WECF Georgia

WECF Georgia WECF | Georgia is a branch office of Women Engage for a common Future (WECF) International

✳️ გაეცანით ჩვენს სახელმძღვანელოს კლიმატის გენდერულად სამართლიანი დაფინანსების შესახებ.ეს სახელმძღვანელო გთავაზობთ ყოვლი...
30/05/2025

✳️ გაეცანით ჩვენს სახელმძღვანელოს კლიმატის გენდერულად სამართლიანი დაფინანსების შესახებ.

ეს სახელმძღვანელო გთავაზობთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს კლიმატის სამართლიანობას, გენდერულ თანასწორობასა და კლიმატის დაფინანსებას შორის კომპლექსური კავშირების გასაგებად.

სახელმძღვანელოს თითოეული თავი მოიცავს კოლუმბიის, საქართველოსა და უგანდის კონკრეტული სიტუაციების ანალიზს, სადაც წარმოდგენილია ქვეყნისთვის დამახასიათებელი კონტექსტები შესაბამისი თავების თემატიკასთან. და ბოლოს, მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომას ამ თემების ვორქშოფებსა და ტრენინგებში ინტეგრირებისათვის.

KL

🇪🇺 ხვალ, 9 მაისს, თბილისში, ევროპის დღის ფარგლებში 12:00 საათიდან წარმოვადგენთ პროექტს SENSE., რომელიც დაფინანსებულია Ho...
08/05/2025

🇪🇺 ხვალ, 9 მაისს, თბილისში, ევროპის დღის ფარგლებში 12:00 საათიდან წარმოვადგენთ პროექტს SENSE., რომელიც დაფინანსებულია Horizon Europe-ის მიერ და საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის მიერ, ახმეტის ინოვაციურ ცენტრთან თანამშრომლობით, ხორციელდება! 🔬🎨

💡 მზის ენერგიაზე მომუშავე რობოტებიდან 🤖☀️ და 3D-ბეჭდური ნამუშევრებიდან დაწყებული, ნიადაგის ექსპერიმენტებითა და კალიოპეს ინტერაქტიული თამაშებით დასრულებული – ვეცდებით მეცნიერება სახალისო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გზით წარმოგიდგინოთ.

ასევე, ღონისძიებაზე მასწავლებლებსა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს წარვუდგენთ ახალი ევროპული საგანმანათლებლო რუკას STEAM განათლებისთვის – შემოქმედებითი და ინკლუზიური მიდგომა სწავლებისადმი.

🌱✨ SENSE. პროექტი ებრძვის გენდერულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობს საჭიროებაზე მორგებულ და შინაარსიან სამეცნიერო განათლებას – განსაკუთრებით გოგოებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის.

📢 იმ დროის ფონზე, როცა საქართველოს ევროპული გზა საფრთხის ქვეშ დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და ევროპული პროექტების რეალური გავლენა განათლებაზე, ჩართულობასა და ინოვაციაზე. 💙💛

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*📖 "ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" და პროექტი SENSE. გიწვევთ ყველა საგნის მასწა...
23/04/2025

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*

📖 "ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" და პროექტი SENSE. გიწვევთ ყველა საგნის მასწავლებელს ონლაინ სემინარების სერიაში მონაწილეობის მისაღებად, რათა გაეცნოთ STEAM განათლებას და ჩაერთოთ SENSE. მიდგომის საცდელ პროცესში. სემინარი იქნება პრაქტიკული, სახალისო და ინტერაქტიული - გაგიზიარებთ STEAM განათლების განხორციელებისთვის ინოვაციურ გზებს და შემოგთავაზებთ აქტივობებს, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს საკლასო ოთახში გამოიყენოთ.

წარმოიდგინეთ საბუნებისმეტყველო განათლება, რომელიც აღვივებს ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებითობას. გიწვევთ გაიგოთ მეტი ხელოვნებაზე დაფუძნებული ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო განათლების (STEAM) შესახებ, რომელიც სენსორულ შეგრძნებებსა და ჩართულობას ეფუძნება. 🔬

🔹 პროექტი SENSE, რომელიც ევროპის 13 ქვეყანაში ხორციელდება, მიზნად ისახავს ისეთი საგანმანათლებლო მიდგომის შემუშავებას, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისთვის და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის და მეცნიერული ცოდნის მქონე მოქალაქეების განვითარებას. პროექტი ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო კომპანიონს - აქტივობებისა და მასალების ნაკრებს, რომელიც მარტივად გამოყენებადია სხვადასხვა გარემოში და არ საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობას.

