მომხმარებელი.ge | Momxmarebeli.ge

მომხმარებელი.ge | Momxmarebeli.ge მომხმარებლის უფლებების დაცვა:
მოქალაქეთა ინფორმირება და კონსულტაციები.

ეს გვერდი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“. გვერდს მართავს ორგანიზაციის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა.

ცენტრი მიზნად ისახავს ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები შემდეგია:
• მომ

ხმარებელთა ცნობიერების ამაღლება;
• სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და ბაზრის მონიტორინგი;
• საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.momxmarebeli.ge/

📢 სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency-მ საფრთხის შემცველი ე.წ. ტყლარწებისა და ბუშტებ...
27/05/2025

📢 სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency-მ საფრთხის შემცველი ე.წ. ტყლარწებისა და ბუშტების 8 ნიმუში გამოავლინა.

⚠️ ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ ყველა მათგანი მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს.

👉 სათამაშოების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე https://msa.gov.ge/dangerproducts

❗️ სააგენტოს ინფორმაციით, ხდება საფრთხის შემცველი ნიმუშების გამოთხოვა, რაც, სავარაუდოდ, პროდუქციის მომხმარებლისგან გამოთხოვას გულისხმობს.

❌ თუმცა, სამწუხაროდ, როგორც წესი, სააგენტო საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, ან ვებსაიტის სიახლეებში არ ავრცელებს ინფორმაციას გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქციის შესახებ.

❌ უცნობია საფრთხის შემცველი პროდუქციის ნახევრის საიდენტიფიკაციო მონაცემებიც (სავაჭრო ნიშანი, მწარმოებელი ქვეყანა), პროდუქციის ფოტოების ხარისხიც დაბალია, რაც მათ ამოცნობას ართულებს.

❌ ამასთანავე, 6 პროდუქტის შესახებ განცხადებაში გამოქვეყნების თარიღებად 15-16 მაისია მითითებული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ რეგულარულად ვადევნებთ თვალს სააგენტოს ვებსაიტს და აღნიშნული განცხადებები 20 მაისამდე არ გამოქვეყნებულა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა, რაზეც მივუთითეთ კიდეც სააგენტოს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

❌ დაბოლოს, სააგენტოს საიტი დიდი ხანია ხარვეზით მუშაობს და თავდაპირველად, ქართულის ნაცვლად, მისი ინგლისური ვერსია იხსნება.

☣ ყოველივე ეს ხელს უშლის იმას, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს და მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ თავისი ბავშვები საფრთხეებისაგან შეძლებისდაგვარად დაიცვან.

📢 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგების კიდევ ერთი ნაწილი გამოაქვე...
22/05/2025

📢 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგების კიდევ ერთი ნაწილი გამოაქვეყნა.

❗️ შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო საწარმოების (მათ შორის, კვების ობიექტების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების), სურსათის, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შემოწმების შედეგებს რეგიონების მიხედვით:

👉 ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება - https://nfa.gov.ge/Ge/StateControl;
👉 აგროქიმიკატები და პესტიციდები - https://nfa.gov.ge/Ge/Page/Control%20Results%20of%20Agrochemicals%20and%20Pesticides

⚠️ სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency-სგან კვლავ ველით სურსათის ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და ვეტერინარული კონტროლის შედეგების გამოქვეყნებას.

22/05/2025

🧫 შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა

☎️ 20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინება შემოვიდა.

🔸 ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს. არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში „ახალი ხორცი“, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა.

🔸 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი") კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო.

🔸 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთანაც (ი/მ „ვახტანგ ლომიძე“, მის: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

🔸 დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ არის დანერგილი HACCP სისტემა.

📢 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისაგან.

‼️ ბოტულიზმი მწვავე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს.
ბოტულიზმის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია სანიტარიული და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა საკვები პროდუქტების კონსერვირებისას.


