04/06/2026
✨ თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ქართული ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა!
🎶 ეროვნული სასახლის ისტორიულ გარემოში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში ქართული პოლიფონიის განსაკუთრებული ნიმუშებით მსმენელების წინაშე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდი წარდგა. გურულმა, მეგრულმა, კახურმა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებმა მსმენელებს დაუვიწყარი ფოლკლორული მოგზაურობა აჩუქა.
💫 ქართული ფოლკლორული მუსიკის საღამომ ანშლაგით ჩაიარა. დამსწრეებს შორის იმყოფებოდნენ ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლები ნანა გოთუა და ვანო ჩხარტიშვილი, თორაძის ფონდის დამფუძნებელი ნინო თორაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ედიშერ სავიცკი, ფესტივალის დირექტორი ნინა ყიფიანი, ფოლკლორის სახელმიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
⚡ ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მუსიკალური კულტურის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე წარდგენა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. გვახარებს, რომ ფესტივალის მონაწილე გუნდებმა ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობა. ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წინსვლას!
ფოტო: ევგენი ეფანოვი
გალობის უნივერსიტეტი • University of Chant
Toradze International Music Festival
ფოლკლორის ცენტრის გუნდი • Folk Centre Choir