Noém / ნოემ

Noém / ნოემ Designer Jewelry Each time you buy any kind of product here , we get as big % of your paid cost as possible for charity - for children in need .

17/06/2026

იმიტომ რომ ძალიან მომწონს მაინც დავდებ ვიდეოს, იმედი მაქვს რომ ჩანს ახალი ჩოკერები, რაღაცნაირი უიღბლო დღე გამომივიდა და განათებაც გადამეწვა 😆💪🏻

ბიბილოს საყურეები - "Daffodil" გაყიდვაშია საზაფხულოდ, ლიმიტირებული რაოდენობით ♥️✨ 🏷️65₾ ნაცვლად 49₾ 16-17 ივნისის აქციით...
16/06/2026

ბიბილოს საყურეები - "Daffodil" გაყიდვაშია საზაფხულოდ, ლიმიტირებული რაოდენობით ♥️✨

🏷️65₾ ნაცვლად 49₾ 16-17 ივნისის აქციით პირველი ორი დღით ♥️

საქართველოში, ზაფხულის გრილი საღამოა, პომიდორს და შოთის პურს ვჭამ ენერგიულად და სპორტულ საინფორმაციო გვერდებზე ვჩხუბობ ვ...
15/06/2026

საქართველოში, ზაფხულის გრილი საღამოა, პომიდორს და შოთის პურს ვჭამ ენერგიულად და სპორტულ საინფორმაციო გვერდებზე ვჩხუბობ ვიღაც უცხოელებთან.
მახარებს, რომ მარტო არ ვარ და ერთად ვარ ზუსტად ჩემნაირ ადამიანებთან, ერთნაირ ამინდში, ერთნაირ ხასიათზე..
სიმართლე ისაა, რომ ვნერვიულობ და იმიტომაც ვჩხუბობ კომენტარებში და იმიტომაც შემომეჭამა ნახევარი შოთი. ვიზარებ, რომ ეს "სპორტი" ისეთივე სასტიკია, როგორც თავად რეალური ცხოვრება, მაგრამ ასეთ სტრესში ვიზრდებით და ვსწავლობთ გაკვეთილებს.
ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოში საუკეთესოების გვერდზე მდგომი გლადიატორი იბრძოდა თანამედროვე სამყაროს "შიმშილის თამაშებში", თითქოს სადღაც მე-13 დისტრიქტიდან ვგულშემატკივრობ ჩემი პომიდორით და ვიაზრებ, რომ ასეთი ადამიანები საკუთარ ქვეყანას, ანუ ჩვენ თავად უბრალო შოთის, უბრალოდ მჭამელ ადამიანებს ერთად გვაპოზიციონირებენ რუკაზე და ამით იმედს გვაძლევენ თითოეულს, რომ სულ ერთი არ ვართ ეს ძალიან ცოტა უბრალო ადამიანი, ამ ძალიან პატარა, მაგრამ ასეთ მომენტებში არც თუ ისეთი უბრალო ქვეყნიდან.
მადლიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და გვაძლევენ საშუალებას გვახსოვდეს რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ ჩვენც და ჩვენი იმედებიც უკეთეს და ნაკლებად უბრალო მომავალზე.
სამყარო უსამართლო და დაუნდობელია, მასში იმარჯვებს არა გულიანი მშრომელი და პატიოსანი ადამიანი, არამედ ის ვის ხელშიც არის ძალაუფლება, ინფორმაცია და მისით მიღწეული მასშტაბური გავლენა.
როგორც არ უნდა გვინდოდეს ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ახლა არის მომენტი, რომ ვჩანდეთ და არ შევირცხვინოთ თავი, როდესაც უამრავი ადამიანი გვიყურებს და ზუსტად ამისთვის იბრძვიან გლადიატორები საკუთარი ხალხის, როგორც ქვეყნის სახელით. ვიაზრებ, რომ უმჯობესი იქნება მივულოცოთ გამარჯვება იმ ღიპიან მეტოქეს, რომლის გამარჯვებაც იმდენად არაბუნებრივად გამოიყურებოდა, მარველის ფილმის სცენარს ჰგავდა და ასეთი ფილმებიც ვიცით, რომ იქმნება იქ საიდანაც მოდის გავლენა მსოფლიოზე.
მე ჩემი აზრი მაქვს, როგორც ჩემი შოთის პურის დარჩენილი ნახევარი, მეორე ნახევარს კი შევჭამ, თუ ეს ასეა საჭირო, გავიაზრებ რომ ილია არჩეული იყო, როგორც საუკეთესოებს შორის საუკეთესო გლადიატორი, როგორც რთულად დასამარცხებელი მეტოქე, რომ მასპინძლების მიერ მოპოვებული გამარჯვება ღირსეულ სანახაობად გადაქცეულიყო, შემდეგ კი საყოველთაო ზეიმში გადაზრდილიყო.
ასეთ დროს ვხვდები, რომ ეს მხოლოდ და უბრალოდ სპორტი არაა, არამედ ეს გლობალური და შიდა ადგილობრივი მარკეტინგია მოსახლეობისთვის, ფილმებისთვის კი სამედიცინო ნივთიერებები ხშირად გამოიყენება, ასე ხდება შესაძლებელი ფილმის გმირის შექმნაც, თუნდაც მებრძოლს ჰქონდეს საპენსიო ასაკი და არასპორტული ფორმებიც, თუნდაც ის რიგით ადგილობრივ მაცხოვრებელს ჰგავდეს და თავადაც უკვირდეს უეცრად მოზღვავებული სუპერ-ძალა ურთულესი ბრძოლის შემდეგ და სალტოებს აკეთებდეს დაზიანებული შინაგანი ორგანოებით, ვერ გამოხატავდეს სიხარულს ღირსეულად, არამედ არაბუნებრივად ეხეთქებოდეს კისრით საკუთარი წარუმატებელი სალტოს შედეგად ძირს და ვერც ამ ტკივილს გრძნობდეს არაადეკვატურ ეიფორიაში მყოფი.
თუ ვინმე ამბობს, რომ ილიამ გაყიდა თამაში, ვუპასუხებდი, რომ ილია უფრო გაყიდეს კეისარის სცენარით აგებული წინასწარ განსაზღვრული როლისთვის. ვინც არ უნდა ყოფილიყო ილიას ადგილზე, ის წააგებდა ამ დღეს, ამიტომ მადლობა ჩვენს მებრძოლს, რომ საქართველოს მისცა შანსი ასე ღირსეულად წარმოჩენის, როდესაც მასპინძელმა გამარჯვებულმა გლადიატორმა ვერ ითამაშა ერთი მთავარი როლი და ხელოვნური ეიფორია ვერ მოთოკა, საკუთარი თავიც შეარცხვინა და თავისი ქვეყანაც, ასცდა სცენარს, თითქოს ის სუსტ მეტოქეს ებრძოდა და დაავიწყდა ისიც გაეყალბებინა რომ "ბუნებრივად დაღლილი" იყო, ასე მეტად დაუკრავდა ხალხი ტაშს და ნაკლებად გაჩნდებოდა ეჭვები.
ეს დაუფარავი ჭარბი არაადეკვატური ენერგია ჩემთვის ყოველთვის დარჩება იმ დეტალად, რომელზეც უმრავლესობა დახუჭავს თვალს, რადგან ცხოვრებაში იმარჯვებს არა უძლიერესი გლადიატორი და ადამიანი, არამედ ის გლადიატორი და ადამიანი, რომელიც "კეისარს" აწყობს საკუთარი დაბადების დღისთვის აღსანიშნავ საჩუქრად. ასე იყო და ახლაც არაფერია ახალი, ოქტაგონზე წარსგდები თუ კოლოსეუმში სისტემა იქნება სისტემა და თუ საჭიროა შხამით მოწამლავენ ერთს და თუ საჭიროა მეორეს მისცემენ "ჯადოსნურ ხსნარებს", თუ საჭიროა მენტალურადაც დაამუშავებენ ადამიანს რომ წააგოს, თუ საჭიროა სტრატეგიასაც წინასწარ მოპარავენ მოწინააღმდეგეს და მეამაყება რომ ის ყველაფერი რაც იყო საჭირო ჯასტინის გამარჯვებისთვის გააკეთეს და მაინც იბრძოდა ამდენი ხანი ღირსეულად ჩვენი მებრძოლი, რომელშიც მე ჩემი ქვეყნის გული დავინახე.
შედეგად ჩემთვის ბევრად ლამაზია ჩვენი "წაგება", ვიდრე მათი "გამარჯვება", რადგან ღირსეული ნათელი ისტორიაა ეს და არა ბუნდოვანი და საეჭვო.
ეს დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რადგან ამ ტკივილით იმაზე მეტს მივხვდი და მეტი სარგებელი მივიღე როგორც ადამიანმა, ვიდრე გამარჯვების სიხარულით მივიღებდი. ჩემთვის ეს ბრძოლა ფილმივით იყო, რომელიც იქამდე გაგრძელდება, სანამ მისგან ნასწავლი გაკვეთილი მემახსოვრება ჩემს გულში.
მე დიდი ხანია ასეთი ლამაზი ფილმი არ მინახავს მებრძოლზე, ძმობაზე და ადამიანების ერთიანობაზე, ეს ყველაფერი კიდევ უსამართლო სამყაროში ერთადერთი ნათებაა, რომელიც ნამდვილად აძლევს ცხოვრებას აზრს და საიმედო მიმართულებას.