#სურსათისუვნებლობა

📢 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.👉 შეგი...
08/05/2025

📢 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

👉 შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო საწარმოების (მათ შორის, კვების ობიექტების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების) შემოწმების შედეგებს რეგიონების მიხედვით: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl - ინსპექტირება.

📊 სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency-სგან ველით კონტროლის დანარჩენი შედეგების გამოქვეყნებას.

📢 ამონარიდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბუკლეტიდან „სურსათის შენახვა და მისი გავლენა ხარი...
05/05/2025

📢 ამონარიდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბუკლეტიდან „სურსათის შენახვა და მისი გავლენა ხარისხსა და უვნებლობაზე“.

✅ ჩვენ ვზრუნავთ სურსათის უვნებლობაზე!

🇬🇪 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს!

👉 ბუკლეტის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზეhttps://www.momxmarebeli.ge/files/resources/docs/kGQ0Kos5Grx65imDyXQmTWLHn0OCpI.pdf

🤝 ბუკლეტი მომზადებულია ევროკავშირისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით.

🤝 პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომლის წამყვანი პარტნიორიცაა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association.

🇪🇺 ევროკავშირთან ინტეგრაცია ნიშნავს სურსათის უვნებლობის მაღალ დონეს საქართველოში!

#კიევროპას

📢 სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency-მ საფრთხის შემცველი სათამაშოების 9 ნიმუში გამო...
29/04/2025

📢 სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო / LEPL Market Surveillance Agency-მ საფრთხის შემცველი სათამაშოების 9 ნიმუში გამოავლინა.

⚠️ ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ ყველა მათგანს სძვრება პატარა ნაწილები, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გაგუდვა გამოიწვიოს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხდება საფრთხის შემცველი ნიმუშების სავაჭრო ქსელიდან ამოღება.

👉 სათამაშოების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე https://msa.gov.ge/dangerproducts

❗️ სამწუხაროდ, როგორც წესი, სააგენტო საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, ან ვებსაიტის სიახლეებში არ ავრცელებს ინფორმაციას გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქციის შესახებ, იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს და მოქალაქეები საფრთხეებისაგან მეტად იყვნენ დაცული.

17/04/2025

GEO | ENG
NEWS | 👥 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში, ი/მ გიორგი ბასილიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

➡️GCCA-ის მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მანქანის გარბენის (ოდომეტრის) შესახებ ინფორმაცია - 190 952 კმ-დან 55 000 კმ-მდე შეამცირა/შეცვალა. შესაბამისად, ნივთის შეძენის დროს, მოვაჭრემ მომხმარებელს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.

🚗მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტომობილის შეძენისას, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მანქანის გარბენის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ავტომობილის ცვეთის, ტექნიკური მდგომარეობის და ღირებულების განსაზღვრისას. კერძოდ, დაბალი გარბენის შემთხვევაში ფასი იზრდება, ხოლო მაღალის შემთხვევაში მცირდება. ასევე, მაღალი გარბენი ნიშნავს, რომ მანქანამ უფრო მეტად განიცადა ცვეთა და შეიძლება სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდეს.

❗️GCCA-ის პოზიციით, გარბენი არის ფასის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი და წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, ხოლო ოდომეტრის მონაცემების უზუსტობით ან დამალვით ირღვევა ინფორმირებული მომხმარებლის სტანდარტი, სახელშეკრულებო პირობები, სამართლებრივი მოლოდინები და კანონმდებლობის მიხედვით იდენტიფიცირდება როგორც შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის ვალდებულებაა - უზრუნველყოს მომხმარებელთა სრული ინფორმირება ოდომეტრის შესახებ მკაფიოდ, გამჭვირვალედ და სრულყოფილად.
🔗ვრცლად: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1698
^^^^^
The Georgian Competition and Consumer Agency (GCCA) has established a violation of the Law of Georgia on the Protection of Consumer Rights in the vehicle trade sector by ind. entrepreneur Giorgi Basilidze.