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ და ქართულ ენებზე, სინქრონული თარგმანით ქართულად. სესიებს გაუძღვებიან დასავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი მეცნიერებისა და მდგრადობის განათლების მიმართულებით ლაურა კოლუჩი-გრეი და WECF საქართველოს დირექტორი, ანნა სამველი.

📍 თარიღი: 29 აპრილი, 15:00-16:40

მეორე სესია გაიმართება 2025 წლის მაისში. ზუსტი თარიღი და დეტალები დაზუსტდება.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2025 წლის 27 აპრილამდე ➡️ https://shorturl.at/Rq5zn

▪️ მეტი ინფორმაციისთვის: https://shorturl.at/cuCXT
▪️ See information in English: https://shorturl.at/fsYus

*SEE THE ENGLISH BELOW*9 აპრილი არის მეხსიერება, რომელსაც მომავალი ეყრდნობა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთდროუ...
09/04/2025

*SEE THE ENGLISH BELOW*

9 აპრილი არის მეხსიერება, რომელსაც მომავალი ეყრდნობა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთდროულად ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის დღის სიმბოლოდ იქცა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. სისხლიან დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ასეულობით დაშავდა, ხოლო დაახლოებით 2000 ადამიანი დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. ეს დღე გახდა გარდატეხის წერტილი – სულ რამდენიმე წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა.

მაგრამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა აქ არ დასრულებულა – ის გრძელდება დღესაც. ავტორიტარული და პოლიციური რეჟიმი კვლავ ცდილობს საზოგადოების დაშინებას, გაჩუმებას და წინააღმდეგობის განეიტრალებას. მიუხედავად ამისა, ჩვენი ისტორიული მეხსიერება ცოცხალია. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და როგორი ფასის გადახდა უწევთ მას, ვინც მისთვის იბრძვის.

დღეს, როცა ანტიგენდერული პოლიტიკა და ქალების მიმართ მტრული დამოკიდებულება საჯარო და პოლიტიკურ სივრცეებში ძლიერდება, ჩვენ განსაკუთრებულად ვიხსენებთ 9 აპრილს დაღუპულ 17 ქალს. ისინი არა მხოლოდ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ, არამედ მათ თავგანწირვამ და სიმამაცემ შექმნა მაგალითი მომავალი თაობებისთვის — ბრძოლისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

-

April 9 is a memory that creates the future. April 9th stands as both a symbol of tragedy and a day of independence in Georgia’s modern history. On this day in 1989, at dawn, Soviet military forces violently dispersed peaceful demonstrators gathered in front of the Parliament in Tbilisi, demanding Georgia’s independence. The brutal crackdown claimed the lives of 21 people, injured hundreds, and exposed around 2,000 individuals to an unidentified chemical substance. This day marked a turning point — just two years later, on April 9, 1991, the Supreme Council of Georgia officially declared the country’s independence.

But the struggle for independence did not end there — it continues to this day. Authoritarian and police regimes still attempt to intimidate, silence, and suppress civic resistance. Yet our historical memory remains alive. We know what independence means — and what price is paid by those who fight for it.

Today, as anti-gender policies and hostility toward women intensify in public and political spheres, we especially remember the 17 women who were killed on April 9. They not only gave their lives in the fight for independence, but through their courage and sacrifice, they became an enduring example for future generations — for a struggle that is far from over.

