ფარგლებში. 60-იან წლებში დაწერილი ...
25/02/2026

კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“
შემეცნებითი სერიის - 1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში - ფარგლებში.
60-იან წლებში დაწერილი ანტისაბჭოთა ლექსი, რომელიც საბჭოთა ცენზურის დასრულების შემდეგ, თუ იმ დროისთის თავად ცოცხალი აღარ იქნებოდა გამოსაქვეყნებლად გადასცა ახალგაზრდა მეგობარს. ლექსი, რომელიც თითქმის გაუთვალისწინებლად მოხვდა 1985 წელს კოლაუს ლექსების კრებულში და რომელმაც საბჭოეთის მიწურულსაც კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ლექსის გამოქვეყნებას შეეწირა გამომცმლობის ყველა პასუხისმგებელი პირი, წიგნის ტირაჟი ამოიღეს გაყიდვიდან, ეს ლექსი ამოჭრეს წიგნიდან და ასე გაუშვეს ხელახლა რეალიზაციაში. თავად ავტორი კი მხოლდო იმიტომ გადაურჩა დასჯას, რომ უკვე 85 წელს იყო გადაცილებული.
თბილისის დაცემის, მე-11 წითელი არმიის მიერ დედაქალაქის დაკავების და ოკუპაციის შემზარავი პოეტური სურათი კოლაუ ნადირაძის პოეზიიდან.
# საბჭოთა ოკუპაციის 105 წელი

„25 თებერვალი“

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
------
1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ომი და ოკუპაცია უდიდესი ტრაგიკული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღეები იმის გარდა რომ ისტორიამ შემოინახა - მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ეპოქის განმავლობაში ამ თარიღების ხსენებაც კი აკრძალული იყო და მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავეცანით, რეალურად რა მოვლენები ვითარდებოდა იმ დღეებში; თებერვლის ტრაგიკული მოვლენები მაინც აისახა ქართულ ლიტერატურასა და პოეზიაში. ბევრმა მწერალმა მაშინაც ვერ გაბედა, ბოლშევიკების შიშით რაიმე ეთქვა ან დაეწერა, მაგრამ აღმოჩნდნენ ავტორები რომელთაც ამ დღეების შესახებ პოეტური სურათ-ხატები შემოგვინახეს.
„ეროვნული იმპერატივი“ ოკუპაციის 105 წლისთავთან დაკავშირებით, 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღიურად გაგაცნობთ თითო ქართველი ავტორის, თითო ლიტერატურულ ნიმუშს, რომელიც 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ დღეებს ეძღვნება.
#რუსეთიმტერია
#არაოკუპაციას

შემეცნებითი სერიის - 1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში - ფარგლებში იხილეთ პოეტის, მწერლისა და მთარგმნელის რაჟდენ გვეტაძის ...
24/02/2026

შემეცნებითი სერიის - 1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში - ფარგლებში იხილეთ პოეტის, მწერლისა და მთარგმნელის რაჟდენ გვეტაძის ლექსი, რომელიც მარო მაყაშვილის ტრაგიკულ აღსასრულს მიუძღვნა.
# საბჭოთა ოკუპაციის 105 წელი

რაჟდენ გვეტაძე
„ტირილი პროსპექტზე მთვარიან ღამეში”
(მარო მაყაშვილს)

მე არ გიცნობდით ამორძალო, სწორო თამარის,
მაქვს სანანებლათ თქვენი სახის უნახველობა.
მაგრამ ამბობენ: რაფაელის უნდა ხელობა
თქვენს ნამდვილ პორტრეტს, დღეს რომ ვარდი ფარავს სამარის.
ო, არ დაგცალდათ ნაზი ცქერა მზიურ კამარის,
და როს იგრძენი გშორდებოდა უნაღველობა
გტანჯავდა უხმოთ განწირული ბედის ქველობა
და სიყვარული საქორწილო თეთრი ქამარის.
მოსჩანს მთვარეზე განწირული მამაცი ჯარი
და უჩვევ შიშით ვეფარები ქვის მოაჯირებს:
მოულოდნელათ თქვენს საფლავებს მოძვრება ჯვარი
ვით ქაფის სვეტი წამოდგებით გაშლილ ქოჩორით.
და მოგონებით გულდაწყვეტილს დიდხანს გიხსენებს:
ქოროღლის ციხე, ტაბახმელა, რუხი კოჯორი.
------
1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ომი და ოკუპაცია უდიდესი ტრაგიკული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღეები იმის გარდა რომ ისტორიამ შემოინახა - მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ეპოქის განმავლობაში ამ თარიღების ხსენებაც კი აკრძალული იყო და მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავეცანით, რეალურად რა მოვლენები ვითარდებოდა იმ დღეებში; თებერვლის ტრაგიკული მოვლენები მაინც აისახა ქართულ ლიტერატურასა და პოეზიაში. ბევრმა მწერალმა მაშინაც ვერ გაბედა, ბოლშევიკების შიშით რაიმე ეთქვა ან დაეწერა, მაგრამ აღმოჩნდნენ ავტორები რომელთაც ამ დღეების შესახებ პოეტური სურათ-ხატები შემოგვინახეს.
„ეროვნული იმპერატივი“ ოკუპაციის 105 წლისთავთან დაკავშირებით, 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღიურად გაგაცნობთ თითო ქართველი ავტორის, თითო ლიტერატურულ ნიმუშს, რომელიც 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ დღეებს ეძღვნება.
#რუსეთიმტერია
#არაოკუპაციას

