02/09/2025
⭕️ქვემო ქართლში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები სოლიდარობის განცხადებას ავრცელებენ 👇
⭕️,, ჩვენ, ქვემო ქართლში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც დაყადაღდა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.
⭕️ეს არის არა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, არამედ - ესაა დარტყმა მთელი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში იცავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებებსა და მოქალაქეთა ინტერესებს.
⭕️ამგვარი ქმედებები მიზნად ისახავს თავისუფალი აზრის ჩახშობას, სამოქალაქო აქტივიზმის დასუსტებას და საზოგადოების დაშინებას. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს დ და ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.ვაცხადებთ სოლიდარობას დაყადაღებულ ორგანიზაციებთან და ვაცხადებთ პროტესტს ხელისუფლების ამ ნაბიჯის მიმართ.
⭕️ჩვენი ხმა ერთიანია: სამოქალაქო საზოგადოება ვერ გაჩერდება, ვერ გაჩუმდება და ვერც შეაჩერებენ!
⭕️ჩვენ, ქვემო ქართლის ორგანიზაციები, მზად ვართ ვიდგეთ ერთად - თავისუფალი, სოლიდარული და ევროპული საქართველოსთვის.ხელმომწერი ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები:
1. “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი”
2. “ქალთა სათემო რადიო WW”
3. “სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი”
4. "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის"
5. “მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი”
6. ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი უერთდება განცხადებას
7. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი სა სამყარო
8. სამოქალაქო აქტივიზმისა და ჩართულობის ცენტრი;
9. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი;
10. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია" (ACSDG)