დავიბრუნოთ თბილისის დინამო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დავიბრუნოთ თბილისის დინამო

დავიბრუნოთ თბილისის დინამო ვიწყებთ ბრძოლას ლეგენდარული ქართული საფეხბურთო კლუბის დასაბრუნებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დავიბრუნოთ თბილისის დინამო" აცხადებს, რომ იწყებს ბრძოლას ლეგენდარული ქართული საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს დასაბრუნებლად.

▋ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებლის, თბილისის "დინამოს" წარმომადგენლის, ლეგენდარული ფეხბურთლის, ნუკრი კაკილაშვილის, განცხადებით კლუბის სამართალმემკვიდრე სუბიექტი დღეს არ არსებობს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ორგანიზაციამ მოიპოვა.

▋ ყველა ი

მ დაწესებულების წინააღმდეგ, რომელიც უკანონოდ იყენებს კლუბის სახელწოდებას, რეგალიებს და ისტორიულ მემკვიდრეობას დაიწყება სასამართლო პროცესი.

▋ გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციის "დავიბრუნოთ თბილისის დინამო"-ს წევრების, განცხადებით ისინი არ იბრძვიან არცერთი კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ-მათი მიზანი "თბილისის დინამოს" როგორც საფეხბურთო კლუბის დაბრუნება და თამაშის უფლების აღდგენაა, რომელიც 2001 წელს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის ზეწოლის შედეგ გაურკვეველ ვითარებაში, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო საფეხბურთო სისტემის წესების დარღვევით გადასცეს სუბიექტს რომელიც 2001 წელს დაარსდა, და რომელსაც თასების თასის მფლობელ "თბილისის დინამოსთან" არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი კავშირი არ აქვს

▋მოხდა ჩემპიონატებში მონაწილე გუნდის ჩანაცვლება, თუ სახელის შეცვლა "თბილისის დინამო" იქცა "დინამო თბილისად" .

▋მოგვიანებით (უკვე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში) ახლადრეგისტრირებული კლუბის იმჟამინდელი მფლობელი, ბადრი პატარკაციშვილი, რომლიც კლუბის კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებას გეგმავდა, გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ კლუბი, რომლის ღირებულება მაშინ დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ისევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისთვის სასურველ ბიზნესმენს რომან ფიფიას ერთ ლარად გადასცა.
არასამთავრობო ორგანიზაციის

"დავიბრუნოთ თბილისის დინამო"-ს მიზანი დაკარგული ქართული ფეხბურთის დიდების აღდგენა და იმ წარმატების დაბრუნებაა, რომელსაც ქართული გულშემატკივარი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიაჩვია.

09/09/2024

😍😍✊

11/08/2024

😍😍✊

10/08/2024

😍😍✊

Address

4, Liberty Square
Tbilisi
0105

Telephone

995322906044

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დავიბრუნოთ თბილისის დინამო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share