მედიევისტები ისტორიასა და კულტურაზე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მედიევისტები ისტორიასა და კულტურაზე

მედიევისტები ისტორიასა და კულტურაზე Medievalists Revealing History & Culture Future Medievalists Revealing History & Culture

🏛Blasphemous და კულტურაBlasphemous ეს არის ვიდეო თამაში რომელიც, განსაკუთრებულად განსხვავებულია რადგან ის იყენებს კათოლი...
19/11/2025

🏛Blasphemous და კულტურა

Blasphemous ეს არის ვიდეო თამაში რომელიც, განსაკუთრებულად განსხვავებულია რადგან ის იყენებს კათოლიკური რწმენის ელემენტებს (განსაკუთრებით ესპანურ კონტექსტში) და აზავებს გროტესკულ ფანტაზიასთან. თამაშის ყველაზე თვალსაჩინო კულტურული წყარო არის ესპანური დიდი კვირა (Semana Santa), რომელიც განსაკუთრებით გავლენიანია ანდალუსიაში (დეველოპერების რეგიონი).მონანიე (The Penitent One), ეს მთავრი პერონჟია რომელსაც აცვია კონუსის ფორმის ნიღაბი, რომელსაც კაპიროტე ეწოდება. ეს ნიღაბი გამოიყენება დიდი კვირის მსვლელობებში მონაწილე მონანიე ძმობათა (Nazarenos) მიერ. ის სიმბოლურად გამოხატავს მონანიებასა და ანონიმურობას. თამაშში არსებული მძიმე სიმბოლიკა, ქანდაკებები და "ტანჯვის" ვიზუალი პირდაპირ ასახავს Semana Santa-ს მსვლელობებს, სადაც მძიმე, დიდებული პასოსი (ქანდაკებების კომპოზიციები) გააქვთ ქუჩებში მხრებზე შემოდგმული. თამაშის დიზაინში დომინირებს მძიმე, ორნამენტული ბაროკოს სტილი, რომელიც ესპანურ რელიგიურ ხელოვნებაშია გავრცელებული. ეს ეხება როგორც ქანდაკებებს, ასევე არქიტექტურას, ვიზუალური ესთეტიკა ხშირად მოგვაგონებს გვიანი რენესანსისა და ბაროკოს ესპანელ მხატვრებს, რომლებიც განასახიერებდნენ რელიგიურ ექსტაზს, ტანჯვასა და სასწაულებს. თამაშის სამყარო, კუსტოდია (Custodia), არის ადგილი, სადაც რწმენა და დანაშაული ისეა გადაჯაჭვული, რომ ტანჯვა ხდება ერთადერთი გზა ხსნისკენ ან ღვთიური ყურადღების მოსაპოვებლად. ამ თამაშ ჩვენთვის გაკვეთილია აქვს, სასწაული (The Miracle) მოქმედებს, როგორც ბრმა რწმენის სიმბოლო, რომელიც ამახინჯებს რეალობას: ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სასწაულის მოხმობას, ხშირად საშინელ ფიზიკურ მუტაციებს იღებენ (წყევლას, რომელიც კურთხევად მიაჩნიათ). კუსტოდიის კულტურა განადიდებს ტკივილს, თვითგვემას და ტანჯვას. მიაჩნიათ რომ ეს ღვთისმოსაობის უმაღლესი ფორმაა. სოციალური კომენტარი აქ არის ის, თუ როგორ შეიძლება რელიგიურმა ფანატიზმმა გამოიწვიოს თვითდესტრუქციული ქცევის ნორმალიზება. თამაშში არსებული რელიგიური იერარქია (როგორც პირველ ნაწილში) ხშირად კორუმპირებული და ცბიერია. ისინი მიმართავენ სასწაულს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, რითაც გვიჩვენებენ, თუ როგორ გამოიყენება რწმენა მჩაგვრელი სოციალური კონტროლისთვის. ესპანურ კულტურაში ცოდვისა და მონანიების თემები ძალზე მნიშვნელოვანია. თამაში აზვიადებს ამ თემას უკიდურესობამდე, სადაც მთელი ერი ცხოვრობს მუდმივი დანაშაულის გრძნობით, რომლისგან გათავისუფლებაც შეუძლებელია.

