პატრიარქის ჩოხოსნები. საგვარეულოთა სადროშო.

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პატრიარქის ჩოხოსნები. საგვარეულოთა სადროშო.

პატრიარქის ჩოხოსნები. საგვარეულოთა სადროშო. Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from პატრიარქის ჩოხოსნები. საგვარეულოთა სადროშო., Community Organization, sameba, Tbilisi.

1 ივლისს, სოფელ მარაბდაში, დიდი ბრძოლის 400 წლისთავზე, ტრადიციულად შემოსილები ავდივართ პატრიარქის  ჩოხოსნები. 18 საათსა ...
29/06/2025

1 ივლისს, სოფელ მარაბდაში, დიდი ბრძოლის 400 წლისთავზე, ტრადიციულად შემოსილები ავდივართ პატრიარქის ჩოხოსნები. 18 საათსა და 30 წუთზე წმ.მარინეს სახელობის ტაძარში გადავიხდით პარაკლისს, შემდეგ დავესწრებით საზეიმო ღონისძიებას და ბოლოს იქნება საპატიო ჩოხოსნების მიღება და დაჯილდოება (მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტები და მათი მწვრთნელები). გთხოვთ ყველას, მაქსიმალურად დავესწროთ ამ ისტორიულ დღეს 🍷❤
გფარავდეთ მარაბდის ომში დაცემული წმინდანების მადლი ⛪️💝

16/05/2025

⛪️📣 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად, საქართველოს 10 ქალაქში საყოველთაო შეკრება იწყება❣️

📢 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი, რომლის დასრულების შემდეგაც საყოველთაო მსვლელობა დაიწყება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით გაიმართება ⛪️❤️

დეტალები ვიდეოში 👇📽🎬

⛪ იწყება სამოცდამეთერთმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი...
15/02/2025

⛪ იწყება სამოცდამეთერთმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

🔸 ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

🔸 მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

☎️ საკონტაქტო ტელეფონები:

🔸 593 90 08 10
🔸 558 65 11
🔸 593 46 45 71

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 8 თებერვალს 13:30 საათზე დაიწყება ლოცვითი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან (24-ე  სკოლიდან) ...
02/02/2025

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 8 თებერვალს 13:30 საათზე დაიწყება ლოცვითი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან (24-ე სკოლიდან) სამების ტაძრამდე სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ერთად ავღნიშნოთ დავითობა საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისიდან 900 წელი. შემოგვიერთდით!
საქართველოს საპატრიარქო
ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”

28/11/2024

სულხან-საბა ორბელიანი „ორმოში ჩაგდებული მეფე“

24/11/2024

პატრიარქის ქადაგება❣️⛪️

რატომ აქვს ქართული გვარების უმეტესობას "ძე" და "შვილი" დაბოლოება? - საინტერესო ფაქტები გვარების წარმოშობაზექარ­თუ­ლი გვა...
30/10/2024

რატომ აქვს ქართული გვარების უმეტესობას "ძე" და "შვილი" დაბოლოება? - საინტერესო ფაქტები გვარების წარმოშობაზე

ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლი ყო­ველ­თვის ინ­ტე­რე­სით ეც­ნო­ბა და გვთხოვს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხში­რად ვი­მუ­შა­ოთ. ამ­ჯე­რა­დაც, ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­ბარს ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის შე­სა­ხებ. უძ­ვე­ლე­სი ძეგ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი ნამ­დვი­ლად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ძველ და თა­ნა­მედ­რო­ვე გვა­რებს შო­რის ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­სხვა­ვე­ბა არ არ­სე­ბობს.

