საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი
InfoArmy.ge

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა.1991 წლის 30 აპრილს დაიწყო ქართული ჯარის ისტორიის ახალი ეტაპი - ქვეყნის თავ...
30/04/2026

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა.

1991 წლის 30 აპრილს დაიწყო ქართული ჯარის ისტორიის ახალი ეტაპი - ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის გზა.

ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს!

მადლობა ყველას, ვინც საქართველოს იცავს ღირსებით, სიმამაცითა და ერთგულებით.

დიდება საქართველოს თავდაცვის ძალებს! 🇬🇪

30/04/2026

ეთერ თათარიაძე იხსენებს კომუნისტების მიერ ხევსურების მთიდან იძულებით აყრის ამბებს

წყარო: "ნინი არაბულის ბლოგი"

გამოიწერეთ პოდკასტის იუთუბ გვერდი. არ ინანებთ ✌️
25/04/2026

გამოიწერეთ პოდკასტის იუთუბ გვერდი. არ ინანებთ ✌️

ერთი კაციც და 4000 გამომწერზე ავალთ. გთხოვთ, გაუზიარეთ ჩვენი პოდკასტი მეგობრებს 😊

🚨 დაკრძალვის ბიზნესი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სექტორად იქცა.„Коммерсант“-ის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში...
20/04/2026

🚨 დაკრძალვის ბიზნესი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სექტორად იქცა.
„Коммерсант“-ის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთში რიტუალური მომსახურებისა და დაკრძალვის სფეროში 524 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.5%-ით მეტია. „Контур.Фокус“-იც მსგავს ტენდენციას აჩვენებს - 500 ახალი კომპანია და წლიურად 20.8%-იანი ზრდა. მთლიანობაში, ამ სექტორში მოქმედი ორგანიზაციების რაოდენობა 11.3 ათასამდე გაიზარდა.

CSIS-ის 2026 წლის იანვრის შეფასებით, 2022 წლის შემდეგ რუსულმა ძალებმა დაახლოებით 1.2 მილიონი დანაკარგი განიცადეს, მათ შორის 275-325 ათასი დაღუპული; მხოლოდ 2025 წელს კი დანაკარგები დაახლოებით 415 ათასი იყო, ანუ საშუალოდ თითქმის 35 ათასი თვეში. ცენტრი წერს, რომ ასეთი მასშტაბის დანაკარგები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც ერთ დიდ ძალას არ ჰქონია.

რუსეთში იზრდება არა მხოლოდ ომის ფასი, არამედ მის გარშემო აშენებული ეკონომიკაც. როცა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება დაკრძალვის სფეროა, ეს უკვე მხოლოდ ბიზნეს-სტატისტიკა აღარ არის, ეს ომის სოციალური და დემოგრაფიული შედეგებია.

🚨 კრემლის ეკონომიკური პროგნოზები ისევ აცდა რეალობას - და პუტინი უკვე საკუთარ ეკონომიკურ გუნდს საჯაროდ საყვედურობს.რუსეთი...
16/04/2026

🚨 კრემლის ეკონომიკური პროგნოზები ისევ აცდა რეალობას - და პუტინი უკვე საკუთარ ეკონომიკურ გუნდს საჯაროდ საყვედურობს.
რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობისა და ცენტრალური ბანკისგან ახსნა მოითხოვა, რატომ მიდის 2026 წლის ეკონომიკა იმაზე სუსტად, ვიდრე ამას არა მხოლოდ ექსპერტები, არამედ თავად ხელისუფლების პროგნოზებიც ელოდა. Reuters-ის ცნობით, წლის პირველ ორ თვეში რუსეთის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა, მაშინ როცა ადრე ზრდას ელოდნენ.
ბუნებრივია, ჩინოვნიკებმა პუტინს ვერ უთხრეს, რომ მთავარი მიზეზი მისი უსასრულო და წარუმატებელი ომია. ამიტომ ოფიციალური ახსნა ბანალურია - იანვარსა და თებერვალში ნაკლები სამუშაო დღე იყო. თუმცა პუტინმაც კი აღნიშნა, რომ პრობლემას მხოლოდ კალენდრით ვერ ახსნი. განსაკუთრებით მძიმე სურათია მშენებლობაში: იანვარში სექტორი წლიურად 16%-ით შემცირდა, თებერვალში კი 14%-ით.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერთ თვეში, როცა პუტინი სუსტი ეკონომიკური შედეგების გამო ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას. ფონიც მძიმეა: 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-მდე შენელდა, მაშინ როცა 2024-ში 4.9% იყო. ეკონომიკაზე ზეწოლას აგრძელებს მაღალი საპროცენტო განაკვეთი, სანქციები და ომის ხარჯები.
მოკლედ, კრემლში უკვე ხედავენ, რომ ეკონომიკის გაუარესებას ვეღარ მალავს ვერც სტატისტიკა, ვერც კალენდარი და ვერც ბანალური გამართლებები. შესაბამისად, პუტინის უძლეველობის იმიჯის გასამყარებლად საჭიროა თეატრალური დადგმები, სადაც თითქოს თვითონ პუტინი ეძებს პრობლემის მიზეზებს. არადა რეალური მიზეზი ყველასთვის ნათელია. მაგრამ, ამის პირდაპირ თქმა რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულია.