ბებიაჩემიც გააკეთებდა სალტოებს იმ დოპინგით რომელიც ჯასტინს გაუკეთეს. ილია ჩემპიონია
15/06/2026

ბებიაჩემიც გააკეთებდა სალტოებს იმ დოპინგით რომელიც ჯასტინს გაუკეთეს. ილია ჩემპიონია

ახალი აქსესუარი იმ მზისგან დასაცავად, რომელიც კვლავ არ არის 😆🤌🏻✨☀️🕶️ სამაგიეროდ ქარია და შემოიკრავთ წინ და ვარცხნილობას ...
11/06/2026

ახალი აქსესუარი იმ მზისგან დასაცავად, რომელიც კვლავ არ არის 😆🤌🏻✨☀️🕶️ სამაგიეროდ ქარია და შემოიკრავთ წინ და ვარცხნილობას მაინც გადაარჩენთ 💅

04/06/2026

დღის შუქზე ჩანთები ♥️

ჩოკერი Glam-Rock 🖤🏷️59₾
03/06/2026

ჩოკერი Glam-Rock 🖤
🏷️59₾

03/06/2026

ახალ ქუდებს დღეს -40% ფასდაკლება აქვს (3 ივნისი) 💙🩵☀️

31/05/2026

ახალი ლაგუნა და აკვამარინი 🌊☀️👙 -40% ფასდაკლება დღეს ხვალ და ზეგ ✨

Address

Tbilisi, Vazha-Pshavela 5th Block, Building 1
Tbilisi
0177

Telephone

+995598001120

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Noém / ნოემ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Noém / ნოემ:

Share