ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის

ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის Project "Women as Agents for Change and Empowerment" is supporting women's participation in politics, peace building processes & their economical activism.

პროექტის შესახებ:
პროექტი ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ ”ტასოსთან”, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პოლიტიკურ, ეკონო

მიკურ და სამშვიდობო და კონფლიქტის პრევენციის პროცესებში ქალთა სრული მონაწილეობის მხარდაჭერა, სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში, ეროვნულ კანონმდებლობაში ინიციატივების მხარდაჭერის გზით საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობით, გაიზრდება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. ქალებს მიეცემათ საშუალება, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და პოტენციალი ტელე და რადიო გადაცემებში, რომლებიც საგანგებოდ მათთვის მომზადდება.
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა. სოფლად მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს გაეზრდებათ მცირე გრანტებზე, ბიზნესკონსულტაციებზე, სამუშაო ინსტრუქტაჟზე, საბანკო სისტემასა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებზე წვდომის საშუალება, რაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას.
ქალები აქტიურად ჩაერთვებიან სამშვიდობო პროცესებში, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და აფხაზ ქალებს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რაც გაყოფილ თემებს შორის სახალხო დიპლომატიის განვითარებასა და ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ინტერვენცია ორ სხვადასხვა - მიკრო, ანუ ადგილობრივ და თემის და მაკრო - ანუ პოლიტიკისა და კანონმდებლობის დონეზე მოხდება. ერთი მხრივ, ხელი შეეწყობა ქალების გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე, კომპეტენციის გაზრდის მიზნით სწავლებისა და ინსტრუქტაჟის სერიის საშუალებით, ამავდროულად, წარიმართება პარალელური სამუშაო პოლიტიკის შექმნის მიმართულებით, დროებითი სპეციალური ღონისძიებების ხელშეწყობისა და მათი მიღების ადვოკატირების მიზნით.

მოსალოდნელი შედეგები:

• მეტი ქალი პოლიტიკაში
• ქალთა ეკონომიკური ჩართულობის და თვითუზრუნველყოფის გაზრდა
• ქალთა გააქტიურება სამშვიდობო და კონფლიქტის პრევენციის პროცესებში

სამიზნე რეგიონები:

• თბილისი
• მცხეთა-მთიანეთი
• კახეთი
• სამცხე-ჯავახეთი
• იმერეთი
• გალის რაიონი (კონფლიქტის ზონა)


USAID-ის მხარდაჭერით, პროექტს ახორციელებს ქალთა საონფორმაციო ცენტრი. პროექტის პარტნიორები არიან:

• ფონდი ”ტასო”
• საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა)
• ომისა და მშვიდობის გაშუქრების ინსტიტუტი
• გალის რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია

Women as Agents for Change and Empowerment is carried out with the support of U.S. Agency for International Development (USAID) and in partnership with Taso Foundation, Association of Young Economists of Georgia, Institute for War and Peace Reporting (IWPR) and organization based in Gali district aims at supporting women’s full participation in political, economic, peace-building and conflict-prevention processes. The activities aim at enhancing women’s economic engagement and self-sustainability through social mobilization methodology so that they could have access to different services, receive further education and have ability to participate in political life. All this is strengthened by legislation revision and gender mainstreaming into the national election code in order to promote and integrate the temporary affirmative positive action measures (quotas) for women's political participation.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის:

Share