Giorgi Akhvlediani Society For The History Of Linguistics

Directions Website Contact the organization

Giorgi Akhvlediani Society For The History Of Linguistics გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

"გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. საზოგადოების მიმდინარე საქმეების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს საზოგადოების თავმჯდომარე (იგივე - საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე): პროფ. თინათინ ბოლქვაძე.


საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქე, რომელიც
აღიარებს საზოგადოების წესდებას, იზიარებს საზოგადოების დეკლარირებულ მიზნებს, მონაწილეობას იღებს საზოგადოების საქმიანობაში და იხდის საწევრო გადასახადს. თითოეული წევრი საზოგადოების წარმოდგენილია ერთი წარმომადგენელის სახით.

საზოგადოების წევრად მიღება ხდება მსურველის წერილობითი განცხადების ან ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსების საფუძველზე საზოგადოების გამგეობის მიერ. წევრად მიღების საკითხს განიხილავს საზოგადოების გამგეობა და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

დასრულდა სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომელიც გამორჩეული იყო სტუდენტთა სიმრავლით, ახალი ლექტორ...
05/08/2026

დასრულდა სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომელიც გამორჩეული იყო სტუდენტთა სიმრავლით, ახალი ლექტორებით, განახლებული პროგრამით და უფრო ფართო სოციოლინგვისტური თემების ანალიზით ლექციებსა და სტუდენტების პრეზენტაციებში.
მადლობა მონაწილეებს სასარგებლო და საასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.
იმედია, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება ახალი სამეცნიერო პროექტებით.
გისურვებთ წარმატებებს!

2026 წლის 27 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სოციოლინგვისტიკის მესამე საერთ...
30/07/2026

2026 წლის 27 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა. სკოლის ორგანიზატორები არიან სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლის გახსნაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ქოქრაშვილი, მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს უფროსი ნინო მაჩურიშვილი, სოციოლინგვისტიკის სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე და საზაფხულო სკოლის მოწვეული ლექტორები ნიდერლანდების, იტალიის, შვედეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებიდან.

საზაფხულო სკოლა პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. სოციოლინგვისტიკის სკოლის სტუდენტები არიან ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგიის, ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, სოციოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ ნაირა ბეპიევას. Naira Bepieva ქალბატონო ნაირა, გისუ...
29/07/2026

ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ ნაირა ბეპიევას. Naira Bepieva
ქალბატონო ნაირა, გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს თქვენს დიდ ოჯახთან ერთად და ახალ სამეცნიერო მიღწევებს! ❤️❤️

ქართ./Eng. გელოდებით სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრირებულ მონაწილეებს 2026 წლის 27 ივლი...
25/07/2026

ქართ./Eng.
გელოდებით სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრირებულ მონაწილეებს 2026 წლის 27 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში 9 საათზე რეგისტრაციისათვის, რომელსაც მოჰყვება გახსნა და ლექციები.
გისურვებთ წარმატებებს!
We look forward to welcoming registered participants of the Third International Summer School in Sociolinguistics on July 27, 2026, at 9:00 a.m. in Lecture Hall 107 of Building 1 at Tbilisi State University, for registration, followed by the opening ceremony and lectures.
We wish you every success!

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია გრძელდება  https://shorturl.at/51zn8სოციოლინგვისტიკი...
09/07/2026

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია გრძელდება
https://shorturl.at/51zn8
სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა https://enadep.gov.ge/news/6a2d87a4b956a1dc8d350b7d

ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს ქართული ენის ცნობილი მკვლევრის,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტ...
26/06/2026

ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს ქართული ენის ცნობილი მკვლევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ქალბატონ რუსუდან ზექალაშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ენათმეცნიერებისათვის.
გულისტკივილითა და სიყვარულით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგასა და მეგობარს.

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა / Third International Summer School in Sociolinguisticsრეგისტრაცია...
16/06/2026

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა / Third International Summer School in Sociolinguistics
რეგისტრაცია ქართულად ან ინგლისურად/Registration: https://shorturl.at/51zn8
სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა / Summer School Program: https://enadep.gov.ge/news/6a2d87a4b956a1dc8d350b7d

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია გრძელდება.შეავსეთ განაცხადი ქართულად ან ინგლისურად: ...
13/06/2026

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია გრძელდება.

შეავსეთ განაცხადი ქართულად ან ინგლისურად: https://shorturl.at/51zn8

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://enadep.gov.ge/news/6a2d87a4b956a1dc8d350b7d

1887 წლის 13 აპრილს დაიბადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, გამოჩენილი ენათმეცნიერი, აკადემიკოს...
16/04/2026

1887 წლის 13 აპრილს დაიბადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, გამოჩენილი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი. მისი კვლევის სფეროები იყო: ინდოლოგია, ირანისტიკა და ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკა. იგი იკვლევდა და ასწავლიდა ენათმეცნიერებას ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსულს, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.

გიორგი ახვლედაინმა დააარსა ზოგადი ენათმეცნიერების კათედრა ახლადდაფუძნებულ თბილისის უნივერსიტეტში და გამოსცა პირველი სახელმძღვანელო ამ დარგში - „ენათმეცნიერების შესავალი“, 1918-1919. მანვე შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია.

1923 წელს გიორგი ახვლედიანმა ჩამოყალიბა „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება“, რომელსაც ჰქონდა ბეჭდური ორგანო „წელიწდეული“. ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება სწორედ ამ საზოგადოების გამგრძელებლად თვლის თავს და დიდი პატივით ატარებს გიორგი ახვლედიანის სახელს.

2026 წლის 15 აპრილს თსუ-ს მუზეუმში (პირველი კორპუსის მეორე სართულზე) გაიმართება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენ...
13/04/2026

2026 წლის 15 აპრილს თსუ-ს მუზეუმში (პირველი კორპუსის მეორე სართულზე) გაიმართება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
პროგრამა და თეზისები იხილეთ აქ:
https://enadep.gov.ge/news/69de54febfdf1618f82f6786

Address

Chanchibadze 6
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Giorgi Akhvlediani Society For The History Of Linguistics posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Giorgi Akhvlediani Society For The History Of Linguistics:

Shortcuts

Share