საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია, Non-Governmental Organization (NGO), ბერი გაბრიელ სალოსის 126, Tbilisi.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია (Georgian Fire Prevention Association) შეიქმნა საქართველოში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამწვავებული პრობლემების გამო და ემსახურება ამ პრობლემების მოგვარებას.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის მიზნებია:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახანძრო პრევენციის დონის ამაღლება;
ბ) სამოქალაქო საზოგადოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო საკანონმდებლო

ბაზის განვითარება;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო და კერძო სექტორში არსებული შენობა-ნაგებობების, ტყის მასივების და ყველა ხანძარსაშიში ობიექტების, სახანძრო პრევენციისა და საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და ნორმების საერთაშორისო და რეგიონალურ სტანდარტებთან (ISO, EN, NFPA …) ჰარმონიზება.
დ) სახანძრო პრევენციის პროფესიული განვითარება.

07/11/2025

,,საქკაბელმა’’ და საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციამ სტრატეგიულ თანამშრომლობას ჩაუყარეს საფუძველი

პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, სახელწოდებით "ცეცხლმედეგი კაბელების როლი სახანძრო უსაფრთხოებაში"

ერთობლივი ინიციატივა საქართველოში სახანძრო პრევენციის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად

„საქკაბელსა“ და  საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდაპარტნიორობის ფარგ...
21/10/2025

„საქკაბელსა“ და საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პარტნიორობის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოებაში ცეცხლმედეგი კაბელების როლზე ცნობიერების ამაღლების კამპანიები და პრაქტიკული სემინარები ჩატარდება, რომელიც ელექტრული გაუმართაობით გამოწვეული ხანძრების შემცირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად

🔗ვრცლად: https://shorturl.at/tkQKt

🔥 საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია და საქკაბელი გიწვევთ ერთობლივ ტრენინგზე: „ცეცხლმედეგი კაბელის როლი სახანძრო ...
08/10/2025

🔥 საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია და საქკაბელი გიწვევთ ერთობლივ ტრენინგზე: „ცეცხლმედეგი კაბელის როლი სახანძრო უსაფრთხოებაში“!

💡 როდის? 13 ოქტომბერი, 17:00 საათზე

📍 სად? ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №126

ეს არის შესაძლებლობა, გაიღრმავოთ ცოდნა სტანდარტებისა და პრაქტიკული გამოყენების შესახებ, რათა სწორი კაბელის შერჩევითა და გამოყენებით ეფექტურად დაიცვათ ნებისმიერი ობიექტი ხანძრის რისკებისაგან

👉 დასწრებისა და დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 551 696 077

სერტიფიცირების სქემა №4კლინიკები, საავადმყოფოები, ჰოსპიტალები, სტაციონარის მქონე სამკურნალო დაწესებულებები და ა.შსერტიფი...
21/08/2025

სერტიფიცირების სქემა №4

კლინიკები, საავადმყოფოები, ჰოსპიტალები, სტაციონარის მქონე სამკურნალო დაწესებულებები და ა.შ

სერტიფიკატის ვადა 2 წელი.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია სთავაზობს სერტიფიკაციის ტესტირებას იმ პირებს, რომელთაც სურთ თავიანთი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ სერტიფიკაციის მაძიებელ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. პირი არის სრულწლოვანი ასაკის - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების უნარს. ის მონაწილეობს მომატებული საფრთხის მქონე სიტუაციების შეფასებაში, სათანადო რეაგირებაში და ობიექტისა თუ ადამიანების უსაფრთხოების პასუხისმგებლობის აღებაში. სახანძრო უსაფრთხოება მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვასა და ანალიზს, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ჟურნალების შემუშავებას, რომელიც მოითხოვს ზრდასრულობის დონესა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება შესაბამისი პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე.
2. პირს აქვს ზოგადი საშუალო განათლება - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება მოითხოვს მინიმუმ ზოგად უნარებს, როგორიცაა ტექნიკური ინსტრუქციებისა და რეგლამენტების წაკითხვა და გაგება, კომუნიკაცია უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის სწორად გაანალიზება და შევსება. ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელია მინიმუმ საშუალო განათლება, რაც უზრუნველყოფს სერტიფიკაციის მაძიებელი პირის ბაზისურ ლოგიკურ, ანალიტიკურ და საკომუნიკაციო უნარებს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება სკოლის ატესტატის ასლის წარდგენით ან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

