ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი The Levan Mikeladze Foundation

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი The Levan Mikeladze Foundation

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი        The Levan Mikeladze Foundation Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი The Levan Mikeladze Foundation, Nonprofit Organization, 33 Nino Ramishvili Street, Tbilisi.

26 თებერვალი სახელოვანი ქართველი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის – ლევან მიქელაძის – დაბადების დღეა.რაც დრო გადის, მისი...
26/02/2026

26 თებერვალი სახელოვანი ქართველი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის – ლევან მიქელაძის – დაბადების დღეა.

რაც დრო გადის, მისი სახელი და მემკვიდრეობა სულ უფრო მკაფიო მნიშვნელობას იძენს. ლევან მიქელაძე იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ბატონი ლევანის პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და სახელმწიფოებრივი ხედვა განსაკუთრებით ფასეული იყო იმ რთულ პერიოდში, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა სანდო პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება და ეროვნული ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე.

მან მოახერხა ღირსეული მოქალაქის, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელისა და ერთგული მეგობრის სახით დაეტოვებინა მაგალითი, რომელიც დღესაც ჩვენი ორიენტირია.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი აგრძელებს მის მიერ დაწყებულ გზას – დიალოგის, თანამშრომლობისა და საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცების საქმეს.

გვაკლია, მაგრამ მისი მემკვიდრეობა გვაძლიერებს.
დიდება მის სახელს.

February 26 marks the birthday of the distinguished Georgian diplomat and public figure, Levan Mikeladze.

Time passes, yet his name and legacy gain ever greater meaning. Levan Mikeladze belonged to the generation that played a significant role in shaping the foundations of Georgia’s foreign policy after independence. His professionalism, principled stance, and statesmanlike vision were particularly valuable during a difficult period when the country needed to strengthen reliable partnerships and defend its national interests on the international stage.

He left behind the example of a worthy citizen, a responsible public servant, and a devoted family man - an example that continues to guide us today.

The Levan Mikeladze Foundation carries forward the path he began - promoting dialogue, cooperation, and the strengthening of Georgia’s security and well-being.

He is deeply missed, yet his legacy continues to inspire and strengthen us.
Glory to his name.

ვიხსენებთ და გვეამაყება!2007 წლის 7 ნოემბერი. თანამედროვე საქართველოს დიპლომატიის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ს...
07/11/2025

ვიხსენებთ და გვეამაყება!

2007 წლის 7 ნოემბერი. თანამედროვე საქართველოს დიპლომატიის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე უხეში ძალადობისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალების დარბევის გამო საჯარო მოხელემ პროტესტის ნიშნად ელჩის მაღალი თანამდებობა დატოვა. გვჯერა, თაობებს ეხსომებათ ეს თამამი და ღირსეული ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა კოლეგამ და მეგობარმა, ლევან მიქელაძემ, იმ რთულ დროს გადადგა.

დღეს ვიხსენებთ ბატონ ლევან მიქელაძეს — ძვირფას ადამიანს, რომელიც მხოლოდ კოლეგა არ იყო, არამედ გულით ახლობელი, ბევრისთვის...
26/04/2025

დღეს ვიხსენებთ ბატონ ლევან მიქელაძეს — ძვირფას ადამიანს, რომელიც მხოლოდ კოლეგა არ იყო, არამედ გულით ახლობელი, ბევრისთვის მეგობარი და მასწავლებელი.

ძალიან გვენატრებით, ბატონო ლევან. თქვენი სითბო, თანადგომა და პროფესიონალიზმი დღეს ძალიან გვაკლია.

მადლობა სიყვარულისთვის, უღალატო მეგობრობისთვის და მემკვიდრეობისთვის, რომელიც კვლავ გვინათებს გზას.

Today, we honor the memory of Mr. Levan Mikeladze — a remarkable person, who was more than just a colleague. He was a kindred spirit, a friend to many, and a mentor whose guidance left a lasting imprint.

