Human Rights Protection Organization! თქვენი უფლებების დამცველი ორგანიზაცია!
(1)
16/10/2025
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 60-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო უფლებები საქართველოს პროექტში, რომელიც კახეთის რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას ითვალისწინებდა.
შემაჯამებელ ვიდეოში ახალგაზრდები გვიზიარებენ გამოცდილებასა და ხედვას, თუ როგორ აპირებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას იმისათვის, რომ შეცვალონ თავიანთი თემების ცხოვრება უკეთესობისკენ.
პროექტი ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან და ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროკავშირი (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი / Leliani Adult Education Center
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი • Akhalsopeli Youth Center
15/10/2025
(For English, please, scroll down)
📢 ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ლიდერებმა თანატოლებისთვის ადამიანის უფლებებზე ტრენინგი ჩაატარეს. ამით დასრულდა უფლებები საქართველოს პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებას ითვალისწინებდა.
📚 პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 60-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში — ტრენერთა ტრენინგებში, საგრანტო განაცხადების წერისა და ფონდების მოძიების ტრენინგებში, საინფორმაციო შეხვედრებში, ასევე ლელიანსა და ახალსოფელში ბიბლიოთეკების განახლების ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებაში.
💬 პროექტის მონაწილეებმა თავიანთი გამოცდილება და ხედვები გააზიარეს ვიდეოების სერიაში „ახალგაზრდების ხმები კახეთიდან“.
🌱 ინიციატივა განხორციელდა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა და ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრთან პარტნიორობით, და ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) ფინანსური მხარდაჭერით.
📢 At the Leliani Adult Education Center, young leaders from Lagodekhi Municipality held a human rights training for their peers, marking the final event of Rights Georgia’s youth empowerment initiative in Kakheti.
📚 Throughout the project, more than 60 young people from Lagodekhi and Kvareli municipalities took part in a variety of activities — including Training of Trainers sessions, trainings on project proposal writing and fundraising, informational meetings, as well as youth-led initiatives focused on renewing library collections in Leliani and Akhalsopeli.
💬 The participating youth also shared their experiences and perspectives through a video series titled “Youth Voices from Kakheti.”
🌱 The initiative was implemented in partnership with the Leliani Adult Education Center and the Akhalsopeli Youth Center, with financial support from the European Union (EU) and the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (UN OHCHR).
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი / Leliani Adult Education Center
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი • Akhalsopeli Youth Center
14/10/2025
📢 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ
📌 ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას.
📌 ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
📌 ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.
📌 ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.
📌ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში.
📢 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებების დაცვას.
📌 იურიდიული დახმარების ქსელი 12-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით აამოქმედა. ქსელის ფარგლებში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამ დრომდე ქსელის ცხელი ხაზით 10 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. ქსელის წევრი ორგანიზაციების ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი მოინახულეს იზოლატორებში და გაუწიეს როგორც პირველადი სამართლებრივი დახმარება, ასევე, მათი დიდი უმრავლესობის უფლებები დაიცვეს სასამართლო პროცესებზე. სამართლებრივი დახმარების ქსელი ასევე 1400-მდე პირს დაეხმარა უსამართლო ჯარიმების გასაჩივრებაში და განახორციელა სასამართლო წარმომადგენლობა. აღნიშნული საქმეების ნაწილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში კვლავაც განხილვის ეტაპზეა. ქსელის ადვოკატები აგრძელებენ აქციების დროს დაზარალებული პირების უფლებების დაცვას საგამოძიებო ორგანოებში. ქსელის საქმიანობის მიღმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სამართლებრივ დახმარებას ასევე უწევს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს.
📌 გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2024-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიიღო და აამოქმედა არაერთი კანონი, რომლებიც კრძალავს რესურსების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, ახდენს თანამოქალაქეთა დახმარების კრიმინალიზებას და მოითხოვს ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ „უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში. ამ ეტაპისათვის, ქსელში შემავალი ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროს დაწყებული აქვს მონიტორინგი სხვადასხვა საფუძვლით. პარალელურად, დაყადაღებულია სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ცალკეული ორგანიზაციების ანგარიშები და სისხლის სამართლის მძიმე მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ მათი ხელმძღვანელი პირები.
📌 განხორციელებული რეპრესიული და ანტიდემოკრატიული კანონების ამოქმედების შედეგად, ორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა, ხოლო ნაწილი - ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას დარჩენილი მინიმალური რესურსებითა და პირადი ძალისხმევით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არცერთი ადამიანი არ დარჩეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გარეშე და არსებული რესურსების გათვალისწინებით, კვლავ გავაგრძელებთ მოქალაქეების დაცვას.
