CaYNex

Call Directions Website Contact the organization

CaYNex კავკასიის ახალგაზრდული კავშირი (CAUCASUS YOUTH NEXUS)

ორგანიზაციის მისიაა: ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეთნიკური, რასობრივი, სექსუალური, რელიგიური თუ სხვა ხასიათის უმცირესობების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაცია და განვითარება. ასევე თანამშრომლობა როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

🎭 OPEN CALL 🇬🇪🇲🇩🇺🇦 | საერთაშორისო 5 დღიანი საგანმანათლებლო პროექტი მოლდოვაში (100 % იანი დაფინანსებით)ხარ მოცეკვავე, პერ...
11/09/2026

🎭 OPEN CALL 🇬🇪🇲🇩🇺🇦 | საერთაშორისო 5 დღიანი საგანმანათლებლო პროექტი მოლდოვაში (100 % იანი დაფინანსებით)

ხარ მოცეკვავე, პერფორმერი, არტისტი, მხატვარი, სტრიტარტისტი, კულტურის მენეჯერი ან პროდიუსერი და გინდა საერთაშორისო გარემოში ახალი ადამიანების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და შენი პროფესიული განვითარების ახალი გზების აღმოჩენა? 🌍

🇬🇪🇲🇩🇺🇦 გიწვევენ 5-დღიან საერთაშორისო რეზიდენციაზე მოლდოვაში, სადაც 20 ახალგაზრდა და საშუალო კარიერის პროფესიონალი არტისტი საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან ერთად იმუშავებს, ისწავლის და გამოცდილებას გაცვლის.

📅 18–23 ოქტომბერი, 2026
📍 მოლდოვა — Eco Village
👥 საქართველოდან შეირჩევა 6–7 მონაწილე
🎯 პრიორიტეტი მიენიჭება 18–35 წლის მონაწილეებს
🗣 სამუშაო ენა: ინგლისური

🌱 რას მოგცემს რეზიდენცია?
🔹 გამოცდილების გაცვლას სხვა ქვეყნების პროფესიონალებთან
🔹 ახალი საერთაშორისო კავშირებისა და პარტნიორობების შექმნას
🔹 დამოუკიდებელ კულტურულ სფეროში მდგრადი მუშაობის ახალი მიდგომების აღმოჩენას
🔹 პრაქტიკულ ინსტრუმენტებს პროფესიული და ფინანსური მდგრადობისთვის
🔹 თანაშექმნისა და peer-to-peer სწავლების გამოცდილებას
🔹 ახალი იდეების, თანამშრომლობებისა და სამომავლო პროექტების განვითარებას

⚠️ აქ მთავარი არ არის საბოლოო პროდუქტის შექმნა — მთავარი არის ერთმანეთისგან სწავლა, გამოცდილების გაზიარება, პროფესიული მხარდაჭერა და ისეთი გზების ძიება, რომლებიც დამოუკიდებელ არტისტებსა და კულტურის პროფესიონალებს გრძელვადიან განვითარებაში დაეხმარება.

💚 მონაწილეობა, საცხოვრებელი და კვება უზრუნველყოფილია.
✈️ საქართველოს მონაწილეებისთვის მოლდოვაში (კიშინიოვამდე) მგზავრობის (ფრენის) ხარჯები ანაზღაურდება 270 ევრო.

👫 შესაძლებელია განაცხადის შეტანა პროფესიულ დუეტადაც — მაგალითად, არტისტი + მენეჯერი/პროდიუსერი.

⏰ განაცხადების ბოლო ვადა: 12 სექტემბერი, 23:59 CET
👉 თუ მუშაობ საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში და გინდა 5 დღე დაუთმო საერთაშორისო გამოცდილებას, ახალ კავშირებსა და პროფესიულ განვითარებას — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

🔗 განაცხადის ფორმა:
https://inshaosvita.typeform.com/to/aaomPbmh
📌 სრული ინფორმაცია და მოთხოვნები:
https://artaudfellowship-ukraine.org/en/open-call-residency-for-performing-arts-professionals-from-ukraine-mykolaiv-region-moldova-and-sakartvelo/

საკონტაქკო მეილი: [email protected]

📢 გაუზიარე ეს შესაძლებლობა შენს მეგობრებსა და კოლეგებს , შესაძლოა, სწორედ მათ ეძებენ!

