ევროპულ-ქართული ინსტიტუტი / Europe-Georgia Institute

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი / Europe-Georgia Institute

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი / Europe-Georgia Institute 🇪🇺🇬🇪 The Europe-Georgia Institute (EGI) is the leading independent CSO in Georgia... pro-European think tank...
(Deutsche Welle)

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ახალგაზრდას აქვს უნიკალური პოტენციალი, რომელსაც სჭირდება აღმოჩენა და ხელშეწყობა. ჩვენი სურვილია, რომ ახალგაზრდები ჩამოყალიბდნენ პროგრესსა და ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებულ ძალად, ამიტომაც #ინიციატივის კონცეფცია მოიცავს საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური პლატფორმის შექმნას, რომლისთვისაც გამჭვირვალობა და მისაწვდომობა მთავარ ფასეულობას წარმაოდგენს. ჩვენ გვჯერა, რომ

ახალგაზრდა ინიციატორები საქართველოს სამომავლო პროგრესის ქვაკუთხედია და მათ სწრაფვას პოზიტიური ცვლილებებისკენ ყოველ ნაბიჯზე ხელი უნდა შევუწყოთ.

🆕 ახალი სტატია არჩილ გამზარდიასგან -  ანალიზი იმისა, თუ როგორ იცვლება ძალაუფლება საქართველოში.📌 „საბოლოოდ ფორმირდება სის...
20/11/2025

🆕 ახალი სტატია არჩილ გამზარდიასგან - ანალიზი იმისა, თუ როგორ იცვლება ძალაუფლება საქართველოში.

📌 „საბოლოოდ ფორმირდება სისტემა, სადაც გარე ლეგიტიმაცია ნადგურდება.“
📌 „ელიტების დახურვა, შერჩევის ცენტრალიზება, საზოგადოების იერარქიზაცია… მერიტოკრატიას ტოტალიტარულ ჰიბრიდად აქცევს.“
📌 „მოცემული გადაწყვეტილებები ერთდროულად ანადგურებს დემოკრატიულ კონტროლს და აყალიბებს თვითლეგიტიმირებულ მმართველ ელიტას.“

🇬🇪 ეს არის მიმდინარე პროცესებისა მძიმე, მაგრამ ზუსტი აღწერა.

👉 იხილეთ სრული სტატია - აუცილებლად წასაკითხია.
https://egi.ge/ka/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d/

გახსოვდეს: პრესის თავისუფლება - შენი თავისუფლებაა.შენი თავისუფლება ვერ იარსებებს თავისუფალი პრესის გარეშე.
02/11/2025

გახსოვდეს: პრესის თავისუფლება - შენი თავისუფლებაა.
შენი თავისუფლება ვერ იარსებებს თავისუფალი პრესის გარეშე.

🇬🇪📊 არჩილ გამზარდია: 1 წელი 2024 წლის არჩევნების შემდეგ – რა მივიღეთ? (არსებული პოლიტიკური პროცესების სამეცნიერო კონტექს...
26/10/2025

🇬🇪📊 არჩილ გამზარდია: 1 წელი 2024 წლის არჩევნების შემდეგ – რა მივიღეთ? (არსებული პოლიტიკური პროცესების სამეცნიერო კონტექსტი).

🗳️ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა.
📅 დღეს არსებული მდგომარეობის შეფასება საინტერესო იქნებოდა სამი ძირითადი შედეგობრივი მაჩვენებლით:
1️⃣ სახელმწიფოს ფაქტობრივი მოცემულობა
2️⃣ ხელისუფლების ძალაუფლების მდგომარეობა
3️⃣ ოპოზიციური წინააღმდეგობის მოცემულობა და პერსპექტივები

📚 მიმდინარე პოლიტიკური განზომილებების სამეცნიერო კონტექსტი.
გიზიარებთ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, არჩილ გამზარდიას, მიმოხილვას

📨 https://egi.ge/ka/1-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-2024-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b/

#არჩევნები #პროტესტი #დემოკრატია #1წელი #პროტესტის1წელი

არჩილ გამზარდია პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი. 1 წელი 2024 წლის არჩევნების შემდეგ – რა მივიღეთ? (არსებული პოლიტიკურ....

⛪ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, არჩილ გამზარდიას, წერილი „ერთი ადამიანი – როგორც ძალაუფლების შიშის საფუძველი“.✍️ „ზაზა...
11/09/2025

⛪ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, არჩილ გამზარდიას, წერილი „ერთი ადამიანი – როგორც ძალაუფლების შიშის საფუძველი“.