მარეგლამენტირებელი ძირითადი ნორმატიული დოკუმენტები:
 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების მუხლები, კერძოდ, მუხლები 2-14; 20-21; დანართი №2-8 ცხრილი №1-4
 ცეცხლმაქრით ჩაქრობის პროცედურა NFPA 10 Anex D.2.4. სახანძრო სახელოს გამოყენების პროცედურა NFPA 1962 4.11.3; 4.11.6.2; 4.3.2; 4.3.3; 4.5.1
Annex 4.1.10.2-4.2.5

სერტიფიკაციის პროცესის მოთხოვნები
1. განაცხადის მიღების პროცესი
1.1 განაცხადის მიღებისას სსპა განმცხადებელს აღუწერს სერტიფიკაციის პროცესს სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად. აღწერა მოიცავს სერტიფიკაციის სფეროს მოთხოვნებს, შეფასების პროცესის აღწერას, სერტიფიცირებული პირის მოვალეობებსა და საფასურს.
1.2 სერტიფიკატის მაძიებელი სსპა-ს ში წარადგენს:
• შევსებულ განაცხადს, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო, პირადი ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი; როცა მაძიებელი პირადად მოვა და შემოიტანს წერილობით ან ზეპირ განაცხადს სერტიფიცირებაზე, მისი დარეგისტრირება საბოლოოდ მოხდება სსპა-ს თანამშრომლის მიერ ელექტრონულ ბაზაში.
• დოკუმენტაციის სახით წარმოადგენს პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლსა და სკოლის ატესტატის ასლს ან შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს;
• ხელმოწერილ ხელშეკრულებას განმცხადებელთან, რის საფუძველზეც იგი გაეცნობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებს. ნებისმიერ დამხმარე ინფორმაციას სქემის პირობების შესრულების ობიექტური წარმოჩენისთვის;
• გამოცდის საფასურის ქვითარს - პირმა უნდა წარმოადგინოს გადახდის ქვითარი ან გადმოაგზავნოს სსპა-ს თანამშრომელთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოცდამდე არაუგვიანეს 2 დღისა. თუ პირი არ ან ვერ წარმოდგენს გადახდის ქვითარს იგი ავტომატურად ამოვარდება სიიდან.
1.3 მას შემდეგ რაც მიღებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტები განიხილება და შეფასდება როგორც სერტიფიცირების სქემისთვის შესაბამისი, საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის თანამშრომელი განმცხადებელს განმეორებით აღუწერს სერტიფიკაციის პროცესს, სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი ეთანხმება სერტიფიკაციის სქემასა და პირობებს, წარმოადგენს სერტიფიკაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, რის შემდეგაც ხდება მისი ჩართვა საგამოცდო პროგრამაში. სსპა არაუგვიანეს 2 კვირით ადრე დაადგენს გამოცდის თარიღს, რის შემდეგაც მაძიებელს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ დროს.
სერტიფიკაცია ფასიანია და მისი საფასური შედგება ორი კომპონენტისაგან: სასერტიფიკატო გამოცდის საფასური, სერტიფიკატის შედგენის და რეესტრში შეყვანის გადასახადი. საფასური დადგენილია საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის მიერ. სერტიფიკაციის საფასურის მეორე კომპონენტი აქტუალური ხდება როდესაც ადგილი აქვს სერტიფიცირებული პირის მიერ სერტიფიკატის დაკარგვას და შესაბამისად სერტიფიკატის ახალი დუპლიკატის შედგენის აუცილებლობა სახეზეა.

საქართველოს კანონის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ მიხედვით ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება მისაღებია.

ნაბიჯი 1 - განმცხადებლის პირველადი მომართვა
მაძიებლის ოფიციალური განცხადება ელექტრონული ფორმის ან ადგილზე წარდგენის მეშვეობით, რომელშიც იგი აცხადებს თავის სურვილს სერტიფიცირების შესახებ.

ნაბიჯი 2 - პირველადი მომართვის ფარგლებში ოფიცილური კავშირის დამყარება
ოფიციალური საქმიანი კავშირის დამყარება განმცხადებელთან. შეგროვდება მაქსიმალური ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესახებ, რაც მდგომარეობს მისგან განაცხადის ფორმის შევსებაში და საჭიროების შემთხვევაში მისთვის ფორმის შევსებაში მეთოდური დახმარების აღმოჩენაში. ამავე ეტაპზე ხდება განმცხადებელთან სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნების გაცნობა. დარეგისტრირების შემდეგ, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სსპა-ს მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