#არტისტები #ახალგაზრდულიშესაძლებლობა

🇪🇺🇪🇺🌍  წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი  Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „Find the Balance – Healthy Mind, Healthy ...
22/06/2026

🇪🇺🇪🇺🌍 წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „Find the Balance – Healthy Mind, Healthy Body“, რომელიც 12-20 ივნისს ბაკურიანში გაიმართა.

🌿✨ პროექტის განმავლობაში ახალგაზრდებმა საქართველოდან, გერმანიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან ერთად იმუშავეს ჯანსაღი ცხოვრების წესის, მენტალური კეთილდღეობისა და პიროვნული განვითარების საკითხებზე.

💡 არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი მეთოდების დახმარებით მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა მენტალური ჯანმრთელობის, ფიზიკური აქტივობის, ციფრული დეტოქსის, mindfulness-ის, ბუნებასთან კავშირის, არტ-თერაპიისა და ახალგაზრდული აქტივიზმის მიმართულებით. პროექტი მათთვის გახდა ახალი მეგობრობების, გამოცდილების გაზიარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის უნიკალური სივრცე.

🧠💪🌿 პროექტმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაეცნობიერებინათ ჯანსაღი ბალანსის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეემუშავებინათ პრაქტიკული მიდგომები საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

🤝✨ გვჯერა, რომ პროექტის შედეგები და მიღებული ცოდნა მონაწილეებს მომავალშიც დაეხმარება უფრო ჯანსაღი, აქტიური და დაბალანსებული ცხოვრების შექმნაში.

🇪🇺 კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, მონაწილესა და პოლონეთის Erasmus+ ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს პროექტის მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.

🇪🇺🌍 Another successful Erasmus+ Youth Exchange project, "Find the Balance – Healthy Mind, Healthy Body," has come to an end! The project took place in Bakuriani, Georgia, from June 12–20.

🌿✨ Throughout the project, young people from Georgia, Germany, Lithuania, Ukraine, Poland, and Armenia came together to explore topics related to healthy lifestyles, mental well-being, and personal development.

💡 Through a variety of non-formal education methods, participants deepened their understanding of mental health, physical activity, digital detox, mindfulness, connection with nature, art therapy, and youth activism. The project provided a unique space for building new friendships, sharing experiences, and fostering intercultural dialogue.

🧠💪🌿 Participants had the opportunity to better understand the importance of maintaining a healthy balance in everyday life and to develop practical approaches for improving their overall well-being.

🤝✨ We believe that the knowledge, skills, and experiences gained during the project will continue to inspire participants to lead healthier, more active, and more balanced lives in the future.

🇪🇺Caucasus youth Nexus would like to express its sincere gratitude to all partner organizations, participants, and representatives of the Polish Erasmus+ National Agency for their support and successful cooperation in making this project possible.

#ერასმუსპლუს #ახალგაზრდულიგაცვლითი

14/06/2026

Find the Balance

For English scroll down ⬇️🇪🇺🇪🇺🌍  12 ივნისს დაიწყო მორიგი Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი ბაკურიანში “Find the Bal...
14/06/2026

For English scroll down ⬇️

🇪🇺🇪🇺🌍 12 ივნისს დაიწყო მორიგი Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი ბაკურიანში
“Find the Balance – Healthy Mind, Healthy Body”

🌿🌿 პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მენტალური და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესება სწრაფად ცვალებად და ხშირად სტრესულ სამყაროში.

💡💡 არაფორმალური განათლების მეთოდებით ახალგაზრდები ერთვებიან აქტიურ პროცესებში, აზიარებენ გამოცდილებას, ღიად მსჯელობენ და სწავლობენ უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოში, სადაც წახალისებულია ურთიერთგაგება და ინტერკულტურული დიალოგი.

🧠💪🌿 პროექტის მთავარი მიმართულებები მოიცავს მენტალურ ჯანმრთელობას, ფიზიკურ აქტივობას, ციფრულ დეტოქსს, ბუნებასთან კავშირს, მთებში ლაშქრობას, მედიტაციასა და mindfulness-ს, არტ-თერაპიას, ახალგაზრდულ აქტივიზმს და ა.შ.

🤝✨ პროექტი აერთიანებს 30 მონაწილეს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, ლიტვა, უკრაინა, პოლონეთი და სომხეთი , ახალგაზრდები ერთად სწავლობენ, იზრდებიან და ქმნიან უფრო ჯანსაღ და დაბალანსებულ მომავალს.

