სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია

სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია, Non-Governmental Organization (NGO), Tbilisi.

საქართველოს სამხედრო ჟურნალისიტკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება სამხედრო-პოლიტიკური პროცესების შესახებ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების ხელშეწყობა, – ეს იმ მიზნების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც გაცხადებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას”.

ასოციაციის დამფუძნებლები არიან: გიორგი ცხვიტავა, კო

ბა ლიკლიკაძე და ირაკლი ალადაშვილი, გამგეობის წევრები: ზვიად თხელიძე და გიორგი მანჯავიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია შეეცდება გააერთიანოს ყველა იმ კორესპონდენტი, რომელიც სამხედრო საკითხებზე მუშაობს და დაეხმარება სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირების დროს გამოჩნდა, რომ საქართველოში ცხელ წერტილებში გაშუქების კვალიფიკაცია დაბალია.

🇨🇳⚓🚢🌫️ 🇹🇼 ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთი აკვატორია რუხ ზონად გადააქციაწყარო: realcleardefense ავტორები: იუნ იუ ლინი, ჟინგ ...
22/06/2026

🇨🇳⚓🚢🌫️ 🇹🇼 ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთი აკვატორია რუხ ზონად გადააქცია

წყარო: realcleardefense ავტორები: იუნ იუ ლინი, ჟინგ ჟე

ტაივანის აკვატორიაში ჩინეთის აქტიურობა ახალ ეტაპზე გადადის. აქამდე ზეწოლის მთავარი მიმართულება კუნძულის დასავლეთი და ტაივანის სრუტე იყო. პეკინის ყურადღების ცენტრში აღმოსავლეთი აკვატორიაც მოექცა, რეგიონი, რომელიც აქამდე ტაივანის ყველაზე უსაფრთხო სტრატეგიულ სივრცედ ითვლებოდა, რადგან სამხედრო კრიზისის შემთხვევაში სწორედ აქედან უნდა მიეღო კუნძულს დახმარება ამერიკისა და მისი მოკავშირეებისგან. დღეს ეს შესაძლებლობები ნელ-ნელა სუსტდება.

ჩინეთი სისტემატურად აფართოებს გავლენებს ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე საზღვაო სივრცეში. პროცესში მონაწილეობენ არა მხოლოდ სამხედრო-საზღვაო ძალები, არამედ სანაპირო დაცვა, სამეცნიერო-კვლევითი ხომალდები და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი სათევზაო გემები. ეს ძალიან ჰგავს „რუხი ზონის“ სტრატეგიას, რომლის მიზანია ტაივანზე და მის მოკავშირეებზე პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა საბრძოლო მოქმედებების ცხელი ფაზის გარეშე.

უნდა ითქვას, რომ ჩინეთი არ ცდილობს ტაივანის უშუალო ბლოკადას. პეკინი თანდათან მკვიდრდება ადგილზე და ამით ახალ რეალობას ახალ საზღვაო რეალობას ქმნის. ყოველდღიური პროცესები, რაც რეგიონში მიმდინარეობს, ქმნის წარმოდგენას, რომ პეკინი დე-ფაქტო აკონტროლებს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. დროთა განმავლობაში ეს აქტივობები რუტინულ მოვლენებად გადაიქცევა, რაც ჩინეთისთვის პოლიტიკური და სტრატეგიული გამარჯვება იქნება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროს, სადაც გადის კიდეც კუნძულის უმნიშვნელოვანესი საზღვაო კომუნიკაციები. აღნიშნულ აკვატორიის ღრმა წყლები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პეკინის წყალქვეშა ოპერაციებში. ჩინეთისთვის ეს სივრცე მარტო ტაივანის იზოლაციის წინაპირობა კი არა, საკუთარი წყალქვეშა ფლოტის უსაფრთხოებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროს ზღვის ფსკერის შესწავლა, ჰიდროგრაფიული მონაცემების შეგროვება და რეგულარული საპატრულო აქტივობები ფართო სტრატეგიის ნაწილია.

ჩინეთი ამუშავებს მექანიზმებს, რომლებიც მომავალში შეიძლება ისევ და ისევ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. პეკინი შესაძლოა საერთოდ არ შეეცადოს ტაივანის სრულ იზოლაციას. შეიძლება ბევრად ეფექტური აღმოჩნდეს საერთაშორისო გადამზიდავების, სადაზღვევო კომპანიებისა და სავაჭრო გემების იძულება, დაემორჩილონ ჩინეთის მიერ დაწესებულ წესებს. თუ უკანასკნელები ჩინეთის მოთხოვნების გათვალისწინებას დაიწყებენ, პეკინი სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე მოიპოვებს კონტროლს არამხოლოდ რეგიონულ საზღვაო მიმოსვლაზე, არამედ ხელში ჩაიგდებს სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ღია წყნარ ოკეანეში გასვლის უმთავრეს გზას.

ტაივანის გარშემო მიმდინარე პროცესები არ უნდა განიხილებოდეს დროებით სამხედრო აქტივობად. ჩინეთი ეტაპობრივად აფართოებს საკუთარ გავლენას იმ სივრცეებშიც, რომლებიც ადრე საერთაშორისო და შედარებით უსაფრთხო ზონებად ითვლებოდა. მიზანი არა სწრაფი სამხედრო შეტევა, არამედ ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ტაივანის გარშემო საზღვაო წესრიგს დიდწილად სწორედ პეკინი განსაზღვრავს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სავარაუდოა ტაივანსა და საერთაშორისო თანამეგობრობაზე ხანგრძლივი და თანმიმდევრული ზეწოლა, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი ტაივანის თავისუფლების თანდათანობით შეზღუდვას და რეგიონის ფაქტობრივი კონტროლის მოპოვებას შეეცდება.

გარდატეხა უკრაინაში: რატომ აგებს რუსეთი“ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტები უკრაინის დრონების წარმატებასა და რუსეთის სუსტ წერ...
21/06/2026

გარდატეხა უკრაინაში: რატომ აგებს რუსეთი

“ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტები უკრაინის დრონების წარმატებასა და რუსეთის სუსტ წერტილებზე

ავტორი: ანა კალანდაძე

ვაშინგტონში, „ატლანტიკურმა საბჭომ“ (Atlantic Council) 18 ივნისს პანელურ დისკუსიას უმასპინძლა, რომელზეც განიხილეს ომის დინამიკის უკრაინის სასარგებლოდ ცვლილება, რაც დრონების ტექნოლოგიამ და რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა ღრმა დარტყმებმა გამოიწვია. მომხსენებლებმა დასავლეთი თვითკმაყოფილების გამო გააფრთხილეს და ხაზი გაუსვეს ხანგრძლივ გეოპოლიტიკურ ბრძოლასა და აშშ-ისა და ნატოს სტრატეგიულ ხარვეზებს.