სა­ინ­ტე­რე­სოა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლე­ბის სუ­ფიქ­სე­ბი (დაბ­ლო­ე­ბა), ჰგავს თუ არა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის თავ­და­პირ­ველ ვერ­სი­ებს და გვა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა რა­ტომ ირ­თავს -ძე და -შვილ სუ­ფიქ­სებს (თუ მთი­სა და სა­მეგ­რე­ლოს გვა­რებს არ ჩავ­თვლით) - ამ სა­კი­თხებ­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­ნამ ქარ­თუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბის სუ­ფიქ­სებს შე­ვე­ხე­ბი, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კლა­სი­ფი­კა­ცია ხდე­ბა რო­გორც და­ბო­ლო­ე­ბის (სუ­ფიქ­სე­ბის), ისე ძი­რე­ბის მი­ხედ­ვით. რად­გა­ნაც გვა­რე­ბის სუ­ფიქ­სე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ, გე­ტყვით, რომ ქარ­თუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლე­ბი მარ­თლაც სუ­ფიქ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა, ქარ­თვე­ლებს უსუ­ფიქ­სო გვა­რე­ბიც გვაქვს, მა­გა­ლი­თად: აბა­ლა­კი, ახალ­კა­ცი, ბუ­რძგლა, ბუ­თხუ­ზი, დვა­ლი, კვა­ტი­ტი, ილა­რი­ო­ნი, კან­დე­ლა­კი, ლა­ბა­რი, ლაშ­ხი, მეს­ტუმ­რე, მე­ბუ­კე, მარ­ტო­ლე­კი, შერ­მა­დი­ნი, ცი­ცა­გი, ხა­ბა­ზი და ბევ­რი სხვა.

ქარ­თუ­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბი ირ­თა­ვენ -ძე, -შვი­ლი, -სკი­რი, -იან (-ან), -ია, -ა (-ვან, -უა, -ა-ვა), -ურ (-ულ), -ელ, -ში (-იშ), -არ, -ჭკო­რი, -ყვა, -ტი სუ­ფიქ­სებს. ის­ტო­რი­ულ და დღეს სა­სა­უბ­რო ენა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია -ათ (-ეთ), აგ­რეთ­ვე მდედ­რო­ბი­თი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე -ფხე (-ხე). ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბას, ქარ­თველ­თა "ეთ­ნო­ტო­მობ­რი­ვი" სიჭ­რე­ლით ხსნის. ეს მო­საზ­რე­ბა არ არის მარ­თე­ბუ­ლი. ქარ­თულ გვარ­სა­ხელ­თა სუ­ფიქ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი ენის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით აიხ­სნე­ბა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად კრე­ბი­თო­ბის, კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და სა­და­უ­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია. მათ ერთი დატ­ვირ­თვა და ში­ნა­არ­სი (ფუნ­ქცია) აქვთ. ამას­თა­ნა­ვე, ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სუ­ფიქ­სე­ბი იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი­ცაა, რომ ისი­ნი საკ­მა­ოდ დიდი ხნი­საა, ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზეა წარ­მოქ­მნი­ლი. ყვე­ლა სუ­ფიქ­სი, რომ­ლე­ბიც გვარ­სა­ხელ­თა და­ბო­ლო­ე­ბე­ბა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, სა­ერ­თოა ქარ­თუ­ლი ენობ­რი­ვი ერ­თო­ბის­თვის.
ასევე დაგაინტერესებთ
08:39 / 06-06-2020

სეტიელი, კვიტინი, ბაბადიში, გალოგრე... - გაქრობის პირას მყოფი უიშვიათესი გვარები და სახელები საქართველოში

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ წარ­მო­იქ­მნა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი და რა­ტომ არ ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ ერთი გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი

ხში­რად მი­აჩ­ნი­ათ, რომ -ძე სუ­ფიქ­სი და­სავ­ლურ­ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, -შვი­ლი კი - აღ­მო­სავ­ლურ­ქარ­თუ­ლი­სათ­ვის. სა­ის­ტო­რიო და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს არ დას­ტურ­დე­ბა. დღეს შე­იძ­ლე­ბა -ძე სუ­ფიქსს პრი­ო­რი­ტე­ტი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, -შვილს კი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლად აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრი­მა­ტე -ძე ფორ­მატს ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი. დღეს თუ -შვი­ლი და -ძე სუ­ფიქ­სე­ბი სა­ხე­ლებს სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში და­ერ­თვის, თავ­და­პირ­ვე­ლად, ადრე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თით­ქმის XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე, გვარ­სა­ხელ­ში სა­ხე­ლი ძი­რი­თა­დად ნა­თე­სა­ო­ბით ბრუნ­ვა­ში იდგა. მრა­ვა­ლი გვარ­სა­ხე­ლი, დღეს რომ -შვი­ლი სუ­ფიქსს ირ­თავს, თავ­და­პირ­ვე­ლად -ძე სუ­ფიქ­სით იწარ­მო­ე­ბო­და. ამას­თა­ნა­ვე, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ამ ორ სუ­ფიქსს შო­რის სხვა­ო­ბა არ არის. ძველ­ქარ­თულ­ში უფრო "ძე" გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ახალ ქარ­თულ­ში კი - "შვი­ლი".

მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლებს ერ­თვის სხვა ქარ­თუ­ლი სუ­ფიქ­სე­ბიც: -იან (-ან), -ურ (-ულ), -იან, -უან, -ვან (-ოვან) სუ­ფიქ­სებს ირ­თავ­და აგ­რეთ­ვე სა­მეგ­რე­ლო­ში დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბი. აქა­ურ­მა გვა­რებ­მა ბოლო "ნ" თან­ხმო­ვა­ნი და­კარ­გა დიდი ხნის წინ და მი­ვი­ღეთ -ია (-აია), -უა, და -ა (-ვა) სუ­ფიქ­სე­ბი. რამ­დე­ნი­მე მეგ­რულ გვარს აწარ­მო­ებს - სკი­რი სუ­ფიქ­სი, რაც ქარ­თულ -შვილს შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ -იან (-ან) ფორ­მა თუ დღეს გვარ­სა­ხე­ლებს ძი­რი­თა­დად სვა­ნეთ­სა და ლე­ჩხუმ­ში, ნა­წი­ლობ­რივ რა­ჭა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში აწარ­მო­ებს, თავ­და­პირ­ვე­ლად, VIII სა­უ­კუ­ნემ­დე ეს სუ­ფიქ­სი გვარ­სა­ხე­ლებს აწარ­მო­ებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში (იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას -ურ (-ულ) და -ეთ (თ) სუ­ფიქ­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც). აკა­დე­მი­კო­სი სი­მონ ჯა­ნა­შია აღ­ნიშ­ნავ­და, რომ -იან (-ან) სუ­ფიქ­სი­ა­ნი ფორ­მა ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში "და იგი აქ ფე­ო­და­ლიზ­მმა (ფე­ო­და­ლურ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მმა) ამო­აგ­დო, რო­დე­საც, კერ­ძოდ, ფე­ო­და­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ დამ­კვიდ­რდა".

გან­ვი­თა­რე­ბულ და გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში -იან (-ან) ფორ­მატს ისე­თი­ვე დატ­ვირ­თვა და ში­ნა­არ­სი ჰქონ­და, რო­გორც -ძე და -შვი­ლი სუ­ფიქ­სებს. ამ­რი­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ფიქ­სი სა­ერ­თო ქარ­თულ-ქარ­თვე­ლუ­რი სუ­ფიქ­სია და არა მხო­ლოდ მისი ერთი რო­მე­ლი­მე მხა­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ სა­ბუ­თებს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, იმა­საც აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ხში­რად ერ­თსა და იმა­ვე გვარ­ში -შვი­ლი და -იან სუ­ფიქ­სე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბო­და. ერთ სა­ბუთ­ში ერთი გვა­რი ხან დე­დაბ­რი­ა­ნად და ხან დე­დაბ­რიშ­ვი­ლად იყო ჩა­წე­რი­ლი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხურ­მა სა­მე­ტყვე­ლო ენა­მაც გვარ­სა­ხე­ლებ­ში -იან (-ან) ფორ­მან­ტი დღემ­დე შე­მო­ი­ნა­ხა. XVIII სა­უ­კუ­ნის აღ­წე­რის დავთრებ­შიც კი - უთ­ნე­ლიშ­ვი­ლი, დვა­ლიშ­ვი­ლი, ყვე­ლაშ­ვი­ლი ჩა­წე­რი­ლია ასე: უთ­ნე­ლი­ა­ნი, დვა­ლი­ა­ნი, ყვე­ლი­ა­ნი... ანა­ლო­გი­უ­რი მა­გა­ლი­თე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა მო­ვიხ­მოთ. -შვი­ლი სუ­ფიქსს -თი სუ­ფიქ­სიც ენაც­ვლე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, 1833 წლის სო­ფელ ქა­ი­ხე­ვის (არაგ­ვის ხე­ო­ბის მთის­წი­ნე­თი) სა­ეკ­ლე­სიო გლე­ხე­ბის აღ­წე­რა­ში პა­პაშ­ვი­ლე­ბი პა­პა­თის ფორ­მით არი­ან ჩა­წე­რი­ლი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, სა­მეგ­რე­ლო­შიც -იან (-ან) სუ­ფიქ­სი იყო გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი: კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, გა­ბუ­ნი­ე­ბი - გა­ბუ­ნი­ა­ნე­ბი, გო­ბე­ჩი­ე­ბი - გო­ბე­ჩი­ა­ნე­ბი და ა.შ.