ნაბიჯი 3 - განმცხადებელთა სია
განმცხადებლების მომართვის საფუძველზე დგება სერტიფიკაციის მსურველთა სია და ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციების დახარისხება. განაცხადებსა და კანდიდატების წარმოდგენილ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას განიხილავს ხარისხის მართვის მენეჯერი. განცხადების ანალიზის მიზნით შესაძლოა მოწვეულ იქნას ექსპერტი კომპენტენტურობის მიხედვით. საჭიროებისამებრ განაცხადი გადაეგზავნება ექსპერტს, რომელმაც უნდა განახორციელოს განაცხადის ანალიზი და განსაზღვროს შესაძლებელია თუ არა მაძიებლისათვის სერტიფიკაციის სქემის წესების, ორგანიზაციის პრინციპებისა და პოლიტიკის მიხედვით, სერტიფიცირების პროცესის ინიციაცია. იმის გათვალისწინებით რომ:
1. განმცხადებელზე ინფორმაცია საკმარისია სერტიფიკაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
2. სერტიფიცირების მოთხოვნები შესაბამისობაშია, მკაფიოდაა განსაზღვრული და დოკუმენტირებულია, განსაზღვრულია სერტიფიკაციის სქემა;
3. განსაზღვრულია სერტიფიკაციის სფერო;
4. ნებისმიერი გაუგებრობა განმცხადებელსა და სსპა-ს შორის გარკვეულია;
5. სსპა-ს ხელთ აქვს ყველა რესურსი, რომელიც სერტიფიცირების საქმიანობისათვის აუცილებელია;
6. სსპას აქვს საკმარისი კომპეტენცია და შესაძლებლობა სერტიფიკაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
7. განხილულია და მხედველობაში მიღებულია ყველა შესაძლო ასპექტი და რისკი, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიკაციის პროცესთან, მათ შორის: განცხადებული სერტიფიკაციის სფერო, სერტიფიკაციისათვის საჭირო დრო, სამუშაოს ჩატარების ენა. უსაფრთხოების დაცვის პირობები, როგორც განმცხადებლისათვის, ასევე ექსპერტ-გამომცდელებისათვის გამოცდის ჩატარების დროს. საფრთხეები მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის მხრივ.

ამავე ეტაპზე, სსპა განსაზღვრავს განმცხადებელთან ინტერვიუს ჩატარების აუცილებლობას. ინტერვიუ შეიძლება იყოს საჭირო თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალის შემოწმების პროცესში გაირკვევა, რომ ის არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს სანდოობის შესახებ სხვა მიზეზით არ შეესაბამება სერტიფიკაციის კრიტერიუმებს მოცემულის სქემის მიხედვით.

ნაბიჯი 5 - გამოცდის თარიღის დადგენა
შესაბამისი დოკუმენტებისა და განცხადებების დაფიქსირების შემდეგ დგინდება სასერტიფიკაციო გამოცდის თარიღი. ასოციაციის თანამშრომელი ყველა გამცხადებელს აცნობებს გამოცდის თარიღის თაობაზე როგორც სატელეფონო ზარით, ისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ნაბიჯი 6 - ექსპერტ- გამომცდელის მოწვევა

შევსებული განაცხადის შედეგების ანალიზის საფუძველზე აღმასრულებელი დირექტორი ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად დაგეგმავს გამოცდის ჩატარებას და შეათანხმებს გამოცდის ჩატარების დროს ექსპერტ-გამომცდელთან.

ნაბიჯი7 - სასერტიფიკაციო გამოცდა
ზემო¬აღ¬¬ნ¬იშნული ეტაპის ბოლო ნაბიჯს წარმოადგენს სასერტიფიკაციო გამოცდა. გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან. თეო¬¬რული ნაწილი - 20 დახურული ტიპის ტესტი 4 სავარაუდო პასუხით, ხოლო პრაქტ¬იკული ნაწილი - ცეცხლმაქრისა და სახანძრო ონკანის გამოყენება. თეორიული ნაწილი ჩაბარებულად ითვლება 14 სწორი პასუხის შემთხვევაში (70%). პრაქტიკული ნაწილი კი ფასდება 10 ქულიანი სისტემით. ცეცხლმაქრის გამოყენება ფასდება მაქსიმალური 5 ქულით, ხოლო შიდა სახანძრო ონკანის გამოყენება, ფასდება მაქსიმალური 5 ქულით. პრაქტიკული ნაწილი ჩაბარებულად ითვლება 10 ქულიდან 7 ქულის დაგროვების შემთხვევაში (70%). პირველ ეტაპზე ტარდება პრაქტიკული, ხოლო შემდგომში თეორიული გამოცდა.

არადამაკმაყოფილებელი გამოცდის შედეგები - გამოცდის გადაბარება
თუკი ერთ-ერთი გამოცდის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, ხოლო მეორე გამოცდა დამაკმაყოფილებელი, მაშინ განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა გადააბაროს გამოცდა ასოციაციის მიერ დათქმულ დროსა და ვადაში, მხოლოდ ის გამოცდა, რომელშიც განმცხადებელმა ვერ დააგროვა საკმარისი ქულათა რაოდენობა. განმეორებით გამოცდაზე გასვლა მონაწილეს ერთჯერადად შეეძლება დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.

