საფარი • Sapari

საფარი • Sapari ქალთა უფლებების დაცვის ფემინისტური ორგანიზაცია

უფასო იურიდიული დახმარება:
0322 30 76 03; 599 40 76 03

კომუნიკაციისა და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი:
598 856 333

02/04/2026

⚠️ მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე საფარმა სტრასბურგში საქმე მოიგო.

თემაზე საფარის იურისტი თამარ ლუკავა და განმცხადებლის წარმომადგენელი ეკა ლომთათიძე ფორმულას ეთერში საუბრობენ 👇

01/04/2026

საფარის პრესკონფერენცია სტრასბურგში მოგებულ სექსუალური ძალადობის საქმეზე

⚠️ მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე საფარმა სტრასბურგში საქმე მოიგო.ეს არის პირველი საქმე სექსუა...
31/03/2026

⚠️ მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე საფარმა სტრასბურგში საქმე მოიგო.

ეს არის პირველი საქმე სექსუალური ძალადობის დანაშაულზე საქართველოში, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მე-3 (წამება) და მე-8 (პირადი ცხოვრება) მუხლების დარღვევა დაადგინა, ვინაიდან საქართველომ ეფექტურად ვერ გამოიძია არასრულწოვანის მიმართ მომხდარი სექსუალური ძალადობის შემთხვევა.

საქმის დეტალებზე, სისტემურ ხარვეზებსა და ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საფარი ვრცელ განცხადებას ხვალ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

17/03/2026

“ქალები ამბობენ, რომ მხარდაჭერა ძალიან შველით, ყველა მადლობა, ყველა კომპლიმენტი, რომელიც მათ საქმიანობას მიემართება, მათ არწმუნებთ იმაში, რომ ღირებულ რაღაცას აკეთებენ”

🔸 გასულ წელს საფარმა ჩაატარა კვლევა “გენდერული დეზინფორმაცია უფლებადამცველი ქალების წინააღმდეგ”, რომლის შესახებაც ბაია პატარაია ფორმულას ეთერში საუბრობს

16/03/2026

“ქალ უფლებადამცველებს, მაგალითად, რეგიონებში ფიზიკურადაც უსწორდებიან…’

🔸 გასულ წელს საფარმა ჩაატარა კვლევა “გენდერული დეზინფორმაცია უფლებადამცველი ქალების წინააღმდეგ”, რომლის შესახებაც ბაია პატარაია ფორმულას ეთერში საუბრობს

16/03/2026

🔶 გასულ წელს საფარმა ჩაატარა კვლევა “გენდერული დეზინფორმაცია უფლებადამცველი ქალების წინააღმდეგ”

კვლევის შესახებ ბაია პატარაია ფორმულას ეთერში საუბრობს

პარასკევს, 13 მარტს, საფარი კვლევის პრეზენტაციას გამართავს — "გენდერული დეზინფორმაცია უფლებადამცველი ქალების წინააღმდეგ"...
10/03/2026

პარასკევს, 13 მარტს, საფარი კვლევის პრეზენტაციას გამართავს — "გენდერული დეზინფორმაცია უფლებადამცველი ქალების წინააღმდეგ".

პრეზენტაციაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა — https://forms.gle/9o5GvNZvj8YNPUZD7

2026 წლის 3 მარტს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მისი საქმიანობის შემაჯამებელი საბოლოო...
04/03/2026

2026 წლის 3 მარტს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მისი საქმიანობის შემაჯამებელი საბოლოო ანგარიში წარუდგინა, სადაც იგი სხვადასხვა ქვეყნებში უფლებადამცველების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე საუბრობს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ამ გლობალური გამოწვევის გამოხატულებაა “უცხოეთის აგენტების” ფორმატის შემზღუდავი კანონების მიღებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლა, კონკრეტულად საფარზე, როგორც ქალთა უფლებათა დამცველ ორგანიზაციაზე.

26/02/2026

⚠️ საფარის სოციალური მუშაკი ქეთევან ბერიძე ფორმულას ეთერში ბავშვების უფლებების გარშემო არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

⚠️ 2025 წლის მაისში საფარს მიმართა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა, რომელზეც მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა.საქმეში...
10/02/2026

⚠️ 2025 წლის მაისში საფარს მიმართა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა, რომელზეც მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა.

საქმეში საფარის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ჩაერთო. მისი აქტიური მონაწილეობით, საგამოძიებო პროცესის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის საფუძველზეც მოძალადე დაუყოვნებლივ დააკავეს და მას ბრალი წარედგინა.

2026 წლის 9 თებერვალს მოსამართლე რომან ხორავამ მოძალადე დამნაშავედ ცნო და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

02/02/2026

⚠️ საფარი მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს.

🔶 საფარი მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს.საფარი 11 დაზარალებულს იცავს, რომელთა მიმართ, სხ...
29/01/2026

🔶 საფარი მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს.

საფარი 11 დაზარალებულს იცავს, რომელთა მიმართ, სხვადასხვა დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს.

სრულად იხილეთ: https://sapari.ge/sapari-mandaturebis-sakme/

Address

გახოკიძის 11/ა
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:30 - 18:30
Tuesday 10:30 - 18:30
Wednesday 10:30 - 18:30
Thursday 10:30 - 18:30
Friday 10:30 - 18:30

Telephone

+995322307603

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საფარი • Sapari posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საფარი • Sapari:

Share