01/02/2024
‼️ მანდალას გუნდი ყველას გთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და იზრუნოთ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე
❗️ არ მიიღოთ და სხვას არ მისცეთ სუბსტანცია, რომელიც დატესტილი არ გაქვთ რეაგენტ ტესტერებით და ფენტანილის ჩხირით ან რომლის ეფექტების შესახებ არასაკმარისი იცით!
❗️ გახსოვდეთ, რომ გარკვეული დრაგების კომბინაციები სიცოცხლისთვის საშიშია! იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული გრაფით და არა პირადი გამოცდილებით:
https://drive.google.com/file/d/1kqBSVDZwQ9ARz0nc9NOEueeyiQxIow7o/view?usp=sharing
❗️ მოხმარებისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები საკუთარი და სხვების უსაფრთხოებისთვის:
🔸 შეეცადეთ არ დარჩეთ მარტო, ყოველთვის იყავით მეგობრის ან ნაცნობის სიახლოვეში
🔸 არ მიიღოთ უცხო ადამიანისგან შემოთავაზებული სასმელი ან სუბსტანცია
🔸 არ მიიღოთ ახალი ან დიდი დოზის სუბსტანცია მეთვალყურის გარეშე
🔸 გამოეცალეთ იმ გარემოს, სადაც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ
🔸 ყოველთვის იყავით ყურადღებით თქვენს სასმელ ჭურჭელთან
🔸 ნუ გააგრძელებთ ისეთი სუბსტანციის ან სასმლის მიღებას, რომელიც თავს ცუდად გაგრძნობინებთ
🔸 თუ უკვე შეუძლოდ ხართ, ნუ მიიღებთ დამატებით სასმელს ან სუბსტანციას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
🔸 თუ ამჩნევთ, რომ თავს შეუძლოდ გრძნობთ ან მოსალოდნელზე უფრო მეტად არაფხიზლად ხართ - იპოვეთ საჯარო და უსაფრთხო ადგილი და დასახმარებლად მოუხმეთ დაცვას/სტაფს ან დარეკეთ 112
🔸 ყოველთვის თან იქონიეთ ნალოქსონი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
P.S. ზედოზირებისას, არ შეგეშინდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, და ოპერატორისთვის თქმა, რომ ზედოზირების შემთხვევაა❗️ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აღარ აქვს ვალდებულება, ზედოზირების შემთხვევა შეატყობინოს პოლიციას, ხოლო პოლიცია თუ მაინც ჩაერევა, მათ არ აქვთ სამართლებრივი დევნის დაწყების უფლება
❗️ ზედოზირების ნიშნებისა და რეაგირების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია:
https://www.mndl.ge/post/ზედოზირება-ამოცნობა-და-რეაგირება
👁️ უფასო და ანონიმური კონსულტაციისთვის და მასალებისთვის შეგიძლიათ მოხვიდეთ მანდალას ოფისში ან მოგვწეროთ ჩვენი გვერდიდან
🔸 სატივის ქ. 10 (ყოფილი: კოსტავას 1 შესახვევი)
🔸 ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/wvqsxftyvdnonc7v5
🔸 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00-19:00
ზედოზირებას განვიცდით მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზმი საკმარისად სწრაფად ვეღარ უმკვლავდება მიღებული დრაგების .....