DEUS Holding

Directions Website

DEUS Holding Global Startup

05/09/2026
31/08/2026

ლუქსიუმის უერთდება ბრიტანელი მარკ კონვეი-გრინსლეიდი — სტრატეგიული ტექნოლოგიური მრჩევლის და ლუქსიუმის ექსპერტთა საბჭოს წევრის სტატუსით.

მარკის პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია სწორედ იმ ტექნოლოგიებთან, რომლებზეც მომავლის ფინანსური და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა შენდება.

Casper Association-ში იგი ხელმძღვანელობდა ბლოკჩეინ კვლევისა და განვითარების ცენტრს (R&D), მუშაობდა ბლოკჩეინზე დაფუძნებული საბანკო პლატფორმის არქიტექტურაზე და ქმნიდა Rust-ზე დაფუძნებულ ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიულ ტექნოლოგიებს, მათ შორის ZK Rollup-სა და ZK Light Client-ს.

მანამდე, Casper Labs-ში, მარკი უშუალოდ მუშაობდა პირველი დონის (Layer 1) ბლოკჩეინის განვითარებაზე, მათ შორის Proof-of-Stake კონსენსუსის ტექნოლოგიებზე და ქსელის უსაფრთხოებისა და მდგრადობის სისტემებზე.

ბოლო წლებში მისი საქმიანობა კიდევ უფრო ღრმად გადავიდა კრიპტოგრაფიის, განაწილებული სისტემებისა და ციფრული იდენტობის მიმართულებით. იგი მუშაობდა უსაფრთხო ბიომეტრიული იდენტობის ტექნოლოგიაზე, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ რეგულირებად სტაბილურ კრიპტოვალუტასა და სხვა ახალი თაობის ფინანსურ ტექნოლოგიებზე.

მარკი არის Microsoft-ის სერტიფიცირებული პროგრამული არქიტექტორი და აერთიანებს პროგრამული არქიტექტურის, ბლოკჩეინის, კრიპტოგრაფიისა და ფინანსური ტექნოლოგიების მრავალწლიან გამოცდილებას.

მარკი ჩაერთვება ლუქსიუმის ტექნოლოგიური სტრატეგიის განვითარებაში, მნიშვნელოვანი არქიტექტურული გადაწყვეტილებების შეფასებასა და ჩვენი გლობალური ტექნოლოგიური ხედვის გაძლიერებაში.

Layer 1. კრიპტოგრაფია. ZK ტექნოლოგიები. საბანკო ინფრასტრუქტურა. განაწილებული სისტემები. სწორედ ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანებთან ერთად ვაშენებთ Luxium-ს.

22/08/2026

🚢 Luxium Voyage 2027 — არჩევანი თქვენზეა! 🌍

2027 წლის აგვისტოში Luxium Voyage გაიმართება და გვაინტერესებს, თქვენ რომელ მიმართულებას აირჩევდით საკრუიზო მოგზაურობისთვის?

🇳🇴 ნორვეგიის ფიორდები — შთამბეჭდავი მთები, ჩანჩქერები და ზღაპრული პეიზაჟები

🇮🇸 ისლანდია — მყინვარები, ვულკანები, ცხელი გეიზერები, ჩანჩქერების კასკადი და უნიკალური ველური ბუნება

👇 დაწერეთ კომენტარებში: ნორვეგია თუ ისლანდია?

20/08/2026

ლუქსიუმის გუნდი კიდევ ერთი პროფესიონალით ძლიერდება

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ნატალი ჯახუტაშვილი უერთდება Luxium-ის გუნდს და საქმიანობას დამფუძნებლისა და CEO-ს ოფისში, Executive Assistant-ის პოზიციაზე გააგრძელებს.

