27/02/2024
🟠„საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სისტემური მიდგომებისა და ხედვების კვლევას, ანალიზს და საზოგადოებაში ადვოკატირებას. „საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“. პროექტის მიზანია ბათუმის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისისა და ონის მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება.
📌პროექტის ძირითადი ამოცანებია: 1. ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის წარმართვაში; 2. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტიანად განხორციელებისთვის მოსახლეობის ინფორმირების და ჩართულობის გაზრდა.
👉პროექტით დაგეგმილია მრავალი აქტივობა, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ინფორმირებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების, მასში ჩართვის, პროექტების მომზადების, ხმის მიცემის პროცესის, მხარდაჭერის კამპანიების წარმოების შესახებ.
📢პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისთვის „საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) აცხადებს ფასილიტატორების შერჩევის ღია კონკურსს სამიზნე მუნიციპალიტეტებში. ფასილიტატორები განახორციელებენ საკვანძო როლს მოსახლეობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფაში. მათი როლი და ფუნქციები იქნება:
✅ მოსახლეობასთან შეხვედრების დაგეგმვა და კომუნიკაცია;
✅ ინფორმაციის მიწოდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ, მისი მიზნებისა და სარგებლის განმარტება;
✅ საზოგადოების ჩართვა პროცესში - საჯარო შეხვედრების ორგანიზება, ადამიანების დაინტერესება და მოტივირება მონაწილეობისთვის;
✅ მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხებზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია;
✅ საჯარო შეხვედრებზე ფოტო-ვიდეო გადაღება, ლაივების ჩართვა.
📍 შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ორგანიზებული/ჩატარებული საჯარო შეხვედრების შესაბამისად. შერჩეულ ფასილიტატორებს ჩაუტარდებათ შესაბამისი წინასწარი ტრენინგი.
🔗 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ონლაინ ფორმა, რომელიც განთავსებულია ბმულზე https://forms.gle/4fhvxmn1SBqv59meA