გამოცდაზე არ გამოცხადება - გამოცდის აღდგენა
თუ მაძიებელი ვერ გამოცხადდა გამოცდაზე გარკვეული გადაუდებელი და საპატიო მიზეზების გამო (ასეთი მიზეზები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სხვა გადაუდებელი საპატიო მიზეზი), მან უნდა დაადასტუროს ეს მიზეზი/ები შესაბამისი ცნობის წარდგენით გამოცდის დღიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში. სატესტო კომისია განიხილავს მაძიებლის მიერ მოწოდებულ ცნობებს და დაკმაყოფილების შემთხვევაში სერტიფიკატის მაძიებელს საშუალება ექნება გადააბაროს გამოცდა სსპა-ს მიერ დადგენილ ვადებში. იმ შემთხვევაში, როცა მაძიებელი ვერ წარმოადგენს საკმარის ცნობებს ან სსპა არ ცნობს წარმოდგენილ დოკუმენტებს საკმარისად, მაშინ მაძიებელს მოუწევს განაცხადის თავიდან შემოტანა. წინა განაცხადისთვის შემოტანილი თანხა არ დაუბრუნდება და შესაბამისად მოუწევს სერტიფიკაციის გადასახადის თავიდან გადახდა.

გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან. თეორიული ნაწილი - 20 დახურული ტიპის ტესტი 4 სავარაუდო პასუხით, ხოლო პრაქტ¬იკული ნაწილი - ცეცხლმაქრისა და სახანძრო ონკანის გამოყენება. თეორიული ნაწილი ჩაბარებულად ითვლება 14 სწორი პასუხის შემთხვევაში (70%). გამოცდები სქემის შესაბამისად ჩატარდება წერილობით, შესაძლო პასუხებიდან სწორი ვარიანტის შერჩევის გზით, რომელიც საკმარისი იქნება მაძიებლის თეორიული მომზადების შესამოწმებლად. წერილობითი გამოცდის ჩატარების შემთხვევაში დგება ტესტების 2 სხვადასხვა ვარიანტი. გამოცდისათვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათს. ყველა საგამოცდო ტესტში არეულია როგორც ტესტების, ასევე პასუხების თანმიმდევრობა.
თოთოეული სფეროსთვის შედგება გარკვეული რაოდენობის ტესტი, რომელთაგანაც უშუალოდ გამოცდაზე შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა 20 ტესტი.