-ელ სუ­ფიქ­სი­ა­ნი გვარ­სა­ხე­ლე­ბი სა­და­უ­რო­ბის ტი­პის გვა­რებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მისი ფარ­დია -არ სუ­ფიქ­სი. ასე­თი გვა­რე­ბის ფუ­ძეს ად­გი­ლის სა­ხე­ლი (ტო­პო­ნი­მი) უდევს: ბოტ­კო­ვე­ლი სო­ფელ ბოტ­კო­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, იშხნე­ლი - იშ­ხა­ნი­დან, მა­ჩხა­ნე­ლი - მა­ჩხა­ა­ნი­დან, ხი­დუ­რე­ლი - ხი­დუ­რი­დან...

სა­კუ­თარ სა­ხე­ლებს ერ­თვის -ურ (-ულ) სუ­ფიქ­სიც. ცის­კა­რა­უ­ლი, ან­თა­უ­რი, გი­გა­უ­რი ცის­კა­რას, ან­თას, გი­გას კუთ­ვნილს, მათ შთა­მო­მა­ვალს ნიშ­ნავს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: იპო­ვე შენი გვა­რი და შენი წარ­სუ­ლი - ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც სა­კუ­თარ ფეს­ვებ­ზე უნდა ფლობ­დე

- გვა­რე­ბის ფუ­ძე­ე­ბის მი­ხედ­ვით კლა­სი­ფი­კა­ცი­აც აღ­ნიშ­ნეთ. იქ­ნებ ამა­ზე გვე­სა­უბ­როთ.

- ქარ­თუ­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბი ფუ­ძე­ე­ბის (ძი­რე­უ­ლი სი­ტყვე­ბის) მი­ხედ­ვით ძი­რი­თა­დად ოთხ ჯგუ­ფად იყო­ფა: ეპო­ნი­მი­ურ, ეთ­ნო­ნი­მი­ურ, გე­ოგ­რა­ფი­ულ (ტო­პო­ნი­მი­ურ) და პრო­ფე­სი­ულ გვარ­სა­ხე­ლე­ბად. ამ ოთხი ჯგუ­ფის გვარ­სა­ხე­ლე­ბი­დან პრი­ო­რი­ტე­ტი ეპო­ნი­მი­ურ გვარ­სა­ხე­ლებს ეკუთ­ვნის. ეპო­ნი­მი­უ­რი ტი­პის გვარ­სა­ხე­ლია ყვე­ლა ის, რო­მელ­თაც სა­ფუძ­ვლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი (პი­როვ­ნუ­ლი) სა­ხე­ლი უდევს: აბ­რა­მია, აბ­რა­მი­ძე, აბ­რა­მიშ­ვი­ლი; ბა­რა­მია, ბა­რა­მი­ძე, ბა­რა­მაშ­ვი­ლი; ზვი­ა­და­უ­რი, ზვი­ა­და­ძე; კა­ხა­ია, კა­ხა­ძე, კა­ხაშ­ვი­ლი, ქურ­დი­ა­ნი, ქურ­და­ძე, ქურ­დაშ­ვი­ლი... ეთ­ნო­ნი­მი­ურ გვარ­სა­ხე­ლებს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ ისეთ მემ­კვიდ­რე­ო­ბით სა­ხე­ლებს, რო­ლებ­საც ფუ­ძედ ეთ­ნო­ნი­მე­ბი (ხალ­ხთა სა­ხე­ლე­ბი) უდევს: ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, თათ­რიშ­ვი­ლი, თურ­ქი­აშ­ვი­ლი, ფრან­გიშ­ვი­ლი, არა­ბაშ­ვი­ლი, ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, ლე­კიშ­ვი­ლი... მაგ­რამ ბევრ მათ­განს სა­ფუძ­ვლად ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი სა­ხე­ლე­ბი აქვთ.

