ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI

ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI გთავაზობთ ოჯახის ექიმის, ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგისა და იურისტის უფასო კონსულტაციას. გთავაზობთ ექიმისა და იურისტის უფასო კონსულტაცია-კონსულტირებას.

For English scroll downგვიხარია გაგიზიაროთ, რომ ასოციაცია HERA XXI-ის გამოცდილება შეტანილია ASTRA Network-ის 2026 წლის პ...
04/05/2026

For English scroll down

გვიხარია გაგიზიაროთ, რომ ასოციაცია HERA XXI-ის გამოცდილება შეტანილია ASTRA Network-ის 2026 წლის პირველი ბიულეტინში, რომელიც აერთიანებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან პროცესებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (SRHR) მიმართულებით.

ჩვენი წვლილი შეეხება კრიზისულ სიტუაციებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების უზრუნველყოფას და უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის გამოცდილებას საქართველოში.

რეგიონული პლატფორმაზე მსგავსი გამოცდილების გაზიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოლიდარობის, ცოდნის გაცვლისა და ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას.

📎გაეცანით ბიულეტინს:https://astra.org.pl/wp-content/uploads/2026/03/ASTRA_bulletin_1.2026.pdf

We are pleased to share that the experience of HERA XXI has been featured in the first 2026 bulletin of the ASTRA Network, highlighting key developments across Central and Eastern Europe and Central Asia in the field of sexual and reproductive health and rights (SRHR).

Our contribution focuses on the provision of sexual and reproductive health services in crisis settings, as well as our work supporting Ukrainian refugees in Georgia.

Sharing such experiences on a regional platform once again underscores the importance of solidarity, knowledge exchange, and joint action.

📎Read the full bulletin:https://astra.org.pl/wp-content/uploads/2026/03/ASTRA_bulletin_1.2026.pdf

New ASTRA Network Bulletin (1/2026) is out!

Key takeaways:

Policy vs. Reality: The gap between EU commitments on abortion access and actual on-the-ground availability is a major focus, highlighting how policy doesn’t always translate to practice.

Anti-Rights Backlash: There’s a noted increase in political and social pushback against reproductive rights, which is a growing concern for activists and healthcare providers.

Innovative Solutions: The bulletin explores how telemedicine and self-managed abortion are being used to bridge access gaps, especially in restrictive environments.

HPV Vaccination: Updates on HPV vaccination programs in Croatia and Poland, which are critical for cancer prevention and public health.

Crisis Settings: Special attention is given to SRHR in crisis situations, including support for Ukrainian refugees, who face unique challenges in accessing care.

Resistance and Solidarity: Despite the challenges, feminist groups are actively organizing, collaborating, and pushing back against restrictions, showing the power of collective action.

🔗 Link to the bulletin in bio

For English scroll down:17–19 აპრილს, ბრიუსელში, ასოციაცია HERA XXI-ის მოხალისე მარიამ ბალახაშვილი დაესწრო YSAFE-ის სამდ...
28/04/2026

For English scroll down:

17–19 აპრილს, ბრიუსელში, ასოციაცია HERA XXI-ის მოხალისე მარიამ ბალახაშვილი დაესწრო YSAFE-ის სამდღიან საერთაშორისო ტრენინგს, რომელიც მიეძღვნა პოდკასტინგის ხელოვნებასა და სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას🎙️✨

სამი დღის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს გზა იდეიდან — რეალურ პროდუქტამდე:
🔹 როგორ იქმნება პოდკასტი, რომელსაც უსმენენ და ენდობიან;
🔹 როგორ ვაქციოთ რთული და ტაბუდადებული თემები ადამიანურ ისტორიებად;
🔹 როგორ ჩავწეროთ, დავამონტაჟოთ და გავავრცელოთ პოდკასტი ისე, რომ აუდიტორიამდე მიაღწიოს;
🔹რა სტრატეგიები ამართლებს ციფრულ სივრცეში.

