საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოცოაცია

12/04/2026

24/02/2026

🔷 რატომ გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა? - 2025 წლის მიმოხილვა.

გილოცავთ შობა - ახალ წელს!
31/12/2025

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

17/10/2025

🔹 ტექინსპექტირების რეფორმის შეფასება

🔹 ტექინსპექტირების სფეროს გამოწვევები

15/10/2025

🔹 ტექინსპეტირების რეფორმის გამოწვევები

25/08/2025

🔷 ტექ-ინსპექტირების მნიშვნელობა საგზაო უსაფრთხოებაში

🔷 ტექ-ინსპეტირების სფეროს გამოწვევები

11/08/2025

🔹 კონფერენცია “ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის” (10.10.2024)

🔷 საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ოფიციალური მიწვევით სლოვაკეთს...
25/06/2025

🔷 საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ოფიციალური მიწვევით სლოვაკეთს ესტუმრა, კერძოდ TESTEK-ის ხელმძღვანელს ბატონ მარიან რიბიანსკის.

🔷 დავით მესხიშვილი: "ჩემი სტუმრობა სლოვაკეთში ძალიან ღირებული იყო პროფესიული თვალსაზრისით. ადგილზე დეტალურად გავეცანი TESTEK-ის საქმიანობას — მათ მიერ შექმნილ IT სისტემებს, ტექნიკური ინსპექტირების მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ინსპექტირების ხარისხის გაუმჯობესებას და ეფექტურ ზედამხედველობას, მათ შორის თაღლითობის პრევენციასაც. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრა SEKA-ს წარმომადგენლებთან — ეს არის სლოვაკეთის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ავტომობილების ემისიების კონტროლსა და ქვეყნის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ტექნიკური ინსპექტირების სისტემა ეკოლოგიური პოლიტიკის წარმატებისთვის.

🔷 ყველა ეს უწყება ახორციელებს მონიტორინგს იმისთვის, რომ ტექნიკური ინსპექტირების პროცესი იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი. მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისტემის სანდოობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად".

🔷 საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საქმიანი ვიზიტით ეწვია სლოვაკ...
10/06/2025

🔷 საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საქმიანი ვიზიტით ეწვია სლოვაკეთს, სადაც შეხვდა ჟილინას უნივერსიტეტის „ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ოპერაციისა და ეკონომიკის ფაკულტეტის“ დეკანს, პროფესორ მილოშ პოლიაკს (prof. Ing. Miloš Poliak, PhD).

🔷 შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტრანსპორტის დარგში არსებული თანამედროვე სასწავლო პროგრამები და ინოვაციური ტენდენციები. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის სწავლებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რის ფარგლებშიც პროფესორმა პოლიაკმა ქართულ მხარეს გაუზიარა სლოვაკეთის პრაქტიკული გამოცდილება.

🔷 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე სასწავლო პროგრამებს და ამ კუთხით აღჭურვილი ლაბორატორიების მნიშვნელობას. ჟილინას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და დაიწყონ ოფიციალური შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა, რაც საფუძველს დაუდებს ორ უნივერსიტეტს შორის ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

🔷 დავით მესხიშვილმა ასევე წარმატებით გაიარა სპეციალური პროფესიული სტაჟირება, რომელიც შედგებოდა შემდეგი თემებისგან:

🔹 ჭკვიანი მობილობის სისტემები (Smart Mobility Systems),
🔹 ტრანსპორტის თანამედროვე ტექნოლოგიები,
🔹 ტექნიკური ინსპექტირების აკადემიური და პრაქტიკული საფუძვლები.

🔷 სტაჟირების პროცესში დავით მესხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ტრანსპორტთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების სტრუქტურაში და მონაწილეობა მიიღო ლაბორატორიულ სესიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესების სწავლებას.

16/05/2025

👉 საგზაო უსაფრთხოების გამოწვევები და გაეროს კონფერენციის ახალი გზავნილები

02/05/2025

რა როლი ექნება ევროკავშირს საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოებების სტანდარტების ამაღლებაში?

გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
20/04/2025

გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

Address

კახეთის გზატკეცილი N141
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები:

Share