G.Y.D.E.A.

G.Y.D.E.A. Georgian Youth Development and Education Association - founded by Peer Educators and persons aiming at development of young people in the Caucasus Region

საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა საქართველოს თანასწორ-განმანათლებლების მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აქტიური მხარდაჭერით.

ასოციაციის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია ახალგაზრდების განვითარებისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ასოციაციის ძირითადი ამოცანებია:

• განვითარების ეროვნულ სტრატე

გიებში ახალგაზრდების ჩართვა
• ახალგაზრდული მრავალმხრივი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა
• რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოება
• ახალგაზრდების დახმარება ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სამედიცინო მომსახურების ძირითადი პაკეტისა და პროფილაკტიკური საშუალებების მიღების საქმეში
• ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოება
• გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა

ჩვენი გამოცდილება ეფუძნება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2001 წლიდან განხორციელებულ თანასწორთა განათლების პროექტებს, რამაც 2006 წელს მიიღო რეგიონალური ხასიათი. 2006-2009 წლებში განხორციელდა გაეროს მოსახსლეობის ფონდისა და ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ ფართომაშტაბიანი პროექტი ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში (RHYIC). ამ პროექტის ფარგლებში, ასოციაციის ამჟამინდელი წევრები - თანასწორ-განმანათლებლები აქტიურად იყვენენ ჩართულნი შემდეგ საქმიანობებში:

• თანატოლების განათლების პროგრამების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკებში (საპრეზიდენტო პროგრამა “პატრიოტი”); 2006-2009 წლებში 41,000 ახალგაზრდამ მიიღო კვალიფიციური ინფორმაცია აივ/შიდსის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, თამბაქოსა და ნარკომანიის შესახებ. ხოლო 2009-2011 წლებში ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს სესიაებს დაემატა პროგრამის „დავძლიოთ გენდერული ძალადობა სამხრეთ კავკასიაში“ ელემენტები - ძალადობა ოჯახში და გენდერული თანასწორობა. ტრენინგების ჩატერების უშუალო გამოცდილებამ და 5 წლის განმავლობაში ათეულათასობით ახალგაზრდასთან შეხვედრამ ასოციაციის წევრებს შესძინა ახალგაზრდებთან ურთიერთობისა და არაფორმალური განათლების ღონისძიებების ჩატარების უნიკალური გამოცდილება.
• სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული ფესტივალების ორგანიზება (2006, 2007,2009 წლებში) სადაც მონაწილეობა მიიღეს სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) პროექტის წარმომადგენლებმა და თანასწორ-განმანათლებლებმა, ასევე ევროპარლამენტის წევრებმა. ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და ასევე ახალგაზრდული ღონისძიებები, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ფესტივალი დატვირთული იყო კრეატიული და ინტერაქტიული ღონისძიებებით. ინფრომაციის სახალისო და გასართობი ფორმით მიწოდებამ, ფესტივალში ახალგაზრდების განაკუთრებული ჩართულობა და მათი დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე ფესტივალის ორაგნიზებაში უშუალო ჩართულობამ ასოციაციის წევრებს შესძინა დიდი გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარება ამ პროექტით გათვალისწინებული კრეატიული და ინტერაქტიული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში.
• ახალგაზრდული რეგიონალური საპარლამენტო ფორუმის ორგანიზება. ამ ფორუმის ფარგლებში შემუშავდა ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია. ეს კონცეფცია განხილული იქნა საქართველოს პარლამენტში, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდების სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას.

• საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალის გავრცელება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ/შიდსის, ნარკომანიის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ;

• თანამედროვე და ინტერაქტიული ეროვნული ვებ-გვერდის შექმნა (www.foryouth.ge) და მისი ახალგაზრდებში პოპულარიზაცია. საიტი საშუალებას აძლევდა ახალგაზრდებს მათთვის გასაგებ ენაზე მიეღოთ სრულყოფილი და პროფესიონალური ინფორმაცია ნარკომანიის, აივ ინფექციის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ რომელიც უკავშირდება ჯანსაღ ცხოვრების წესს. ვებ-გვერდი საშუალებას გვაძლევდა გაგვეხორციელებინა სხვადასხვა ინტერაქტიული კონკურსები. ასოციაციის დაარსების შემდეგ Facebook-ის პოპულარიზაციის ზრდამ, საშუალება მოგვცა ვებ-გვერდთან ერთად გამოგვეყენებინა ასოციაციის Facebook გვერდი (GYDEA Georgia).