გვიხარია, რომ ჩვენი მოხალისეები საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებებში იღებენ გამოცდილებას, რომელსაც შემდეგ ადგილობრივ ახალგაზრდებს უზიარებენ.

On April 17–19, in Brussels, Mariam Balakhashvili, a volunteer from HERA XXI, participated in a three-day international training organized by YSAFE, dedicated to the art of podcasting and promotion on social media 🎙️✨

Over the course of three days, participants explored the journey from idea to real product:
🔹 How to create a podcast people want to listen to and trust;
🔹 How to turn complex and taboo topics into relatable human stories;
🔹 How to record, edit, and share a podcast so it reaches its audience;
🔹 What strategies work best in the digital space?

We are happy that our volunteers gain experience through international youth events and then share this knowledge with young people at the local level.

📢გაქვს კითხვები აივ-ის, ტესტირების ან ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე?🟠მიიღე სანდო, კონფიდენციალური და უ...
21/04/2026

📢გაქვს კითხვები აივ-ის, ტესტირების ან ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე?

🟠მიიღე სანდო, კონფიდენციალური და უფასო კონსულტაცია ონლაინ 💬

🤝ჩვენი სოციალური მუშაკი გიპასუხებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე — ანონიმურად.

გადადით ლინკზე და მისწერეთ ჩატში:👇https://heraxxi.my3cx.eu:5001/tamargakhokidze

ან გამოიყენე QR კოდი ბანერიდან

📣 იწყება ონლაინ შეხვედრების სერია — კეთილგანწყობილი საუბრები თემთან ერთად 💬ეს არის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცე, რომელ...
14/04/2026

📣 იწყება ონლაინ შეხვედრების სერია — კეთილგანწყობილი საუბრები თემთან ერთად 💬

ეს არის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცე, რომელიც შექმნილია აივ დადებითი სტატუსის მქონე ქალებისთვის — მათი გამოცდილებების გაზიარების, საჭიროებების უკეთ გააზრების და თემის ხმის გაძლიერებისთვის. შეხვედრებს გაუძღვება მენტორი და პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონფიდენციალურობას, ნდობას და თითოეული მონაწილესთვის კომფორტული გარემოს შექმნას.

🔹 თვეში ჩატარდება 2 ონლაინ შეხვედრა
🔹 თითოეული შეხვედრა დაეთმობა მნიშვნელოვან თემებს — სტიგმას, გამოცდილებებს და მხარდაჭერის გზებს
🔹 დეტალური ინფორმაცია და შეხვედრების ბმულები გაეგზავნება მხოლოდ დარეგისტრირებულ მონაწილეებს👇 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfDKZXdK9eA9cMAtnDCHSRaeS6C69YXSsVQWDaiZRCJxekkfQ/viewform?usp=sharing&ouid=102050885508889963535

📍 პირველი შეხვედრა

🗓 17 აპრილი, 18:00 საათი
💬 თემა: თემის ჩართულობის მნიშვნელობა
💻პლატფორმა: Zoom

პირველ შეხვედრაზე:
*გავიცნობთ ერთმანეთს
*შევქმნით ნდობაზე დაფუძნებულ გარემოს
*ვისაუბრებთ იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი თემის ჩართულობა და ერთიანობა

🧡შეგიძლია ჩაერთო ისე, როგორც შენთვის არის კომფორტული, მაგალითად ფსევდონიმით — საუბარი სრულად ნებაყოფლობითია.

📣 იწყება ონლაინ შეხვედრების სერია — კეთილგანწყობილი საუბრები თემთან ერთად 💬 ეს არის უსაფრთხო და მხარდამჭერი სი...

🔉გჭირდებათ ორგანიზაციული პროცესების გაძლიერება, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ?🔗ჩვენ გთავაზობთ პროფესიულ საკონსულტაციო მხ...
06/04/2026

🔉გჭირდებათ ორგანიზაციული პროცესების გაძლიერება, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ?

🔗ჩვენ გთავაზობთ პროფესიულ საკონსულტაციო მხარდაჭერას, რომელიც ეფუძნება მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს და პრაქტიკულ
გადაწყვეტილებებს.