„არ არსებობს საპატიებელი ცოდვა, მხოლოდ ცოდვაა... და მონანიება.“

„ღვთისმოსაობამ სიბრმავემდე მიგვიყვანა.“

🏛"ჯვაროსნული ლაშქრობა"უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები იწყება 1095 წელს, როდესაც პაპი კლერმონის კრებაზე წა...
12/11/2025

🏛"ჯვაროსნული ლაშქრობა"

უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები იწყება 1095 წელს, როდესაც პაპი კლერმონის კრებაზე წარსდგება სიტყვით. რეალობა, როგორც ყოველთვის, უფრო კომპლექსურია. გვიანანტიკურ სამყაროში ქრისტიანობას უწევდა საკუთარი ადგილის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ის იმპერიის მასშტაბის რელიგია ხდება. კონსტანტინე დიდის შემდგომ პერიოდში ხდება კულტურის და პოლიტიკის ქრისტიანიზაცია. თუ II-III საუკუნეში ქრისტიანები უარს აცხადებენ ბრძოლაზე, VI-VII საუკუნეებში უკვე აქტიურად მონაწილეობენ. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს ჭირდება ან ზურგს უმაგრებს ჯარი. იმპერიის გადარჩენისთვის საჭირო იყო სამხედრო საქმის ქრისტიანიზაცია და, პირიქით, ქრისტიანობის "მილიტარიზაცია".

პოლიტიკური და ყოფითი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ვლინდება ადამიანთა ყოველდღიურობაში, ჯერ ნეტარმა ავგუსტინემ და შემდეგ სხვა მამებმაც ჩამოაყალიბეს და განავრცეს სამართლიანი ომის თეორიები. დროსთან ერთად სხვადასხვანაირად ხდებოდა მათი ინტერპრეტაცია, მაგრამ შედეგი ცალსახაა. მაგალითად იუსტინიანე თავის კამპანიას ჩრდ. აფრიკაზე ჯვაროსნულ ლაშქრობად თვლის. ჰერაკლე კეისარი ჯვრით და მახვილით შედის სასანიანთა ირანის დედაქალაქში და აქრობს მარადიულ ცეცხლს. ისინი იბრძვიან ქრისტიანობის(ქრისტეს) გასავრცელებლად და დასაცავად. ერთგვარად მოხდა ომის კულტურიზაცია და მას უკვე ჭირდებოდა მყარი რელიგიური ლეგიტიმაცია და თანხმობა სასულიერო თუ საერო პირებისგან.
საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ჯვაროსნული ომები-ლაშქრობები მოგვდევს მთელი შუა საუკუნეები, რადგან იდეურად ომი დართულია მხოლოდ ქრისტესთვის და მისი ნაცვლისთვის ამ ქვეყნად, მეფისთვის ან იმპერატორისთვის.

📕წყარო: პიტერ ბრაუნი - გვიანანტიკური სამყარო

🏛ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი იყო პრუსიის სამეფოსა და შემდეგ გერმანიის იმპერიის გენერალ-ფელდმარშალი და პრუსიის არმიის გენერა...
01/11/2025

🏛ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი იყო პრუსიის სამეფოსა და შემდეგ გერმანიის იმპერიის გენერალ-ფელდმარშალი და პრუსიის არმიის გენერალური შტაბის უფროსი (1857-1888 წლებში). ის ითვლება ერთ-ერთ ფუძემდებლად იმ სამხედრო დოქტრინისა, რომელმაც უზრუნველყო გერმანიის გაერთიანება და დიდი სამხედრო წარმატებები.
მოლტკემ მოახდინა პრუსიის გენერალური შტაბის რადიკალური რეორგანიზაცია, გადააქცია რა ის თანამედროვე, ეფექტურ და პროფესიულ ცენტრად სამხედრო დაგეგმვისა და მართვისთვის. მან დანერგა სარდლობის ფილოსოფია, რომელიც ცნობილია როგორც Auftragstaktik (ამოცანით მართვა). ეს ნიშნავს, რომ ქვედა რგოლის მეთაურებს ეძლევათ მიზანი (ამოცანა), ხოლო მისი მიღწევის გზები და საშუალებები თავად უნდა აირჩიონ მოცემული სიტუაციის შესაბამისად. ამან საგრძნობლად გაზარდა ჯარების მოქნილობა და ინიციატივა ბრძოლის ველზე.
ის პირადად მეთაურობდა გერმანიის არმიას გადამწყვეტ ომებში, რომლებიც გერმანიის გაერთიანებას მოჰყვა: პრუსია-დანიის ომი (1864) ავსტრო-პრუსიული ომი (1866) (სადოვას ბრძოლა) საფრანგეთ-პრუსიის ომი (1870–1871) - ამ ომში მიღწეულმა გამარჯვებამ საბოლოოდ გამოიწვია გერმანიის იმპერიის შექმნა.
​მოლტკე ასევე იყო გამოჩენილი სამხედრო თეორეტიკოსი. მან გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი, მათ შორის მოგზაურობის დღიურები და სამხედრო ლაშქრობების ანალიზები. მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები :

"ომი ღმერთისგან მართული სამყაროს წესრიგის განუყოფელი ნაწილია. ომში ადამიანის კეთილშობილური საწყისები წარმოჩინდებიან პირველ პლანზე. სიმამაცე და თავგანწირვა, მოვალეობის ერთგულება და მსხვერპლის გაღების მზადყოფნა.. ომის გარეშე მსოფლიო მატერიალისტურ წუმპედ გადაიქცევა"

ჰელმუტ ფონ მოლტკე

დაკარგული ქვეყნიდან შევხვდი მოგზაურს.მან წარმოთქვა: უდაბნოში დგას ქანდაკება - თვალის მახე,და ქანდაკებას მოწყვეტილი ფეხი ...
10/10/2025

დაკარგული ქვეყნიდან შევხვდი მოგზაურს.
მან წარმოთქვა: უდაბნოში დგას ქანდაკება - თვალის მახე,
და ქანდაკებას მოწყვეტილი ფეხი და სახე
ფანტავს უდაბნოს ხმაურს.

წაშლილი სახიდან ქუხს მედიდური მზერა,
სურვილი, სამყაროს აღქმის მსახურად ხელის,
მოქანდაკემ ჩადო უსულო ქვაში სიცოცხლის კერა,
და ამ გადმოცემულ აზრს სიკვდილი არასდროს ელის.

ერთადერთ წაუშლელ ნატეხზე წერია: "მეფეთა მეფის წინაშე ძრწოდეთ!
ოზიმანდია - სახელი ჩემი არს,
საქმენი ჩემი იხილეთ და მინდა მთხოვდეთ,
მიწას, ჰაერს და ზღვას!"

ძეგლის მახლობლად აღარაფერია,
უდაბნო მკვდარია და მხოლოდ მტვერია მის ზღვარს.

პერსი ბიში შელი - "ოზიმანდია"

🏛„შენ კი იამაყე მათზე და მაღლა დააყენე ისინი, ვიდრე თავად არიან. შენ ხომ, ბოლოს და ბოლოს, თავისუფლება შესთავაზე მათ, რომ...
09/10/2025

🏛„შენ კი იამაყე მათზე და მაღლა დააყენე ისინი, ვიდრე თავად არიან. შენ ხომ, ბოლოს და ბოლოს, თავისუფლება შესთავაზე მათ, რომელსაც ვერ გაუძლებენ, რადგან არ არსებობს ადამიანისთვის უფრო ტანჯული რამ, ვიდრე თავისუფლება — როცა მას არ ჰყოფნის პური. ხოლო ისინი დაინახავენ, რომ ის თავისუფლება, რომელიც შენ შესთავაზე, მხოლოდ მათზე ტვირთია და მათ ზურგზე დააწვება ისე, რომ ვერ შეძლებენ ატანას. ისინი გაიქცევიან შენგან და მიეახლებიან ჩვენსკენ და იყვირებენ: "დაგვიმონეთ, ოღონდ კი დაგვაპურეთ!" ისინი გაიგებენ, რომ თავისუფლება და მიწიერი პური ერთად ვერ იქნება ყველასთვის საკმარისი, რადგან არასოდეს ეღირსება პური ყველას ერთნაირად. ისინი დარწმუნდებიან, რომ თავისუფლებაზე უარის თქმისას და ჩვენთან მოსვლისას მიეცემათ პური და ამასვე დასძენენ: "და ვის შეუძლია მბრძანებლის გარეშე დარჩენა?"
„ჩვენ მოვატყუებთ მათ, რომ ჩვენ ყველაფერი მსხვერპლად მივუძღვნეთ მათივე თავისუფლებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათგან მოვიპოვოთ მორჩილება და მმართველობა. ისინი კი დაიჯერებენ, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მათი გადარჩენა და დაიჩოქებენ ჩვენი წინაშე. ბოლოს და ბოლოს, ისინი თავადვე დაგვიდებენ თავიანთ თავისუფლებას ფერხთით და იტყვიან: "უკეთესია, მბრძანებელმა დაგვიპყროს და დაგვიცვას, ვიდრე საკუთარი თავისუფლებით დავიტანჯოთ. ჩვენ მათ პურსაც მივცემთ, და უსაფრთხოებასაც და ისინი ბედნიერნი იქნებიან.“