ასოციაციის დაარსებამდე და მის შემდეგ, GYDEA-ს წევრებმა განახორციელეს მრავალმხრივი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ( “Free Hugs” kampania; Bus Tour შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს; საერთაშორის 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, სატელევიზიო რგოლები, თოქ შოუები, თანასწორ-განმანათლებელთა გლობალური ქსელის 10 დღიანი აქტივობის კამპანია, „დედამიწის საათი“ და MTV-ის მიერ ინიცირებული კამპანიის Staying alive-ის ფარგლებში ჩატარებული ფილმის „Transit“ ჩვენება სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ასევე 7 აპრილს მსოფლიო ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული სემინარი, რომლის შემდეგაც შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები აივ/შიდსის, ნარკომანიის, თამბაქოს მოხმარებისა და წამალთა რეზისტენტობის შესახებ)

ორგანიზაციამ განახორციელა 2 კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის. ასევე, ასოციაციის წევრებმა პროგრამის „ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ორგანიზება გაუკეთეს 10-მდე ახალგაზრდულ კონკურსს, რომელთა მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თემაზე. კონკურსები მოიცავდა თემატურ ქვიზებს, ვიქტორინებს, ფოტოკონკურსსა და გამოფენას, ფეისბუქის გვერდისა და პროგრამის ვებ-გვერდის საშუალებით გამოცხადებულ კონკურსებს საუკეთესო სლოგანზე, პოსტერზე და ა. შ. ახალგაზრდული კონკურსების ჩატარების და ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამოცდილება ორგანიზაციის წევრებს საშუალებას მისცემს, ეფექტურად განახორციელოს კონკურსები სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის საშუალებით.

საქართველოს ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოს თანასწორთა განმანათლებელთა ქსელის ნაწილს და მის წარმომადგენლობას საქართველოში. ასოციაციის წევრები, რომლებიც თავად წარმოადგენენ თანასწორთა განმანათლებლებს, 6 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადრილობრივ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ახორციელებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ასოციაციის 5 წევრს გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენერთა ტრენინგი და წარმოადგენენ თანასწორ განმანათლებელთა ტრენერებს. გასულ წელს კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაციასთან ერთად მომზადდა 40-ზე მეტი ახალი თანასწორთა განმანათლებელი. ასოციაციის ერთ-ერთი წევრი მსოფლიო ქსელში დაასახელეს 2010 წლის დეკემბრის თვის საუკეთესო თანასწორ განმანათლებლად.
თანასწორ განმანათლებელთა მსოფლიო ქსელი, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს ასოციაცია საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მსოვლიო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს 700-ზე მეტ ორგანიზაციას და სამთავრობო ინსტიტუციას მსოფლიოს 48 ქვეყნიდან. მასში ჩართულია ათეულ ათასობით ახალგაზრდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან.
თანასწორ განმანათლებელთა ქსელი წარმოადგენს მოხალისეთა დიდ ჯგუფს, რომლებიც ახალგაზრდების განათლების განსხვავებულ, კარგად აპრობირებულ მეთოდებს იყენებენ. ახალგაზრდები ერთმანეთს უზიარებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხებში. Geogian Youth Development and Education Association” (GYDEA) is newly developed (in 2010) Non-Governmental organization founded by Peer Educators and persons aiming at development of young people in the Caucasus Region through promotion of all main fields of youth development including: Health care, Education, Employment and Social protection.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when G.Y.D.E.A. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to G.Y.D.E.A.:

Share