კონსტანტინე გამსახურდიას, ოკუპაციისადმი მიძღვნილი ლექსი შემეცნებითი სერიის - 1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში - ფარგლებში...
24/02/2026

კონსტანტინე გამსახურდიას, ოკუპაციისადმი მიძღვნილი ლექსი შემეცნებითი სერიის - 1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში - ფარგლებში.
# საბჭოთა ოკუპაციის 105 წელი

კონსტანტინე გამსახურდია
* * *
საბედისწერო დღე გვაუწყა სიონის ზარმა.
ო, ჰამლეტ, ჰამლეტ, გადააგდე ხმალი სასწორში.
მუზების პარნასს მე ვარჩიე ბნელი ყაზარმა,
გუშაგად მივალთ, ერო ჩემო, შენს ველ-–მინდორში.

თოფის წამალი მომენატრა მუშკის მოყვარულს,
ვინ ნახეთ ხმალი ამომეღოს ერთხელ ქარქაშით.
გულში ვატარებ სასოებას სხვისთვის, დაფარულს,
მივდივართ ბრძოლად განწირული ყორნისფერ რაშით.

და მელანდება მე ასპინძა, კრწანისის ველი,
„ჰაუ“ მივჰყივი მამაპაპათ უკვდავ აჩრდილებს,
„დიდო ბატონო“, მოგვაშველე ეგ მკვდარი ხელი,
ნუთუ დასტოვებ უპატრონოდ შენ ერთგულ შვილებს!

მინდა მოვუხმო ამერ-–იმერთ, ერთგულ ხევსურებს,
ამიშვით ძმებო, ჩამოვრეკო მეტეხზე ზარი,
დღეს ჩვენთან მოვა, ქართლის დაცვას ვინც მოისურვებს,
სადღაა, ვამბობ, სააკაძე – ქართლის ცეზარი?..

ჰხამს მომაკვდავი მამულისთვის ცეცხლს ეზიაროს.
ქართველო ერო! გარეწართა გროშზე გაგყიდეს!
სჯობს მტრად მოსულმა ჩვენ ცხედრებზე გადაიაროს,
ვიდრე სამშობლოს ვერაგულად თვალებს დასთხრიდეს!

------
1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ომი და ოკუპაცია უდიდესი ტრაგიკული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღეები იმის გარდა რომ ისტორიამ შემოინახა - მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ეპოქის განმავლობაში ამ თარიღების ხსენებაც კი აკრძალული იყო და მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავეცანით, რეალურად რა მოვლენები ვითარდებოდა იმ დღეებში; თებერვლის ტრაგიკული მოვლენები მაინც აისახა ქართულ ლიტერატურასა და პოეზიაში. ბევრმა მწერალმა მაშინაც ვერ გაბედა, ბოლშევიკების შიშით რაიმე ეთქვა ან დაეწერა, მაგრამ აღმოჩნდნენ ავტორები რომელთაც ამ დღეების შესახებ პოეტური სურათ-ხატები შემოგვინახეს.
„ეროვნული იმპერატივი“ ოკუპაციის 105 წლისთავთან დაკავშირებით, 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღიურად გაგაცნობთ თითო ქართველი ავტორის, თითო ლიტერატურულ ნიმუშს, რომელიც 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ დღეებს ეძღვნება.
#რუსეთიმტერია
#არაოკუპაციას

1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში - შემეცნებითი სერიის ფარგლებში, დღეს წარმოგიდგენთსრულიათ თვითმყოფადი პოეტის ტერენტი გრან...
23/02/2026

