Bridge - Innovation and Development ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Bridge - Innovation and Development ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება

Bridge - Innovation and Development   ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება Connecting Successful Experience and New Initiatives

2015 წელს დაფუძნებული „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ ოქსფამის სამართალმემკვიდრე ახალი ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომელიც აგრძელებს ოქსფამის ძალისხმევას, სიღარიბესთან ბრძოლის ფარგლებში და ინარჩუნებს ოქსფამის პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბებულ კავშირებსა და პარტნიორული ურთიერთობებს, რათა ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, სიღარიბის შემცირებას და ეკონომიკურ ზრდას. BRIDGE –Innovation and D

evelopment is a newly established non-governmental organisation operating in Georgia, driven by its vision Georgia free of poverty and suffering
Oxfam’s spin-off organization in Georgia - BRIDGE, continues Oxfam’s endeavour to sustain grassroots connections and partnerships established within the framework of Oxfam’s programmes and support agriculture and rural development in order to reduce poverty and stimulate economic growth.

თუ შენ ან შენს ახლობელს სჭირდება ახალი გარემო, აქტიურობა და მოტივაცია - ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა.ვიწყებთ 27 აპ...
16/04/2026

თუ შენ ან შენს ახლობელს სჭირდება ახალი გარემო, აქტიურობა და მოტივაცია - ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა.
ვიწყებთ 27 აპრილიდან, კვირაში ორჯერ ორი საათით, სულ 16 მხიარული და საქმიანი შეხვედრა, ახალი ურთიერთობები, ახალი უნარები და არა მხოლოდ ეს :)

📣 გააზიარეთ — შეიძლება ვიღაცას ძალიან სჭირდებოდეს ეს შანსი

რა სჯობს ოქტომბერში მოსავლის ერთად თავმოყრას და ხალხისთვის მირთმევას ბარაქა და სიხარული ჩვენს მეურნეებსყველისა და პურის ...
25/11/2025

რა სჯობს ოქტომბერში მოსავლის ერთად თავმოყრას და ხალხისთვის მირთმევას
ბარაქა და სიხარული ჩვენს მეურნეებს
ყველისა და პურის ზეიმი, ალავერდი 2025

14/10/2024

💌 გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ,, ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებას “ მიერ უკვე ტრადიციად ქცეულ „ყველისა და პურის ზეიმის დღეზე“, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 19 ოქტომბერს, 12 საათიდან 16 საათამდე, სოფელ ალავერდში, ახმეტის მუნიციპალიტეტი, „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე (გუგლის რუკაზე იძებნება როგორც Alaverdi Blue).
🤝 ყველისა და პურის ზეიმი მიზნად ისახავს, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ფერმერების და მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
💫 ღონისძიებაზე მოწვეული ფერმერები სიამოვნებით აჩვენებენ ყველისა და პურის მოსამზადებლად გამოყენებულ უძველეს მეთოდებს და სტუმრებს მოუყვებიან სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებზე.
💫 მასპინძელ თუშ და პანკისელ ფერმერებთან ერთად გიმასპინძლებენ "სტუმარი ფერმერები" საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან.
📣 ღონისძიების დევიზია "ახალი, უვნებელი, ნატურალური"
🤗 გთხოვთ შემოგვიერთდეთ, დააგემოვნოთ და შეიძინოთ ქართველი ფერმერების პროდუქცია
პირველი ხელიდან!
💫მოდით ერთად შევქმნათ მხიარული აურზაური და სამახსოვრო დღედ ვაქციოთ "ყველისა და პურის ზეიმის" დღე 🍡🍢🎡🎊
თბილისიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება ალავერდამდე და უკან, დილის 9 საათამდე ავტობუსი დაგელოდებათ რუსთაველის მეტროსთან "ველოსიპედთან" და უკან ალავერდიდან გამოვა 16:00 საათზე, ჩამოსვლის სავარუდო დრო არა უგვიანეს 19:00 საათი
ღონისძიება სრულად დააფინანსა მასპინძელმა ორგანიზაციამ "ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება", ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ფერმერების გვერდში დგომას და სოფლის გაძლიერებაზე ზრუნვას🥰

Address

Marika Baratashvii Lane N8
Tbilisi
0189

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bridge - Innovation and Development ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Bridge - Innovation and Development ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება:

Share