ისტორია: ჟურნალი "ავტოპილოტი" არის რამდენიმე წლის წინ დაწყებული ერთჯერადი ონლაინ და ბეჭდვითი ესემეს და ლოგ-პროექტების გაგრძელება ამჯერად პერიოდული გამოცემის სახით. ძველი პროექტები შეგიძლიათ იხილოთ "გლობალ დარკნეს პაბლიშინგის" პორტალზე: http://zigota.wordpress.com
ფუნქცია: “ავტოპილოტში” ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია ონლაინ გაცვლილი ტექსტური მიმოწერა ყოველდღიური ესემესების, იმეილების, ფორუმების პოს
ტებისა და სხვადასხვა მესინჯერებიდან შენახული ლოგების სახით.
ჟურნალი ასევე ბეჭდავს ციფრული მიმოწერისას სპონტანურად თუ ძალისხმევით გაჩენილ ტექსტებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მათი დაწერის დროს, არ იყო გამიზნული კონკრეტულ ლიტერატურულ ფორმებად.
რედაქტირების პროცესი ამ ტექსტებს დაუმუშავებელი სიტყვების გროვიდან ადვილად წასაკითხ და, რაც მთავარია, თავშესაქცევ ექსპერიმენტულ პროზად გადააქცევს.
ინტერაქტიული ტექსტების ბეჭდური გავრცელების გარდა, “ავტოპილოტის” დამატებითი ამოცანაა ახალი ქართული მოკლე მოთხრობის პოპულარიზაციაც, რასაც ჟურნალი ნაკლებად ცნობილი ან სრულიად უცნობი ავტორების გამოქვეყნებით ეცდება.