პრაქტიკული ნაწილი
პრაქტიკული ნაწილის დაწყებამდე ექსპერტ-გამომცდელი ამოწმებს გამოსაყენებელ ხელსაწყოებს და შესაბამის დოკუმენტის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა ხელსაწყო ვარგისი და დასაშვები გამოცდისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყოები შეფასდა, როგორც შეუსაბამო, მიიღება ახლით ჩანაცვლების ან შეკეთების შესაბამისი ზომები. პრაქტიკულ გამოცდაზე სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა შეძლოს ცეცხლმაქრისა და სახანძრო ონკანის სწორად გამოყენება. პრაქტიკული ნაწილი ტარდება არა შენობაში, არამედ შენობის გარეთ, საველე პირობებში სპეციალურად შექმნილ და გამოყოფილ ადგილზე. ცეცხლმაქრით ჩაქრობის პროცედურა მიმდინარეობს NFPA 10 Anex D.2.4 მიხედვით, ხოლო სახანძრო სახელოს გამოყენების პროცედურა NFPA 1962 4.11.3; 4.11.6.2; 4.3.2; 4.3.3; 4.5. Annex 4.1.10.2-4.2.5 მიხედვით. ცეცხლსაქრობის გამოყენება უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებულ უბანზე უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით:
• წვა განხორციელდება თანდართულ სქემაზე ნაჩვენები ლითონის ავზში. ხანძრის კერა იქმნება ლითონის ავზში, მყარ მასალებზე დიზელის საწვავით მოკიდებით;
• გამოყენების წინ საწყისი მანძილი ხანძრის კერამდე უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი;
• აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის და ხელთათმანების გამოყენება;
• სხვა არამონაწილე პირებმა უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან დისტანცია კერისაგან და ცეცხლსაქრობიდან არანაკლებ 3მ;
• აუცილებელია მზადყოფნაში იყოს სათადარიგო ცეცხლსაქრობი, რომლებიც გამოყენებული იქნება არასტანდარტული სიტუაციის შემთხვევაში;
• ცეცხლსაქრობის გამოყენების დროს ცეცხლის ჩაქრობა უნდა განახორციელოს ქარის მიმართულების მხრიდან;
• წვის კერის ლიკვიდაციის შემდეგ რამდენიმე ხნის განმავლობაში არ შეიძლება კონტროლის დაკარგვა და კერასთან ზურგით დგომა, ვინაიდან არის საშიშროება ხელმეორე აალების;
ფხვნილის ცეცხლსაქრობის გამოყენების წესი:
• ფხვნილის ცეცხლსაქრობი ხანძრის კერიდან უნდა იყოს დაახლოებით 3 მეტრის დისტანციით;
• გაათავისუფლეთ რეზინის შლანგი სამაგრიდან. გამოაძრეთ დამცავი მოწყობილობა დამჭერი და გამშვები სახელურებს შორის. დამჭერი სახელურით აწიეთ ცეცხლსაქრობი. დააფიქსირეთ რეზინის შლანგი კერისკენ დააჭირეთ გამშვები სახელურზე;
• წარმატების შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდით კერას, რა დროსაც უნდა ეცადოთ მოაწოდოთ ჩამქრობი მასალა მაქსიმალურად ზევიდან ქვევით (ქოლგის პრინციპი);
• წარუმატებლობის შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ საჭიროა უკან დახევა, რა დროსაც არ უნდა იყოს დაკარგული კონტოლი ცეცხლის კერაზე. ფეხების მდგომარეობა უნდა იყოს შემდეგი: ერთ-ერთი ფეხი უნდა იყოს წინ და არა ორივე ფეხი ერთ ხაზზე;
• ცეცხლსაქრობი მასალა უნდა იყოს მიწოდებული გავრცელების მიმართულებისკენ და არა იქ სადაც უკვე არის ინტენსიური წვა. ამ დროს რეზინის შლანგით ცეცხლსაქრობი მასალა უნდა მოხდეს გავრცელების ზოლის მთელ სიგრძეზე წვის ქვედა ნაწილში. ფხვნილი ცეცხლსაქრობის გამოყენების დროს ცეცხლსაქრობი უნდა იყოს მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში;

შიდა სახანძრო ონკანის გამოყენების წესი:
• შიდა სახანძრო ონკანი უნდა იყოს გამოყენებული ორი ადამიანის შემადგენლობით: №1 მონაწილე და №2 მონაწილე; გამოყენების დროს №1 მონაწილე მოდის სახანძრო კარადასთან ხსნის პლომბს და აღებს კარადის კარებს;
• №2-ე მონაწილე იღებს ლულას და შლის სახელოს, როდესაც №2-ე მონაწილე არის მზადყოფნაში, №1 აღებს ონკანს და №2 მონაწილე იწყებს ხანძრის ქრობას.

პრაქტიკული ნაწილი ფასდება 10 ქულიანი სისტემით. ცეცხლმაქრის გამოყენება ფასდება მაქსიმალური 5 ქულით, მონაწილე აგროვებს ქულებს (თითოეული პუნქტი არის 1 ქულიანი) შემდეგი პრინციპების დაცვით:
• იმყოფება ხანძრის კერიდან 3 მეტრის დისტანციით
• სამაგრიდან რეზინის შლანგის განთავსუფლება, დამცავი პლომბის გამოძრობა და დამჭერი სახელურით ცეცხლსაქრობის აწევა
• დგომი: ერთ-ერთი ფეხი წინ და არა ორივე ფეხი ერთ ხაზზე
• ცეცხლსაქრობი გამოყენების დროს იმყოფება ვერტიკალურ მდგომარეობაში
• ცეცხლსაქრობი მასალა მიწოდებულია გავრცელების მიმართულებისაკენ და არა ინტენსიური წვის ზონაში

რაც შეეხება შიდა სახანძრო ონკანის გამოყენებას, ფასდება მაქსიმალური 5 ქულით, მონაწილე №1 და მონაწილე №2 აგროვებს ქულებს შემდეგი პრინციპების დაცვით:
მონაწილე №1
• სახანძრო კარადასთან მისვლა და პლომბის მოხსნა (1 ქულა)
• კარადის გაღება (1 ქულა)
• №2 მონაწილის მზადყოფნის დროს ონკანის გაღება (3 ქულა)
მონაწილე №2
• ლულის გაღება და სახელოს გაშლა (2 ქულა)
• №1 მონაწილის მიერ ონკანის გაღების შემდეგ ხანძრის ქრობის დაწყება (3 ქულა)