გენერალი (თად.) ბენ ჰოჯესი

ჰოჯესმა გამოხატა ძლიერი ოპტიმიზმი, რაც ეფუძნებოდა უკრაინის მკაფიო სტრატეგიას რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად და კრიტიკული რეგიონების იზოლაციისთვის:

“უკრაინელებმა მიაგნეს იმას, რაც, ჩემი აზრით, მათი გამარჯვების თეორიაა - ეს არის რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის განადგურება, რათა რუსეთმა ვერ მოიპოვოს ომის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსური რესურსები."

მან აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცების დაბალმა მორალმა და ზურგში ლოგისტიკურმა შეფერხებებმა შესაძლოა ქვედანაყოფების რღვევა გამოიწვიოს:

“ნაპოლეონმა თქვა, რომ მორალური ფაქტორი ფიზიკურთან შედარებით სამი ერთთან პროპორციით ფასობს. ასე რომ, ვფიქრობ... აქ არის სუსტი წერტილი..."

ჰოჯესმა კატეგორიულად უარყო უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ უკეთესი მომლაპარაკებლის პოზიციის მოსაპოვებლად:

“საჭიროა ბოლომდე მიწოლა, ყველაფრის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ რუსეთის საკუთარ საზღვრებში დასაბრუნებლად. ეს უნდა იყოს ჩვენი მიდგომა."

გენერალი (თად.) ვესლი კლარკი

კლარკმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური უპირატესობები ბრძოლის ველზე სწრაფად იცვლებოდა და მუდმივ მდგრადობას მოითხოვდა:

“ტექნოლოგიური მიღწევები ამ ომში წარმავალია... ეს არის ტექნოლოგიური რბოლა."

მან გააფრთხილა აუდიტორია, რომ ვლადიმირ პუტინი ძალებს ნატოს ჩრდილოეთ ფლანგის წინააღმდეგ აგროვებდა, უკრაინას კი ძალების ეკონომიის ჭრილში განიხილავდა:

“ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა. დასასრულამდე კიდევ შორია. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ყოველი კარგი ნაბიჯი, რომელსაც უკრაინა დგამს და უნდა გავაგრძელოთ მათი გაძლიერება."

კლარკმა განაცხადა, რომ პუტინის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ამახინჯებდა სამხედრო იერარქია, სადაც ხელქვეითებს დამარცხების აღიარების ეშინოდათ:

“თუ პრობლემის შესახებ მოახსენებ, ეს შენი პრობლემა ხდება და შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიგცენ."

ელჩი (თად.) დუგლას ლიუტი

ლიუტმა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია ნატოზე რუსეთის მხრიდან ტრადიციული სახმელეთო თავდასხმის შესაძლებლობა და ამის ნაცვლად ჰიბრიდული კამპანიის ესკალაცია იწინასწარმეტყველა:

“…ეს არის ოქროს შესაძლებლობები, რომლებსაც პუტინს ვუქმნით, რათა გააღრმავოს ეს განხეთქილება და მიაღწიოს იმას, რაც რუსეთის მიზანია - ტრანსატლანტიკური კავშირის გაწყვეტას."

ლიუტმა გააკრიტიკა აშშ-ის ადმინისტრაციები იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს სპეციალიზებული ოპერატორების ინტეგრირება უკრაინულ ძალებთან, რათა პირდაპირ ფრონტის ხაზის "ომის ლაბორატორიიდან" მიეღოთ გამოცდილება:

“ამის ნაცვლად, აშშ-ის არმია ცდილობს უკრაინის ბრძოლის ველის გამეორებას, ძალიან მოკრძალებული და არაზუსტი გზით... მაგრამ ეს სიგიჟეა."

დებრა კაგანი (ყოფილი დიპლომატი და თავდაცვის ექსპერტი)

კაგანმა ხაზი გაუსვა უკრაინის სისწრაფეს მიწოდების ჯაჭვის ზეწოლასთან ადაპტაციაში და მისი მოქნილი თავდაცვითი ინოვაციები რუსეთის მოუქნელ ბიუროკრატიას შეადარა:

“თქვენ გაქვთ ეს მოუქნელი ბიუროკრატია უკრაინის ამ მართლაც ძალიან მოხერხებული, მოქნილი და დინამიური სისტემის წინააღმდეგ."

მან აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-ს გაუსწრეს დრონების ინტეგრაციასა და წარმოების სწრაფ უკუკავშირში:

“შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია... რომელსაც შეუძლია მივიდეს ფრონტის ხაზზე, განათავსოს იარაღი და სამ დღეში სრულად შეცვალოს მისი კონფიგურაცია..."

კაგანმა რუსეთის ბირთვულ მუქარებს უწოდა ფუჭი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სპეციალურად დასავლური ხელმძღვანელობის მანიპულირებისთვისაა შექმნილი:

“…ეს არის ფუჭი მუქარა მათთვის, ვინც მეზობლად ცხოვრობს, და მნიშვნელოვანი მუქარა იმ გავლენის გამო, რაც მას აქვს ტრამპსა და მის გარემოცვაზე."

ფოტოზე: თადარიგის გენერალი ვესლი კლარკი

🇺🇸🇮🇷 ირანთან შეთანხმებაზე ტრამპისა და ვენსის არათანმიმდევრული ვერსია📌 წყარო: theguardian✍️ ავტორი: მაიკლ ა. კოენიFox and...
18/06/2026

🇺🇸🇮🇷 ირანთან შეთანხმებაზე ტრამპისა და ვენსის არათანმიმდევრული ვერსია

📌 წყარო: theguardian
✍️ ავტორი: მაიკლ ა. კოენი

Fox and Friends-ის 16 ივნისის დილის გადაცემაში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკმაყოფილო იყო, თითქოს „ირანულ პროპაგანდას“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ-მა და ირანმა ამ დღეებში მოაწერეს ხელი.

თავის მხრივ, ვენსი და ტრამპი საზოგადოებისთვის მემორანდუმის წარმატებულად გასაღებას ცდილობენ და „ფოქს ნიუსზე“ მისი სტუმრობა ამ პროცესის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო. თეთრი სახლი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობებით, რომლებიც ომის დაწყებამდე ამერიკის მიერ გაცხადებულ არცერთ მიზანს არ პასუხობს. ამასთან, თეირანს უზარმაზარ ფინანსურ დათმობებს სთავაზობს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია სასოწარკვეთილი ცდილობს საწინააღმდეგო რეალობის მტკიცებას.

არსებობს რამდენიმე თვალსაჩინო ნიშანი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფუჭია: თეთრმა სახლმა მემორანდუმის ტექსტის გამოსაქვეყნებლად ოთხშაბათამდე, 17 ივნისამდე, დაიცადა, თან ისე, რომ დოკუმენტი ამერიკის კონგრესისა და ისრაელის მთავრობისთვისაც კი არ გადაუცია — ქვეყნისთვის, რომელიც აშშ-ის მხარდამხარ იბრძოდა ირანში. სენატორმა ჯეკი როზენმა ნევადის შტატიდან სამართლიანად აღნიშნა: შეთანხმება ბრწყინვალე რომ ყოფილიყო, პრეზიდენტი მას ოქროს ფურცლებზე დაბეჭდავდა და ყველას სათითაოდ დაგვირიგებდაო.