📌 პროექტი ხორციელდება პოლონეთის ერასმუს +ის ნაციონალური სააგენტოს მხარდაჭერით.

🇪🇺 კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის Wave Foundation-ს, ყველა პარტნიორ ორგანიზაციას და პოლონეთის ერასმუს + ის ნაციონალურ სააგენტოს პროექტის მხარდაჭერისთვის.

🇪🇺🇪🇺🌍 On June 12, a new Erasmus+ youth exchange project started in Bakuriani “Find the Balance – Healthy Mind, Healthy Body”

🌿🌿 The aim of the project is to empower young people to develop, adopt a healthy lifestyle, and improve their mental and emotional well-being in a rapidly changing and often stressful world.

💡💡 Through non-formal education methods, participants engage in active learning, share experiences, openly discuss various topics, and learn in a safe and inclusive environment that encourages mutual understanding and intercultural dialogue.
🧠💪🌿 The main focus areas of the project include mental health, physical activity, digital detox, connection with nature, hiking in the mountains, meditation and mindfulness, art therapy, youth activism, and more.

🤝✨ The project brings together 30 participants from different countries: Georgia, Germany, Lithuania, Ukraine, Poland, and Armenia, where young people learn, grow, and co-create a healthier and more balanced future together.

📌 The Youth Exchange is implemented with the support of the Polish National Agency.

🇪🇺 CAYNEX would like to thank Wave Foundation, all partner organizations and the Erasmus+ National Agency of Poland for supporting the project.

#ერასმუს #ახალგაზრდულიგაცვლითი

For English scroll down🇪🇺🌿24 აპრილს ერასმუს + ის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის “Find the Balance – Healthy Mind, Health...
24/04/2026

For English scroll down

🇪🇺🌿24 აპრილს ერასმუს + ის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის “Find the Balance – Healthy Mind, Healthy Body” -ს ონლაინ მოსამზადებელი შეხვედრა გიამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მონაწილე ორგნაიზაციის წარომადგენლები და პროექტის ჯგუფის ლიდერები.

🌍 შეხევდრის ფარგლებში მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ისაუბრეს პროექტის დეტალებზე, კონტენტზე და მოსამზადებელ სამუშაოებზე. მათ გადაინაწილეს დავალებები და პასუხისმგებლობები, რომელიც პროექტის წარმატებით ორგანიზებას ემსახურება.

📍 პროექტი გაიმართება 12-20 ივნისს, საქართველოში, რომელსაც დაესწრება 30 ახალგაზრდა პოლონეთიდან, საქართველოდან, ლიტვადან, გერმანიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

🎯🎯პროექტის მთავარი სასწავლო თემებია: მენტალური ჯანმრთელობა; ფიზიკური სიძლიერის მნიშვნელობა; ციფრული დეტოქსი; მთებში ლაშქრობა; მედიტაცია და ცნობიერება; ადამიანის ბუნებასთან კავშირი; ერასმუს+ და ახალგაზრდული საქმიანობა; ხელოვნება, როგორც თერაპია.

🇵🇱 🇬🇪 პროექტის აპლიკანტია:- Fundacja Global Wave ( Poland), პროექტის ჰოსტია - CAYNEX ( Georgia). მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებსა და მათ ლიდერებს თანამშრომლობისთვის. Armenia - International Centre for Youth Empowerment & Cooperation IC-YEC ; Germany – JUBUK ; Ukraine – Lets do it Ukraine ; Lithuania - Socialinis efektas, asociacija;

🤝 🤝 პროექტი ხორციელდება ერასმუს + ის პროგრამის, პოლონეთის ნაციონალური საგეენტოს მხარდაჭერით.

🙌 ერთად ვიზრუნოთ ახალგაზრდების განათლებაზე, ჩართულობასა და ჯანმრთელობაზე.

🇪🇺🌿 On April 24, an online preparatory meeting was held for the Erasmus+ youth exchange project “Find the Balance – Healthy Mind, Healthy Body.” The meeting was attended by representatives of the participating organizations and project group leaders.

🌍 During the meeting, participants and organizers discussed the project details, content, and preparatory activities. They also distributed tasks and responsibilities to ensure the successful implementation of the project.

📍 The project will take place from June 12–20, in Georgia and will bring together 30 young people from Poland, Georgia, Lithuania, Germany, Armenia, and Ukraine.

