05/09/2026
🍎 ხარისხიანი საკვები არ უნდა იკარგებოდეს, როცა ის სხვებს ასე ძალიან სჭირდებათ.
ქველმოქმედების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ბანკმა „ენკენიამ“ - ევროკავშირისა და FAO Georgia-ს თანადგომით, „კრედო ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერითა და „კარფურის“ მიერ უსაფრთხო პროდუქციის დონაციით - მცხეთაში 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. მობილურმა კარავმა დროებითი სურსათის ბანკის ფუნქცია შეასრულა, ხოლო ჩვენმა მოხალისეებმა ნობათი პირდაპირ სახლებში მიუტანეს მათ, ვინც განაწილების პუნქტამდე მოსვლა ვერ შეძლო.
ეს ინიციატივა 2023 წელს მიღებულ სურსათის შეწირულების კანონს ეფუძნება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ჭარბი საკვები ნარჩენების ნაცვლად, ადამიანების დასახმარებლად მივმართოთ.
🌱 მცხეთა მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
ჩვენ ვცდებით თბილისის ფარგლებს! სამომავლოდ იგეგმება რეგიონული სადისტრიბუციო პუნქტებისა და ცხელი ხაზის შექმნა, რათა სურსათის გადარჩენა და გადანაწილება კიდევ უფრო მარტივი გახდეს მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთად ვამცირებთ საკვების ნარჩენებს და ვაძლიერებთ სასურსათო უსაფრთხოებას!
▪️ ▪️ ▪️
🍎 Good food shouldn't go to waste when people are going hungry.
To mark the International Day of Charity, the Enkenia Food Bank team turned solidarity into action - standing together with the European Union and FAO Georgia, with the financial support of Credo Bank, and through the donation of safe products by Carrefour. We distributed these high-quality food boxes to 20 socially vulnerable families in Mtskheta. A mobile tent served as our temporary food bank, and our incredible volunteers delivered boxes straight to the doors of those who couldn't reach the distribution point.
This is all made possible by the 2023 Law on Food Donation, which allows us to legally and safely rescue surplus food and redistribute it to those who need it most.
🌱 Mtskheta is just the beginning.
We are expanding beyond Tbilisi! We are planning a network of regional distribution hubs and a dedicated hotline to make food rescue simpler and more accessible across all of Georgia. Together, we are cutting food waste and strengthening food security!