Innovative Education Foundation

Directions Website Contact the organization
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გიწვევთ ევროპული განათლების ფონდის ვებინარზე 16 სექტემბერს, სადაც წარმოდგენილი ...
14/09/2026

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გიწვევთ ევროპული განათლების ფონდის ვებინარზე 16 სექტემბერს, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი განათლების კონკურსის 4 გამარჯვებულის პრეზენტაცია, მათ შორისაა ქართველი მასწავლებელიც - ნანა მარღანია. ასევე ევროპელი კოლეგები გაგვაცნობენ საკუთარ მიგნებებს. სარეგისტრაციო ბმული და დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:

Practice Areas Innovative teaching and learning Outline The webinar aims at sharing the key insights and ideas from the international event “Connecting the Dots” which took place in Brussels on May 27-29, 2026 and which was organised jointly by the European Training Foundation (ETF) and its part...

ძალიან კარგი შესაძლებლობა მეცნიერებით დაინტერესებული ბავშვებისათვის 👍
23/05/2026

ძალიან კარგი შესაძლებლობა მეცნიერებით დაინტერესებული ბავშვებისათვის 👍

🔵 16 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაიმართება ფიზიკის ექსპერიმენტების შეჯიბრება „ექსპერიმენტული ორთაბრძოლები“.

📝 მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/DD1QSwbMuqzsaG3C7
📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 24:00 საათი

📅 დრო: 16 ივნისი, 12:00 საათი
📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

ვრცლად: 🔗 https://shorturl.at/bSeRE

ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსში - ახალი განათლების ჯილდო, რომელშიც 50 ქვეყნის 450 პროექტი მონაწილე...
07/05/2026

ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსში - ახალი განათლების ჯილდო, რომელშიც 50 ქვეყნის 450 პროექტი მონაწილეობდა - გამოვლინდა 9 ფინალისტი. მათ შორისაა პროექტი საქართველოდან "ჩემი სოფელი, ჩემი სიამაყე".
https://openspace.etf.europa.eu/pages/new-learning-award-2026-your-vote-your-community
ჟიურის საბოლოო შეფასების გარდა პროექტებს ხმას აძლევს ონლაინ საზოგადოება. ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ გაიცნოთ ფინალისტები, გადახვიდეთ პროექტის აღწერაზე და ხმა მისცეთ რჩეულს -> VOTE NOW ღილაკით.
ხმის მიცემა გაგრძელდება 22 მაისის 15.00 საათამდე.
წარმატებები ქართულ პროექტს!

Practice Areas Innovative teaching and learning Tags Innovative Educators New Learning Award 2026: Voting is open! The ETF New Learning Award 2026 celebrates educators across Europe and beyond who are bringing key competences into the classroom.  A panel of judges selected nine finalists from more ...

ქრისტე აღსდგა.გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 💛
12/04/2026

ქრისტე აღსდგა.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 💛

06/01/2026

გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს❤️

31/12/2025

გილოცავთ ახალ 2026 წელს 💙
Happy New Year 💙

ხელოვნური ინტელექტი მრავალ სხვადასხვა მოსაზრებას და განწყობას აჩენს, ზოგს ეშინია, ზოგს - არ უნდა, ზოგი წარმატებით იყნებე...
16/12/2025

ხელოვნური ინტელექტი მრავალ სხვადასხვა მოსაზრებას და განწყობას აჩენს, ზოგს ეშინია, ზოგს - არ უნდა, ზოგი წარმატებით იყნებებს, სხვას არ მოსწონს ისინი, ვინც ხელოვნური ინტელექტის სარგებელს სწორად მიმართავს. თუმცა ერთი ცხადია - ახალი ერა დადგა, სადაც ციფრული სამყარო უბრალოდ უკიდეგანო შესაძლებლობებს სთავაზობს - ზოგს გასართობად, ზოგს - სამუშაოს გასამარტივებლად, ზოგს - ახალი იდეების ხორცშესხმის ხელშესაწყობად.
კოდალას აკადემიაში გადავწყვიტეთ, ეს კურსიც შემოგვეთავაზებინა და პროექტის „სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით“ (REDI) ახალი სახელმძღვანელო გამოვაქვეყნეთ, რომლის გამოყენება შესაძლებელია უსასყიდლოდ, როგორც ინტერაქტიულად, ასევე სახელმძღვანელოს გადახედვისა თუ საფუძვლიანი შესწავლის გზით.
“ხელოვნური ინტელექტი ყველასათვის” განსაკუთრებით დააინტერესებს პედაგოგებს, რომელთან სასწავლო პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართვის იდეა ხიბლავთ. ასევე დაეხმარება მშობლებს, ასწავლონ ბავშვებს, თუ როგორ გამოიყენონ AI კეთილგონივრულად.
გაეცანით, და ნუ დაიზარებთ მოგვწეროთ უკუკავშირი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) და სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს (SFPL) მიერ.

ამ სახელმძღვანელოში აღმოაჩენთ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ხელოვნური ინტელექტი დღეს, მიაქციოთ ყურადღება რისკებ.....

ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების ავტორებს გიწვევთ ევროპის განათლების ფონდის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პირო...
02/12/2025

ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების ავტორებს გიწვევთ ევროპის განათლების ფონდის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პირობები და სარეგისტრაციო იხილეთ ბმულზე. აპლიკაციები მიიღება 15 დეკემბრამდე.

Practice Areas Innovative teaching and learning ETF New Learning Award 2026 - Call for Innovative Teaching and Learning practices, tools and resources    The European Training Foundation (ETF) invites educators - teachers, trainers, coaches, mentors - to apply for our ETF New Learning Award 2026.....

12-13 ნოემბერს თბილისში და 15-16 ნოემბერს ქუთაისში ინოვაციური განათლების ფონდის ორგანიზებით პროექტის “სოფლის გაძლიერება ...
18/11/2025

12-13 ნოემბერს თბილისში და 15-16 ნოემბერს ქუთაისში ინოვაციური განათლების ფონდის ორგანიზებით პროექტის “სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით” (REDI) ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები სასწავლო პროცესში გეიმიფიკაციის ელემენტების ჩართვის მიმართულებით.
მონაწილეები გაეცნენ გეიმიფიკაციის (Gamification) მეთოდების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში ციფრული უნარების გაძლიერებისათვის, რაც სწავლების პროცესს უფრო ინტერაქტიულს და საინტერესოს ხდის.
ტრენინგებს უძღვებოდნენ გამოცდილი მენტორები მაკედონიიდან მაია ვიდენოვიჩი და ვლადიმირ ტრაიკოვიჩი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) და სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს (SFPL) მიერ.

Address

116 Tsereteli Avenue
Tbilisi
0119

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Innovative Education Foundation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Innovative Education Foundation:

Shortcuts

Share