🎯🎯 The main learning topics of the project include: Mental health; Physical strength; Digital Detox; Hiking in mountains; Meditation and Mindfulness; Connection with Nature; Erasmus + and youth work; Art As Therapy;

🇵🇱 🇬🇪The applicant organization is Fundacja Global Wave (Poland), and the host organization is CAYNEX (Georgia). We would like to express our gratitude to our partner organizations and their leaders for their cooperation: Armenia – International Centre for Youth Empowerment & Cooperation (IC-YEC); Germany – JUBUK; Ukraine – Let’s Do It Ukraine; Lithuania – Socialinis efektas, asociacija.

🤝 🤝 The project is implemented with the support of the Erasmus+ Program , By the Polish National Agency.

🙌 Let us work together to promote youth education, engagement, and youth well-being.

💚🌿 დარგე იდეა, გაზარდე მომავალი. ინგლისურენოვანი მწვაბე ბანაკი- “მომავლის ფესვები”  13-17 წლის ახალგაზრდებისთვის 🌳👌
22/04/2026

💚🌿 დარგე იდეა, გაზარდე მომავალი.
ინგლისურენოვანი მწვაბე ბანაკი- “მომავლის ფესვები” 13-17 წლის ახალგაზრდებისთვის 🌳👌

For English, scroll down⬇️

🌱💚 დარგე იდეა, გაზარდე მომავალი...

🌿 ინგლისურენოვანი მწვანე ბანაკი - “მომავლის ფესვები” - თქვენი პროფესიული გზა იწყება ჩვენთან ერთად.

🌍🌿 10 წელში კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური გამოწვევები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ახალ რეალობას სისტემური მიდგომა და განათლებული ექსპერტები სჭირდება. შესაბამისად, ახალგაზრდების განათლებაში ინვესტიცია, მდგრადი და წარმატებული მომავლის გარანტია იქნება.

🔥 მზად ხართ იყოთ დაეუფლოთ მომავლის პროფესიას და თქვენი წვლილი შეიტანოთ დედამიწის მდგრად განვითარებაში? გააგრძელეთ პოსტის კითხვა 💚

🌿 გახდი იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც კლიმატის ცვლილებას და ეკოლოგიურ გამოწვევებს არა მხოლოდ სწავლობს, არამედ მოქმედებს 💚

🌍 ინგლისურენოვანი მწვანე ბანაკი “მომავლის ფესვები” ბაკურიანში აერთიანებს:

👉 განათლებას + თავგადასავლებს + ფიზიკურ აქტივობებს + კარიერის დაგეგმვას.
👉ბანაკი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ მოზარდმა დღესვე დაიწყოს მზადება პრესტიჟული და მზარდი მოთხოვნის მქონე პროფესიებისთვის.

რას მიიღებთ ჩვენთან:

🚀ESG მენეჯმენტისა და ეკო მიმართულებების შესწავლას, რომლებიც გლობალურად მოთხოვნადი სფეროებია.
🚀ინგლისური ენის ყოველდღიურ პრაქტიკას (კომუნიკაციას+წერა).
🚀პროფესიულ და კარიერულ წინსვლას - საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები, LinkedIn , CV-ს პროფესიული აწყობა. ინფორმაცია Erasmus+ გაცვლითი პროგრამისა და აქტივობების შესაძლებლობებზე.
🚀დასვენებასა და განვითარებას ერთდროულად – ბაკურიანის ბუნება, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, “სოფტ” უნარები და სახალისო საღამოს პროგრამა.
🚀მსგავსი ინტერესების მქონე ახალი მეგობრების პოვნას.

📅 მნიშვნელოვანი დეტალები:

⚡ I ნაკადი, თარიღი: 25 - 30 ივნისი (6 დღე) 🗓️
II ნაკადი, თარიღი: 2-7 ივლისი ( 6 დღე) 🗓️
⚡ ასაკი: 13 - 17 წელი
⚡ ადგილი: ბაკურიანი, სასტუმრო: Bakuriani Resort (https://www.facebook.com/BakurianiResorts)
⚡ რაოდენობა: 40 მონაწილე ( მაქსიმუმ)
⚡ ღირებულება: 780 ლარი 980 ლარის ნაცვლად. (მხოლოდ პირველი და მეორე ნაკადებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება)
⚡ ბანაკის ყველა აქტივობა და კომუნიკაცია შედგება ინგლისურ ენაზე, თუმცა მონაწილეს არ მოეთხოვება ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა, ვინაიდან ბანაკის ფუნდამენტური არსია “სწავლა ჩართულობით”
⚡ ამასთან ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

