შენი სიცოცხლის გადასარჩენად

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შენი სიცოცხლის გადასარჩენად

შენი სიცოცხლის გადასარჩენად Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შენი სიცოცხლის გადასარჩენად, Non-Governmental Organization (NGO), Tbilisi.

🚑 თბილისის მე-10 რაიონული სამსახურის 1030 ბრიგადის კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე!ექიმ გურანდა მეტრეველის ინფორმაციით, ...
10/06/2026

🚑 თბილისის მე-10 რაიონული სამსახურის 1030 ბრიგადის კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე!

ექიმ გურანდა მეტრეველის ინფორმაციით, 1030 ბრიგადა სხვა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან უჩვეულო ხალხმრავლობა და გაჩერებული ტრანსპორტი შენიშნეს.
ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მიწაზე იწვა, მის გარშემო კი პანიკაში მყოფი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.
ექიმი გურანდა მეტრეველი იხსენებს, რომ მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, შეცვლილი ფერითა და გაფართოებული გუგებით დახვდათ.
ბრიგადის წევრების მიერ წამებში მოხდა მისი მონიტორზე აყვანა, სადაც ასისტოლია დაფიქსირდა.
პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ გულის რითმი აღდგა.
ჰოსპიტალიზაციის პროცესში სასწრაფო დახმარების მანქანაში, ექიმებს პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლა მეორედ მოუწიათ.
გულის გაჩერებიდან რამდენიმე წამში, ბრიგადამ უმოკლეს დროში ისევ შეძლო გულის მუშაობის აღდგენა.
მამაკაცი ფორსმაჟორით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმი გურანდა მეტრეველი მუდმივად ინტერესდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით და და ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც შეიტყო რომ მამაკაცი თავს კარგად გრძნობდა და ბინაზეც გაეწერა.
მოგვიანებით პაციენტის მეუღლე თავად დაუკავშირდა ბრიგადის წევრებს და მათ გაწეული დახმარებისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
ექიმი გურანდა მეტრეველი განსაკუთრებით აღნიშნავს მისი გუნდის წევრებს, უმცროს ექიმს გურამ სვანიძეს, რომელიც კრიტიკულ წუთებში საიმედო საყრდენია და მძღოლს კახაბერ გოგავას, რომელმაც უსწრაფესი და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაცია უზრუნველყო.
ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 1030 ბრიგადას საგულისხმო დახმარება გაუწია შემთხვევის ადგილზე მყოფმა ავტობუსის მძღოლმა, რომელიც აკავებდა პანიკაში მყოფ მოქალაქეებს, რითიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებს მუშაობისა და პაციენტის დახმარების შესაძლებლობა მისცა.

„ჩემი პაციენტი ჩემი ნაწილია და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც მას საიმედო ხელში ვტოვებ,“ — ამბობს გურანდა მეტრეველი.

მადლობა 1030 ბრიგადის თითოეულ წევრს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და გადარჩენილი სიცოცხლისთვის და იმ იმედისთვის, რომელსაც თითოეულ ოჯახს აძლევთ.

#გვეამაყება
1030 ბრიგადა
ექიმი გურანდა მეტრეველი
უმცროსი ექიმი გურამ სვანიძე
მძღოლი კახაბერ გოგავა

#შენისიცოცხლისგადასარჩენად

01/06/2026
🚑 27 მაისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა!გილოცავთ პროფესიულ დღეს! მადლობას გიხდით დაუღალავი შრომის...
27/05/2026

🚑 27 მაისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა!
გილოცავთ პროფესიულ დღეს!
მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, იმ სიმამაცისა და თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ავლენთ.