უბ­რა­ლოდ, ჩვენ­ში ეთ­ნო­ნი­მი­უ­რი პი­როვ­ნუ­ლი სა­ხე­ლე­ბიც იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ბერ­ძე­ნა, თა­თა­რა, თურ­ქია, ფრან­გა, არა­ბა, ლე­კია... გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ანუ ტო­პო­ნი­მი­უ­რი ტი­პის გვარ­სა­ხე­ლე­ბია: მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, გრე­მე­ლაშ­ვი­ლი, დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, ჩო­ხე­ლი, ლი­ქო­კე­ლი, მეტ­რე­ვე­ლი, ლი­ჩე­ლი... ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ხალ­ხს, ქარ­თველ ხალ­ხსაც ბევ­რი აქვს ისე­თი გვარ­სა­ხე­ლი, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად პრო­ფე­სი­ის, ხე­ლო­ბის, თა­ნამ­დე­ბო­ბის აღმნიშ­ვნე­ლი ტერ­მი­ნე­ბი უდევს. ასეთ გვარ­სა­ხე­ლებს, ჩვე­უ­ლებ­რივ, პრო­ფე­სი­უ­ლი ტი­პის გვარ­სა­ხე­ლებს უწო­დე­ბენ: ქი­ლიფ­თა­რი (მეღ­ვი­ნე), მუ­ჯი­რი ("ხორ­ბლის მნე"), ქა­ლან­თა­რი (ქა­ლა­ქის თავი), ჯოლ­ბორ­დი (ის­რის მთლე­ლი), თოფ­ჩიშ­ვი­ლი, თოფ­ჩი­ძე (მე­თო­ფე, მე­ზარ­ბაზ­ნე), ქურ­ქჩიშ­ვი­ლი (ქურ­ქე­ბის ოს­ტა­ტი), ხა­ბა­ზი, ხა­ბა­ზიშ­ვი­ლი (მე­პუ­რე), ჩი­ლინ­გა­რიშ­ვი­ლი (ჩი­ლინ­გა­რი - ზე­ინ­კა­ლი). მჭედ­ლი­ა­ნი, მჭედ­ლი­ძე, მუშ­კუ­დი­ა­ნი, ჭკა­დუა, მე­კო­კიშ­ვი­ლი, მესტვი­რიშ­ვი­ლი, მე­ყან­წიშ­ვი­ლი და ბევ­რი სხვა.
ლალი ფა­ცია
AMBEBI.GE
https://www.ambebi.ge/article/218644-ratom-akvs-kartuli-gvarebis-umetesobas-ze-da-shvili-daboloeba-saintereso-paktebi-gvarebis-carmoshobaze/?fbclid=IwY2xjawGOxJpleHRuA2FlbQIxMQABHdG-TzOVj9PcUHBsBuGoLaBbU9ROlSQY63plDV-Z6GtbQVpKs9zeRfd5og_aem_TglM4qUmzMDiZ5n2eRUvHA

რამდენიმე მეგრულ გვარს აწარმოებს - სკირი სუფიქსი, რაც ქართულ -შვილს შეესატყვისება

უცხოელები თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდ...
11/10/2024

უცხოელები თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ - ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას! - მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანე: უცხოელები თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ - ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას

Address

Sameba
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პატრიარქის ჩოხოსნები. საგვარეულოთა სადროშო. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share