💳📌 ბანაკის საფასური მოიცავს ყველა საჭირო ხარჯს(სასტუმრო, კვება, ტრანსპორტი, კაკაო break, მატერიალები, ბანაკის პროგრამა, ეკო მეგობრული საჩუქრები და მაისურები, სერთიფიკატები). 📌

🛡️ გარანტია და უსაფრთხოება:

✅ ხარისხის გარანტია: ჩვენ სრულად ვაგებთ პასუხს ბანაკის ხარისხზე. მონაწილის უკმაყოფილების შემთხვევაში, ლოგიკური არგუმენტების გათვალისწინებით, ორგანიზაცია მშობელს თანხის 50%-ს უკან დაუბრუნებს.
✅ ციფრული ბალანსი: მშობლებთან შეთანხმებით, 10:00-დან 19:00 საათამდე ბავშვებს ტელეფონებზე წვდომა შეეზღუდებათ (გარდა ციფრული აქტივობებისა).
✅ გადახდა: ადგილის დასაჯავშნად ღირებულების 20% (160 ლარი) უნდა დაიფაროს 10 მაისამდე, თანხის დარჩენილი ნაწილი კი 15 ივნისამდე. ( I ნაკადი)

📝 დოკუმენტაცია და რეგისტრაცია:

•🔗 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/xYRoE3L221fPeKtF7

•📂ბანაკის საინფორმაციო დოკუმენტი: https://drive.google.com/file/d/1ikMB4ZDeuqzAIHfK-2-Ntj_I5vYs0EhH/view?usp=sharing

•👥 გაიცანით ჩვენი გუნდი: https://drive.google.com/file/d/1gp_RRIUiZcb-BLAvCeXmCPob3bB0CXmz/view?usp=sharing

•⏰ბანაკის განრიგი (პროგრამა): https://drive.google.com/file/d/1pVkLpRJjrFA35p4UDb3hdi39WChbFPQs/view?usp=sharing

ჩვენი დაორგანიზებული ბანაკები და საერთაშორისო პროექტები:

🌐 https://www.facebook.com/reel/1272032288301199
🌐 https://www.facebook.com/reel/758467396598184
🌐 https://www.facebook.com/reel/1162717578291576
🌐 https://www.facebook.com/reel/1065149131591878
🌐 https://www.facebook.com/reel/1231696084056194

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 📞 +995 500057948

ან მოგვწერეთ: 📧 [email protected]

_________________________________________

🌱💚 Plant an idea, grow the future…

🌿 English-Language Green Camp "Roots of the Future" Your professional journey starts with us. 🚀

🌍🌿 In 10 years, climate change and ecological challenges will become increasingly critical. This new reality demands a systemic approach and educated experts. Consequently, investing in youth education is the guarantee of a sustainable and successful future. Are you ready to master the professions of the future and contribute to the sustainable development of our planet? Keep reading! 🙂 📖

🌿 Become part of the generation that doesn’t just study climate change and ecological challenges but takes action. 💚
The English-language Green Camp "Roots of the Future" in Bakuriani combines:

👉 Education + Adventure + Physical Activity + Career Planning. 🧗‍♂️ 🎯

✨ The camp is the best opportunity for teenagers to start preparing today for prestigious professions with ever-growing demand. 🎓
What You Will Gain:

🚀 ESG Management and Eco-Trends: Study fields that are in high demand globally. 📊
🚀 Daily English Practice: Immersive communication and writing exercises. 🗣️ 📝
🚀 Professional & Career Advancement: Guidance on study abroad opportunities, LinkedIn optimization, and professional CV building. 💼
🚀Erasmus+ Insights: Information on exchange programs and activity opportunities. 🇪🇺
🚀 Growth and Relaxation: Enjoy the nature of Bakuriani, physical activities, "soft skills" workshops, and an engaging program. 🌲
🚀 Community: Meet new friends with similar interests. 🤝

📅 Essential Details:

⚡ Session I: June 25 to June 30 (6 days) 🗓️
⚡ Session II: July 2 to July 7 (6 days) 🗓️
⚡ Age Group: 13 to 17 years old 🧒 👧
⚡ Location: Bakuriani 🏨 Hotel Bakuriani Resorts
⚡ Capacity: Maximum 40 participants 👥
⚡ Price: 780 GEL (instead of 980 GEL). A 20% discount applies only to the first and second sessions. 💸
⚡ All camp activities and communication will be conducted in English; however, participants are not required to be fully fluent. The fundamental core of the camp is "learning through engagement." ✨
⚡ Note: Spaces are limited!

