08/12/2025
📢 დიდი ლილოს საინიციატივო ჯგუფის განცხადება ოფიციალურად დადასტურებული მძიმე დარღვევების შესახებ
საზოგადოებას მთელი ამ დროის განმავლობაში ვუხსნიდით, რომ დიდ ლილოში ნარჩენების უკანონო განთავსება, გაიშვიათებული შემოწმებები და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოს უქმნიდა დაუყოვნებელ საფრთხეს. დღეს ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ხმა,
ოფიციალურად არის დადასტურებული ზუსტად ის დარღვევები, რაზეც მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით.
📄 გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ჩაატარა ინსპექტირება, რომლის აქტშიც N004698 მკაფიოდ წერია:
🚨 რა დაადასტურა სახელმწიფო ინსპექტირებამ:
🔴 ტერიტორიაზე უკანონოდ იყო განთავსებული 81 803.380 მ³ ნარჩენი, გიგანტური მოცულობა, რომლის განთავსებაზე არ არსებობდა არანაირი გარემოსდაცვითი ნებართვა. ეს არის ნაგვის მთა, რომელიც ადამიანების საცხოვრებელ ზონებსა და მიწისქვეშა წყლებს ემუქრება.
🔴 არ არსებობს რადიაციული ნარჩენის შემოწმების პუნქტი და ხელსაწყოები, ნაგავსაყრელზე რადიაციული ნარჩენის მოხვედრას შესაბამისად ვერავინ აკონტროლებს.
🔴 ნარჩენების შემადგენლობა არ იყო აღრიცხული, კლასიფიცირებული და კონტროლირებული. დოკუმენტი აღწერს, რომ ადგილზე დაყრილია სამშენებლო, ინერტული და ტექნიკური ნარჩენები უსისტემოდ, წესების დარღვევით.
🔴 გამოვლენილია რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე უკანანოდ შეაქვთ ცხოველთა ლეში
🔴 ტერიტორიაზე არ არსებობს აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურა - არც გარსები, არც დრეინაჟი, არც კოლექტორები, არც სანიაღვრე სისტემები. ანუ ნარჩენი პირდაპირ შედის მიწაში, წყალში და ჰაერში, ყოველგვარი დამცავი ფენების გარეშე.
🔴 ნარჩენები განთავსებულია ისეთ მიწებზე, სადაც ეს კანონით აკრძალულია, მათ შორის დასახლებულ პუნქტებთან და კონკრეტულად იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება და ცხოვრობს.
🔴 დოკუმენტში წერია, რომ ხდება ნარჩენების მასის გაფართოება ბუნებრივი გრუნტის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ეკოლოგიურ რისკებს.
ამ ყველაფერს წლების განმავლობაში არავინ ამოწმებდა?
დღეს უკვე ოფიციალურად წერია, რომ ჩვენი შეშფოთება აბსოლუტურად გამართლებული იყო.
⚖️ საქმე გადაეცა გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს
ინსპექტირების სამსახურმა ყველა ეს ფაქტი სამართლებრივი გზით გადაგზავნა სასამართლოში.
ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე სახელმწიფომ თავად დაადასტურა:
👉 დიდ ლილოში ხდება მასშტაბური, სისტემური და მძიმე დარღვევები.
👉 და ეს აღარავის შეუძლია უარყოს.
💔 ჩვენთვის ეს სიგნალია, რომ საფრთხე რეალურია
წლების განმავლობაში გვიჩნდებოდა კითხვა:
„ვინ დაიცავს ჩვენს მიწას, ჩვენს წყალს, ჩვენს შვილების ჯანმრთელობას?"
დღეს პირველად გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გვაჩვენებს, რომ პრობლემა მრავალჯერ უფრო დიდია, ვიდრე გვეგონა.
🌱 დიდი ლილოს საინიციატივო ჯგუფი არ გაჩერდება
ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საქმე მხოლოდ დოკუმენტად არ დარჩეს - რეალური გადაწყვეტილებები მივიღოთ, სანამ ძალიან გვიან არ არის. ველოდებით სასამაართლოს განჩინებას და მათ დაჯარიმებას, თუმცა ეს მხოლოდ დასტური იქნება ჩვენი სიტყვებისა და კიდევ ერთი ნაბიჯი მიზნისკენ ----------
#დაიხუროსლილოსნაგავსაყრელი
#დაიხუროსდიდილილოსნაგავსაყრელი
#დიდილილოსნაგავსაყრელისწინააღმდეგ
#ლილოსნაგავსაყრელი
თბილისის მერია / Tbilisi City Hall სამგორის რაიონის გამგეობა Kakha Kaladze კახა კალაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თბილსერვის ჯგუფი fans