Organizational Development | HR&Team Wellbeing | Safeguarding&Workplace Safety |Crisis Communication | Risk&Compliance | Equality&Inclusion

🟠უფასო პირველადი კონსულტაცია
🟠ორგანიზაციის საჭიროებების კარტირება
🟠რეკომენდაციების პრაქტიკული პაკეტი და მოქმედების გეგმა

გაიარე რეგისტრაცია და დაიწყეთ ცვლილება სტრატეგიულად:👇 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc39aQJRpDUkNYUaSTxXtywqtydaZj5AJeRczb_ATmS1qKiSA/viewform?usp=header

საკონსულტაციო მომსახურების მიღებისთვის გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, რათა შევაფასოთ თქვენი კომპ...

🔉კომპანიების წარმატება აღარ განისაზღვრება მხოლოდ ფინანსური შედეგებით. დღეს კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია ორგანიზაციუ...
02/04/2026

🔉კომპანიების წარმატება აღარ განისაზღვრება მხოლოდ ფინანსური შედეგებით. დღეს კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე, რისკების მართვაზე და რეპუტაციის დაცვაზე.

📌ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს სტრუქტურირებულ საკონსულტაციო მოდულს, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს:
• გააძლიერონ მართვის და HR პროცესები
• მართონ ოპერაციული და რეპუტაციული რისკები
• შექმნან უსაფრთხო და სტაბილური სამუშაო გარემო
• გაზარდონ თანამშრომელთა ჩართულობა და კეთილდღეობა
• უზრუნველყონ შესაბამისობა თანამედროვე სტანდარტებთან

💬ჩვენი მიდგომა ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და მონაცემებზე
დაფუძნებულ ანალიზს — არა ზოგად რეკომენდაციებს.

• უფასო პირველადი კონსულტაცია
• ორგანიზაციის საჭიროებების სისტემური შეფასება
• კონკრეტული რეკომენდაციები და მოქმედების გეგმა

თუ თქვენი კომპანია:👇
— სწრაფად იზრდება
— მართავს დიდ გუნდს
— მუშაობს მაღალი რისკის ან მაღალი პასუხისმგებლობის გარემოში
— ან გეგმავს ორგანიზაციულ ცვლილებებს

📂ეს მოდული დაგეხმარებათ გააძლიეროთ სტაბილურობა, ეფექტიანობა და
რეპუტაცია.

დაგვიკავშირდით პირველადი კონსულტაციის დასაგეგმად:👇
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc39aQJRpDUkNYUaSTxXtywqtydaZj5AJeRczb_ATmS1qKiSA/viewform

📌ზოგჯერ საჭირო დახმარება არსებობს, მაგრამ მისი პოვნა რთულია.სწორედ ამიტომ შევქმენით ნიმ ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო და...
20/03/2026

📌ზოგჯერ საჭირო დახმარება არსებობს, მაგრამ მისი პოვნა რთულია.

სწორედ ამიტომ შევქმენით ნიმ ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სერვისების რუკა თბილისსა და რეგიონებში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლია იპოვო ინფორმაცია სხვადასხვა მხარდაჭერაზე – ჯანდაცვის, სოციალური და ფსიქოლოგიური.

📲თუ გჭირდება დამატებითი ინფორმაცია ან მხარდაჭერა, შეგიძლია დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე:032 201 12 21 და მიიღო სოციალური მუშაკის უფასო აუდიო კონსულტაცია. (სოციალური მუშაკის შიდა ნომერია 106)

❗️ სერვისი ხელმისაწვდომია ნარკომომხმარებელი და აივ დადებითი სტატუსის მქონე ქალებისთვის.