სანამ საბოლოო ტექსტს საჯაროდ გამოაქვეყნებდა, თეთრმა სახლმა სამშაბათს ძირითადი პოსტულატები წარმოადგინა, სადაც ნათლად ჩანს ორი რამ: შეთანხმების ნაკლოვანებები და ომის დაწყების გადაწყვეტილების კატასტროფული ხასიათი.

🔍 თეზისების ანალიზი

1️⃣ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს წითელი ხაზი გაავლო და აღასრულა. ამას სხვა ვერცერთი პრეზიდენტი შეძლებდა.

ეს ფორმულირება სურვილების გამოხატვაა და არ შეიცავს მინიშნებას, თუ როგორ უზრუნველყოფს აშშ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ შექმნის. ერთმანეთს შევადაროთ 2015 წლის ივლისში ობამას ადმინისტრაციასა და ირანს შორის ხელმოწერილი „ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის“ (JCPOA - Joint Comprehensive Plan of Action) პირველივე აბზაცი: „ირანი ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში, არასდროს ეცდება, განავითაროს ან შეიძინოს ბირთვული იარაღი“.

სხვაობა 2015 წლის შეთანხმებასა და ახლანდელ მემორანდუმს შორის არის გადამოწმებისა და აღსრულების უამრავი დებულება, რომლებსაც ირანი იცავდა იქამდე, ვიდრე ტრამპი 2018 წლის 8 მაისს აშშ-ს შეთანხმებიდან გაიყვანდა. ვენსის თქმით, მემორანდუმი გულისხმობს, რომ ირანი ბირთვულ ინსპექტორებს ქვეყანაში დააბრუნებს. 2026 წლის მემორანდუმში არაფერია ისეთი, რაც ვიცე-პრეზიდენტის ამ მტკიცებას გაამყარებდა.

──────────────────

2️⃣ ტრამპმა დაასრულა ბრძოლა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.

იმის გათვალისწინებით, რომ ომი ირანთან თავად ტრამპმა წამოიწყო, ეს ჰგავს ცეცხლის წამკიდებლის ტრაბახს, რომ ხანძარი ჩააქრო. ომის დაწყებისას თეთრი სახლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი თეირანის მხრიდან ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტა იყო, მაგალითად, „ჰეზბოლასი“. შეთანხმების მიღწევის პროცესში აშშ-მა ისრაელი აიძულა შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. მემორანდუმი, ფაქტობრივად, მოითხოვს „სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და საბოლოო შეწყვეტას მათ შორის ლიბანში“. ეს ირანის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

──────────────────

3️⃣ ჰორმუზის სრუტე კვლავ თავისუფალია.

ამ პუნქტს ზუსტად ის პრობლემა აქვს, რაც მეორეს: კონფლიქტის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტე ისედაც ღია და თავისუფალი იყო. ეს შეთანხმება უბრალოდ ხელახლა ადასტურებს ომამდელ სტატუს-კვოს. პირიქით, ამ ომის წყალობით ირანმა დაინახა, რომ სპარსეთის ყურეში საზღვაო მიმოსვლის შეჩერება უაღრესად ეფექტური გზაა, გლობალური ეკონომიკა მძევლად აიყვანოს. ირანს ეს ნამდვილად გამოადგება, თუ აშშ ან ისრაელი ოდესმე კვლავ გადაწყვეტს თავდასხმას.

──────────────────

4️⃣ ირანის ჯილდო მოდის მისივე გაყინული სახსრებიდან და ისიც მას შემდეგ, რაც ის პირობებს შეასრულებს.

ეს მტკიცებაც სიცრუეა. ირანის გაყინული ფულის დაბრუნება რეჟიმისთვის ჯილდოა და უშუალოდ იმ ომის თანმდევი შედეგი, რომელიც აშშ-მა წამოიწყო. გარდა ამისა, მემორანდუმის თანახმად, აშშ და მისი „რეგიონული პარტნიორები“ იღებენ ვალდებულებას, შექმნან „ორმხრივად შეთანხმებული გეგმა 300 მილიარდი დოლარის ოდენობით ირანის ისლამური რესპუბლიკის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“.

──────────────────

5️⃣ ობამამ ხელმოწერილი დოკუმენტიც კი ვერ მიიღო. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ძალის პოზიციიდან შეძლო, ირანის პროგრამის დემონტაჟის შემდეგ.

ამ უკანასკნელის გაბათილება ყველაზე მარტივია: ირანის პროგრამის დემონტაჟი არ მომხდარა და, რეალურად, ობამამ ნამდვილად მიიღო ხელმოწერილი დოკუმენტი — „ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა“.

──────────────────

❓ რა დარჩა შეთანხმების მიღმა?

მემორანდუმში არაფერია ნათქვამი ირანის სარაკეტო პროგრამაზე ან მის მიერ რეგიონული ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტაზე ლიბანში, იემენში, ღაზასა და ერაყში. როდესაც ტრამპმა 2026 წლის თებერვლის ბოლოს სამხედრო მოქმედებების დაწყება გამოაცხადა, მან ომის ორ მთავარ სამხედრო ამოცანად სწორედ სარაკეტო არსენალის შეზღუდვა და ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის შეწყვეტა დაასახელა.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა: „რაკეტები არ არის პრობლემა. ისინი მცირე ლოკაციას აზიანებენ, მაგრამ პლანეტას ხომ არ აფეთქებენ?“.

📌 შეჯამება

თითქმის ოთხი თვის შემდეგ ტრამპმა დადო გარიგება, რომელიც აძლიერებს ირანის პოზიციებს მთელ რეგიონში, მათ შორის სპარსეთის ყურეში. ტირანულ რეჟიმს მილიარდობით დოლარის სარეკონსტრუქციო დახმარებასა და განბლოკილ აქტივებს სთავაზობს და არაფერს აკეთებს ირანის ბირთვული ამბიციებისა თუ სარაკეტო შესაძლებლობების შესაზღუდად.

ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ თეთრი სახლის პროპაგანდისტული ვერსიის არავის სჯერა.

