Youth Vision Georgia

Youth Vision Georgia Youth Vision Georgia - Official page

Youth Vision Georgia is a Non-profitable, Non-Governmental Organization, established to contribute Georgia's integration in democratic world.

ახალგაზრდული ხედვა საქართველო წარმოადგენს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა საქართველოს დემოკრატიულ სამყაროში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.
ვინაიდან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის უმთავრ

ეს წინაპირობას, ორგანიზაცია მიზნად ისახავს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში.
ახალგაზრდული ხედვა საქართველოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ხელი შეუწყოს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას არა მარტო ეროვნულ არამედ საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც ის შექმნის ფორუმს აზრების, შეხედულებებისა და გამოცდილებების ინტენსიური გაზიარებისთვის.
ორგანიზაცია ითვალისწინებს რა საქართველოს მრავალეთნიკურობას, თავისი საქმიანობით შეეცდება ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესს და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, დებატების, საჯარო დისკუსიებისა და კონფერენციების ორგანიზების გზით „ახალგაზრდული ხედვა საქართველო“ მიზნად ისახავს აამაღლოს საქართველოს მოქალაქეების ცნობიერება თავიანთ უფლებებთან დაკავშირებით და უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა.
ვინაიდან ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსა და წარმატებულ უცხოურ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თავისი საქმიანობის ფარგლებში ითანამშრომლებს და განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Youth Vision Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Youth Vision Georgia:

Share