ახალგაზრდული სახლი • Youth House

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ახალგაზრდული სახლი • Youth House

ახალგაზრდული სახლი • Youth House "ახალგაზრდული სახლი"
შენი თავგადასავალი შესაძლებლობების პალიტრაში "ახალგაზრდული სახლი"

22/05/2026

🎯შენი მომავალი შემთხვევით არ იქმნება - ის შენ უნდა შექმნა!
✨თუ ხარ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდა და გინდა უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები და გადადგა რეალური ნაბიჯები პროფესიული და პიროვნული განვითარებისკენ ეს პროექტი შენთვისაა

⬇️გადადი მითითებულ ბმულზე, გაეცანი დეტალებს და გაიარე რეგისტრაცია:

https://forms.gle/jAz97beentUZyCD99

✨პროექტი „პიროვნული განვითარება და კარიერული გზამკვლევი“ დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2026 წლის საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში.

21/05/2026

✨ ახალგაზრდული სახლის კამპუსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, სადაც მონაწილეებს გავაცანით სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2026 წლის საგრანტო კონკურსის -„ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტი - „პიროვნული განვითარება და კარიერული გზამკვლევი“.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის 🤝

ეს მართლაც საოცარი და ემოციებით სავსე დღე იყო -ჩვენს კამპუსს უამრავი ახალგაზრდა ეწვია, დაათვალიერა სივრცე, გაეცნო პროექტის შესაძლებლობებს, აქტივობებსა და იმ გარემოს, რომელიც მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული 🌟

გვიხარია ახალგაზრდების ასეთი დიდი ინტერესი და ჩართულობა. გვჯერა, რომ წინ ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და შედეგიანი პროცესი გველოდება ❤️

✨ ახალგაზრდული სახლის კამპუსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, სადაც მონაწილეებს გავაცანით სსიპ ახალგაზრდ...
21/05/2026

✨ ახალგაზრდული სახლის კამპუსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, სადაც მონაწილეებს გავაცანით სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2026 წლის საგრანტო კონკურსის -„ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტი - „პიროვნული განვითარება და კარიერული გზამკვლევი“.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის 🤝

ეს მართლაც საოცარი და ემოციებით სავსე დღე იყო -ჩვენს კამპუსს უამრავი ახალგაზრდა ეწვია, დაათვალიერა სივრცე, გაეცნო პროექტის შესაძლებლობებს, აქტივობებსა და იმ გარემოს, რომელიც მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული 🌟

გვიხარია ახალგაზრდების ასეთი დიდი ინტერესი და ჩართულობა. გვჯერა, რომ წინ ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და შედეგიანი პროცესი გველოდება ❤️

20/05/2026

მადლობა მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის

ა(ა)იპ „ახალგაზრდული სახლის“ ხელმძღვანელი ორგანიზაციის სახელით გულითად მადლობას უხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად გავაგრძელოთ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ დაწყებული მნიშვნელოვანი საქმე - ახალგაზრდების მხარდაჭერაზე, განვითარებასა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

📡 დღეს „საპატრიარქოს ტელევიზიის“ ეთერში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალ პროექტზე - „პიროვნული განვითარება და კარიერული გზამკვლევი“, რომელიც ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით, 2026 წლის საგრანტო კონკურსის -„ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში.
🤝 განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და „ღირებულებათა კლუბის“, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერები არიან და აქტიურად უწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის საჭირო და ღირებული ინიციატივების განხორციელებას.

✨ ეს პროექტი წარმოადგენს უნიკალურ და ინტეგრირებულ სივრცეს, სადაც სხვადასხვა გამოცდილების, ინტერესებისა და სოციალური გარემოს მქონე ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, ერთად ჩაერთონ პიროვნული და პროფესიული განვითარების პროცესში, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, შეიძინონ ახალი გამოცდილება და ბუნებრივ, მხარდამჭერ გარემოში შექმნან მნიშვნელოვანი სოციალური კავშირები.

💙 გვჯერა, რომ სწორედ მსგავსი ინიციატივები ქმნის ახალგაზრდებისთვის უკეთეს მომავალს და აძლიერებს საზოგადოებას, რომელიც თანადგომაზე, განვითარებასა და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

18/05/2026

✨ „გააზიარე შენი გზა“ - შეხვედრების ციკლის ფარგლებში, „ახალგაზრდულ სახლს“ სტუმრობდა ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი - ტექნობუმი-ის დამფუძნებელი, ბატონი ანზორ ქოქოლაძე.

ეს იყო ძალიან გამორჩეული, ემოციური და დასამახსოვრებელი დღე - დღე, რომელიც შესაძლოა, რომელიმე ახალგაზრდისთვის ახალი გზის დასაწყისიც კი აღმოჩნდეს.

ბატონმა ანზორმა დაათვალიერა ჩვენი კამპუსი, გაიცნო ახალგაზრდები, მათი საქმიანობა და ინტერესები. ახალგაზრდებმა მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა სახელოსნოში, რის შემდეგაც დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - გულწრფელი და ადამიანური დიალოგი.

საუბარი შეეხო ცხოვრების გზას, პირველ ნაბიჯებს, პროფესიის არჩევას, ბიზნესის შექმნის პროცესს, შეცდომებს, რთულ პერიოდებს, პასუხისმგებლობას, რისკს, კრიზისების გადალახვასა და იმ ძალას, რომელიც ადამიანს არ აძლევს დანებების საშუალებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გულწრფელობა, რომლითაც ბატონმა ანზორმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა - არა მხოლოდ წარმატებაზე, არამედ იმ სირთულეებზე, რომლებიც ამ გზას ახლავს.