Your absence is deeply felt, Mr. Levan.
Your warmth, unwavering support, and profound professionalism are missed now more than ever.

Thank you for your love, your steadfast friendship, and the legacy you left behind, which continues to guide and inspire us.

We are saddened to announce that Richard L. Armitage, a member of the International Advisory Board of the Levan Mikeladz...
15/04/2025

We are saddened to announce that Richard L. Armitage, a member of the International Advisory Board of the Levan Mikeladze Foundation, passed away unexpectedly on April 13 at the age of 79.

Ambassador Armitage served as deputy to Secretary of State Colin Powell from 2001 to 2004, the tumultuous years of the 9/11 attacks and the start of the wars in Afghanistan and Iraq. Before that he had served as a senior Defense Department official during the Reagan administration and as a special presidential envoy for President George H.W. Bush.

Richard L. Armitage had a close and friendly relationship with Mr. Levan Mikeladze.

მწუხარებით ვიუწყებით, რომ 13 აპრილს 79 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი რიჩარდ ლ. არმიტეჯი.

ელჩი არმიტეჯი სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის მოადგილედ მსახურობდა 2001-2004 წლებში — აშშ-ზე 9/11-ის ტერორისტული შეტევებისა და ავღანეთსა და ერაყში ომების დაწყების პერიოდში. მანამდე იგი რეიგანის ადმინისტრაციაში თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე იყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უფროსის სპეციალური წარმომადგენელი.

05/03/2025

A new study by the Caucasus Research Resource Center.

05/03/2025

ქართულ -აფხაზური და ქართულ ოსური ურთიერთობები - CRRC საქართველოს ახალი კვლევა კონფლიტისადმი დამოკიდებულებებსა და ....

გილოცავთ, ბატონო ლევან!დღეს თქვენი დაბადების დღეა, და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჩვენთან აღარ ხართ, თქვენი ენერგია,...
26/02/2025

გილოცავთ, ბატონო ლევან!

დღეს თქვენი დაბადების დღეა, და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჩვენთან აღარ ხართ, თქვენი ენერგია, თქვენი მიზნები და თქვენი სითბო ისევ გვაცოცხლებს.

თქვენი სახელი მხოლოდ წარსული არ არის – ეს არის მოძრაობა, გზა, შთაგონება! ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ თქვენს დაწყებულ საქმეს, რამეთუ თქვენი მემკვიდრეობა და იდეალები დღემდე გვამოძრავებს და გვაიძულებს, გავაგრძელოთ ბრძოლა უკეთესი სამყაროსთვის. თქვენმა რწმენამ და თავდადებამ გვასწავლა, რომ ერთი ადამიანის თამამ ნაბიჯს დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია.

დღეს ვიხსენებთ თქვენს სიცილს, თქვენს ოცნებებს და თქვენს დაუღალავ ძალისხმევას. მადლობა, რომ გვასწავლეთ, რა არის სამშობლო, ჭეშმარიტი ერთგულება და სიყვარული.

გვენატრებით, გვაკლიხართ… მაგრამ მაინც მუდამ გვერდით გვეგულებით! 🤍

Happy Birthday, Dear Levan!

Today, we celebrate your birthday. Though you are no longer with us physically, your energy, vision, and warmth continue to inspire and uplift us.

Your name is not just a memory—it is a movement, a legacy, and a source of inspiration. We carry forward the work you started, driven by your values and unwavering dedication to a better world.
Your courage and commitment taught us that a single bold step can make a big difference.

Today, we honor your laughter, your dreams, and your relentless spirit. Thank you for showing us the true meaning of homeland, loyalty, and love.

We miss you—but your presence remains with us always! 🤍

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი „კავკასიური სახლთან“ და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან პარტნიორობით ...
20/02/2025

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი „კავკასიური სახლთან“ და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან პარტნიორობით უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად მუშაობს საქართველოში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის. განხორციელდა რამდენიმე ერთობლივი პროექტი, რომელსაც სხვადასხვა ეტაპზე შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ბრიტანეთის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა უწევდნენ ფინანსურ მხარდაჭერას.