🔖📌The camp fee covers all essential expenses (including accommodation, meals, transportation, coffee breaks, materials, the camp program, eco-friendly gifts and T-shirts, as well as certificates.)

🛡️ Guarantee and Safety:

✅ Quality Guarantee: We stand fully behind the quality of our camp. In the event of participant dissatisfaction (based on logical arguments), the organization will refund 50% of the fee to the parent.
✅ Digital Balance: By agreement with parents, access to phones will be restricted from 10:00 AM to 7:00 PM (except during specific digital activities). 📵
✅ Payment: To reserve a spot, a 20% deposit (160 GEL) must be paid by May 10, with the remaining balance due by June 15 (for Session I). 💳

📝 Documentation and Registration:

🔗 Registration Form: https://forms.gle/xYRoE3L221fPeKtF7
📂 Information Packet: https://drive.google.com/file/d/1uFWV-a_ISFYjv2IYiT4eDbeB-uT8fzbU/view?usp=sharing
👥 Meet the Team: https://drive.google.com/file/d/1afdxSe0nPo4-I3Mm2v7SsPbty-KXT8A7/view?usp=sharing
⏰ Camp Schedule: https://drive.google.com/file/d/1T2V5ygYfZMKJybnrfI-AEo2SP94ljrEm/view?usp=sharing

Our Organized Camps and International Projects: 🎬

🌐 https://www.facebook.com/reel/1272032288301199
🌐 https://www.facebook.com/reel/758467396598184
🌐 https://www.facebook.com/reel/1162717578291576
🌐 https://www.facebook.com/reel/1065149131591878
🌐 https://www.facebook.com/reel/1231696084056194

For any questions, please contact us at: 📞 +995 500 057 948

Or E-mail : 📧 [email protected]

#ბანაკი #მომავლისპროფესია #ახალგაზრდულიაქტივიზმი #ეკოლოგია

For English Scroll down.  🇪🇺🌿 საერთაშორისო ტრენინგ კურსი „Business Skills for a Sustainable Future“ წარმატებით დასრულდა ...
09/03/2026

For English Scroll down.

🇪🇺🌿 საერთაშორისო ტრენინგ კურსი „Business Skills for a Sustainable Future“ წარმატებით დასრულდა .

🌍🌍2026 წლის 20 თებერვლიდან 1 მარტამდე, ჩეხეთში ქალაქ ბლანსკოში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგ კურსი „Business Skills for a Sustainable Future“, რომელმაც გააერთიანა 32 მონაწილე 7 სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებისა და ახალგაზრდულ მუშაკებში მეწარმეობრივი კომპეტენციების, კრეატიულობისა და ინოვაციური აზროვნების განვითარება.

📌📌ტრენინგ კურსი ორგანიზებული იყო Proactive Network-ის მიერ და ფოკუსირებული იყო პრაქტიკული ბიზნეს უნარების განვითარებაზე, ასევე ახალგაზრდების მხარდაჭერაზე, რათა მათ საკუთარი იდეები მდგრად ინიციატივებად გარდაქმნან. პროგრამა აერთიანებდა არაფორმალური განათლების მეთოდებს, ვორქშოპებს, გუნდურ აქტივობებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარა უკეთ გაეცნოთ მეწარმეობა, სტარტაპის განვითარება და თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტები.

🌿 🌿 პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 24-საათიანი ბიზნეს ჰაკათონი, რომლის ფარგლებში მონაწილეები საერთაშორისო გუნდებში მუშაობდნენ ინოვაციური ბიზნეს იდეების შექმნაზე და მათ პრეზენტაციაზე.

🌿🌿ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის Proactive Network-ს 5 წლიანი თანამშრომობისთვის და აგრძელებს ერთობლივ იდეებზე მუშაობას.

ვქმნით შესაძლებლობებს.

🇪🇺🌿 The international training course “Business Skills for a Sustainable Future” has been successfully completed.