23/05/2026

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გადაცემაში „ექიმები“

🚑 თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431-ე ბრიგადისთვის ეს გამოძახება განსაკუთრებული აღმოჩნდა. ადგილზე მისულებს დერეფან...
20/05/2026

🚑 თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431-ე ბრიგადისთვის ეს გამოძახება განსაკუთრებული აღმოჩნდა. ადგილზე მისულებს დერეფანში უგონო მდგომარეობაში მყოფი ხანშიშესული ქალბატონი დახვდათ — მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
მონიტორზე უპულსო პარკუჭოვანი ტაქიკარდია დაფიქსირდა.
ასეთ დროს გადამწყვეტია ბრიგადის სწრაფი რეაგირება, პროფესიონალიზმი და კოორდინირებული მოქმედება.
პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დროულად ჩატარების შედეგად, შესაძლებელი გახდა გულის რითმის აღდგენა — სინუსური რითმი დაბრუნდა, ხოლო პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა.
1431-ე ბრიგადის მიერ პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
ეს ისტორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების უმნიშვნელოვანეს როლს — იმ წუთებში, როცა ყოველი წამი სიცოცხლის ფასად ღირს.

#გვეამაყება
ექიმი ტარიელ მღებრიშვილი
უმცროსი ექიმი სოფო ავალიშვილი
მძღოლი გოდერძი უდესიანი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად

🚑საღამო იყო, როდესაც გორის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადა გამოძახებაზე გავიდა.ვინაიდან მისამართი დაზუსტებული არ იყო, ე...
18/05/2026

🚑საღამო იყო, როდესაც გორის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადა გამოძახებაზე გავიდა.
ვინაიდან მისამართი დაზუსტებული არ იყო, ექიმი ნინო მეტრეველი თავად დაუკავშირდა ზარის ინიციატორს და როგორც გაირკვა, პაციენტი, ორსული ქალბატონი ქალაქის მიმდებარე დასახლებიდან ოჯახის წევრს საკუთარი მანქანით მოჰყავდა.
ბრიგადის წევრების მიერ სწრაფად მოხდა პაციენტის სასწრაფოს მანქანაში გადმოყვანა. ჰოსპიტალიზაციის პროცესის დაწყებიდან ძალიან მალე მშობიარეს ტკივილი მოემატა და როგორც ექიმი ნინო მეტრეველი იხსენებს, ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ქალი მალე იმშობიარებდა და გზის გაგრძელებას და კლინიკამდე მისვლას ვეღარ შეძლებდნენ. ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს —მანქანაში მშობიარობის მიღება.
რამდენიმე წუთში, ბრიგადის დახმარებით, ფიზიოლოგიურად დაიბადა ჯანმრთელი ბიჭუნა. ახალშობილი მაქსიმალური ქულით შეფასდა.
ახალგაზრდა დედისთვის ეს მეორე შვილია.
#გვეამაყება
ექიმი ნინო მეტრეველი
ექთანი ნანა იჩქითი
მძღოლი მამუკა(უჩა) ხალიშვილი

#შენისიცოცხლისგადასარჩენად

გამოძახების მოტივი უგონო. ადგილზე თბილისის სასწარფო დახმარების 1- ლი ფილიალის 0130 ბრიგადა გავიდა.კერძო სახლის ეზოში, ბო...
15/05/2026

გამოძახების მოტივი უგონო.
ადგილზე თბილისის სასწარფო დახმარების 1- ლი ფილიალის 0130 ბრიგადა გავიდა.
კერძო სახლის ეზოში, ბოსტნის ადგილას 70 წლამდე უგონო ქალბატონია, რომელსაც სასწრაფოს მისვლამდე გულ- ფილტვის რენიმაციას საკუთარი მეუღლე უტარებს.
ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა, პაციენტს სასიცოცხლო პარამეტრები არ აღენიშნებოდა, მონიტორზე ასისტოლია დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა რეანიმაციული ღონისძიების გატარება, გარკვეული დროის შემდეგ მონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა. ჩატარდა ელექტროდეფიბრილაცია და გაგრძელდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. მოულოდნელად პაციენტმა სპონტანური სუნთქვა დაიწყო, გაჩნდა პულსი მაგისტრალურ არტერიაზე.
პაციენტის ტრანპორტირების პროცესში მონიტორზე 3-ჯერ დაფიქსირდა უპულსო პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რომელიც პროტოკოლით იმართა და სასწრაფოს ექიმმა კვლავაც წარმატებით შეძლო პაციენტის გულის ამუშავება.