„ინფორმაციის სახანძრო წყლის მილი - "შლანგი" “ (Firehose of Falsehood): ასე უწოდებენ თანამედროვე რუსულ მოდელს. მისი მიზან...
15/06/2026

„ინფორმაციის სახანძრო წყლის მილი - "შლანგი" “ (Firehose of Falsehood): ასე უწოდებენ თანამედროვე რუსულ მოდელს. მისი მიზანია არა ვინმეს გადარწმუნება, არამედ საინფორმაციო სივრცის იმდენად გადატვირთვა ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებით, რომ რიგითმა მოქალაქემ საერთოდ დაკარგოს სიმართლის პოვნის იმედი და თქვას: „მაინც ვერაფერს გავიგებთ, ყველა იტყუება“.
დღეს კრემლი იყენებს ე.წ. არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევას — როდესაც ასობით ბოტი და ტროლი ერთდროულად, ხელოვნურად წევს წინ კონკრეტულ ნარატივს, ქმნის ილუზიას, თითქოს ეს „ხალხის ხმაა“. ამას ემატება ე.წ. Deepfake (ღრმა ყალბი) ტექნოლოგიები და კიბერ-თავდასხმები, რაც საბჭოთა პროპაგანდისტებს სიზმარშიც კი არ შეეძლოთ ენახათ.
IDFI-ს თანადამფუძნებელი ლევან ავალიშვილი გვიზიარებას დაკვირვებას.

სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში

...

🪖 სპეცდანიშნულების ძალების რეორგანიზაციის აუცილებლობა━━━━━━━━━━━━━━━━━━წყარო: Small Wars Journalავტორი: ნედ მარშიმოამზად...
12/06/2026

🪖 სპეცდანიშნულების ძალების რეორგანიზაციის აუცილებლობა
━━━━━━━━━━━━━━━━━━
წყარო: Small Wars Journal
ავტორი: ნედ მარში
მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა
━━━━━━━━━━━━━━━━━━
დღევანდელ სამხედრო რეალობაში აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალების სტრუქტურა და წვრთნის სისტემა აღარ შეესაბამება თანამედროვე ომის მოთხოვნებს. მისი ფუნდამენტური ტრანსფორმაცია გარდაუვალია. ეს მოითხოვს რევოლუციურ ცვლილებებს, რათა შეიქმნას უფრო მცირერიცხოვანი, მაგრამ მაღალტექნოლოგიური და ეფექტური დანაყოფები.
━━━━━━━━━━━━━━━━━━
⚠️ შეუსაბამობა ოპერაციულ გარემოსთან
თანამედროვე საომარ მოქმედებათა თეატრი რადიკალურად განსხვავდება წარსულის სამხედრო კონფლიქტებისგან. დღეს ეს არის სამოქმედოდ ურთულესი სივრცე, ელექტრომაგნიტური სპექტრი და დრონებით გაჯერებული გარემო. მოწინააღმდეგეებს (ჩინეთი, რუსეთი, ირანი) გააჩნიათ დახვეწილი სადაზვერვო, მათ შორის სატელიტური საშუალებები, ბიომეტრიული იდენტიფიკაციის, პრაქტიკულად, ტოტალური კონტროლის სისტემა, რაც სპეცრაზმელის აქტივობას მტრის ზურგში ძალიან ართულებს.
უკრაინის ომმა დაადასტურა, რომ:
• დრონებით ნაცვლდება ტრადიციული დაზვერვის დიდი წილი.
• ელექტრონული ბრძოლის საშუალებები ფარავს ყველა სიხშირეს.
• სამეთაურო პუნქტები დაუცველი გახდა, რაც მეთაურებს სწრაფი ლიკვიდაციის საფრთხეს ქმნის.
ამ პირობებში აშშ-ის გაერთიანებული ძალების დოქტრინა კონფლიქტშია ირეგულარული ომის სპეციფიკასთან. SF, რომლებიც ისტორიულად განკუთვნილი იყო არაკონვენციური ომისთვის, ამჟამად არ არის მორგებული ასიმეტრიულ საომარ გარემოსთან.
━━━━━━━━━━━━━━━━━━
🚧 სტრატეგიული ჩიხი
SF-ის ამჟამინდელი მოდელი კრიზისშია, თუმცა ის მაინც რჩება მნიშვნელოვან ელემენტად. ირანის მაგალითზე (ოპერაცია „Epic Fury“) ვხედავთ, რომ მაღალი სიზუსტის დარტყმები არაა საკმარისი მოწინააღმდეგის პოლიტიკური კაპიტულაციისთვის. ამისთვის საჭიროა სახმელეთო კომპონენტი. SF არ გამოიყენება მაღალი რისკისა და გადარჩენის სავარაუდო დაბალი მაჩვენებლის გამო. ეს ნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალების ეს გვარეობა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამხედრო და პოლიტიკურ ფუნქციას.
აშშ-ის შძ-ების თითქმის 36,000-იანი სპეციალური ოპერაციების სარდლობის (USASOC) ამჟამინდელი აქტივობა ვერ ამართლებს დანახარჯებს. ეს არის ინერცია და არა სტრატეგია.
━━━━━━━━━━━━━━━━━━
🔄 ტრანსფორმაციის გეგმა
🏛️ კონსოლიდაცია და რეორგანიზაცია
• ერთ-ერთი სპეციალური დანიშნულების ჯგუფი უნდა დაექვემდებაროს JSOC-ს, რათა შეინარჩუნოს უცხო ქვეყნებში ინსტრუქტორების, მრჩევლებისა და საბრძოლო დახმარების შესაძლებლობები.
• დანარჩენი სტრუქტურები უნდა გათავისუფლდნენ აღნიშნული რუტინული ამოცანებისგან და სრულიად გარდაიქმნან. მათი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს თანამედროვე გარემოსთვის შესაბამისი ტაქტიკისა და შესაძლებლობების შემუშავება.
• ახალი თაობის ოპერატორი უნდა იყოს უხილავი, მომაკვდინებელი და გარემოსთან ადაპტირებული, რომელიც შეძლებს მტრის კრიტიკული შესაძლებლობების განეიტრალებას უმძიმეს გარემოში.
━━━━━━━━━━━━━━━━━━
🌍 კულტურული ექსპერტიზა — მითი თუ რეალობა?
ამბობენ, რომ SF-ის ჯარისკაცები, განსაკუთრებით „მწვანე ბერეტები“, უცხო კულტურების საუკეთესო მცოდნეები არიან. ეს მოსაზრება გადახედვას საჭიროებს. შეუძლებელია, გახდე ექსპერტი რამდენიმეთვიანი კურსებით; ამას წლობით ადგილზე ცხოვრება და იმ საზოგადოებაში ღრმად გათქვეფა სჭირდება.
დღევანდელ ჩაკეტილ და ტექნოლოგიურად დაცულ ქვეყნებში, სადაც უცხოელი ყველანაირად კონტროლდება, ზედაპირული ცოდნა და იმპროვიზაცია აღარ მუშაობს. საჭიროა სისტემური მიდგომა და არა ძველი მეთოდების იმედად ყოფნა.
━━━━━━━━━━━━━━━━━━
🎯 დასკვნა
დღევანდელი საბრძოლო სივრცე რადიკალურად განსხვავდება 1950-იანი წლების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებისგან. აშშ-ის არმიამ უნდა შეწყვიტოს ნოსტალგიური მიდგომა და ძალების რეორგანიზაცია დაიწყოს. აუცილებელია უარი თქვას მოძველებულ მოდელზე და აშენდეს სტრუქტურა, რომელიც უპასუხებს მომავალი ომების გამოწვევებს.