ფიოდორ დოსტოევსკი, ძმები კარამაზოვები -დიდი ინკვიზიტორი

🏛ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე (1880–1954) — ქართველი სამხედრო მოღვაწე და საქართველოს ეროვნული გმირი, რომლის ცხოვრებამ და ს...
30/09/2025

🏛ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე (1880–1954) — ქართველი სამხედრო მოღვაწე და საქართველოს ეროვნული გმირი, რომლის ცხოვრებამ და საქმიანობამ ღრმა კვალი დატოვა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაში.

ადრეული წლები და რევოლუციური მოღვაწეობა

ვალოდია გოგუაძე დაიბადა 1880 წლის 3 მარტს გურიის სოფელ ჭანჭათში, გლეხის ოჯახში. მშობლებს 11 შვილი ჰყავდათ, აქედან ოთხი ყვავილით დაეხოცათ. ბავშვობაში ჩაბმული იყო ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. სიღარიბის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და 11 წლიდან მუშაობდა მოჯამაგირედ ბიძასთან, სოფელ ხაჯალიაში. 12 წლისა წავიდა მუშად ბათუმის ქარხნებში. რიხნელის ქარხანაში დღეში 11 საათს მუშაობდა და იღებდა ორ აბაზს. შემდეგ მუშაობდა როტშილდის ქარხანაში, სადაც დღიურად თხუთმეტ შაურს იღებდა. 18 წლის ასაკში დაბრუნდა მშობლიურ სოფელში. ერთი წელი მოჯამაგირედ იმუშავა სუფსა-გრიგოლეთის მიდამოებში ხის ჭრაზე.

1900 წელს 20 წლის ვალოდია რუსულ ჯარში გაიწვიეს. მის მემუარებიდან ირკვევა, რომ სისტემატურმა წვრთნამ ის კარგ სპორტსმენად და საუკეთესო მსროლელად ჩამოაყალიბა. წარმატებებით ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო და სხვა მოწინავე ჯარისკაცებთან ერთად საუნტეროფიცერო სკოლაში გაამწესეს. იქაც მალე დაწინაურდა, უნტეროფიცრობას მიაღწია, თან ყველა საბრძოლო-სასწავლო გამოცდა უმაღლესი შეფასებით ჩააბარა.

1903 წლის სექტემბერში ვალოდია გოგუაძე საქართველოში დაბრუნდა და ბაქო-ბათუმის რკინიგზაზე მოეწყო სამუშაოდ. მალე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა, შემდეგ კი – მენშევიკი. ბაქოში ვალოდია გოგუაძე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მას დაევალა არალეგალური ლიტერატურის გადატან-გადმოტანა ბაქო–თბილისს შორის, რადგან მატარებლის კონდუქტორად მუშაობდა. რევოლუციური მოძრაობის გაძლიერების შემდეგ, როგორც გამოცდილი მებრძოლი, გოგუაძე სოციალ–დემოკრატებმა სამხედრო რაზმის უფროსად აირჩიეს.

სამხედრო და ეროვნული გმირობა

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ვალოდია გოგუაძე იწყებს აქტიურ სამხედრო სამსახურს გვარდიაში. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მონაწილეობს თბილისის არსენალის დამცველი რუსული რაზმის განიარაღებაში, აყალიბებს ჯავშნოსანი მატარებლების რაზმს, მონაწილეობას იღებს კავკასიის ფრონტის რუსული არმიის კავკასიიდან გასვლის პროცესში. 1918 წლის 7 აპრილს მისი ჯავშანმატარებლის მანევრი უმთავრეს როლს თამაშობს ჩოლოქის ბრძოლაში და ოსმალური არმიის 37-ე დივიზიის დამარცხებაში, რის გამოც ვალოდიას რევოლუციის პირველი რაინდის წოდებას ანიჭებენ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ვალოდია გოგუაძე მეთაურობდა სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმს. პერიოდულად იყო რკინიგზის კომენდანტი. პირველ მსოფლიო ომში მისი რაზმი ქართული არმიის დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. ამ რაზმში იბრძოდა მისი სამი ძმა: ნოე, მელენტი და ალფესი, რომელიც №4 ჯავშნოსანს მეთაურობდა. გოგუაძემ და მისმა რაზმმა ლეგენდარული მეომრების სახელი დაიმკვიდრეს რესპუბლიკის არსებობის პერიოდში.