პრაქტიკული ნაწილი ჩაბარებულად ითვლება 10 ქულიდან 7 ქულის დაგროვების შემთხვევაში (70%). წარუმატებლობის შემთხვევაში ხდება პრაქტიკული ნაწილის ადგილზე გადაბარება.
გამოცდის ჩატარებისას ივსება სასერტიფიკაციო გამოცდაზე მყოფი სერტიფიცირების მაძიებელ პირთა შეფასებისა და დასწრების ფურცელი, ხოლო გამოცდის დასრულების შემდეგ ქულათა რაოდენობა შეიტანება გამოცდის შედეგების დოკუმენტში.
პირველ ეტაპზე ტარდება პრაქტიკული, ხოლო შემდგომში თეორიული გამოცდა.
1.4 სერტიფიკაციის ორგანოს შემუშავებული აქვს გამოცდის ჩატარების დოკუმენტირებული პროცედურა, რაც უზრუნველყოფს ამ პროცესის მუდმივ მართვის.
1.5 ასოციაციას შემუშავებული აქვს გამოცდების ჩატარების პირობებისათვის კრიტერიუმები, რაც მოიცავს განათებას, ტემპერატურას, ხმაურს, უსაფრთხოებას და ა.შ. ხდება მათი დოკუმენტირება და მონიტორინგი. აუცილებელია გამოცდების ჩატარების პირობებისათვის კრიტერიუმების შექმნა, დოკუმენტირება და მონიტორინგი.

1.6 გამოცდების პროცესში გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობები, არის შემოწმებული საჭიროების შემთხვევაში.

სერტიფიკატის მინიჭება არ მოხდება სერტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე; საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია გასცემს სერტიფიკატს ყველა სერტიფიცირებულ პირზე. სსპა შეინარჩუნებს სერტიფიკატებზე ერთპიროვნულ მესაკუთრეობას. სერტიფიკატი შეიძლება გაფორმდეს წერილის, ბარათის ან სხვა ფორმით. იგი ხელმოწერილი და გამოსაყენებლად ნებადართული იქნება საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის პასუხისმგებელი პირის მიერ.
სერტიფიკატებში აღნიშნული იქნება სულ მცირე შემდეგ ინფორმაცია:
1. სერტიფიცირებული პირის სახელი;
2. უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;
3. ასოციაციის სრული დასახელება;
4. მითითება სერტიფიკაციის სქემაზე, სტანდარტზე ან სხვა შესაბამის დოკუმენტებზე, მათ შორის
• გამოცემის თარიღს;
• სერტიფიკაციის ამოქმედების თარიღსა და მოქმედების ვადის გასვლის თარიღს;
• სერტიფიკატის სფეროს, მათ შორის პირობებისა და შეზღუდვის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში.
სერტიფიკატი შემუშავებულია იმგვარად, რომ შემცირდეს მისი გაყალბების რისკი.

რესერტიფიკაციის პროცესი
რესერტიფიკაცია საშუალებას აძლევს სერტიფიცირებულ პირებს შეინარჩუნონ სერტიფიცირებულის სტატუსი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მიუთუთებს მათ კომპეტენციასა და აქტიურ პროფესიულ საქმიანობაზე.
განმეორებითი სერტიფიკაციის მსურველები ვალდებულნი არიან სერტიფიკატის ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე შეავსონ განმეორებითი სერტიფიკაციის განაცხადი და წარმოადგინონ შესაბამისი ანგარიში ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული პროფესიული საქმიანობის შესახებ. საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა ორგანიზაციასთან შეთანხმებით:
- დამსაქმებელ ორგანიზაციაში შემუშავებული დოკუმენტაცია, როგორიცაა ცეცხლმაქრების აღრიცხვისა ან/და ინსტრუქტაჟის ჩატარების ჟურნალი ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს კანდიდატის აქტიურ პროფესიულ ჩართულობას;
- რესერტიფიკაციის საფასური (დგინდება სსპა-ს მიერ, რომელიც თავდაპირველი გამოცდის საფასურის ტოლია)
სერტიფიცირებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარება გადამოწმებას განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა სერტიფიკაციის სქემებთან შეუსაბამობები და განაცხადი/წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება მოთხოვნებს ექსპერტ-გამომცდელი ხარისხის მენეჯერთან ერთად განიხილავს საბოლოო პასუხს და წარუდგენს სერტიფიკაციაზე რეკომენდაციის გამცემ პირს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია იმოქმედებს დოკუმენტირებული პროცედურით რესერტიფიკაციისათვის, სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნების შესაბამისად და ამ პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება სერტიფიცირებული პირის მიმდინარე სქემის მოთხოვნებთან შესაბამისობა და კომპეტენტურობა. სერტიფიკატის განახლება მოიცავს არსებული დოკუმენტაციის ანალიზს და შესაბამისობების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სერტიფიკაციის სქემასთან შეუსაბამობები, ეს შეუსაბამობები უნდა გამოსწორდეს განცხადებლის მიერ სერტიფიკატის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს არ შეუძლია შეუსაბამობების აღმოფხვრა, საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის ხელმძღვანელი ახდენს სერტიფიკატის შეჩერების ან ანულირების პროცედურების ინიცირებას.
რესერტიფიკაციის პერიოდი დაფუძნებულია სქემის მოთხოვნებზე. რესერტიფიკაცია დამოკიდებულია, ნორმატიულ მოთხოვნებზე, მათში შეტანილ ცვლილებებზე, სქემის შესაბამის მოთხოვნებში ცვლილებებზე, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, იმ რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია სახანძრო უსაფრთხოების სფეროში არაკომპეტენტურობასთან, სერტიფიცირებული პირების მიმართ არსებული მოთხოვნების ცვლილებებზე დროის განმავლობაში მოსალოდნელი ან განხორციელებული ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით.
რესერტიფიკაციის შერჩეული ღონისძიებები უზრუნველყოფს სერტიფიცირებული პირის კომპეტენტურობის დადასტურების მიზნით მიუკერძოებელ შეფასებას.
რესერტიფიკაცია ეფუძნება შემდეგ ასპექტებს:
1. ნორმატიულ მოთხოვნებს;
2. ცვლილებებს ნორმატიულ დოკუმენტებში;
3. ცვლილებებს სქემის შესაბამის მოთხოვნებში;
4. სერტიფიცირებული პირის საქმიანობის სფეროს ან წარმოების/ინდუსტრიის მდგომარეობასა და განვითარების დონეს;
5. არაკომპეტენტური პირის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკს;