ერთი პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა კონფლიქტების ტრანსფორმაციის საექსპერტო ხედვის დოკუმენტი, რომელიც ექსპერტ-კონფლიქტოლოგების ჩართულობით შეიქმნა და 2025 წლის 23 იანვარს წარედგინა სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური/დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

2024 წელს ხსენებული ორგანიზაციების დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საქართველოში არსებული კონფლიქტები: აღქმები, დამოკიდებულებები, მოლოდინები“, რომლის დროსაც გამოკითხული იქნა ორი ათასამდე რესპონდენტი. თავად კვლევისა და მისი ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ცნობაში. კვლევა ასევე ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://caucasusbarometer.org/en/ch2024ge/codebook/. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ საექსპერტო ხედვის დოკუმენტისა და საზოგადოებრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესახებ სამოქმედო გეგმა, სადაც მოცემულია კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.

2025 წლის 18 თებერვალს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა CRRC-ის კვლევისა და სამოქმედო გეგმის საჯარო პრეზენტაცია.

The Levan Mikeladze Foundation, in partnership with the Caucasian House and the Institute for the Study of Nationalism and Conflicts, has been actively working for several years to promote the transformation of conflicts in Georgia. Several joint projects have been implemented, financially supported at various stages by the Swiss government, the Office of the EU Special Representative, the British government, and the United Nations Development Programme (UNDP).

As part of one project, an expert vision document on conflict transformation was developed with the involvement of conflict specialists. This document was presented on January 23, 2025, to representatives of civil society and diplomatic/donor organizations accredited in Georgia.

In 2024, at the request of the aforementioned organizations, CRRC conducted a public opinion survey titled "Conflicts in Georgia: Perceptions, Attitudes, and Expectations." Nearly 2,000 respondents participated in the survey. Information about the research and its key findings can be found in the attached report, and the full study is also available at: https://caucasusbarometer.org/en/ch2024ge/codebook/.
It is also important to note that, based on the expert vision document and the survey results, an action plan for conflict transformation was developed. This plan outlines specific steps that need to be taken to support the peaceful transformation of conflicts.

On February 18, 2025, the CRRC survey and the Action Plan were publicly presented at the Radisson Blu Iveria Hotel.

2007 წლის 7 ნოემბერს ყოველთვის ვიხსენებთ. ვიხსენებთ იმიტომ, რომ ამ დღეს ლევან მიქელაძემ ცნობილი პრინციპული და გაბედული გ...
07/11/2024

2007 წლის 7 ნოემბერს ყოველთვის ვიხსენებთ. ვიხსენებთ იმიტომ, რომ ამ დღეს ლევან მიქელაძემ ცნობილი პრინციპული და გაბედული გადაწყვეტილებით ხმა აიმაღლა რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც მშვიდობიან დემონსტრანტებზე უხეშად იძალადა. ბატონმა ლევანმა ეს ღირსეული ნაბიჯი ადამიანის ძირეული უფლებების - შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების - შელახვის პროტესტის ნიშნად გადადგა, რაც ქართული დემოკრატიის დაცვის საქმეში შეტანილი უნიკალური წვლილია. გვჯერა, რომ დროთა განმავლობაში ბატონი ლევანის ეს ქმედება სულ უფრო დაფასდება.

November 7, 2007, remains etched as the day Levan Mikeladze took a stand. On this day, he bravely raised his voice against a repressive regime that ruthlessly targeted peaceful demonstrators. With his well-known integrity and courage, Mr. Mikeladze made a moral decision, protesting the violation of fundamental human rights—freedom of assembly and expression. This dignified act was a unique contribution to the defense of Georgian democracy, and we believe that, over time, it will be valued even more deeply.

Address

33 Nino Ramishvili Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322251929

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი The Levan Mikeladze Foundation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი The Levan Mikeladze Foundation:

Share