ემიგრაცია და მემუარები

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ვალოდია გოგუაძე ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა ლევილის ქართულ მამულში საფრანგეთში. 1963 წელს პარიზში გამოაქვეყნდა მისი მოგონებები, სადაც აღწერს როგორც პირად, ისე ისტორიულ გამოცდილებას. მოგონებებში იგი აღნიშნავს: "ახალ თაობას მოგიძღვენ ჩემი თავგადასავალი; ავწერე ჩემგან ნახული ტანჯვა-წამება მრავალი."

ვლადიმერ გოგუაძე გარდაიცვალა 1954 წელს ლევილში. მისი ცხოვრება და ღვაწლი საქართველოს ისტორიაში უკვდავია.

გრიგოლ რობაქიძე მასზე წერდა-
„ვალოდია ამოზრდილი იყო ქართული ეპოსითგან. ფესვმაგარი, მტკიცე, ურყევი, უდრეკი, უტეხი, უშიშარი: როგორც თავგამოდებული მებრძოლი თავისუფლებისათვის სამშობლოისა. თვითონ ჯავშანი – საარაკო ბელადი შემმართებელი „ჯავშნოსანისა“. არავითარი სიძნელის წინაშე უკან არ დამხევი – ძალაყრით მოშვიდული, ყოველი დაბრკოლების გადამლახავი“

🏛️,,როდესაც ერი უბედურებას ან სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდება, ინდივიდუალობა ქრება და იგი საზოგადოებაში იხსნება. ასე...
28/09/2025

🏛️,,როდესაც ერი უბედურებას ან სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდება, ინდივიდუალობა ქრება და იგი საზოგადოებაში იხსნება. ასეთ დროს თითოულის სულში მხოლოდ, ნაციონალური ერთიანობის იდეა ცოცხლობს. ნაციონალური იდეების გარეშე ერი ქრება, ნაციონალური იდეების მატარებელი ერი კი ყოველთვის აღორძინდება, მაშინაც კი, თუ იგი პოლიტიკურად უკვე მკვდარია"
📕ზია გოკალფი

13/01/2025

🏛"ქართული მითოლოგიის საინტერესო ნარკვევები: დევები"

"დაევი" ირანული სიტყვაა, რომლითაც აღნიშნავდნენ აჰურამაზდას, ანუ ნათელი ღმერთის, მოწინააღმდეგე არსებათა დასს, რომელიც მხარში ედგა მთავარ ანტაგონისტს - ანგრი-მაინუს.

ამის ფონზე, თითქოს, პარადოქსულია, რომ სიტყვა "დაევა" ინდო-ირანულ და, საერთოდ, ძველ ინდოევროპულ ენებში აღნიშნავს "ნათელს" / "შუქს" / "ბრწყინვალებას" / "დღეს". ზოგ შემთხვევაში ღმერთის სახელების ფუძედაც გვევლინება. მაგალითად: ლათინურად - "Deus" და ბერძნულად - "θεός".

ზურაბ კიკნაძის აზრით, ამას ლოგიკური ახსნა აქვს. დაევათა კულტი თავიდან დომინანტური იყო თავის რეგიონში, მაგრამ გამოდევნილიქნა აჰურამაზდას კულტით. შესაბამისად, მას მოუწია პოზიციიდან ოპოზიციაში გადასვლა, რაც თავისთავში გულისხმობს ნათელი მხრიდან ბნელ მხარეზე გადასვლას.

საბოლოო ჯამში, მივიღეთ ქართული კულტურის მთავარი ანტაგონისტები, რომლებსაც თავისი განსაკუთრებული, ინდივიდუალური ხასიათები აქვთ და ასევე, აქვთ საინტერესო წარმომავლობა. ვგულისხმობთ იმას, რომ ისინი არამარტო ქართული, არამედ ირანული და კავკასიური მითოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან.

