17/09/2025
🏕️ ორგანიზაცია "სინათლის თაობის" ინიციატივითა და ორგანიზებით, წარმატებით განხორციელდა ახალგაზრდული ქრისტიანული ბანაკი, რომელიც ორ ნაკადად ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სულიერი და პიროვნული ზრდის ხელშეწყობას და რწმენის გაღრმავებას.
✨ბანაკის პროგრამა აგებული იყო რამდენიმე მიმართულებით:
💡საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა თემატურ სემინარებსა და ლექციებს, რომლებიც ეძღვნებოდა ქრისტიანული სწავლების ფუნდამენტურ ასპექტებსა და მათ თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებას.
📝 მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეღრმავებინათ ცოდნა ბიბლიური ტექსტების შესახებ და ჩართულიყვნენ დისკუსიებში. ბიბლიის შესწავლა ინტერაქტიული სესიების ფორმატში მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეების კრიტიკული აზროვნებისა და თეოლოგიური გაგების განვითარებას.
🎬🎶 აგრეთვე, ორგანიზებული იყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამები და კრეატიული საღამოები, რაც მიზნად ისახავდა, როგორც გართობას, ისე მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებას. 💃🕺