ის რასაც უკრაინაში ბრძოლის ველზე ვადევნებთ თვალს, წარმოდგენებს სცილდება. გირჩევთ! არ წააგებთ! დღევანდელ ეპიზოდში ანზორ მ...
08/06/2026

ის რასაც უკრაინაში ბრძოლის ველზე ვადევნებთ თვალს, წარმოდგენებს სცილდება.
გირჩევთ!
არ წააგებთ!

დღევანდელ ეპიზოდში ანზორ მეხრიშვილთან ერთად ვსაუბრობთ უკრაინულ "დელტაზე", როგორც რუსეთის ძირითად სამიზნეზე და არა მხოლოდ.
„დელტა“ უკრაინის Network-centric warfare ხერხემალია. ის საშუალებას აძლევს უკრაინულ არმიას, კომპენსირება გაუკეთოს მტრის რიცხობრივ უპირატესობას უფრო სწრაფი, ზუსტი და კოორდინირებული მოქმედებებით. სისტემამ უდიდესი როლი ითამაშა კიევის ოლქის დაცვაში, ხარკოვის კონტრშეტევასა და შავ ზღვაში რუსული ფლოტის წინააღმდეგ ოპერაციებში.

სისტემა სხვადასხვა წყაროდან ერთ რუკაზე კრებს ინფორმაციას: დრონების ვიდეონაკადებს, თანამგზავრულ ფოტოებსა და რადარების მონაცემებს.
დაზვერვის (მათ შორის, მოსახლეობის მიერ Ворог ჩატბოტში გამოგზავნილ) შეტყობინებებს.
სისტემა მუდმივად განიცდის რუსი ჰაკერების თავდასხმებს, თუმცა მისი დაცვის მექანიზმები (მათ შორის, მრავალფაქტორიანი ავტორიზაცია და დაშიფვრა) დასავლური სტანდარტების დონეზეა.

წვდომის დიფერენცირება: თითოეული სამხედრო ხედავს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც მის სექტორში ოპერაციისთვის არის საჭირო, რაც გამორიცხავს მონაცემების მასობრივ გაჟონვას.

...

ახალი იარაღი უკრაინისთვის წყარო: foreignpolicy (2026 წლის 3 ივნისი) ავტორი: სემ სკოვიმოამზადა: ლევან ბიბილაშვილმარუსული ...
07/06/2026

ახალი იარაღი უკრაინისთვის

წყარო: foreignpolicy (2026 წლის 3 ივნისი)
ავტორი: სემ სკოვი
მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა

რუსული პოზიციების სიღრმეში უკრაინული დრონი გაჩერებულ რუსულ სამხედრო სატვირთოს აფიქსირებს. კავშირი წყდება. მსგავსი სცენა ბოლო კვირებში მრავლად გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადავიდა.

ესაა დარტყმები რუსული არმიის ლოგისტიკური ხაზები თითქმის 100 მილის (160 კმ) სიღრმეში. ეს ფაქტორი დიდ როლს თამაშობს ოპტიმიზმის გაღვივებაში, რომ უკრაინა ომში უპირატესობას იბრუნებს.

„ვითარება უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, აშკარა “, - აცხადებს „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ (FPRI) ევრაზიის საკითხების ექსპერტი რობ ლი, ვინც რეგულარულად ჩადის ფრონტის ხაზზე. შარშან უკრაინა უბრალოდ რუსეთის არმიის მოგერიებას ცდილობდა, რასაც ართულებდა უკრაინული მომარაგების ქსელების მუდმივი დაბომბვები და არმიაში არსებული კადრების დეფიციტი.

დღეს, ამ ოპერატიულ სიღმეში დარტყმების, რუსულ არმიაში არსებული დიდი დანაკარგების, ქვეყნის შიგნით არსებული უკმაყოფილებისა და სხვა ფაქტორების გამო, უკრაინაში სჯერათ, რომ ომის დასრულება მათთვის ხელსაყრელი პირობებით შეუძლიათ. ორშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზამთრისთვის მშვიდობის მიღწევა შესაძლოა რეალურიც კი იყოს.

უკრაინა საშუალო რადიუსზე მოქმედი დამრტყმელი დრონებით რუსეთს აიძულებს, დამატებითი ძალისხმევა გასწიოს პირადი შემადგენლობის, სურსათის, საბრძოლო მასალისა და საწვავის ტრანსპორტირებისას, რითაც ყოველი ოპერაციის ფასი იზრდება.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, მაისში ფრონტის ხაზიდან 15/18 კილომეტრზე ან მეტი მანძილით დაშორებულ რუსულ ობიექტებზე დარტყმები ოთხჯერ გაიზარდა. Telegram-ზე რუსული არხები უკვე აფრთხილებენ მომხმარებლებს ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე საავტომობილო გზებზე გახშირებული თავდასხმების შესახებ.

გასულ კვირას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ სამინისტრო ყველაზე ეფექტურად მოქმედ ქვედანაყოფებს დამატებითი დრონების შესაძენად ფინანსურად წაახალისებს.

„სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს არა ცალკეული ტექნიკის, არამედ ლოგისტიკური ქსელის სისტემური განადგურება “, - აცხადებს ფედოროვის პასუხად კატერინა ბონდარი, ვაშინგტონის “სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” ანალიტიკოსი. ის შიშობს, რომ ასეთმა მიდგომამ შესაძლოა სამხედროების ყურადღება გადაიტანოს რთულად აღმოსაჩენი, თუმცა უფრო ღირებული ობიექტებიდან იოლად გასანადგურებელ მიზნებზე.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშუალო რადიუსის დამრტყმელი დრონია Hornet, რომელიც კომპანია Perennial Autonomy-ს მიერ არის შექმნილი. დრონს აქვს 4.5 კილოგრამიანი საბრძოლო მუხტი, რაც საკმარისია სამხედრო სატვირთო მანქანების გასანადგურებლად, ხოლო მისი მოქმედების რადიუსი 100+ კილომეტრს ბევრად აღემატება. რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების დასაძლევად ის იყენებს Starlink-ის სატელიტურ სისტემასა და ხელოვნურ ინტელექტს სამიზნეების დასაფიქსირებლად.

Hornet სულ რაღაც 6 ათასი დოლარი ღირს (უკრაინაში წარმოებული ამაზე ბევრად იაფი). უკრაინის არმია მას “სახარჯ მასალად” იყენებს. სამეთაურო პუნქტების და საწყობების წინააღმდეგ გამოიყენება FP-2 ტიპის უპილოტოები, რომელსაც 200 კილომდე ასაფეთქებელი ტვირთი მიაქვს 300 კმ-ზე მეტ მანძილზე. FP-2-ის წარმოება 50 000 დოლარი ჯდება.

