EUROPA DONNA GEORGIA

Call Directions Website Contact the organization

EUROPA DONNA GEORGIA � ევროპული დიდი ორგანიზაციის EUROPA DONNA -ს ქართული წარმომადგენლობა.

12/10/2026

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა!!! უზომოდ გვახარებს და გვაძლიერებს ანუკი არეშიძის ინიციატივა, ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ბრენდის -ის სოციალური კამპანია 🩷 დარწმუნებულები ვართ, რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია და ერთად ყველაფერი გამოგვივა🩷🩷🩷


06/10/2026

BMG-ზე, მედსკრიპტუმის გადაცემა ჩვენს პეტიციაზე. მადლობა Mari Lucky Kukhalashvili ჩვენი გვერდში დგომისთვის, უანგარო მხარდაჭერისთვის, იმისთვის რომ მეტი ხარ ვიდრე ექიმი!!!
პეტიციის მოთხოვნებია:
ამბულატორიული კვლევების სახელმწიფო პროგრამით დაფინანსება,
ენჰერტუ, კეიტრუდას დაფინანსება სახელმწიფო პროგრამით.
ძუძუს რეკონსტრუქცია,
კიბოს რეგისტრის შემქნა,
პალიატიური მოვლის სერვისი ...
#ვარდისფერიოქტომბერი

26/09/2026
 #ვარდისფერიოქტომბერიქუთაისიმოემზადეთ! წინ ჩვენი ყველაზე 🎀ვარდისფერი ოქტომბერია!!! 🎀ოქტომბერი მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს...
21/09/2026

#ვარდისფერიოქტომბერიქუთაისი

მოემზადეთ! წინ ჩვენი ყველაზე 🎀ვარდისფერი ოქტომბერია!!!

🎀ოქტომბერი მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პრევენციასა და მხარდაჭერას ეძღვნება.

ქუთაისში კი 🎀ვარდისფერი ოქტომბერი🎀 უკვე ჩვენი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა -ტრადიცია, რომელსაც ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი უერთდება და რომლის მთავარი ძალაც ერთობაში, სოლიდარობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაშია.

წელსაც, ჩვენს უცვლელ პარტნიორთან Boutique Hotel Argo-სთან ერთად, ვიწყებთ კიდევ ერთ განსაკუთრებულ ვარდისფერ თვეს უძველეს ქალაქ ქუთაისში.

წინ გველოდება შეხვედრებით, ცოდნით, ისტორიებით, ემოციებითა და ადამიანური სითბოთი სავსე ქუთაისური ოქტომბერი.

გაიმართება:
🎀ნახატების გამოფენა და საინტერესო ისტორიების გაზიარება;
🎀სამედიცინო კონფერენცია;
პაციენტთა სკოლა;
🎀საქველმოქმედო Fashion Show;
🎀საქველმოქმედო ჭადრაკის ტურნირი;
🎀ვარდისფერი ცოცხალი ჯაჭვი ქალაქის მოედანსა და თეთრ ხიდზე;
🎀და კიდევ არაერთი პატარა თუ დიდი ინიციატივა, რომელსაც ერთად შევქმნით.

მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ერთი მთავარი მიზანი დგას: მეტი ინფორმირებული ქალი. მეტი მხარდაჭერა. მეტი ზრუნვა. და არც ერთი ქალი, რომელმაც ამ გზაზე ბრძოლა დაიწყო, არ დარჩეს მარტო.

ამ ოქტომბერს ქუთაისში ვარდისფერი მხოლოდ ფერი არ იქნება, არამედ იქნება მხარდაჭერის სიმბოლო, იმედის სიმბოლო და შეხსენება, რომ ერთმანეთის გვერდით დგომას მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ, ქუთაისო, ისევ ერთად ვიქნებით. შემოგვიერთდი ნებისმიერ და/ან ყველა ამ ღონისძიებაზე, შეხვედრაზე, საქველმოქმედო ინიციატივაში, შენი სიტყვით, შენი მხარდაჭერით ან უბრალოდ ვარდისფერი ლენტით, რადგან ზოგჯერ ერთი ადამიანის გვერდით დგომაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს.

ღონისძიებების ზუსტ თარიღებსა და დეტალებს ძალიან მალე გაგიზიარებთ.

ერთად - უფრო მეტი ინფორმაციისთვის. ერთად - მეტი მხარდაჭერისთვის. ერთად - ერთმანეთისთვის.

#ვარდისფერიოქტომბერი Georgian Oncologist Multidisciplinary Association

ვრცლად:
03/06/2026

ვრცლად:

პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე ამბობს, რომ თამბაქოსა და ელექტრო სიგარეტის გამოყენების შედეგად ადამიანის ჯანმრთელო....

