17/07/2024
💪⚽️ ქალები სპორტში: ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წარმატება. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ⚽️💪
ქალთა სპორტი სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და საქართველოშიც. მიუხედავად მრავალი ბარიერისა, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები, ფინანსებსა და რესურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, გენდერული სახელფასო სხვაობა, ქალთა სპორტის ნაკლებ პრიორიტეტიზაციაა სახელმწიფო პოლიტიკებსა და პროგრამებში, ქალთა ნაკრების მიღწევები მოტივაციაა ყველა გოგონასა და ქალისთვის, ვინც მამაკაცებით დომინირებულ სპორტულ სფეროებში ცდილობენ რეალიზებას.
გვქონდეს ნდობა და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ქალ ფეხბურთელებს! ვიამაყოთ და ვუგულშემატკივროთ მათ! 🎉🌟
#ქალებისპორტში #ეროვნულინაკრები
#თანასწორობა #რესურსებზეხელმისაწვდომობა #საქართველო