ამ ეტაპზე რუსეთს არ გააჩნია ამ დრონების წინააღმდეგ ეფექტური საშუალება. „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ანალიტიკოს კატერინა სტეპანენკოს თქმით, უკრაინული უპილოტოების ეფექტურობა დიდწილად მოწინავე სადაზვერვო მონაცემებზეა დამოკიდებული, აქ კი აშშ-ის როლი განუზომელია. სტეპანენკო მიიჩნევს, რომ რუსეთი შეეცდება მოლაპარაკებების სანაცვლოდ დასავლეთს სადაზვერვო მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვოს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსეთს ამ დრონების წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმის შესამუშავებლად მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

უკრაინის მცირე საჰაერო თავდაცვის ახალი გამოწვევებიწყარო: defence-blog ავტორი: დილან მალიასოვი (Dylan Malyasov)უკრაინის შ...
05/06/2026

უკრაინის მცირე საჰაერო თავდაცვის ახალი გამოწვევები

წყარო: defence-blog
ავტორი: დილან მალიასოვი (Dylan Malyasov)

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, მაისში უკრაინულმა ძალებმა 3 500-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რაც საუკეთესო შედეგია მიმდინარე ომში. რეკორდული მაჩვენებელი საჰაერო თავდაცვის სამშრიანი სისტემის, „მცირე საჰაერო თავდაცვის“ გეგმაზომიერი განვითარების შედეგია.

„მცირე საჰაერო თავდაცვა“ მოიცავს დრონების, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისა და მობილური ტაქტიკური ჯგუფების მზარდ ქსელს. ისინი ტრადიციული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სამოქმედო არეალზე დაბალ სიმაღლეებზე მუშაობენ.

უპილოტო სისტემების ძალები უკრაინაში 2024 წელს ჩამოყალიბდა, რაც იმის აღიარება იყო, რომ “უპილოტოების ომი” ცალკეულ მიმართულებად იქცა, რომელსაც სჭირდებოდა საკუთარი სამეთაურო სტრუქტურა, დოქტრინა და შესყიდვების სამსახური. ახლაშექმნილმა სამხედრო გვარეობამ მაისში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა - 1 200-ზე მეტი რუსული დრონი გაანადგურა.

ძირითადად მაინც “შაჰედების” (ისევე როგორც სადაზვერვოების - “ორლან 10-ის”, “ზალას” და “სუპერკამის”) წინააღმდეგ უკრაინელები მცირე ზომის გზაგადამჭრელ დრონებს იყენებენ, უმთავრესად “სტინგს”, რომელიც პირდაპირ ეჯახება რუსულ უპილოტოებს და აფეთქებს. შედარებით იშვიათად გამოიყენება “ფოულერი”. გზაგადამჭრელები დაბალ სიმაღლეებზე მოქმედებენ, იქ სადაც ტრადიციული საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიუწვდომელია ან ძალიან ძვირი, იაფ სამიზნეზე სასროლად ანდა ანტირაკეტები შეზღუდულია მინიმალური სამოქმედო რადიუსით.

შაჰედების წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა არმიის ავიაციამაც. განახლებული აღმოჩენისა და სამიზნე სისტემებით აღჭურვილი ვერტმფრენების გადამზადებულმა ეკიპაჟებმა ახალი ტიპის რაკეტებით მაისში 440-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ვერტმფრენები გზაგადამჭრელ ქსელს სწრაფ და მაღალ მანევრულ ძალას მატებს.

რუსეთის უპილოტო ძალებიც არ დგას ადგილზე. ის ნელ-ნელა იზრდება. პარალელურად იზრდება უკრაინული ვერტმფრენების ეკიპაჟების რაოდენობა, უწყვეტად მიმდინარეობს FPV დრონების ოპერატორების მომზადებაც. რუსეთი გეგმავს უპილოტო დამრტყმელ ჯგუფებში რეაქტიული დრონების წილი 50%-მდე გაზარდოს. უკრაინული გზის გადამჭრელები ოპტიმიზებულია ნელი, პროპელერიანი „შაჰედების“ წინააღმდეგ. შესაბამისად, მათაც მოუწევთ ანტიდრონების ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლების გაუმჯობესება.

თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა ინჟინრებმა შეიმუშავეს სპეციალურად „შაჰედებისთვის“ განკუთვნილი იაფი გადამჭერი რაკეტა, რომელიც ამჟამად ტესტირების ეტაპზეა. რუსულ უპილოტოებთან ბრძოლაში უკრაინა ერთდროულად რამდენიმე ტექნოლოგიურ გზას მიჰყვება და ფსონს არ დებს ერთ კონკრეტულ გადაწყვეტაზე.

ბუნდესვერის გზა შესაძლებლობიდან თავდაჯერებულობამდეწყარო: realcleardefense ავტორი: სეთ კენონი (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძა...
02/06/2026

ბუნდესვერის გზა შესაძლებლობიდან თავდაჯერებულობამდე

წყარო: realcleardefense
ავტორი: სეთ კენონი (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი)
მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა

გერმანია სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს, რაც თავისთავად არ არის იოლი პროცესი, თუმცა ბევრად უფრო რთული იქნება იმ თავდაჯერებულობის გამომუშავება, რაც აუცილებელი იქნება ლიდერი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების როლის ფუნქციის შესასრულებლად.

ჰამბურგში, ორნახევარი წელიწადი გაცვლითი პროგრამით ვმსახურობდი ინსტრუქტორად, ბუნდესვერის სამეთაურო და გენერალური შტაბის აკადემიაში. ჩემი დაკვირვებები სწორედ ამ პერიოდში მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება. გერმანია და ბუნდესვერი სტრატეგიული ტრანსფორმაციის ეტაპს გადიან. ეს სტატია დაწერილია მათი პოტენციალისადმი პატივისცემითა და ღრმა რწმენით.

გერმანელი ოფიცრების უმეტესობას მშვენივრად ესმის სტრატეგიული ცვლილებების მასშტაბები და აუცილებლობა. ბუნდესვერი მზად არის ევროპის კონტინენტზე, ნატოს ფარგლებში, ლიდერის ტვირთი იკისროს. ქვეყანამ დიდწილად გადაჭრა ლიდერობისთვის აუცილებელი ფინანსური წინაღობები, ლიდერის როლისთვის არსებობს რესურსები, მიმდინარეობს შესყიდვები და ბუნდევერს ჰყავს ნიჭიერი კადრებიც. უმთავრეს გამოწვევად ახლა რჩება თვითაღქმა - რამდენად სწრაფად შეძლებს გერმანული სამხედრო მანქანა ინსტიტუციური იდენტობის შეცვლას, რათა მზარდ შესაძლებლობებს დაეწიოს.