✍️ „ზაზა თევზაძე, დოროთე ყურაშვილი, შიო კვარაცხელია, თამაზ ლომიძე და კიდევ რამდენიმე, ესენი არიან ის იშვიათი საეკლესიო პირები, რომლებიც დღემდე ფრთხილად მიუყვებიან სინდისის გზას და ისე ურთიერთობენ საზოგადოებასთან, ისე გამოხატავენ საკუთარ აზრებსაც და თანამონაწილეობენ როგორც ქვეყნის, ისე სულიერი შვილების ცხოვრებაში. ამით ისინი პირველ სამიზნეებიც ხდებიან საკლესიო ელიტისა, განსაკუთრებით იმ საეკლესიო ელიტისა, რომლებიც განსაკუთრებულად არიან შეზრდილები საერო ხელისუფლებასთან.“

✍️ „საეკლესიო სივრცეში იშვიათია მოიძიო საეკლესიო პირი, რომელიც ერთი მხრიც აქტიურია და თავს საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს. საეკლესიო პირების ნაწილი ლეგიტიმურად თვლის რომ მხოლოდ სასულიერო ცხოვრების ჩარჩოებში უნდა იჯდეს და მხოლოდ ინდივიდებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, როგორც მთავარი მოძღვრები ადამიანის იმ ქვეყნიური ცხოვრებისათვის მომზადების მიზნით.“

✍️ გაეცანით პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, არჩილ გამზარდიას, შესანიშნავ წერილს „ერთი ადამიანი – როგორც ძალაუფლების შიშის საფუძველი“

👇

არჩილ გამზარდია პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი. თანამედროვე საქართველოს რეალობაში დიდი ხანია აღრეულია საზოგად...

⛪ „რატომ აღიზიანებთ დოროთე ყურაშვილი ჩვენში, ანუ ეკლესიაში და რატომ გახდა ის მაინცადამაინც ახლა პოპულარული?!“✍️ „მე არქ....
03/09/2025

⛪ „რატომ აღიზიანებთ დოროთე ყურაშვილი ჩვენში, ანუ ეკლესიაში და რატომ გახდა ის მაინცადამაინც ახლა პოპულარული?!“

✍️ „მე არქ. დოროთეს და მის სულიერ ძმა-შვილებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ შემიმჩნევია, აქამდეც სულ ქადაგებდნენ (ამ სიტყვის რეალური გაგებით) და ცდილობდნენ ჯანსაღი პოზიცია ჰქონოდათ – მაგალითად კორონას დროს. ქრისტიანული სწავლებით, მარტივად რომ ვთქვათ, ეკლესია ეფუძნება გამოცხადებას, წმინდა წერილი და გარდამოცემა, ანუ საეკლესიო ტრადიცია, სხვადასხვა მეთოდია გამოცხადების ასახვისა, მისი პრეზენტაციისა. ეკლესიის მისია არის ადამიანთა ხსნა და ამას ემსახურება სამი კონკრეტული ფუნქცია: ღვთის სიტყვის ქადაგება, საკრამენტალური მსახურება და სოციალური მსახურება.“

✍️ გაეცანით ალექსანდრე ბიძინაშვილის, აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტის შესანიშნავ სტატიას „რატომ აღიზიანებთ დოროთე ყურაშვილი ჩვენში, ანუ ეკლესიაში და რატომ გახდა ის მაინცადამაინც ახლა პოპულარული?!“

📨

რატომ აღიზიანებთ დოროთე ყურაშვილი ჩვენში, ანუ ეკლესიაში და რატომ გახდა ის მაინცადამაინც ახლა პოპულარული?!

🇪🇪✨ 1991 წლის 20 აგვისტოს ესტონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა! 🗳️ ამ დღემდე, რამდენიმე თვით ადრე, 1991 წლის 3 მარტს, ესტონ...
20/08/2025

🇪🇪✨ 1991 წლის 20 აგვისტოს ესტონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა!

🗳️ ამ დღემდე, რამდენიმე თვით ადრე, 1991 წლის 3 მარტს, ესტონელებმა უკვე დააფიქსირეს თავისი არჩევანი – მათმა 78%-მა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

🎉 1991 წლის 20 აგვისტოს, ესტონეთის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენა ოფიციალურად გამოაცხადა.