ჩვენი ახალგაზრდებისთვის მსგავსი შეხვედრები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სტუმრობა.

როდესაც ახალგაზრდა ხედავს ადამიანს, რომელმაც ბევრი სირთულის მიუხედავად შეძლო საკუთარი გზის პოვნა, ჩნდება მთავარი ფიქრი:

„შეიძლება მეც შევძლო.“

მადლობა ბატონ ანზორ ქოქოლაძეს თბილი შეხვედრისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ მნიშვნელოვანი დროისთვის, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს დაუთმო 🤍

#ახალგაზრდულისახლი #გააზიარეშენიგზა #ტექნობუმი #ახალგაზრდები #მოტივაცია #განვითარება #შესაძლებელია

14/05/2026

ერთი დღე მინის სახელოსნოში🎨🌟

#ახალგაზრდულისახლი #მინისსახელოსნო

🌟 შენი მომავალი შემთხვევით არ იქმნება - ის შენ უნდა შექმნა!თუ ხარ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდა და გინდა უკეთ გაიცნო საკუთ...
13/05/2026

🌟 შენი მომავალი შემთხვევით არ იქმნება - ის შენ უნდა შექმნა!

თუ ხარ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდა და გინდა უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები და გადადგა რეალური ნაბიჯები პროფესიული და პიროვნული განვითარებისკენ ეს პროექტი შენთვისაა 🚀

📌 პროექტის ფარგლებში გელოდება:

✨ თვითშემეცნების და პიროვნული განვითარების სესიები
✨ ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერული უნარების განვითარება
✨ გუნდური მუშაობისა და დროის მართვის პრაქტიკული გამოცდილება
✨ თანამედროვე პროფესიებისა და კარიერული შესაძლებლობების გაცნობა
✨ პროფესიის არჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარება

🧠 ფსიქოლოგიური და ემოციური განვითარების სესიები:
✨ ემოციების მართვა და თვითრეგულაცია
✨ სტრესთან გამკლავება და ფსიქოლოგიური მდგრადობა
✨ თვითშეფასების და თავდაჯერებულობის გაძლიერება
✨ ურთიერთობები, კონფლიქტების მართვა და ჯანსაღი კომუნიკაცია
✨ მოტივაცია, მიზნების დასახვა და პიროვნული ზრდა

🎤 ასევე გელოდება:
✨ შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან
✨ ინტერაქციული და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული აქტივობები
✨ კარიერული განვითარების და დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა
✨ ახალი გამოცდილებები, საინტერესო ადამიანები და მხარდამჭერი გარემო

📌 პროექტის ფარგლებში შეძლებ:
✔️ განივითარო პიროვნული და სოციალური უნარები
✔️ მიიღო მხარდაჭერა კარიერული მიმართულების განსაზღვრაში
✔️ გაეცნო თანამედროვე პროფესიებსა და შესაძლებლობებს
✔️ ჩაერთო აქტივობებში, რომლებიც დაგეხმარება საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში

ეს იქნება სივრცე, სადაც:
💡 უკეთ გაიცნობ საკუთარ თავს
💡 აღმოაჩენ შენს შესაძლებლობებს
💡 მიიღებ გამოცდილებას, რომელიც რეალურ ნაბიჯებად გადაიქცევა შენი მომავლისთვის 🌍✨

⏳ რეგისტრაცია სრულდება 25 მაისს, 23:59 საათზე

📝 გადადი მითითებულ ბმულზე, გაეცანი დეტალებს და გაიარე რეგისტრაცია:

https://forms.gle/jAz97beentUZyCD99

📢 პროექტი „პიროვნული განვითარება და კარიერული გზამკვლევი“ დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2026 წლის საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში.

07/05/2026
✨ამ მნიშვნელოვან და ემოციურ დღეებში, როდესაც სრულიად საქართველო განსაკუთრებული სულიერი პასუხისმგებლობის წინაშე დგას, გვი...
07/05/2026

✨ამ მნიშვნელოვან და ემოციურ დღეებში, როდესაც სრულიად საქართველო განსაკუთრებული სულიერი პასუხისმგებლობის წინაშე დგას, გვინდა ჩვენი გულწრფელი მადლობა და მხარდაჭერა გამოვხატოთ მოსაყდრე მეუფე შიოს მიმართ.

ბოლო წლების განმავლობაში, უწმინდესისა და უნეტარესის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ მეუფე შიო იდგა განსაკუთრებული ყურადღებით და მზრუნველობით „ახალგაზრდული სახლის“ გვერდით. მისი თანადგომა, კეთილგანწყობა და სითბო ჩვენი ახალგაზრდებისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

✨ჩვენთვის ძვირფასია მისი მშვიდი, გაწონასწორებული და ღირსეული მსახურება - გზა, რომელიც უწმინდესის მემკვიდრეობის ერთგულ გაგრძელებად გვესახება.

„ახალგაზრდული სახლის“ სახელით, ჩვენს სიყვარულს, პატივისცემასა და ლოცვას ვუგზავნით მეუფე შიოს.
ვუსურვებთ ამ განსაკუთრებულ და საპასუხისმგებლო დღეებში სულის სიმტკიცეს, სიბრძნესა და უფლის წყალობას. 🙏🏻🤍

Address

S. Chikovani Street #14
Tbilisi
0161

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდული სახლი • Youth House posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგაზრდული სახლი • Youth House:

Share