↗️ გააზიარე პოსტი, რომ ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანთან მივიდეს

🧡გიზიარებთ კადრებს ახალგაზრდებთან შეხვედრიდან, ვფიქრობთ ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა 💬შეხვედრა ორ ეტაპად წ...
11/03/2026

🧡გიზიარებთ კადრებს ახალგაზრდებთან შეხვედრიდან, ვფიქრობთ ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა 💬

შეხვედრა ორ ეტაპად წარიმართა:

✔️პირველ ნაწილში ახალგაზრდებს გავუზიარეთ ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გარემოს დაბინძურების გავლენის შესახებ, ნაგავსაყრელების მაგალითზე. 🌍

✔️მეორე ნაწილში მონაწილეებს გავაცანით 2026 წლის ახალგაზრდული შესაძლებლობები — როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროგრამები. შეხვედრის ბოლოს კი ერთად დავგეგმეთ შემდეგი ნაბიჯები ✨

წელსაც საინტერესო სიახლეებს გპირებით🎉

🔊8 მარტის კამპანიის ფარგლებში, ჩვენი გუნდი გასვლითი ვიზიტით იმყოფებოდა წეროვანის დევნილთა დასახლებაში, სადაც გინეკოლოგის...
09/03/2026

🔊8 მარტის კამპანიის ფარგლებში, ჩვენი გუნდი გასვლითი ვიზიტით იმყოფებოდა წეროვანის დევნილთა დასახლებაში, სადაც გინეკოლოგის ჩართულობით ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს უფასოდ მიეწოდათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები და კონსულტაციები.

📌გვჯერა, რომ ქალთა გაძლიერება იწყება ჯანმრთელობაზე ზრუნვით. სწორედ ამიტომ, 8 მარტს კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი თითოეული ქალის უფლებას – ჰქონდეს ინფორმაცია, მხარდაჭერა და ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა.

#ქალთადღე #8მარტი #რეპროდუქციულიჯანმრთელობა #ქალებისგაძლიერებ

📢თუ ფიქრობთ, რომ ფიშინგის ან კიბერშეტევის მსხვერპლი გახდით — არ დარჩეთ მარტო ამ პრობლემასთან.ჩვენ გთავაზობთ იურისტის უფა...
09/03/2026

📢თუ ფიქრობთ, რომ ფიშინგის ან კიბერშეტევის მსხვერპლი გახდით — არ დარჩეთ მარტო ამ პრობლემასთან.

ჩვენ გთავაზობთ იურისტის უფასო კონსულტაციას, სადაც მიიღებთ რეკომენდაციებს:
• რა ნაბიჯები უნდა გადადგათ პირველ რიგში
• როგორ დაიცვათ თქვენი მონაცემები
• როგორ იმოქმედოთ სამართლებრივი კუთხით

📲დაგვიკავშირდით: 032 201 12 21 და მიიღეთ სწორი მიმართულება დროულად.

📌ციფრული უსაფრთხოება იწყება ინფორმირებულობით.

სული გზამკვლევი იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე👇
https://hera-youth.ge/wp-content/uploads/2026/03/Digital-Security-1-8.pdf

📢 სოციალური მუშაკის უფასო სატელეფონო კონსულტაციაასოციაცია HERA XXI აივ დადებითი სტატუსის მქონე ქალებსა და ნარკომომხმარებ...
20/02/2026

📢 სოციალური მუშაკის უფასო სატელეფონო კონსულტაცია

ასოციაცია HERA XXI აივ დადებითი სტატუსის მქონე ქალებსა და ნარკომომხმარებლებს სთავაზობს სოციალური მუშაკის უფასო სატელეფონო კონსულტაციას.

თუ გჭირდებათ:
✔️ სოციალური მხარდაჭერა
✔️ სერვისებზე გადამისამართება
✔️ ინფორმირება პროგრამებსა და სერვისებზე
✔️ ინდივიდუალური კონსულტაცია

📞 დაგვირეკეთ: 032 20 11 221
❗️სოციალური მუშაკის შიდა ნომერია-106

კონსულტაციას გაგიწევთ 2018 წლიდან სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი და აივ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თემის ლიდერი - თამარ გახოკიძე

Address

ქ. თბილისი გამსახურდიას გამზ IIკვ შენობა 9 ბ 2;
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322011221

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI:

Share