ბუნდესვერს ბევრი ძლიერი მხარე აქვს. შეიარაღებული ძალების „სპეციალური ფონდი“ და საკონსტიტუციო რეფორმები ისტორიული გარდატეხისთვის აუცილებელი იყო. სამხედრო-სამრეწველო კუთხით გადამწყვეტი ნაბიჯები იდგმება, F-35-ებისა და Eurofighter-ების შესყიდვა დაწყებულია, არსებობს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპაში უდიდესი ტრადიციული ძალის შესაქმნელად. კადრების მხრივ პრობლემა არ იქნება, რადგან ოფიცრები მაღალკვალიფიციურები არიან - საშტაბო აკადემიის სტუდენტები, მაიორები და ვიცე-პოლკოვნიკები, თავიანთი საჯარისო სახეობების საუკეთესო 20%-იდან შეირჩევიან.

რაკი რესურსებისა და ტალანტების პრობლემა მოხსნილია, დარჩენილი დაბრკოლება კულტურული და კონცეპტუალურია. ათწლეულების სტრატეგიულმა თავშეკავებამ ჩამოაყალიბა ინსტიტუციური ჩვევები, რაც ლიდერის როლის თამაშს ართულებს, თუმცა რეალობა ამ ცვლილებას გარდაუვალს ხდის.

აშშ-ზე ათწლეულების განმავლობაში დაყრდნობამ წარმოშვა სიფრთხილე, რაც გენერალური შტაბის აუდიტორიებშიც ვლინდება. ეს არ ნიშნავს, რომ გერმანიამ ამერიკა უნდა ჩაანაცვლოს. ამერიკა ევროპაში დიდ ძალად დარჩება, თუმცა ალიანსი უფრო ეფექტური და ფუნქციონირებადი მაშინ იქნება, როცა დიდი რეგიონული მოთამაშეები პირველად პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად აიღებენ.

არგუმენტი, რომელიც ხშირად მომისმენია, ცხადია, წარსულის გაკვეთილებს ეხება: „უკანასკნელად, როცა ძალიან ძლიერი არმია გვყავდა, ისეთი რამეები ჩავიდინეთ, რითიც არ ვამაყობთ“. წარსულზე პასუხისმგებლობის აღიარებამ ხელი ნამდვილად არ უნდა შეუშალოს დღევანდელ პასუხისმგებლიან სამხედრო ლიდერობას.

ოფიცრების დონეზე ინდივიდუალური ყოყმანი სტრატეგიულ დონეზეც აისახება. გერმანულმა სამხედრო სიმულაციურმა სწავლებამ, რომლის სცენარითაც, რუსეთი ლიეტუვას დაესხა თავს, აჩვენა, რომ ბუნდესვერის პრობლემა არის არა მატერიალური ბაზის სიმწირე, არამედ მასშტაბური ესკალაციის შიში და შესაბამისი პროცედურული სირთულეები. სცენარის მთავარი გაკვეთილი ნასწავლია - ნაცვლად მკაფიო სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად ბრძოლისა, ოფიცრებში რისკების მართვისა და დეესკალაციის ინსტინქტი გამოავლინდა.

პროფესიული სამხედრო განათლება ოფიცრების იდენტობასაც აყალიბებს. როცა შიდა დღის წესრიგი უფრო კოორდინაციასა და რისკების შემცირებაზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე საბრძოლო ამოცანების გადაჭრაზე, ეს რეალურ გადაწყვეტილებებზეც აისახება. ბუნდესვერის სამეთაურო აკადემია ნაკლებად პოზიციონირებს როგორც საბრძოლო ინსტიტუტი, მისი აქცენტი უფრო ვითარების შეფასებაზე, ექსპერტიზასა და დიალოგზეა გადართული, რაც უფრო ახლოსაა საჯარო სამსახურთან, ვიდრე ომისთვის მზადებასთან.

თუ გერმანიის სტრატეგიული ტრანსფორმაცია სწორად გაგრძელდება, ეს შემდეგ ნაბიჯებში უნდა გამოვლინდეს:

* გერმანელი მეთაურები ოპერატიულ ლიდერობას აშშ-ის სიგნალის გარეშე აიღებენ თავის თავზე.
* მაღალჩინოსანი სამხედროები რუსეთის შეკავების დამოუკიდებელ კონცეფციებს შეიმუშავებენ.
* სამხედრო განათლება ფოკუსს ნატოს საშტაბო პროცესებიდან სამეთაურო გადაწყვეტილებებზე გადაიტანს.
* ნატოს სცენარებში გერმანული სარდლობები ავტომატურად წამყვან ელემენტებად გადაიქცევიან.

ბუნდესვერმა ლიდერობის თავის თავზე ასაღებად მატერიალური მხარე მოაგვარა. რაც დარჩა, ეს არის თავდაჯერებულობა და თვითაღქმა. ევროპაში ლიდერობა შეფასდება არა დეკლარაციებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით.

უკრაინელთა წინსვლა - პოზიციური ჩიხიდან მანევრულ ომამდეწყარო: ISW (ომის შემსწავლელი ინსტიტუტი)2026 წლის გაზაფხულზე უკრაინ...
28/05/2026

უკრაინელთა წინსვლა - პოზიციური ჩიხიდან მანევრულ ომამდე

წყარო: ISW (ომის შემსწავლელი ინსტიტუტი)

2026 წლის გაზაფხულზე უკრაინაში ომი ფუნდამენტურად გარდაისახა. 2023 წლიდან მოყოლებული პოზიციური ომის მოწმენი ვიყავით, სადაც დრონები დომინირებდნენ, რის გამოც ფრონტის ხაზიდან 15-25 კმ-ის სიღრმე „სიკვდილის ზონად“ (Kill Zone) იყო ქცეული. ეს ყველაფერი თანდათანობით იცვლება. უკრაინამ ამ სამ წელიწადში იმდენი მოახერხა, რომ რუსეთის დიდ თუ მცირე მექანიზებულ მანევრებს რაციონალური აზრი დაუკარგა, ამასობაში კი საკუთარი ოპერატიული შესაძლებლობები აღადგინა.

ბრძოლის ველის გარდაქმნა 🗺️🔄

ფრონტზე უწყვეტი თავდაცვის ხაზის ნაცვლად, წლების განმავლობაში, „სიკვდილის ზონაში“ რუსული და უკრაინული გამაგრებული პუნქტები ანაცვლებდნენ ერთმანეთს.
• რუსული ტაქტიკა (2025): რუსეთი მცირე ჯგუფებით ინფილტრაციის მეთოდს იყენებდა, რაც დრონების მუდმივი საფრთხის ფონზე, ოპერატიულ გარღვევას ფაქტობრივად გამორიცხავდა.
• უკრაინული გარდატეხა (2026): ის, რაც 2025 წელს ფაქტობრივად შეუძლებელი ჩანდა, უკრაინამ მაინც შეძლო - დაიწყო მექანიზებული კონტრშეტევების გამოყენება. ეს ადასტურებს შეიარაღებული ძალების უნარს, ლოკალურად და დროებით მაინც გაანეიტრალოს რუსული ტაქტიკური სადაზვერვო თუ დამრტყმელი საშუალებები.

