09/06/2026
🔹(ა)აიპ საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, ყვარლის თემატურ ბანაკში გაიმართა ფიზიკური აქტივობების სერია, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გუნდური მუშაობისა და სპორტული სულისკვეთების გაძლიერება იყო.
🔹ბანაკის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ფრენბურთისა და ფეხბურთის შეჯიბრებებში, სადაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
🔹აქტივობების დასასრულს გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ მედლები და სერტიფიკატები, რაც მათი ჩართულობისა და მონდომების სიმბოლოდ იქცა.
🔹პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency-ს მხარდაჭერით.
🔹ერთად გავაგრძელოთ სწავლა და განვითარება!
🔹ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად გადადით ბმულზე: https://forms.gle/2bVspnNWDQFxojrz6
🔹ჩვენი ვებ-საიტი: https://www.spg.ge