📚 ახალგაზრდების ჩართულობით, ლელიანში ბიბლიოთეკის განახლების ინიციატივა განხორციელდა
(For English, please scroll down)
📌 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აქტიურმა ახალგაზრდებმა წარმატებით განახორციელეს სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ლელიანის ზრდასრულთა განვითარების ცენტრის ბიბლიოთეკის ფონდის განახლებას ითვალისწინებდა.
🎬 ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მოაწყეს საჯარო კინოჩვენება, კინოჩვენებაზე დასწრების სიმბოლურ საფასურად კი ბიბლიოთეკითვის ახალი წიგნის გადაცემა დააწესეს. ამგვარი შემოქმედებითი გზით, მხოლოდ ერთ დღეში, ბიბლიოთეკამ სხვადასხვა ჟანრის 10-მდე წიგნის შეგროვება შეძლო.
📌 ინიციატივა უფლებები საქართველოს და ლელიანის ზრდასრულთა განვითარების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდები ბიბლიოთეკის განახლების ინიციატივის სისტემატიურად ჩატარებას გეგმავენ.
🌱 ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება ნაწილია უფლებები საქართველოს ძალისხმევისა, რომელიც კახეთის რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).
—------------------
📚 A Library Renewal Initiative Carried Out by Youth in Leliani
📌 Active young people from Lagodekhi Municipality successfully implemented a civic initiative aimed at renewing the library collection of the Leliani Adult Education Center.
🎬 As part of the initiative, the youth organized a public film screening, where the symbolic entrance fee was the donation of a new book for the library. Through this creative approach, the library managed to collect around 20 books of various genres in just one day.
📌 The initiative was implemented with the support of Rights Georgia and the Leliani Adult Education Center. The young participants plan to continue organizing similar book renewal activities on a regular basis.
🌱 Encouraging youth-led initiatives is part of Rights Georgia’s broader efforts to promote civic engagement among young people in the Kakheti region and to raise awareness of human rights at the local level. The project is financially supported by the European Union (EU) and the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (UN OHCHR).
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი / Leliani Adult Education Center
10/10/2025
💬 ახალგაზრდებმა კახეთიდან ადგილობრივ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
(For English, please, scroll down)
📌 ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა იმსჯელეს მათთვის მნიშვნელოვან თემებზე — ახალგაზრდების განვითარების შესაძლებლობებზე, თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე, სოციალური სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე.
📌 შეხვედრა იყო დასკვნითი დისკუსია საინფორმაციო შეხვედრების სერიიდან, რომელიც მოიცავდა ხუთ პირისპირ და ხუთ ონლაინ შეხვედრას ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან.
🌱 ინიციატივა განხორციელდა უფლებები საქართველოს, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლობით, ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით.
💬 Young People from Kakheti Held an Informational Meeting on Local Issues
📌 At the Akhalsopeli Youth Center, young people from Kvareli Municipality discussed key local issues — youth development opportunities, human rights and equality, access to social services, and infrastructure challenges.
📌 This was the final discussion in a series of informational meetings held for youth from Kvareli and Lagodekhi municipalities, including five in-person and five online sessions.
🌱 The initiative was organized by Rights Georgia, the Leliani Adult Education Center, and the Akhalsopeli Youth Center, with the support of the European Union (EU) and the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (UN OHCHR).
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი / Leliani Adult Education Center
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი • Akhalsopeli Youth Center
10/10/2025
🌟 როგორ შევხვდე მომავალს მომზადებული?
👉 სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალგაზრდებს წარმატებისთვის სჭირდებათ უნარები, კრეატიულობა და მოქნილობა.
🌱ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია:
✨იზრუნონ ე.წ. რბილი და ტექნიკური უნარების განვითარებაზე;
✨შეეძლოთ საკუთარი პოტენციალის გამოყენება, ნიჭის განვითარება და შემოსავლის წყაროდ ქცევა;
✨ისწავლონ ბიზნეს მენეჯმენტის საბაზისო უნარები;
✨არ შეწყვიტონ სწავლა და არ შემოიფარგლონ მხოლოდ ერთი პროფესიით;
✨ისწავლონ, როგორ შექმნან ახალი შესაძლებლობები საკუთარი ძალებით.
✊ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება (მუხლი 23).
👉 გაიგე მეტი დასაქმებისა და მომავლის უნარების შესახებ შესახებ ჩვენი საინფორმაციო ბარათებიდან, რომელიც ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა.
📣იცოდე შენი უფლებები. იმოქმედე ცვლილებისთვის.