🌍🌍From 20 February to 1 March 2026, the international training course “Business Skills for a Sustainable Future” took place in Blansko, Czech Republic, within the framework of the Erasmus+ programme. The project brought together 32 participants from 7 different countries. The main aim of the project was to develop entrepreneurial competences, creativity, and innovative thinking among young people and youth workers.

📌📌The training course was organized by Proactive Network and focused on the development of practical business skills, as well as supporting young people in transforming their ideas into sustainable initiatives. The programme combined non-formal education methods, workshops, team activities, and practical exercises, helping participants gain a deeper understanding of entrepreneurship, startup development, and modern digital tools.

🌿 🌿One of the most important parts of the programme was a 24-hour business hackathon, during which participants worked in international teams to develop innovative business ideas and present them.

🇪🇺🌿 Our organization would like to express its gratitude to Proactive Network for five years of successful cooperation, and we look forward to continuing our collaboration on new joint ideas and initiatives.

We create opportunities.

Today Is CAYNEX Birthday 🎉 🎂 🎈 დღეს CAYNEX-ის დაბადების დღეა 🎉🎂🎈💙🌍 13 წლის განმავლობაში CAYNEX აშენებს ხიდებს მსოფლიოს ს...
17/02/2026

Today Is CAYNEX Birthday 🎉 🎂 🎈
დღეს CAYNEX-ის დაბადების დღეა 🎉🎂🎈

💙🌍 13 წლის განმავლობაში CAYNEX აშენებს ხიდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის, მკაფიო და ძლიერი ფოკუსით ახალგაზრდებზე, მათ ჩართულობაზე, განათლებასა და გაძლიერებაზე. ამ გზაზე CAYNEX-ი თანამშრომლობდა 120+ ქვეყნის ახალგაზრდებთან, ქმნიდა მნიშვნელოვან საერთაშორისო კავშირებსა და არაფორმალური მეთოდებით სწავლის შესაძლებლობებს.

🌍 წლების განმავლობაში CAYNEX მონაწილეობდა 140-ზე მეტ Erasmus+ პროექტში ევროკავშირსა და მის მეზობელ რეგიონებში, ხოლო საქართველოში მასპინძლის როლში 60-ზე მეტი პროექტი განახორციელა. Erasmus+-ის გარდა, ორგანიზაციამ წარმატებით განახორციელა არაერთი ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერების, ტრენინგ კურსების, მოხალისეობის, სამოქალაქო ჩართულობის, გარემოსდაცვითი აქტივობების, სოციალური ინკლუზიისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

💙 ჩვენ გულწრფელად ვამაყობთ CAYNEX-ის ერთგულებით ახალგაზრდების სამსახურისადმი და მისი წვლილით საქართველოში აქტიური, განათლებული, თავდაჯერებული და ძლიერი ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბებაში.

ვქმნით შესაძლებლობებს.

💙🌍 For 13 years, CAYNEX has been building bridges across different countries from all over the world, with a strong and clear focus on young people, their inclusion, education, and empowerment. Throughout this journey, CAYNEX has worked with young people from 120+ countries, creating meaningful international connections and lifelong learning opportunities.

🌍 Over the years, CAYNEX has taken part in more than 140 Erasmus+ projects across the EU and its neighbouring regions, while also hosting and implementing 60+ Erasmus+ projects in Georgia. Beyond Erasmus+, the organisation has successfully delivered numerous initiatives in youth empowerment, training courses, volunteering, civic participation, environmental action, social inclusion, and capacity building.

💙 We are truly proud of CAYNEX’s dedication to serving young people and contributing to the development of an active, educated, confident, and strong young generation in Georgia.

We are Creating Opportunities.

რა არის ERASMUS + ? 🌍🌍 Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. ი...
03/02/2026

რა არის ERASMUS + ?

🌍🌍 Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას იმოგზაურონ, ისწავლონ და განვითარდნენ საერთაშორისო პროექტების საშუალებით, როგორიცაა ახალგაზრდული გაცვლები, ტრენინგები, მოხალისეობა, სტაჟირება და სასწავლო მობილობები.

🌟🌟Erasmus+ მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა არ არის – ეს არის ცხოვრებისეული უნარების განვითარება, ინტერკულტურული გამოცდილება, თავდაჯერებულობის ამაღლება და საზოგადოებაში აქტიური ჩართულობა.
პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის (ძირითადად 13–30 წლის ), ახალგაზრდულ მუშაკებისთვის, სტუდენტებისთვის, მოხალისეებისთვის და ორგანიზაციებისთვის როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან.

