07/09/2026
🌱 წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა მაშინ ხდება განსაკუთრებით ძვირფასი, როცა მას სხვებს უზიარებთ. თუმცა, შედეგიანი ტრენინგისთვის სწორი მეთოდოლოგიაა საჭირო.
💡 სწორედ ამ მიზნით, ტრენერთა ასოციაცია უკვე მეხუთე წელია, აკადემიის საშუალებით ამზადებს პროფესიონალებს და იწყებს რეგისტრაციას „ტრენერთა აკადემია 2026-ის“ მე-5 ნაკადზე.
🎯 6 კვირის განმავლობაში, წამყვან ტრენერებთან ერთად, პრაქტიკულად გაივლით სრულ პროცესს დაგეგმვიდან პროფესიულ ეთიკამდე.
👥 პროგრამა განკუთვნილია პრაქტიკოსი პროფესიონალებისთვის და ტრენინგების ჩატარების მსურველებისთვის, რომლებსაც დარგობრივი გამოცდილება აქვთ.
📋 შერჩევა მოიცავს სააპლიკაციო ფორმის შევსებასა და გასაუბრებას.
🚀 გადააქციეთ თქვენი გამოცდილება სხვების განვითარების გზად!
🔗 განაცხადი და დეტალები:
https://forms.gle/WAAj9YDhzQKz1G9q7
📢 ტრენერთა ასოციაცია აცხადებს მიღებას ტრენერთა აკადემიის საიუბილეო, მე-5 ნაკადზე!
სატრენინგო პროგრამა (TOT) შემუშავებულია იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სისტემატიზაცია, სწავლების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ათვისება და საგანმანათლებლო საქმიანობის მაღალ სტანდარტზე აყვანა.
💡 6-კვირიანი ინტენსიური კურსი სრულად პასუხობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგებზე. მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას სატრენინგო პროგრამების დიზაინსა და დაგეგმვაში, ჯგუფის დინამიკის მართვაში, ფასილიტაციასა და აუდიტორიის მოტივირებაში. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ მოდელირებას, ინდივიდუალურ ონლაინ მენტორინგსა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას.
👥 პროგრამას უძღვებიან დარგის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსი ტრენერები: თორნიკე გურული, ქეთი ჟვანია-ტაისონი, პაატა პაპავა, პავლე თვალიაშვილი, ლალი ბადრიძე, ეკა ფრუიძე, ეკატერინე გოგელაშვილი და თამარ კანაშვილი.
📌 საორგანიზაციო დეტალები:
📅 პერიოდი: 14 ოქტომბერი - 21 ნოემბერი
📍 ლოკაცია: თბილისი, ალტე უნივერსიტეტი (უნივერსიტეტის ქუჩა #2)
⚠️ აკადემიურ ჯგუფში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია. შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.
🔗 რეგისტრაციისა და პროგრამის დეტალების სანახავად გადადით ბმულზე:
https://forms.gle/Cvti7gbdtL3FL3UQ7
„ტრენერთა აკადემიის“ მხარდამჭერია - ალტე უნივერტიტეტი
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის:
📩 [email protected] | [email protected]
☎️ 555 51 75 74 | 557 77 64 02