ჩვენთვის, ქართველებისთვის 🇬🇪, ესტონეთის ისტორია ძალიან ახლოა - გვახსოვს საბჭოთა ოკუპაცია, თავისუფლებისკენ სწრაფვა და დღეს – ევროპული გზა🇪🇺.

🇬🇪❤️🇪🇪ვულოცავთ ესტონეთს და ესტონელებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
Elagu Eesti! 🎉

EN

🇪🇪✨ On August 20, 1991, Estonia restored its independence!

🗳️ A few months earlier, on March 3, 1991, Estonians had already made their choice – 78% voted for independence in a referendum.

🎉 On August 20, 1991, the Estonian Supreme Council officially declared the restoration of independence.

For us Georgians 🇬🇪, Estonia’s story feels very close – we remember Soviet occupation, the struggle for freedom, and today – the European path 🇪🇺.

🇬🇪❤️🇪🇪 Congratulations to Estonia and the Estonian people on Independence Restoration Day!
Elagu Eesti! 🎉

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის განცხადება / A statement of the Europe-Georgia Institute: 🇬🇪 ქართული:ისტორიული დღე სამხრეთ კა...
09/08/2025

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის განცხადება / A statement of the Europe-Georgia Institute:

🇬🇪 ქართული:
ისტორიული დღე სამხრეთ კავკასიაში — ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც განდევნა რუსეთის მავნე ზეგავლენა ჩვენი რეგიონის სამხრეთიდან და დაასრულა მისი მრავალსაუკუნოვანი მანიპულაციები.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მხარს უჭერს და ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, მიესალმება მშვიდობისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს და უსურვებს ჩვენს რეგიონს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

🇬🇧 English:
A historic day for the South Caucasus — in Washington, under the mediation of U.S. President Donald Trump, Armenia and Azerbaijan signed a peace agreement that has effectively expelled Russia from the south of our region, ending its centuries-long manipulations.

Europe-Georgia Institute (EGI) fully supports and congratulates this landmark achievement, welcomes this step toward lasting peace, and wishes our region peace, stability and prosperity.

📢 The Europe-Georgia Institute is proud to present the EGI Political Digest - a weekly review of political and policy de...
09/06/2025

📢 The Europe-Georgia Institute is proud to present the EGI Political Digest - a weekly review of political and policy developments in Georgia.

❗For English scroll below❗

📢 წარმოგიდგენთ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ყოველკვირეულ „პოლიტიკურ დაიჯესტს".

სრული დაიჯესტის სანახავად იხილეთ ლინკი:
https://egi.ge/ka/პოლიტიკური-დაიჯესტი-162/

See the full digest here:
https://egi.ge/en/egi-political-digest-162/

📢 The Europe-Georgia Institute is proud to present the EGI Political Digest - a weekly review of political and policy de...
02/06/2025

📢 The Europe-Georgia Institute is proud to present the EGI Political Digest - a weekly review of political and policy developments in Georgia.

❗For English scroll below❗

📢 წარმოგიდგენთ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ყოველკვირეულ „პოლიტიკურ დაიჯესტს".

სრული დაიჯესტის სანახავად იხილეთ ლინკი:
https://egi.ge/ka/პოლიტიკური-დაიჯესტი-161/

See the full digest here:
https://egi.ge/en/egi-political-digest-161/

პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო
ლიბერალური ცენტრის მხარდაჭერით.

🎉 დღეს EGI 10 წლის გახდა. ათი წლის დაუღალავი შრომა, ასობით პროექტი, უთვალავი უძილო ღამეები და მტკიცე რწმენა, რომ საქართვ...
01/06/2025

🎉 დღეს EGI 10 წლის გახდა. ათი წლის დაუღალავი შრომა, ასობით პროექტი, უთვალავი უძილო ღამეები და მტკიცე რწმენა, რომ საქართველოს წინ უკეთესი, ევროპული მომავალი აქვს.

დღესაც ძალიან კარგად მახსოვს EGI-ს შექმნის დღე: თავისუფალი უნივერსიტეტის კორიდორი, შუალედი ლექციებს შორის, და „ვქნათ?“ „ვქნათ, რატომაც არა“ დიალოგი (რომელიც, მანამდე, გაცილებით ხანგრძლივი იყო).