გავიხსენოთ ფემინისტური ბრძოლების საერთაშორისო დღე და ხმამაღალი მარშები და ღონისძიებები, რომლებშიც ჩვენი WECF-ის ოფისები ...
20/03/2025

გავიხსენოთ ფემინისტური ბრძოლების საერთაშორისო დღე და ხმამაღალი მარშები და ღონისძიებები, რომლებშიც ჩვენი WECF-ის ოფისები მონაწილეობდნენ! 🌍✨ ქალთა უფლებების დასაცავად ადამიანები მთელი ევროპის მასშტაბით გამოვიდნენ ქუჩებში. 💜

ნიდერლანდებსა და გერმანიაში ენერგიით სავსე მარშებს გადააწყდებოდით, საქართველოში კი – წინააღმდეგობითა და გამძლეობით. ხალხი ქუჩაში გამოვიდა ლოზუნგით „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ და მოითხოვდა სამართლიანობას — მათ შორის, მზია ამაღლობელის, ქვეყნის პირველი ქალი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. ✊

ამავდროულად, საფრანგეთში ყურადღება დიალოგსა და გააზრებულ განხილვას დაეთმო, სადაც ჩვენმა გუნდმა გამართა შთამაგონებელი ღონისძიება დისკუსიის თანხლებით. 🎤

📢 გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას ბევრი ფორმა აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქალებისა და გოგოების ხმა ყველგან ისმოდეს.

რას ნიშნავდა თქვენთვის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე წელს? 💬👇

*SEE ENGLISH TEXT BELOW*2025 წლის 12 მარტს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მარიამ პაიჭაძე, WECF საქართველოს კომუნიკაციების მე...
14/03/2025

*SEE ENGLISH TEXT BELOW*

2025 წლის 12 მარტს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მარიამ პაიჭაძე, WECF საქართველოს კომუნიკაციების მენეჯერი, სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გზის უკანონო გადაკეტვას.

მარიამი, 2024 წლის 28 დეკემბერს, მონაწილეობდა მშვიდობიან მსვლელობაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე კობა ჩაგუნავა აქამდე მსგავს საქმეებზე ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით მაშინ მიიღო, რაც მარიამ პაიჭაძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და უსამართლობას მომავალშიც არ შეეგუება.

WECF საქართველო მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ადამიანების ფუნდამენტური უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს. სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ და დაჯარიმებულ ადამიანებს.

ფოტოები: ირაკლი პირველი, მაუწყებელი

-

On March 12, 2025, Judge Koba Chagunava found our colleague Mariam Paichadze, Communications Manager at WECF Georgia, guilty of illegally blocking the road and fined her 500 GEL (app. 160 euros) under Article 174-1 of the Code of Administrative Offenses.

Mariam participated in a peaceful march on December 28, 2024, a right guaranteed by the Constitution of Georgia.

However, Judge Koba Chagunava, who had previously often issued only verbal warnings in similar cases, stated that he decided to impose this sanction on Mariam after she declared that she did not consider herself guilty and would continue to stand against injustices in the future.

WECF Georgia believes that such decisions pose a threat to fundamental human rights and freedom of expression. We express our solidarity with those who have been illegally detained and fined by the regime.

Photos: Irakli Pirveli, Mautskebeli

2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვ...
07/03/2025

2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.

მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.

სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და რუსთაველისკენ მსვლელობას გავმართავთ.

ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! ✊
8 მარტს, 19:30 საათზე, შემოგვიერთდი რესპუბლიკის მოედანზე და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!

თბილისის გარდა, 8 მარტს მარშები გაიმართება სხვა ქალაქებშიც:

📍ქუთაისი, მე-3 სკოლა, 19:00 საათი

📍ბათუმი, მემედ აბაშიძის 48 (გაზეთ "ბათუმელების" ოფისთან), 18:00 საათი

ჩვენ, როგორც ეკოფემინისტური ორგანიზაცია, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, ვტოვებთ X-ის პლატფორმას.გაიგეთ რატომ 👇და გამოიწერ...
24/02/2025

ჩვენ, როგორც ეკოფემინისტური ორგანიზაცია, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, ვტოვებთ X-ის პლატფორმას.

გაიგეთ რატომ 👇

და გამოიწერეთ ჩვენი და სხვა ოფისების გვერდები ალტერნატიულ პლატფორმებზე:

🔹 Facebook:
• საერთაშორისო ოფისი: WECF International
• საფრანგეთის ოფისი: WECF France
• გერმანიის ოფისი: WECF Deutschland
• ნიდერლანდების ოფისი: WECF Nederland - Women Engage for a Common Future

🔹 Instagram:
• საერთაშორისო ოფისი: .germany
• საფრანგეთის ოფისი:
• გერმანიის ოფისი: .germany
• ნიდერლანდების ოფისი:

🔹 Linkedin:
• საქართველოს ოფისი: https://rb.gy/9ohaah
• საერთაშორისო ოფისი: https://shorturl.at/Ynirr
• საფრანგეთის ოფისი: https://shorturl.at/B08lR
• გერმანიის ოფისი: https://shorturl.at/40m9B

🔹 BlueSky:
• საქართველოს ოფისი: https://rb.gy/fywh51
• საერთაშორისო ოფისი: https://shorturl.at/KhHDe
• საფრანგეთის ოფისი: https://shorturl.at/cSgzj
• გერმანიის ოფისი: https://rb.gy/jmsl1z
• ნიდერლანდების ოფისი: https://rb.gy/gpum02

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*დაარსების დღიდან “ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს” ერთ-ერთ პრიორიტეტს მედიასთან მუშაობ...
24/01/2025

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*

დაარსების დღიდან “ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს” ერთ-ერთ პრიორიტეტს მედიასთან მუშაობა და ეთიკური გაშუქებისა ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ორგანიზებით, 2021 წლიდან იმართება ყოველწლიური მედია დაჯილდოება “მედია თანასწორობისთვის”, რომელიც ცენტრალური და რეგიონული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წახალისებას უწყობს ხელს. ბოლო დაჯილდოების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ამასთანავე მედია გარემო კიდევ უფრო დამძიმდა. მედია საშუალებები, რომელთა მხარდაჭერასაც ვცდილობდით, დღეს საფრთხის ქვეშ არიან.

2023 წელს, ჟიურისა და WECF საქართველოს გადაწყვეტილებით, “მედია თანასწორობისთვის” სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა “ნეტგაზეთი/ბათუმელებს”. „გაზეთი ბათუმელები“ ქართულ მედიაში 2001 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო „ნეტგაზეთი“ 2010 წელს დაარსდა. 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, ორივე გამოცემა გამოირჩევა ეთიკური, გენდერულად მგრძნობიარე და ჩაგრული ჯგუფების მხარდამჭერაზე ორიენტირებული გაშუქებით. დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიციური რეჟიმი არც მედიის შევიწროებას ერიდება. "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი საპოლიციო ძალებმა 12 იანვარს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-7 წლით პატიმრობით ისჯება. აღსანიშნავია, რომ პირველად დაკავებისას, მზია ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი ახლაც ციხეში იმყოფება და უკვე მე-12 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს და ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ვუერთდებით დღეს, 24 იანვარს 18:30 საათზე მარშს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან.

დემოკრატია ვერ იქნება იქ, სადაც მედია ციხეშია. თავისუფლება მზია ამაღლობელს!

ფოტო: ფორმულა

-

Since its founding, Women Engage for Common Future (WECF) - Georgia has focused on collaborating with the media and promoting ethical journalism. Thus, we have been organizing - Media for Equality - annual media award since 2021, encouraging ethical media coverage and recognizing ethical media products from journalists and media organizations from both central and regional outlets. However, after the most recent award, the political situation in the country and the media environment have become more challenging. Many of the media outlets we aim to support now face significant threats from the ruling party and are unable to pursuit their work.

In 2023, the jury and WECF Georgia awarded the Media for Equality special prize to Netgazeti/Batumelebi for their outstanding efforts in advancing ethical journalism. Batumelebi has been part of Georgia’s media landscape since 2001, with Netgazeti joining in 2010. Over the years, both outlets have consistently demonstrated a commitment to ethical reporting, gender sensitivity and supporting marginalized groups.

Unfortunately, media freedom is under increasing pressure by illegitimate government. On January 12th, Mzia Amaghlobeli, the founder and the director of Batumelebi and Netgazeti, was arrested by police and charged under the Criminal Code, for assaulting a police officer and carries a potential sentence of 4 to 7 years. During her first detention, Mzia experienced inappropriate treatment, including physical and verbal abuse. She remains in prison and has been on hunger strike for 12 days in protest.

We stand in solidarity with Mzia Amaghlobeli and all those unlawfully detained! We demand their immediate release! Join us today, January 24, at 18:30 for the march starting at Charter of Journalistic Ethics.

There is no democracy where the media is behind bars. Freedom for Mzia Amaghlobeli!

Photo: Formula

Address

Kazbegi Avenue #44
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when WECF Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to WECF Georgia:

Share