🧩 ახალგაზრდებს შეუძლიათ Erasmus+-ში ჩართვა ადგილობრივი არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების გვერდების თვალყურის დევნებით, ღია მოწოდებებისა და შესაძლებლობების მოძიებით ან უშუალოდ იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ახალგაზრდულ პროექტებზე მუშაობენ.

🎯თვალი გვადევნეთ, 2026 წელს ბევრი საინტერესო პროექტი და აქტივობა გვექნება.
ვქმნით შესაძლებლობებს.

🌍🌍 Erasmus+ is the European Union’s programme for education, training, youth, and sport. It gives young people the chance to travel, learn, and grow through international projects such as youth exchanges, trainings, volunteering, internships, and study mobility. Erasmus+ is not only about going abroad – it’s about gaining life skills, intercultural experience, confidence, and a stronger voice in society.

🌟🌟The programme is open to young people (usually 13–30 years old), youth workers, students, volunteers, and organizations from EU and partner countries.

🧩 Young people can join Erasmus+ by following local NGOs and youth organizations, checking calls and open opportunities, or contacting organizations that work in youth projects.

🎯Follow us — in 2026 we’ll have many exciting projects and activities.
We are creating opportunities.



Erasmus+ is the European Union's subsidy program for education, training, youth and sport. It offers people of all ages the opportunity to gain knowledge and...

ზუგდიდში გრანდიოზული დასუფთავებს ღონისძიება გაიმართება 16 ნოემბერს. მეტი ინფორამციისთვის გაეცანით ბმულს.
12/11/2025

ზუგდიდში გრანდიოზული დასუფთავებს ღონისძიება გაიმართება 16 ნოემბერს.

მეტი ინფორამციისთვის გაეცანით ბმულს.

🌿♻️ პროექტი „გახდი ბუნების მეგობარი“ გრძელდება!

📅 16 ნოემბერს, კრედო ბანკის მხარდაჭერით, გაიმართება მორიგი დასუფთავების ღონისძიება , ამჯერად ზუგდიდში !
📌შეხვედრის ადგილი დადიანების სასახლის მთავარი შესასვლელი- 12:30სთ
📍დასასუფთავებელი ლოკაცია: რუხის ციხე!

📌 ღონისძიების მიზნებია:
🔹 ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოსისტემის დაცვას
🔹 გაზარდოს ახალგაზრდებში გარემოზე ზრუნვის მოტივაცია და მოხალისეობის სულისკვეთება
🔹 საზოგადოებაში გააღვივოს ცნობიერება ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური ღირებულებების შესახებ.

💚 მონაწილეებისთვის დაგეგმილია:
🔹 ეკო-ვიქტორინა და TikTok ვიდეო კონკურსი;
🔹 ეკო-მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენების საჩუქრები;
🔹ბრენდირებული მაისური ყველა მონაწილისთვის;
🔹 პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება;
🎁 გათამაშდება 30 ბრენდირებული ნივთი — ეკო ჩანთები, მრავალჯერადი გამოყენების თერმო ჭიქები, წყლის ბოთლები და სხვა საინტერესო სიურპრიზები!

🌍 პროექტი ხორციელდება კრედო ბანკის მხარდაჭერით, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უწყობს ხელს ეკოინიციატივებს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებზე.

📸 გამარჯვებული TikTok ვიდეოები გამოქვეყნდება ჩვენს სოციალურ ქსელებში, არ გამოტოვო შანსი, შენი კრეატიულობა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო!

🔗 მონაწილეობის მიღება თავისუფალია, თუმცა სავალდებულოა წინასწარ რეგისტრაცია.

👉 სარეგისტრაციო ფორმა შეავსე აქ:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScqGJQXq30oaeL9DB8SuyQcm2jowDm3UWKOLHOePgZi2iAt1Q/viewform?usp=header

🌿📋რეგისტრაციის შევსების ბოლო ვადა 15 ნოემბერი!

🫵🏻 შენც შეგიძლია გახდე ბუნების მეგობარი , შემოგვიერთდი და გახდი ცვლილების ნაწილი!

#დასუფთავებისაქცია
#მოხალისეობა

#გავუფრთხილდეთბუნებას

#კრედობანკი

#გახდიბუნებისმეგობარი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CaYNex posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to CaYNex:

Shortcuts

Share