სერტიფიკატის დონის ან სფეროს შეცვლა

1. სერტიფიკაციის მოქმედების პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება სერტიფიკაციის დონის ან სფეროს შეცვლა.

2. პროცედურა წარმოებს სერტიფიცირებული პირის მხრიდან თავისუფალი ფორმით ოფიციალური მომართვის საფუძველზე, რომელშიც ის მიუთითებს ამ ცვლილების აუცილებლობაზე და დაასაბუთებს მას.

3. სერტიფიკაციის სფეროს ცვლილების მიზნით შემოწმება განმცხადებელთან შეთანხმებით ჩატარდება განმეორებითი სერტიფიკაციის დროს, ასევე დამატებითი სერტიფიკაციის სახით.

4. სერტიფიკაციის სფეროს ცვლილების მიზნით შემოწმება მოიცავს განმცხადებლის გამოცდილების ცვლილების ანალიზს. თუ მოთხოვნილი დონის ცვლილება მოითხოვს დამატებით კომპეტენციებს, მაშინ ამ კომპეტენციის დამტკიცება მოხდება სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებით. თუ სფეროს და დონის ცვლილება არ ითხოვს დამატებით კომპეტენციას, მაშინ ამ კომპეტენციის დადასტურება მოხდება მხოლოდ დოკუმენტებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშების საფუძველზე.

5. სერტიფიკატის დონის ან სფეროს ცვლილების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დანიშნული სპეციალისტი შეიტანს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში (რეესტრში) და გააფორმებს კომპეტენტურობის სერტიფიკატს. ახალ სერტიფიკატს მიენიჭება იგივე ნომერი და მოქმედების ვადა არ იცვლება (მაგალითად: თუ ანულირებულ სერტიფიკატს ჰქონდა მოქმედების ვადა 01.01.2019-მდე, მაშინ ახალი სფეროს სერტიფიკატს ექნება იგივე მოქმედების ვადა 01.01.2019-მდე).

რეესტრი
სსპა-ში მიმდინარეობს იმ სპეციალისტების აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომლებმაც გაიარეს სერტიფიკაცია და აღიარებულნი არიან შესაბამისი სქემების მოთხოვნების მიხედვით. სერტიფიცირებული სპეციალისტების რეესტრის ორგანიზების, მართვის, მოქმედების პასუხისმგებლობა აკისრია სსპა-ს ხარისხის მართვის მენეჯერს. რეესტრი მოიცავს ინფორმაციას სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მათი გაუქმების და სერტიფიკატის ასლების გაცემის თაობაზე. მონაცემები სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
სასერტიფიკატო რეესტრში შეიტანება:
• მონაცემები სერტიფიკატის მფლობელის შესახებ;
• რეგისტრაციის ნომერი
• ქვეყანა სადაც იმყოფება სპეციალისტი ამჟამად (შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქის სერტიფიცირება)
• სერტიფიკაციის სქემა
• სფერო რომელთან შესაბამისობაზეც მოხდა სპეციალისტის სერტიფიკაცია
• სერტიფიკატის გაცემის წელი
• სერტიფიკატის მოქმედების სტატუსი
• ცნობები სერტიფიკატის შეჩერების და ანულირების შესახებ ასევე შედის სერტიფიცირებული სპეციალისტების რეესტრში
• სერტიფიკატის დუბლიკატის (დაკარგვის, განადგურების შემთხვევაში) გაცემის შესახებ ცნობები.