📕წყარო: ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია, I ტომი

📕სურათზე: ფარამარზი ამარცხებს ანგრი-მაინუს დაევების, ანუ დევების, ბატონს. ეპიზოდი შაჰნამედან

Medievalists Revealing History & Culture

ჩვენს უბედურ ქვეყანაში კვლავ მეორდება სენი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში გაჩნდა - კოსმოპოლიტიზმი და მისგან გამომდი...
11/01/2025

ჩვენს უბედურ ქვეყანაში კვლავ მეორდება სენი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში გაჩნდა - კოსმოპოლიტიზმი და მისგან გამომდინარე ეროვნული ნიჰილიზმი, რომლებმაც თავის დროზე ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობას ბოლშევიკური რუსეთისა და ჩვენში მისი აგენტურის მიერ. თუ უწინ იდეალად გვისახავდნენ სოციალიზმს (სხვათა შორის, უკუღმართად გაგებულ დემოკრატიასაც), ამჟამად, უპირველეს, ყოვლისმომცველ ფასეულობად
გვთავაზობენ დემოკრატიას, რომელიც თითქოს გამორიცხავს ეროვნულ ინტერესებზე, ეროვნულობაზე ზრუნვას.
ნუთუ ისტორია ჩვენ, ქართველებს არაფერს გვასწავლის და ამის გამო ერთი და იგივე საბედისწერო შეცდომები უნდა ვიმეოროთ?!

📕 აფხაზეთის ისტორიის საკითხები. "მწერლის გაზეთი", 2005, N4, 16-31 მარტი.

31/12/2024

🏛"მადლობა «ქართულ ოცნებას»"

მადლობა ქართულ ოცნებას. მან შეცვალა საგარეო კურსი, გაზარდა სხვაობა ღარიბებსა და მდიდრებს შორის, ჩააბარა სრული ძალაუფლება ერთ ადამიანს, შელახა ერის სიამაყე და ადამიანთა ბანალური უფლებები, როგორიცაა უსაფრთხო გარემოში ცხოვრება. დიდხანს შეიძლება გაგრძელება და უამრავი ეპითეტისა და მეტაფორის მოფიქრება მათ დასახასიათებლად. ეგ თქვენც მოგბეზრდათ და მეც. ყველამ ვიცით, რომ ცუდები არიან.

სამაგიეროდ! დაგვაყენეს ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე!

ევოლუციას ჭირდება დაბრკოლებები, ზუსტად ამას წარმოადგენს «ქართული ოცნება». გადავლახავთ და გავხდებით თანამედროვე ძლიერი, ურყევი ერი ან დავმარცხდებით, შევეგუებით, მოვიხრებით და ამაყად ვერ ჩავისუნთქავთ თავისუფლების ჰაერს.

მადლობა «ქართულ ოცნებას», რომ გამოგვაფხიზლა და დაგვაყენა ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე:
ვართ ის ვინც ვართ ან დავრჩებით იმპერიის პერიფერია.

გილოცავთ ახალ 2025 წელს.
გამარჯვების წელი ყოფილიყოს!🔥🇬🇪

26/12/2024

🏛წაღმართობა და ქრისტიანობა

ტერმინი "წაღმართი" ნიშნავს სწორ გზაზე მოსიარულეს. ამ ტერმინით აღინიშნებოდა წინარექრისტიანული რწმენა. ქრისტიანობის გავრცელებისთანავე გაჩნდა ტერმინი "წარმართი", "წაღმართის" მნიშვნელობის გადასაფარად.

ქართული წაღმართობა, როგორც წინარექრისტიანული სარწმუნოების სისტემა, მრავალ ბუნებრივ და ზებუნებრივ ძალას ეთაყვანებოდა. მას განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა ბუნებასთან, მიწასთან, ციურ სხეულებსა და ხალხის ყოველდღიურობასთან. ქართულ წაღმართობაში მნიშვნელოვან ბუნებრივ მოვლენას ან თაყვანისცემის ობიექტს ჰქონდა თავისი პერსონიფიცირებული სახე.

IV საუკუნეში ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ქართული წაღმართობა თანდათან დაიჩრდილა, თუმცა, მისი კვალი არსად გამქრალა. ქრისტიანობამ წაღმართული ტრადიციები და რიტუალები შეითვისა. მაგალითად ლომისობა ან ლაშარობა, რომლებიც წაღმართული რიტუალების ნაშთებს შეიცავენ.

ამგვარად წაღმართობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია ისევე როგორც ქრისტიანობა.

Medievalists Revealing History & Culture

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედიევისტები ისტორიასა და კულტურაზე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share