პაციენტის მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელდა. დადგინდა, რომ ქალბატონს გულის ქრონიკული პათოლოგია ჰქონდა, რის გამოც ჩადგმული ქონდა დეფიბრილატორი, რომელმაც საჭირო დროს არ იმუშავა.

ამ დროისთვის პაციენტი იმყოფება კლინიკის კარდიოინტენსიურ განყოფილებაში და თავს კარგად გრძნობს.
#გვეამაყება
იამზე გავაშელიშვილი
ნინო მირზიაშვილი
ზვიად ნოზაძე

#შენისიცოცხლისგადასარჩენად

14/05/2026

რადიო იმედი
"თეთრი ორშაბათი"
თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის ექიმი ლელა ჩუბინიძე

სასწრაფო დახმარების რუსთავის მე-2 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით „უგონო“. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე 85 წლ...
13/05/2026

სასწრაფო დახმარების რუსთავის მე-2 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით „უგონო“.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე 85 წლამდე ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პარამედიკოსი ნანა ლაზარაშვილი იხსენებს, რომ მისვლისას პაციენტი არ სუნთქავდა და მაგისტრალურ არტერიაზე პულსი არ ისინჯებოდა.
ოჯახში ქალბატონის შვილიშვილები იმყოფებოდნენ, რომელთა გადმოცემითაც ბებომ მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც უეცრად გონება დაკარგა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, მონიტორზე ასისტოლია ფიქსირდებოდა, ვინაიდან მედიკამენტების ინტრავენულად შეყვანა შეუძლებელი იყო, პარამედიკოსმა ნანა ლაზარაშვილმა ადრენალინის მისაწოდებლად ძვალშიდა კათეტერი გამოიყენა. უწყვეტი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად საძილე არტერიაზე პულსაცია გაჩნდა, მონიტორზე სინუსური რითმი დაფიქსირდა, აღდგა სუნთქვა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი გლაზგოს შკალის 10 ქულით უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელდა, სადაც პაციენტს ჰიპოკალემია დაუდგინდა , რამაც გულის გაჩერება გამოიწვია. ამჟამად პაციენტი პალატაშია გადაყვანილი, თავს კარგად გრძნობს და ბინაზე მალე გაეწერება.
ნანა ლაზარაშვილი საუბარში აღნიშნავს, რომ პაციენტის გადარჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ექთანს ირმა შავშიშვილს და მძღოლს პაატა რთველიაშვილს.

#გვეამაყება
პარამედიკოსი ნანა ლაზარაშვილი
ექთანი ირმა შავშიშვილი
მძღოლი პაატა რთველიაშვილი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად

გამოძახებაზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 1705 ბრიგადას თბილისის ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში შუახნის მამაკა...
08/05/2026

გამოძახებაზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 1705 ბრიგადას თბილისის ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ადგილზე პანიკა იყო. პაციენტი ციანოზური, მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსი არ აღენიშნებოდა.

ექიმ ირმა კაციტაძის ინფორმაციით, ბრიგადის წევრებმა პაციენტის მდგომარეობა უმოკლეს დროში შეაფასეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე ფიბრილაცია დაფიქსირდა, რის შემდეგაც გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი.

უწყვეტი გულ-ფილტვის რეანიმაციის ფონზე, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის მიერ უსწრაფესად მოხდა კლინიკის შეთანხმება და პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.

ირმა კაციტაძე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს ბრიგადის თითოეული წევრის პროფესიონალიზმს და ამბობს, რომ სწორედ ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის შედეგია გაჩერებული გულის აღდგენა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

ირმა კაციტაძე 22 წელია, რაც სხვისი სიცოცხლის გადარჩენის საქმეს ემსახურება და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს.

#გვეამაყება
ბრიგადა 1705
ექიმი ირმა კაციტაძე
უმცროსი ექიმი იაკობ თოდუა
მძღოლი ოთარ ქურთაული
#შენისიცოცხლისგადასარჩენად

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შენი სიცოცხლის გადასარჩენად posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share