Anticorruption Union/ანტიკორუფციული კავშირი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Anticorruption Union/ანტიკორუფციული კავშირი

Anticorruption  Union/ანტიკორუფციული კავშირი იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ულება დამნ?

19/03/2025

იყავით ყურადღებით❗️❗️❗️ შპს "alliance city" ბათუმში აშენებს სასტუმროს ტიპის აპარტამენტს, რომლის კვადრატულის ღირებულება შეადგენს 3000აშშ დოლარს. ერთ ერთმა მათმა კლიენტმა მოგვმართა დახმარებისათვის, რომელმაც შეიძინა 317 000აშშ ღირებულების უძრავი ქონება, მას ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე გრაფიკით გადახდილი აქვს 102000აშშ დოლარი. კლიენტმა შეიტყო,რომ შპს "alliance city"-ს მიერ წარმოებული სამშენებოლო პროცესი თითქოს უხარისხოდ მიმდინარეობდა და მოითხოვა საკუთარი სახსრებით შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება. ამ მოთხოვნას შპს "alliance city"-ს მხრიდან მოყვა ის რეაქცია, რომ კლიენტს ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება და დააჯარიმა 81000აშშ დოლარით. გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ ამ კაბალური ხელშეკრულების გარდა შპს "alliance city"-ს აღნიშნული შენობა 2024 წლისათვის უნდა დაემთავრებინა. გაითვალისწინეთ ეს შემთხვევა! დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მოთხოვნის შემთხვევაში გაგაცნოთ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები. BE CAREFUL ❗️❗️❗️Alliance City is building a hotel-type apartment in Batumi, with a price per square meter of $3,000. One of their clients, who purchased real estate worth $317,000, has already paid $102,000 according to the terms of the contract.The client later learned that the construction process carried out by LLC Alliance City was allegedly of poor quality and requested an independent examination at their own expense. However, LLC Alliance City responded by unilaterally terminating the contract and imposing a fine of $81,000 on the client.It is important to consider that, in addition to this contractual agreement, LLC Alliance City was also supposed to complete the building in question by 2024.Please take this case into account! We provide interested parties with the opportunity to obtain documents confirming these facts upon request.

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციების ფარგლებში გამოვავლინეთ მიწების უკანონო მითვის...
01/09/2024

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციების ფარგლებში გამოვავლინეთ მიწების უკანონო მითვისების 17 ფაქტი. რომლის საბაზრო ღირებულება (1 300 000) მილიონ სამასიათას ლარს აღემატება. საქმის მასალები გადავაგზავნეთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში, რომლებზედაც დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მადლობას ვუხდით მოსახლეობას აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისათვის, ასევე მადლობას ვუხდით ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლებს გაწეული შრომისათვის.

ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში მატულობს არასრულწლოვნების სექსუალურ მომსახურეობაში ჩართულობის ფაქტები. ...
30/06/2024

ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში მატულობს არასრულწლოვნების სექსუალურ მომსახურეობაში ჩართულობის ფაქტები. სამწუხაროდ ასეთი ფაქტები კიდევ მრავლად გვხვდება. მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ.

ანტიკორუფციული კავშირის წევრთა საყურადღებოდ! ვასაჯაროვებთ ვადაგასულ პირადობის მოწმობებს, აღდგენაზე შეგიძლიათ მოგვმართოთ ...
26/03/2024

ანტიკორუფციული კავშირის წევრთა საყურადღებოდ! ვასაჯაროვებთ ვადაგასულ პირადობის მოწმობებს, აღდგენაზე შეგიძლიათ მოგვმართოთ ოფისში.A-024, A-050,A-052,A-054,A-055,A-022,A-060,A-063,,A-112,A-113,A-115,A-116,A-117,A-119,A-123,A-124,A-127,A-150,A-151,A-152,A-153,A-155,A-156,A-157,A-159,A-160,A-162,A-314,A-316,A-318,A-319,A-320,A-323,A-324,A-330.

მიუხედავად გამკაცრებული რეგულაციებისა, კვლავ გრძელდება ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტები. მოგმარ...
18/03/2024

მიუხედავად გამკაცრებული რეგულაციებისა, კვლავ გრძელდება ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტები. მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ იმ აფთიაქების მისამართები, საიდანაც გაიცემა აღნიშნული მედიკამენტები კანონდარღვევით. სამწუხაროდ სააფთიაქო ნარკოტიკების მომხმარებლების 40% არასრულწლოვნები არიან, რაც ანადგურებს ახალგაზრდა თაობას. იმედი გვაქვს საზოგადოება დაგვეხმარება ვამხილოდ და სამაგალითოდ დაისაჯოს ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ჩადის ამ მძიმე დანაშაულს.

პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში დიდი აჟიოტაჟი მოყვა. კრიტიკა, რომელიც სახელისუფლებო რგოლზე გადმოინთხა რატომღ...
06/02/2024

პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში დიდი აჟიოტაჟი მოყვა. კრიტიკა, რომელიც სახელისუფლებო რგოლზე გადმოინთხა რატომღაც მიუღებელია მათთვის. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, აუცილებლად გაანალიზეთ ის რეალობა რაც საქართველოში ხდება... გაანალიზეთ ის, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული პრეზიდენტი იძლევა კრიტიკულ შენიშვნებს და არა ვიღაც თქვენს მიერ მტრად აღიარებული ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი. გარწმუნებთ, მხოლოდ შეცდომის აღიარებით და მისი გამოსწორებით შეიძლება ხალხის ნდობის დაბრუნება, რომელიც ჰაერივით ესაჭიროება დღეს ხელისუფლებას. სწორი და მართებული გადაწყვეტილებები თუ დააყენებს საქართველოს განვითარების გზაზე.

Address

Tbilisi
6018

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Anticorruption Union/ანტიკორუფციული კავშირი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Anticorruption Union/ანტიკორუფციული კავშირი:

Share