სერტიფიკატების, ლოგოებისა და ნიშნების გამოყენება
სსპა ყველა სერტიფიცირებულ პირთან დებს ხელშეკრულებას, რომელშიც გაწერილია აუცილებელი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სერტიფიცირებული პირი და ითვალისწინებდეს სერტიფიკატისა და ლოგოს გამოყენების დროს.
ხელშეკრულებაში სხვა ვალდებულებებთან ერთად ნახსენებია: სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებთან შესაბამისობა, სერტიფიკაციის სფეროს შესაბამისი მოთხოვნების წაყენება სერტიფიკატის საფუძველზე, სერტიფიკატის გამოყენების გზით მისი გამცემი ორგანიზაციის რეპუტაციისათვის საფრთხის შექმნის არ დაშვება, ისეთი განხადებების გაკეთების გამორიცხვა, რომელიც საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის შეხედულებით შეცდომაში შემყვანი და არასანქცირებულია, ასევე სერტიფიკატის გაუქმების ან შეჩერების დროს არ უნდა მოხდეს სერტიფიკაციასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენება. სერტიფიკატის გამოყენება ზოგადად არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი.
საქართველოს კანონის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ მიხედვით, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება, მისაღებია. სერტიფიკატის ლოგოს ან ნიშნის არასწორი გამოყენებისას, მოხდება რეაგირება მაკორექტირებელი ქმედებებით.

სერტიფიკაციის სქემა №3ქარხნები, ფაბრიკები და ა.შსერტიფიკატის ვადა 2 წელი.საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია სთავა...
21/08/2025

სერტიფიკაციის სქემა №3

ქარხნები, ფაბრიკები და ა.შ

სერტიფიკატის ვადა 2 წელი.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია სთავაზობს სერტიფიკაციის ტესტირებას იმ პირებს, რომელთაც სურთ თავიანთი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ სერტიფიკაციის მაძიებელ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. პირი არის სრულწლოვანი ასაკის - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების უნარს. ის მონაწილეობს მომატებული საფრთხის მქონე სიტუაციების შეფასებაში, სათანადო რეაგირებაში და ობიექტისა თუ ადამიანების უსაფრთხოების პასუხისმგებლობის აღებაში. სახანძრო უსაფრთხოება მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვასა და ანალიზს, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ჟურნალების შემუშავებას, რომელიც მოითხოვს ზრდასრულობის დონესა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება შესაბამისი პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე.
2. პირს აქვს ზოგადი საშუალო განათლება - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება მოითხოვს მინიმუმ ზოგად უნარებს, როგორიცაა ტექნიკური ინსტრუქციებისა და რეგლამენტების წაკითხვა და გაგება, კომუნიკაცია უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის სწორად გაანალიზება და შევსება. ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელია მინიმუმ საშუალო განათლება, რაც უზრუნველყოფს სერტიფიკაციის მაძიებელი პირის ბაზისურ ლოგიკურ, ანალიტიკურ და საკომუნიკაციო უნარებს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება სკოლის ატესტატის ასლის წარდგენით ან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

მარეგლამენტირებელი ძირითადი ნორმატიული დოკუმენტები:
 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების მუხლები, კერძოდ, მუხლები 2-14; 22-24; 30-38; 47-49; დანართი №2-8 ცხრილი №1-4

Address

ბერი გაბრიელ სალოსის 126
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995551696077

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია:

Share

ჩვენ შესახებ

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია (Georgian Fire Prevention Association) შეიქმნა საქართველოში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამწვავებული პრობლემების გამო და ემსახურება ამ პრობლემების მოგვარებას. საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის მიზნებია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახანძრო პრევენციის დონის ამაღლება; ბ) სამოქალაქო საზოგადოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო საკანონმდებლო ბაზის განვითარება; გ) საქართველოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო და კერძო სექტორში არსებული შენობა-ნაგებობების, ტყის მასივების და ყველა ხანძარსაშიში ობიექტების, სახანძრო პრევენციისა და საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და ნორმების საერთაშორისო და რეგიონალურ სტანდარტებთან (ISO, EN, NFPA …) ჰარმონიზება. დ) სახანძრო პრევენციის პროფესიული განვითარება.