14/04/2026

"მოლოტოვის კოქტეილს" ფინეთის ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო კომპანია აწარმოებდა.

საბჭოთა კავშირს თავისი ძლევამოსილების დამტკიცება 130 000 წითელარმიელის სიცოცხლედ დაუჯდა.

14/04/2026

93 წლის ნიკოია მაღლაკელიძემ, 33 წლის უნახავი შვილი სახლში მანამ არ შეუშვა, სანამ გენერალმა დედის სული არ დაიფიცა, რომ "კომუნისტში" გამოქვეყნებული წერილი, სადაც თითქოსდა ის საბჭოთა კავშირს პატიებას სთხოვდა, მისი დაწერილი არ იყო...

დამოუკიდებელი საქართველოს გენერალი, შალვა მაღლაკელიძე, აღიარებული ფიგურა იყო, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, მათ შორის მუსოლინის დროინდელ იტალიაშიც და ჰიტლერის დროინდელ გერმანიაშიც (მან ჩამოაყალიბა მესამე რაიხის ქართველი პატიმრებისგან ქართული ლეგიონი, რითიც ათასობით ქართველი სიკვდილისგან იხსნა)...

მისი მრავალმხრივი კავშირები ამერიკულ, იტალიურ, გერმანულ, პოლონურ, ბალტიურ, პაკისტანურ თუ სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ელიტასთან, გამოცდილება და საიდუმლო ინფორმაციების ფლობა, საფრთხედ აღიქმებოდა საბჭოთა რუსეთისთვის. რის გამოც, ოჯახის მძევლად აყვანის შედეგად, იგი იძულებით ჩაიყვანეს მოსკოვში, საიდანაც საქართველოში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გადმოასახლეს.

წარმოდგენილ ვიდეოში გენერლის ხმა ნამდვილია, იგი ჩაიწერა ყოფილმა დისიდენტმა ვიქტორ რცხილაძემ 1975 წელს. ქართველი გენერალი ერთ წელიწადში გარდაიცვალა.

#კრემლიუნდადაინგრეს

🚨 რუსეთის ბიუჯეტში სამ თვეში უკვე 4.576 ტრილიონი რუბლის დეფიციტია.რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2026...
14/04/2026

🚨 რუსეთის ბიუჯეტში სამ თვეში უკვე 4.576 ტრილიონი რუბლის დეფიციტია.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარ–მარტში ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლებმა 8.309 ტრილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა - 12.885 ტრილიონი. შედეგად, დეფიციტმა 4.576 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც დაახლოებით 133%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და უკვე აღემატება იმ გეგმას, რაც ხელისუფლებას თითქმის მთელი წლისთვის ჰქონდა გათვლილი.

ყველაზე მტკივნეული დარტყმა ისევ ენერგეტიკული შემოსავლების ხაზზე ჩანს. ნავთობისა და გაზის შემოსავლები პირველ კვარტალში დაახლოებით 45–50%-ით დაეცა და მხოლოდ 1.445 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც პანდემიის დროის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მაჩვენებლად გამოიყურება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ რუსეთის გაზზე და ნავთობზე ყველაზე ეფექტური სანქციები უკრაინული დრონები და მათ მიერ განადგურებული წარმოების შესაძლებლობებია.

მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ რუსული საგადასახადო სისტემა ნავთობის ფასების ცვლილებას დაგვიანებით ასახავს. სწორედ ამიტომ, მარტში მაღალი ნავთობის ფასების ეფექტი ბიუჯეტმა სრულად ჯერ ვერ იგრძნო, და დამატებითი ფული უფრო აპრილში უნდა გამოჩნდეს. Reuters-იც წერდა, რომ აპრილში ნავთობ-გაზის შემოსავლები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს და დროებით შეამსუბუქოს ფისკალური წნეხი.