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
09/10/2025
ახალგაზრდების ხმები კახეთიდან: როგორ გეხმარება არაფორმალური განათლება?
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი • Akhalsopeli Youth Center
09/10/2025
პროფესიონალის რჩევა ახალგაზრდებს: როგორ გეხმარება არაფორმალური განათლება?
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი / Leliani Adult Education Center
09/10/2025
📚 სწავლა ყველგან შეგიძლია!
👉 ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობები სკოლაში არ მთავრდება.
✨ ტრენინგები, ბანაკები და ახალგაზრდული გაცვლები (Erasmus+, European Solidarity Corps)
✨ ონლაინ სასწავლო პლატფორმები (Coursera, Udemy, edX, Google Digital Garage, Microsoft Learn)
✨პროფესიული პროგრამები საქართველოში (vet.emis.ge)
✨ და სოციალური მედიაც კი, როგორც ცოდნის წყარო (YouTube, LinkedIn)
ახალგაზრდებს ცხოვრებისეული უნარების და პროფესიული ცოდნის მიღებაში ეხმარება და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებთან აახლოებს.
✊ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ამბობს:
📄განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ (მუხლი 26).
💡 განათლება შენი უფლებაა, ხოლო შენ მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
👉 გაიგე მეტი არაფორმალური განათლების და პროფესიული სწავლების შესახებ შესახებ ჩვენი საინფორმაციო ბარათებიდან, რომელიც ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა.
📣იცოდე შენი უფლებები. იმოქმედე ცვლილებისთვის.
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
08/10/2025
პროფესიონალის რჩევა ახალგაზრდებს: რატომ უნდა გავხდე მოხალისე?
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი • Akhalsopeli Youth Center
08/10/2025
🌍 მოხალისეობა – ცვლილება მოქმედებით იწყება!
💪 როცა ახალგაზრდები ერთმანეთთან სოლიდარობას გამოხატავენ, ადგილობრივი თემები უფრო ძლიერი და უსაფრთხო ხდებიან.
👉 მოხალისეობას შეუძლია:
✨ დაეხმაროს კრიზისში მყოფ ადამიანებს,
✨ გააძლიეროს ნდობა და თანადგომა,
✨ შექმნას იმედი მაშინაც, როცა ინსტიტუტები სუსტია.
✊ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გვახსენებს, რომ:
📄ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისა (მუხლი 20);
📄ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება (მუხლი 29).
👉 გაიგე მეტი მოხალისეობის შესახებ ჩვენი საინფორმაციო ბარათებიდან, რომელიც ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა.
📣 იცოდე შენი უფლებები. იმოქმედე ცვლილებისთვის.
European Union in Georgia
UN Georgia
United Nations Human Rights
Address
Akaki Gakhokidze Str. 11 A, აკაკი გახოკიძის ქ. # 11 ა Tbilisi 0160
Be the first to know and let us send you an email when Rights Georgia / უფლებები საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Organization
Send a message to Rights Georgia / უფლებები საქართველო:
"უფლებები საქართველო" (ყოფილი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”) არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები არიან პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ მის უმთავრეს ამოცანად რჩება. ამასთან, ამ ამოცანის მისაღწევად, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების გარდა სწავლებას, კვლევასა და ანალიზს გამოიყენებს. უფრო ინტენსიურს გახდის მის მონაწილეობას სამართალშემოქმედებით პროცესებში, რამაც ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენცია და უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს.
ორგანიზაციის მისია
ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჩვენ წვლილი შეგვაქვს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებაში.
ორგანიზაციის ფასეულობები:
1) დემოკრატიული საზოგადოება კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრვებით ყალიბდება;
2) ადამიანის უფლებათა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების გარანტია;
3) ნდობა კვალიფიციური საქმიანობით მოიპოვება.
4) მნიშვნელოვანი შედეგები გუნდური მუშაობით მიიღწევა;
ორგანიზაციის მიზნები
1) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით და მეორე თავის სხვა მუხლებით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დამკვიდრება და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
2) კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება;
3) მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;
4) ადამიანის უფლებადამცველ პირთათვის, მათი საქმიანობის განხორციელებაში თანადგომა და მათი პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა;
5) საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების ამაღლება;
6) იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის ამოცანები
1) ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, შედარებითი ანალიზი და დანერგვა;
2) სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოებში;
3) მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და მის სრულყოფაზე ზრუნვა;
4) თანამშრომლობა ადამიანის უფლებადამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის იურისტთა პროფესიულ გაერთიანებებთან;
5) საგანმანათლებლო საქმიანობა;
6) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიების წარმოება.