პატარა, სტუდენტური კლუბიდან დიდ იდეამდე: რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლა დიდი გზაა.

ამ ათი წლის განმავლობაში ვამაყობთ, რომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ საქართველოში ახალი, თანამედროვე თაობის ლიდერების მხარდაჭერაში, ვიცავდით, ვიცავთ და დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებსა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველ დაუბრუნდეს გზას ევროპული და დასავლური მომავლისკენ.

ცხადია, ეს გზა და - განსაკუთრებით, დღევანდელობა - მარტივი არ იყო. დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია - გზააბნეულობის. არსებული რეჟიმი ებრძვის არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს - ის ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ, გენეტიკურ მისწრაფებას დავაღწიოთ თავი რუსულ წუმპეს და დავუბრუნდეთ ჩვენთვის ბუნებრივ ევროპულ სივრცეს. წინ მძიმე თვეები გველოდება.

მაგრამ სწორად ამიტომ, ამ სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად და ამის ჯინაზე, ვიხსენებთ, რატომ შევქმენით EGI. რომ საქართველო უკეთესობისკენ შეიცვალოს.

EGI დაიბადა იდეით - და გაგრძელდება იდეით. დღეს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გვაქვს მიზანი, ძალა და ვალდებულება, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ და ავაშენოთ ისეთი საქართველო, რომელიც თითოეულ ქართველს გვეკადრება XXI საუკუნეში.

გილოცავთ EGI-ს 10 წლის იუბილეს - და ბოლომდე ვიბრძოლოთ ერთად უკეთესი, ევროპული მომავლისთვის!

🇬🇪❤️🇪🇺

📢 The Europe-Georgia Institute is proud to present the EGI Political Digest - a weekly review of political and policy de...
26/05/2025

📢 The Europe-Georgia Institute is proud to present the EGI Political Digest - a weekly review of political and policy developments in Georgia.

❗For English scroll below❗

📢 წარმოგიდგენთ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ყოველკვირეულ „პოლიტიკურ დაიჯესტს".

სრული დაიჯესტის სანახავად იხილეთ ლინკი:
https://egi.ge/ka/პოლიტიკური-დაიჯესტი-160/

See the full digest here:
https://egi.ge/en/egi-political-digest-160/

პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო
ლიბერალური ცენტრის მხარდაჭერით.

25/05/2025

🇬🇪🇪🇺 გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

Address

75-B Merab Kostava Street
Tbilisi
0112

Telephone

+995591505414

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ევროპულ-ქართული ინსტიტუტი / Europe-Georgia Institute posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ევროპულ-ქართული ინსტიტუტი / Europe-Georgia Institute:

Share

EGI - ვინ ვართ ჩვენ?

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ჰიბრიდული სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოში. ორგანიზაცია 2015 წელს დაარსეს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გიორგი მელაშვილმა, შავლა ჩხეიძემ და რევაზ თოფურიამ.

EGI-ს დეკლარირებული მისია არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების მხარდაჭერა და ლიდერთა ახალი თაობის გაძლიერება, რაც აუცილებელია საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და კავკასიის საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად. ინსტიტუტის პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები, მშვიდობის მშენებლობა, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა.

საქართველოსა და კავკასიაში, პარტნიორებსა და დონორებთან ერთად, ინსტიტუტი მუშაობს პოლიტიკური კულტურის გასაუმჯობესებლად, პოლიტიკის დოკუმენტების განსახილველი პლატფორმების შესაქმნელად და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც წარმატებით განახორციელა კამპანია „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“, რომელიც მიზნად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობის ზრდას.

ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო არის თანამშრომლობა ახალგაზრდებთან. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აღიარებს ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებაში და იმ სპეციფიკურ გამოწვევებს, რომლებიც ახალგაზრდების წინაშე არსებობს. ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდებთან და მხარს უჭერს თანასწორ და არადისკრიმინაციურ დამოკიდებულებას ახალგაზრდბეისადმი, ასევე აქტიურად უჭერს მხარს სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობასა და იმ კანონმდებლობისა და პოლიტიკის დოკუმენტებში ჩართულობას, რომელიც ეხება ახალგაზრდებს. ინსტიტუტი თანამშრომლობს საქართველოს ყველა ძირითად უნივერსიტეტთან და ნერგავს ახალგაზრდებთან მუშაობის არაფორმალურ მეთოდებს.