მაგრამ მთავარი სურათი უცვლელია: ომის ფონზე რუსეთის ბიუჯეტი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ენერგომატარებლების ფასზე, მაშინ როცა ხარჯები უკვე ძალიან სწრაფად გარბის ზემოთ. ანუ, თუნდაც აპრილში კრემლმა ცოტა ამოისუნთქოს, პირველი კვარტლის შედეგი აჩვენებს, რომ ფინანსური მდგრადობა აშკარად დასუსტებულია და ომის გაგრძელება ბიუჯეტზე მძიმე წნეხს ინარჩუნებს. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში შემდეგ თაობებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მეგობრებო!საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს, იმედს...
12/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მეგობრებო!
საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს, იმედს და გამარჯვებას.
ამ დღეს განსაკუთრებით გვახსენდება, რომ სიბნელე ვერასოდეს სძლევს სინათლეს, სიცრუე - სიმართლეს, და შიში - ერთიანობას.
ქრისტე აღსდგა! ✨

1989 წლის 9 აპრილს რუსულმა ჯარმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია...
09/04/2026

1989 წლის 9 აპრილს რუსულმა ჯარმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 21 და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ქართველებისთვის 9 აპრილი ერთდროულად ტრაგიკული და საამაყო დღეა.

ნათელში იყვნენ ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაეცა. და მუდამ გვახსოვდეს თავისუფლების ფასი და ოკუპაციის მძიმე შედეგები.

🚨 მარტში უკრაინამ პირველად გადაასწრო რუსეთს დრონებით შეტევების რაოდენობითABC-ის ანალიზის მიხედვით, 2022 წლის სრულმასშტაბ...
07/04/2026

🚨 მარტში უკრაინამ პირველად გადაასწრო რუსეთს დრონებით შეტევების რაოდენობით

ABC-ის ანალიზის მიხედვით, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მეტი დამრტყმელი უპილოტო გაუშვა, ვიდრე რუსეთმა — უკრაინის წინააღმდეგ.
რა აჩვენებს მარტის სტატისტიკა?
📍 რუსული თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მარტში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 7,347 უკრაინული დრონი ჩამოაგდო — საშუალოდ 237 დრონი დღეში. ეს მოსკოვის მიერ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.
📍 იმავე პერიოდში უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 6,462 დრონი გამოიყენა — საშუალოდ დღეში 208.
📍 გარდა ამისა, რუსეთმა მარტში გამოიყენა 138 სხვადასხვა ტიპის რაკეტაც.
📍 უკრაინული მონაცემებით, საჰაერო თავდაცვამ და სხვა საშუალებებმა გაანეიტრალა ან ჩამოაგდო რუსული დრონების დაახლოებით 90% — 5,833 ერთეული, ხოლო რაკეტების თითქმის 74% — 102 ერთეული.
ეს ნიშნავს, რომ დრონების ომი უკვე აშკარად შედის ახალ ფაზაში. უკრაინა არა მხოლოდ იცავს საკუთარ ცას, არამედ სულ უფრო მასშტაბურად ახერხებს ზეწოლის გადატანას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც.

🚨 რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ შესაძლოა ნავთობის გადაზიდვასთან ერთად რუსული დაზვერვის ოფიცრებიც გადაჰყავდა. ფრანგული RFI-ის ი...
04/04/2026

🚨 რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ შესაძლოა ნავთობის გადაზიდვასთან ერთად რუსული დაზვერვის ოფიცრებიც გადაჰყავდა.

ფრანგული RFI-ის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერ Qendil-ზე განხორციელებული დარტყმის შედეგად შესაძლოა დაღუპულიყო GRU-ს გენერალი ანდრეი ავერიანოვი — ფიგურა, რომელსაც უცხოეთში დივერსიებსა და მკვლელობებს უკავშირებენ.

RFI წერს, რომ ტანკერზე ეკიპაჟთან ერთად იმყოფებოდა დაახლოებით ათამდე მაღალჩინოსანი რუსი მზვერავი, რომლებიც მეზღვაურებად იყვნენ გადაცმული. გამოცემის წყაროების თანახმად, დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა, დაღუპულებს შორის კი ცნობებით ავერიანოვიც იმყოფებოდა.

ამავე ინფორმაციით, ოპერაციის უკან უკრაინული მხარე იდგა, რომელიც ლიბიის ტერიტორიიდან და ოფიციალურ ტრიპოლისთან კოორდინაციით მოქმედებდა. თუმცა მოსკოვს ამ თემაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

RFI-ის წყაროების თქმით, ინციდენტს სავარაუდო გაგრძელებაც მოჰყვა: 23 დეკემბერს თურქეთში ჩამოვარდა ლიბიის გენშტაბის უფროსის, გენერალ მუჰამედ ალ-ჰადადის, თვითმფრინავი, ხოლო 19 მარტს ელ-შარარას ნავთობსაბადოზე ხანძრის ადგილზე რუსული საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. თუმცა ამ შემთხვევებზეც ოფიციალური მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს.

თუ RFI-ის ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა, საქმე გვექნება არა მხოლოდ სანქციების შემოვლის სქემასთან, არამედ რუსული დაზვერვის მცურავ ლოგისტიკურ ქსელთანაც.

Address

8. , Beliashvili Str
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი:

Share