ნატალის საქართველოს სატელევიზიო და ჟურნალისტიკის სფეროში თითქმის ათწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა ქვეყნის წამყვან ტელეკომპანიებში, აშუქებდა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და ეროვნულ მოვლენებს, უძღვებოდა პირდაპირ ეთერებსა და ინტერვიუებს და მუშაობდა გარემოში, სადაც სისწრაფე, პასუხისმგებლობა და ეფექტური კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მისი მრავალწლიანი გამოცდილება კომუნიკაციის, კოორდინაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის მიმართულებით მნიშვნელოვანი დამატებაა Luxium-ისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენი საქმიანობა სულ უფრო მეტად გადადის საერთაშორისო მასშტაბზე.

Luxium-ის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი გუნდიც, ადამიანებით რომლებსაც აქვთ გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მზადყოფნა, გახდნენ ჩვენი გლობალური ხედვის ნაწილი.

კეთილი იყოს შენი შემობრძანება Luxium-ში, ნატალი! 🌍

15/08/2026
14/08/2026

🌍 Luxium-ის გლობალური განაწილების მოდელი წინასწარი გაყიდვების ფარგლებში

Luxium-ის გლობალური გაფართოების მთავარი პრინციპია, რომ LUXX ქოინის მიწოდება არ კონცენტრირდეს რამდენიმე მსხვილი მფლობელის ან ცალკეული ბაზრის ხელში.

ჩვენ ვქმნით წინასწარ განსაზღვრულ გლობალურ განაწილების სისტემას. თითოეულ ქვეყანას ექნება საკუთარი მაქსიმალური კვოტა, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე თითოეულ KYC-ვერიფიცირებულ ადამიანს შეძენის მაქსიმალური ლიმიტი.

165,580,141 LUXX — არის ლუქსიუმის ფიქსირებული რაოდენობა რაც ოდესმე იარსებებს.
აქედან:
⛏️ 20,000,000 LUXX გამოყოფილია — მაინინგისა და ქსელის ჯილდოებისთვის
🌍 145,580,141 LUXX — გლობალური განაწილებისთვის
👤 *21,000 LUXX — მაქსიმალური ლიმიტი ერთ KYC-ვერიფიცირებულ ადამიანზე

🇬🇪 საქართველო — 12,000,000 LUXX

საქართველო, როგორც Luxium-ის პირველი ბაზარი, წარმოადგენს განსაკუთრებულ გამონაკლისს და მას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ლიმიტი:

10,000,000 LUXX — საქართველოს ბაზრისთვის/მოქალაქეებისთვის (უკვე გაყიდულია 3.3 მილიონი, დარჩენილია 6.7 მილიონი)
2,000,000 LUXX — საქართველოს სოციალური ფონდისთვის

*21,000 LUXX-იანი ლიმიტი არ ვრცელდება ადრეულ Angel Investors-ზე, რომლებმაც LUXX გლობალური განაწილების მოდელის შემოღებამდე შეიძინეს.

რაც უფრო ფართოდ და თანასწორობის პრინციპით ნაწილდება LUXX ქვეყნებსა და ადამიანებს შორის, მით უფრო ძლიერი, სტაბილური და გლობალურია Luxium-ის საფუძველი.

LUXIUM 🌍

მსოფლიო განაწილება წინარე გაყიდვების ფარგლებში:

ბაზარი

🇬🇪 საქართველო - 12.0M

🇮🇳 ინდოეთი - 9.0M

🇮🇩 ინდონეზია - 6.0M

🇧🇷 ბრაზილია - 6.0M

🇳🇬 ნიგერია - 5.0M

🇻🇳 ვიეტნამი - 5.0M

🇺🇸 აშშ - 5.0M

🇵🇭 ფილიპინები - 4.0M

🇵🇰 პაკისტანი - 4.0M

🇹🇷 თურქეთი - 4.0M

🇲🇽 მექსიკა - 3.5M

🇹🇭 ტაილანდი - 3.0M

🇰🇿 ყაზახეთი - 3.0M

🇺🇦 უკრაინა - 3.0M

🇦🇷 არგენტინა - 3.0M

🇲🇾 მალაიზია - 2.5M

🇺🇿 უზბეკეთი - 2.5M

🇨🇴 კოლუმბია - 2.5M

🇿🇦 სამხრეთ აფრიკა -2.5M

🇩🇪 გერმანია - 2.5M

🇬🇧 დიდი ბრიტანეთი - 3.0M

🇰🇷 სამხრეთ კორეა - 2.0M

🇻🇪 ვენესუელა - 2.0M

🇰🇪 კენია - 2.0M

🇦🇪 UAE - 2.0M

🇨🇦 კანადა - 2.0M

🇫🇷 საფრანგეთი - 1.8M

🇮🇹 იტალია - 1.8M

🇪🇸 ესპანეთი - 1.8M

🇵🇱 პოლონეთი -1.8M

🇦🇲 სომხეთი - 1.5M

🇦🇿 აზერბაიჯანი - 1.5M

🇯🇵 იაპონია - 1.5M

🇧🇩 ბანგლადეში - 1.5M

🇵🇪 პერუ - 1.5M

🇪🇹 ეთიოპია - 1.5M

🇸🇦 საუდის არაბეთი - 1.5M

🇷🇴 რუმინეთი - 1.2M

🇰🇬 ყირგიზეთი - 1.2M

🇬🇭 განა - 1.2M

🇪🇬 ეგვიპტე - 1.2M

🇦🇺 ავსტრალია - 1.2M

🇨🇭 შვეიცარია - 1.0M

🇳🇱 ნიდერლანდები - 1.0M

🇸🇬 სინგაპური - 1.0M

🇨🇱 ჩილე - 1.0M

🇪🇨 ეკვადორი - 1.0M

🇹🇿 ტანზანია - 1.0M

🇵🇹 პორტუგალია - 0.8M

🇬🇷 საბერძნეთი - 0.8M

🇲🇩 მოლდოვა - 0.8M

🇺🇬 უგანდა - 0.8M

🇲🇦 მაროკო - 0.8M

🇨🇿 ჩეხეთი - 0.7M

🇧🇴 ბოლივია - 0.7M

🇦🇹 ავსტრია - 0.6M

🇧🇪 ბელგია - 0.6M

🇸🇪 შვედეთი - 0.6M

🇧🇬 ბულგარეთი - 0.6M

🇭🇺 უნგრეთი - 0.5M

🇰🇭 კამბოჯა - 0.5M

🇷🇼 რუანდა - 0.5M

🇯🇴 იორდანია - 0.5M

🇪🇪 🇱🇻 🇱🇹 ბალტიის ქვეყნები - 0.8M

🇩🇴 დომინიკის რესპუბლიკა - 0.4M

ცენტრალური ამერიკის სხვა ბაზრები - 0.4M

აფრიკის დამატებითი ბაზრები - 0.5M

🇳🇿 ახალი ზელანდია - 0.3M

🌍 ახალი ბაზრების რეზერვი - 2.1M

ჯამში: 145.0M LUXX

07/08/2026

💎გახდი ლუქსიუმის ამბასადორი!
🚀 მნიშვნელოვანი განცხადება ლუქსიუმის საზოგადოებისთვის!

🗓️ 8 აგვისტოს, შაბათს
🕘 21:00 საათზე (თბილისის დროით)

გეპატიჟებით მნიშვნელოვან ონლაინ შეხვედრაზე, სადაც პირველად დეტალურად წარმოგიდგენთ ლუქსიუმის Ambassador-თა პროგრამას.

ასევე გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ გახდეთ:

🏡 ბინის პროგრამის
🚗 ავტომობილის პროგრამის
✈️ Luxium Voyage-ის
💰 და დამატებითი შემოსავლის მფლობელი

და ეს ყველაფერი უკვე აგვისტოდან!

თუ გსურთ იცოდეთ, რა შესაძლებლობებს ქმნის ლუქსიუმი მომავლისთვის, აუცილებლად შემოგვიერთდით.

შეხვედრის ლინკი:
https://meet.google.com/rns-pskp-pqj

არ გამოტოვოთ!

Address

Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when DEUS Holding posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share