Following a review of the materials submitted to the Agency, it was established that the trader had intentionally manipulated the odometer reading of a vehicle, reducing it from 190,952 km to 55,000 km. Consequently, the consumer was misled by inaccurate information at the time of purchase.

The GCCA underscores that a vehicle’s mileage is a key indicator in assessing its wear and tear, technical condition, and market value. Typically, lower mileage corresponds to a higher price, while higher mileage suggests greater usage and potential repair needs. As such, mileage is a critical factor influencing a consumer’s purchasing decision and the overall valuation of the vehicle.
The Agency further notes that the odometer reading constitutes a material term of the purchase agreement. Any falsification or concealment of this information compromises the consumer’s ability to make an informed decision, breaches contractual obligations and legal expectations, and, under Georgian law, qualifies as a misleading commercial practice.

In line with the Agency’s decision, the trader is required to provide accurate, transparent, and complete information regarding a vehicle’s mileage. Furthermore, the consumer who filed the complaint with the Agency is seeking a proportional reduction in the vehicle’s purchase price an appeal that the GCCA considers lawful and justified.

15/04/2025

GEO | ENG
NEWS | 👥 GCCA-იმ ფასდაკლებების პერიოდში მარაგების სწორად მართვის და ინფორმაციის დროულად მიწოდების სტანდარტი დაადგინა

👉საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოების სექტორში, შპს „ნოვას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

❗️GCCA-ის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ სპეციალური შეთავაზებების/ფასდაკლებების პერიოდში, მოვაჭრის მიერ არ განხორციელდა საქონლის მარაგების დროული გადამოწმება, ასევე, მოვაჭრის ვებ-გვერდზე საქონლის ხელმისაწვდომობის შესახებ სწორი და მკაფიო ინფორმაციის განთავსება. შედეგად, მომხმარებელმა მარაგის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია სპეციალური შეთავაზებების დასრულების შემდგომ გაიგო და ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდა.

📌სააგენტოს პოზიციით, მოვაჭრე ვალდებულია, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე, ფასდაკლების შეთავაზების პერიოდში, უზრუნველყოს მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება და მკაფიოდ, არაორაზროვნად მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ - აღნიშნული ინფორმაციის დროული განახლება ვერ ხორციელდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული, იმავე კატეგორიის საქონელის (არსებობის შემთხვევაში) ფასდაკლებით შეთავაზება, რომლითაც მომხმარებელს შეკვეთის განთავსების დღეს შეეძლო ესარგებლა. თუ ფასდაკლების პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა უკვე განათავსა შეკვეთა და განახორციელა შესყიდვა, ის არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ მოვაჭრემ მარაგები არასწორად მართა.
🔗ვრცლად: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1694
^^^^^
GCCA establishes standards for effective stock management and timely consumer communication during discount campaigns

The Georgian Competition and Consumer Agency (GCCA) has established that LLC “Nova”, operating in the construction and renovation materials sector, violated the Law of Georgia on the Protection of Consumer Rights by engaging in unfair commercial practices.

As part of the investigation, the Agency determined that during promotional and discount campaigns, the trader failed to properly manage inventory and did not provide consumers with accurate and clear information regarding product availability on its website. Consequently, consumers became aware of the stock shortages only after the promotional period had ended, thereby missing the opportunity to benefit from the advertised discounts.

The GCCA underscores that traders are obligated, both prior to entering into contractual relations and throughout the duration of discount campaigns, to provide timely updates and clear, unambiguous information regarding product availability. If timely updates are not feasible, traders must offer alternative products of the same category (where available) at the discounted price valid on the date the consumer placed the order. Moreover, if a consumer has placed an order and completed a purchase during the discount period, they must not incur any disadvantage as a result of the trader’s improper stock management.

Address

Delisi 1st Line 5a
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322399018

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მომხმარებელი.ge | Momxmarebeli.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მომხმარებელი.ge | Momxmarebeli.ge:

Share