04/10/2024
უკვე ათეული წლებია ჩვენში, მათ შორის დიდწილად თანამოაზრე, თითქოსდა მკაფიოდ პროდასავლელ მეგობრებს შორის ფეხი მყარად მოიკიდა ქვემოდ საკმაოდ ვრცლად წარმოდგენილის მსგავსმა ეკონომიკურმა ხედვამ, რომელშიც ვფიქრობ მცდარი წარმოდგენები ჭარბობს.
აი ეს საკმაოდ პოპულარი ხედვა:
ადგილობრივი საზოგადოებების გადამწყვეტი მონაწილეობის გარეშე ეგ პროცესი (იგულისხმება მიწების პრივატიზაციის დასრულება - შენიშვნა ჩემია ვ.ჩ.) სრულიად უტოპიურია და ვერ განხორციელდება. ყოვლად აუცილებელია სახელმწიფო საკუთრების, უწინარესად - მიწაზე სახელმწიფო საკუთრების, სრული დეცენტრალიზაცია - მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემა. სახელმწიფო საკუთრებაში შეიძლება დარჩეს მხოლოდ ის მიწა, რაც აუცილებელია სახელმწიფო კომპეტენციების ან საერთაშორისო, აგრეთვე საერთო ეროვნული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად. დანარცენი მიწა - მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს. ხოლო მუნიციპალური საკუთრების მიწისა - თემის უსასყიდლო და უვადო მფლობელობაში სარგებლობის უფლებით გადაიცეს; თემმა შეიძლება გადაწყვიტოს, მაგრამ მიწის გასხვისება,მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა, გარკვეული უპირატესი შესყიდვის უფლებით, ანდა უსასყიდლოდ "დარიგების" (თუ თემი ასე გადაწყვეტს) შემთხვევაში კანონით (მიწის კოდექსით) უნდა იყოს დადგენილი. რიგითობა დაახლოებით ასეთია - ჯერ თემის წევრებს, შემდეგ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, მერე კი საქართველოს მოქალაქეებს. როცა მიწა თემის უვადო და უსასყიდლო მფლობელობაში იქნება, პრივატიზაცია შეიძლება მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობით მოხდეს. სრულიად ცხადია: მუნიციპალური საკუთრების და სათემო მფლობელობის გარეშე კერძო საკუთრებაში მიწას სახელმწიფო თუ გასცემს და ეს ოდენ ან ხელსაყრელი საინვესტიციო ან სასყიდლიანი პირობით თუ მოხდება, თანაც კონსტიტუციური აკრძალვის, რომ მიწა უცხოელებს არ გადაეცემათ საკუთრებაში, სავალდებული დაცით. შეგახსენებთ: საქართველოში ტრადიციულად, კერძო საკუთრებასთან ერთად გვქონდა ასევე სათემო საკუთრება. ხოლო ბევრი მონაცემით სათემო მიწა, მათ შორის - ტყე, საძოვარი, სათიბი, წყლის ფონდის მიწა, ასევე სარეზერვო სახნავ-სათესი გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე საბატონო, ანუ კერძო საკუთრების მიწა. უმსხვილესი მიწათმფლობელი იყო ეკლესიაც, ისევე როგორც -მისი უდიდებულესობა მეფე; ასე რომ, ყველაფერი არ შეიძლება კერძო საკუთრებაში დარიგდეს, თანაც ტექნიკურადაც ეს შეუძლებელია, რადგან განაწილების რაიმე პრინციპი, რაც ერთდროულად რაციონალურიც იქნება და სამართლიანიც - ყოვლად შეუძლებელია. დილეტანტური მოსაზრებები და "გირჩისტულ-ლიბერატანიალური იდეოლოგია, რომ მიწა საყოველტაოდ და თანაბრად უნდა განაწილდეს, ბოლშევიკურ ლოზუნგს გავს - "მიწა გლეხებს, ფაბრიკა-ქარხნები მუშებს!", რაც, როგორც დამთავრდა - ვიცით. ამ მიწას მანამდე არნახულად უტიფარი ავაზეკები დაეპატრონნენ...
და აი ამ თემაზე პირადად ჩემი და ბევრი ჩემი თანამოაზრის პასუხი:
შეძლებისდაგვარად მოკლედ რომ ვთქვათ, მიწა უფრო ნაყოფიერი და რენტაბელურია, რაც მეტი საბაზრო ფასი, ლიკვიდურობა და საინვესტიციო მიმზიდველობა აქვს მას, ეს კი მხოლოდ უპირობო კერძო საკუთრებას მოაქვს. ნორმალური მიწის ზიარ ან უვადო სარგებლობას რაიმე წარმატებული საქმიანობისათვის საკმარისი წინასწარი ფინანსური თვითუზრუნველყოფა არასდროს გააჩნია და დიდწილად სუფსიდირებაზე არის დამოკიდებული, რაც შედეგად მიღებულ პროდუქტს შესაძლო უკეთეს ხარისხს, კონკურენტუნარიანობას, ფასს და მოგებას აკარგვინებს, ეს კი პატარა საქართველოს რეალობაშიც კი მინიმუმ ტრილიონამდე დოლარის დაკარგვის ტოლფასია.
მცდარ ხედვას ხშირად ე.წ. "კიბუცების", უკვე ტექნოლოგიურად მაღალ დონეზე განვითარებული და უკვე ძლიერი ეკონომიკის მქონე იაპონიის თუ ისრაელის მაგალითით ამყარებენ, რაც პირიქით, შეცდომას კი არ ამართლებს, ხაზს უსვამს :) .
ჩვენთან და ჩვენს მსგავსად ამ თემით დღემდე ისევ საბჭოეთში ჩარჩენილ ქვეყნებში, ამ ეტაპზე, ისედაც დიდწილად მკვდარი ეკონომოკებისათვის, ცხადია, არათუ ტრილიონები, მილიარდებიც სრულიად მიუღებელი დანაკარგია...
არც ახლაა გვიან ამ თემებზე, ყველა შესაძლო პლატფორმით და მედიასაშუალებით, ცოტა უფრო ღრმა და სერიოზული დისკუსიების წახალისება