დღეს, კიბოს მსოფლიო დღეს, თბილისი მერიოტში, ონკოსაზოგადოება Hope / იმედი და EUROPA DONNA GEORGIA ორგანიზებით, პრესკონფერ...
04/02/2026

დღეს, კიბოს მსოფლიო დღეს, თბილისი მერიოტში, ონკოსაზოგადოება Hope / იმედი და EUROPA DONNA GEORGIA ორგანიზებით, პრესკონფერენცია გაიმართა. სადაც, წარმოვადგინეთ პეტიცია და მკაფიო მოთხოვნები კიბოს მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
📌 პეტიციით გაწერილი ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:
• ადრეული დიაგნოსტიკური კვლევების სრულფასოვანი დაფინანსება;
• ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების დროული ჩართვა სახელმწიფო დაფინანსებაში;
• ონკოლოგიური რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა, მათ შორის ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, რეკონსტრუქციული ქირურგია და ლიმფედემის მართვა;
• ონკოლოგიური ელექტრონული რეგისტრის შექმნა;
აქვე აღვნიშნეთ, რომ ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსების პროექტი უკვე შემუშავებულია City Cancer Challenge (C/Can)-ის - საერთაშორისო გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მიერ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ეხმარება მთავრობებსა და ჯანდაცვის სისტემებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, რეალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებოს სამუშაო ჯგუფების მიერ - სპეციალისტების, პაციენტთა ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით - მომზადებული, სანდო და განსახორციელებლად მზა პროექტი. სადაც:
✅საჭირო კვლევები გაწერილია ნოზოლოგიების მიხედვით;
✅ეტაპები განსაზღვრულია;
✅ბიუჯეტი დათვლადია;
და ჩვენი მთავარი მოთხოვნა, კი ამ გადაწყვეტილების დროული ამოქმედებაა!
📍მნიშვნელოვანია, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და ინოვაციური მკურნალობა, არა მხოლოდ იცავს სიცოცხლეს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამცირებს გართულებებს და ამსუბუქებს სახელმწიფოსთვის ფინანსურ ტვირთს.
ონკოსაზოგადოება „ჰოუფი“ და „ევროპა დონა საქართველო“, როგორც პაციენტთა ორგანიზაციები, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენი თანამონაწილეობის მნიშვნელოვნებას კიბოს მართვის პროცესში და მზაობას გამოვთქვამთ უწყვეტი თანამშრომლობისთვის.
კიბოს მსოფლიო დღე გვახსენებს, რომ კიბო არ არის მხოლოდ სამედიცინო პრობლემა. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა! და ამ საერთო პასუხისმგებლობაში, მნიშვნელოვანია მკაფიოდ და ანგარიშგასაწევად ისმოდეს პაციენტის ხმა.

Today, on World Cancer Day, a press conference was held at the Tbilisi Marriott, organized by the oncology community HOPE and EUROPA DONNA GEORGIA. During the event, we presented a petition and clearly articulated our demands aimed at improving the cancer management system.

📌 The key demands outlined in the petition include:
• Full funding of early diagnostic screening programs;
• Timely inclusion of innovative oncology medications in state funding schemes;
• Accessibility of oncological rehabilitation services, including psychosocial support, reconstructive surgery, and lymphedema management;
• Establishment of a national oncological electronic registry.

We also emphasized that the project for financing early diagnostic services has already been developed by City Cancer Challenge (C/Can), an international organization with extensive experience in supporting governments and healthcare systems across different countries in implementing evidence-based, practical solutions.

This means that there is already a reliable, implementation-ready project prepared by working groups involving specialists, patient organizations, and state institutions, in which:
✅ Required diagnostic studies are defined by cancer types;
✅ Implementation stages are clearly outlined;
✅ The budget is calculable.

Our main demand is the timely implementation of this solution.

📍 It is important to underline that early diagnosis and innovative treatment not only save lives but also, in the long term, reduce complications and ease the financial burden on the state.

As patient organizations, the oncology community HOPE and EUROPA DONNA GEORGIA fully recognize the importance of our participation in the cancer management process and express our readiness for continuous cooperation.

World Cancer Day reminds us that cancer is not only a medical issue — it is a social responsibility. And within this shared responsibility, it is crucial that the patient’s voice is heard clearly and taken into account.

02/02/2026

კიბოს მსოფლიო დღე, პეტიცია, ადრეული დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია 🙏❤️
ანა მაზანიშვილი 🙏 ❤️ ირაკლი კოხრეიძე 🙏❤️

🔬 Early Diagnosis, Innovative Treatment, and Experience | A Strategy in the Fight Against Cancer
✔️ Ana Mazanishvili – President of Europa Donna Georgia
✔️ Irakli Kokhreidze – Oncoplastic Surgeon, Associate Professor at TSMU, Head of the Mammology Department at Caraps Medline #

19/12/2025

SOS!!! მოგესალმებით,მეგობრებო,
გვჭირდება თქვენი დახმარება,საქმე ეხება უკრაინის მოქალაქეს,ახალგაზრდა გოგოს,ნატალია ბ. ,რომელსაც დაუდგინდა სამმაგად ნეგატიური ძუძუს კიბო და სასწრაფო წესით ესაჭიროება მკურნალობის დაწყება (ქიმიოთერაპია) ,იმის მიუხედავად,რომ აქვს ცხოვრების უფლება,დაფინანსების პროგრამით ვერ ისარგებლებს …

ოჯახს ისედაც დიდი ხარჯი დააწვა სადიაგნოსტიკო კვლევებზე და ამჯერად ფინანსური რესურსი ამოეწურათ… გთხოვთ,დაგვიდგეთ გვერდით და დავეხმაროთ სიცოცხლისთვის ბრძოლაში

თქვენი იმედი მაქვს 🩷🩷🩷💖💖💖



Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when EUROPA DONNA GEORGIA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to EUROPA DONNA GEORGIA:

Shortcuts

Share