რუსეთის წარუმატებლობის ფაქტორები 📉🚫

რუსული სარდლობის მცდელობა, აღედგინა საკუთარი ოპერატიული მანევრები მოწინააღმდეგის მომარაგების, ძალების გადასროლისა და როტაციის შესაძლებლობის ჩაშლით, საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა.

• რუბიკონის დეგრადაცია 📉🔻პერსპექტიული უპილოტო ტექნოლოგიების ცენტრმა „რუბიკონმა“, რომელიც დრონებით მოწინააღმდეგის ლოგისტიკის ჩახშობას გეგმავდა, ეფექტურობა დაკარგა, რისი მიზეზიც გახდა უკრაინის მიზანმიმართული და პერმანენტული დარტყმები დრონების ოპერატორებისა და გამშვები პოზიციების გასანადგურებლად.

• ადამიანური რესურსების ნაკლებობა 👤🚫 2025 წლის დეკემბრიდან რუსეთის დანაკარგებმა რეკრუტირების ტემპს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ სამ თვეში რუსეთის სამობილიზაციო რესურსი დანაკარგების ფაქტობრივ მაჩვენებელზე - 1.100-1.150 ჯარისკაცი დღეში - ნაკლები აღმოჩნდა.

• სარკინიგზო ლოგისტიკის კოლაფსი 🚂❌ უკრაინული იერიშები რუსულ სარკინიგზო ქსელზე, პლუს, სარკინიგზო პერსონალისა და ლოკომოტივების დეფიციტი, რუსეთს უზღუდავს ბრძოლის ველზე საწვავის მიწოდებისა და მძიმე ტექნიკის გადასროლის შესაძლებლობებს.

უკრაინის უპირატესობის განმაპირობებელი ფაქტორები 🇺🇦🛡️

უკრაინის წარმატება არ არის შემთხვევითი, ის მძიმე შრომისა და კომპლექსური, ოპერატიული დაგეგმვის მაღალი დონის შედეგია.

• მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ჩახშობა-განადგურების კამპანია 📡💥 უკრაინამ 2025 წლის ბოლოდან გააძლიერა დარტყმები რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რადარებზე (განსაკუთრებით ყირიმის ნახევარკუნძულზე). 2026 წლის გაზაფხულამდე დაფიქსირდა 490-ზე მეტი მსგავსი იერიში. საჰაერო თავდაცვის გამოხშირვამ უკრაინული ავიაციისა და დრონებისთვის სამანევრო სივრცე გამოათავისუფლა.

• ტექნოლოგიური უპირატესობა ⚙️🔝უკრაინის შეიარაღებაში ამერიკულ-უკრაინული (პროექტი მთლიანად ამერიკულია, იწარმოება უკრაინაში) Hornet-ის ტიპის კამიკაძე-დრონების გამოჩენამ, რომლებიც მუშაობენ AI-სა და Starlink-ის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახადა რუსული ლოგისტიკის ჩაკეტვა ფრონტიდან 100-160 კმ-ის სიღრმეში.

• ოპერატიული მართვა 📋🎛️ მოხდა მართვისა და კონტროლის სისტემების ოპტიმიზაცია. დაინერგა Delta-ს პროგრამული პლატფორმა, რომელიც აგროვებს, ამუშავებს და რეალურ დროში გამოსახავს მონაცემებს ბრძოლის ველიდან. პლატფორმა თავად ქმნის ციფრულ რუკას როგორც საკუთარი ძალების, ისე მტრის პოზიციების გათვალისწინებით, რაც მეთაურობას საშუალებას აძლევს, მიიღოს გადაწყვეტილებები მუდმივად განახლებად, ინტერაქტიულ ციფრულ რუკაზე დაყრდნობით და არა მოძველებული და არასრული ინფორმაციით.

• საარმიო კორპუსების სტრუქტურაზე გადასვლამ, უკრაინულ სარდლობას ბრძოლის ველის მართვის კიდევ ერთი ეფექტური ინსტრუმენტი ჩაუგდო ხელთ. შედეგად გაუმჯობესდა ოპერატიული დაგეგმარება. შესაძლებელი გახდა უფრო მასშტაბური მანევრების წინასწარ გაწერა და განხორციელება.

• Starlink-ის ეფექტი 🛰️🌐 1-ელ თებერვალს რუსეთისთვის Starlink-ის გათიშვამ რუსული არმიის მართვის სისტემების დეგრადაცია გამოიწვია, თუმცა ეს იყო მხოლოდ ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი და არა ერთადერთი.

რუსეთის წინსვლის ტემპის კლება ⏳📉

2025 წელს რუსული ძალები ფრონტის ყველა მიმართულებაზე დღეში საშუალოდ 9.76 კვადრატულ კილომეტრს იკავებდნენ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან 21 მაისის ჩათვლით ეს მაჩვენებელი 4.6-მდე დაეცა. განსაკუთრებულად დაეცა წინსვლის ტემპი 2026 წლის გაზაფხულზე.

ტერიტორიული ბალანსის ცვლილება📍🔄

2025 წელს დომინირებდა რუსეთის ტერიტორიული უპირატესობა, 2026 წელს სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა: უკრაინულმა ძალებმა არა მხოლოდ შეაჩერეს რუსული წინსვლა, არამედ კონტრშეტევებზეც კი გადავიდნენ. უკრაინის შეტევითი ოპერაციების ინტენსივობამ გადააჭარბა რუსეთის შეტევების რაოდენობას, რამაც უკრაინას საშუალება მისცა, 2023 წლის ზაფხულის შემდეგ პირველად, დაებრუნებინა იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე დაკარგა. კერძოდ 2026 წლის აპრილში ქვეყანამ 116 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. გენერალ სირსკის განცხადებით, უკრაინული შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა რუსულს მაისშიც აჭარბებს.

დასკვნა 💡📋

უკრაინის შესაძლებლობის ფანჯარა დროში შეზღუდულია. ომის მომდევნო ფაზა აღარ იქნება მკაცრად პოზიციური. წარმატება დამოკიდებული იქნება უკრაინის უნარზე, შეინარჩუნოს ოპერატიული ინიციატივა იქამდე, სანამ რუსეთი მოახერხებს ტექნოლოგიურ და სტრუქტურულ ადაპტაციას. პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაფართოება ომის კრიტიკულ ეტაპზე გადამწყვეტი იქნება ვლადიმირ პუტინის სტრატეგიის საბოლოო შესაცვლელად.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 17:00
Sunday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share