1921 წლის ოკუპაცია ლიტერატურაში - შემეცნებითი სერიის ფარგლებში, დღეს წარმოგიდგენთ
სრულიათ თვითმყოფადი პოეტის ტერენტი გრანელის ლექსებს; ტერენტი გრანელისა რომლისთვისაც მოუშუშებელი ტკივილი იყო 25 თებერვლის ტრაგედია, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩა საქართველოს თავისუფლების იდეისა და რომელიც იყო უიშვიათესი გამონაკლისი იმ პერიოდის მწერალთა შორის, რომელსაც არ ერთი სტრიქონი არადროს დაუწერია საბჭოთა ხელისუფლების საამებლად და არასდროს დამორჩილებიან იდეოლოგიურ მითითებებსა და კონიუნქტურას.
1921 წლის თებერვლის ტრაგედია მის შემოქმედებაში, სამი პატარა, მაგრამ მძაფრი ტრაგიზმით აღსავსე სამი ლექსით შემორჩა, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში არასდროს დაბეჭდილა მის კრებულებში.
# საბჭოთა ოკუპაციის 105 წელი

ტერენტი გრანელი
(ამ თბილისის ქუჩებში თითქოს ყველა ერთი მიმართულებით მიდის, თითქოს ყველა ერთ მხარეს მისჩერებია. ამ თბილისში დაჭრილი იუნკერები მკვდრებთან ერთად დამარხეს, ეხლა 1921 წელია)
***
ახლა ეს ლექსი სხვა სამარეა,
მოვიდა ქარი, ხე შეარხია
და საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხალი ხალხი მარხია.

ციხეში ვზივართ, გარეთ მთვარეა,
შორს გაუსხლავი ლურჯია ბაღი
და საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხალი მარხია ხალხი.

***
კვდება ეს მდელო და ეს ქარია
და საქართველო ახლა მკვდარია,
დილაზე მდელოს ვუმზერ სპეტაკი
და საქართველოს ციდან ვუძახი:

მათ საქართველო დღეს გულში დაჭრეს,
ახლა ძნელია სულის მიგნება.
ირგვლივ ღამეა, არ სჩანს მესია
და საშინელი განსაცდელია.

მაგრამ..! ლაზარე აღსდგება მკვდრეთით,
აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული.

მას ვამბობ, რასაც ვამბობდი: „კმარა!!!“
„მზეო, ამოდი! ამოდი ჩქარა!!!“

„ხსოვნის სიმაღლე“

დამძიმდა ბედი, ხსოვნის ტარება,
არ მოსჩანს თეთრი მზე ლანდემინის.
და სიზმარივით თვალს ეფარება:
თბილისი, ცრემლი, დღე რამდენიმე.

ო, გაქრა ლოცვის ფარული სფერო,
და ვურიგდები სიკვდილზე ზამთარს.
მოვიდა რიცხვი საბედისწერო
და სულის ირგვლივ უცებ დაღამდა.

ახლოს არ დარჩა ვარდი არცერთი
და გლოვა კრთოდა ბედის წყაროდან.
ჩამქრალ თვალებით ნუგეშს ვეძებდი,
ვეძებდი ნუგეშს და მიხაროდა.
------
1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ომი და ოკუპაცია უდიდესი ტრაგიკული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღეები იმის გარდა რომ ისტორიამ შემოინახა - მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ეპოქის განმავლობაში ამ თარიღების ხსენებაც კი აკრძალული იყო და მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავეცანით, რეალურად რა მოვლენები ვითარდებოდა იმ დღეებში; თებერვლის ტრაგიკული მოვლენები მაინც აისახა ქართულ ლიტერატურასა და პოეზიაში. ბევრმა მწერალმა მაშინაც ვერ გაბედა, ბოლშევიკების შიშით რაიმე ეთქვა ან დაეწერა, მაგრამ აღმოჩნდნენ ავტორები რომელთაც ამ დღეების შესახებ პოეტური სურათ-ხატები შემოგვინახეს.
„ეროვნული იმპერატივი“ ოკუპაციის 105 წლისთავთან დაკავშირებით, 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღიურად გაგაცნობთ თითო ქართველი ავტორის, თითო ლიტერატურულ ნიმუშს, რომელიც 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ დღეებს ეძღვნება.
#რუსეთიმტერია
#არაოკუპაციას

@გამომწერები

Address

დიღმის მასივი 1 კვ. 6/11
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 11:00 - 20:00
Tuesday 11:00 - 20:00
Wednesday 11:00 - 20:00
Thursday 11:00 - 20:00
Friday 11:00 - 20:00
Saturday 11:00 - 20:00
Sunday 11:00 - 20:00

Telephone

+995595090981

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“:

Share