Sustainable Tourism Development Center მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Sustainable Tourism Development Center მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი

Sustainable Tourism Development Center მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი Alternative for academic learning of Tourism. More practice and analysis. Sustainable approach of tourism policy development.

მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი არის ორგანიზაცია (ააიპ), რომლის მიზანია შექმნას ცოდნა, გამოცდილება და გარემო ტურიზმის მზოგავი პოლიტიკის განსახორციელებლად.


რატომ მზოგავი?


სიტყვა მზოგავი მიღებული ტერმინია და უფრო ზუსტად და არაორაზროვნად გამოხატავს იმავე ღირებულებებსა და მიმართულებას, რასაც მდგრადი განვითარება.
მსოფლიო წამყვანი ქვეყნები ქმნიან პოლიტიკას, მთელ რიგ მექანიზმებსა და მეთოდებს, რო

მ ტურიზმის მზარდი ინდუსტრია უფრო მზოგავი და მეგობრული გახადონ ბუნების, კულტურისა და სოციალური ურთიერთობების მიმართ.


ტურიზმის მზოგავობა გამოიხატება იმაში, რომ მისი განვითარებით ნაკლები ზიანი მიადგეს და მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ენდემური ეკოლოგიური მრავალფეროვნება და გარემო, კულტურული თვითმყოფადობა, ასევე ტურიზმის ძალით გავრცელებული გლობალიზაცია ნაკლებად შეეხოს ტრადიციულ სოციალურ ურთიერთობებს. ტურისტული პროდუქტისა თუ ობიექტის შეფასებისას მეტი ყურადღება ექცევა და მეტი ფასი ადევს მის თვითმყოფადობასა და ენდემურობას, ვიდრე მთელ მსოფლიოში გავრცელებულ გლობალურ ტენდენციებს.


ამ მხრივ, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი უნიკალური და თვითმყოფადი თვისება გააჩნია, რითიც შეუძლია თავი მოიწონოს მსოფლიო კულტურათა და ტურისტულ მიმართულებათა ფონზე, თუმცა ამ პოტენციალის გამოზოგვა და გონივრული დაგეგმვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გეოგრაფიული, სოციო-კულტურული და დემოგრაფიული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის არაა მიზანშეწონილი მასობრივი ტურიზმის ქვეყნად ქცევა, თუმცა ალტერნატივის გამონახვას და მიღწევას, ანუ მზოგავად და ამასთანავე მომგებიანად განვითარების დაგეგმვას მნიშვნელოვანი ცოდნა და სპეციალური მიდგომა სჭირდება.
ცენტრში შესაძლებელი იქნება ტურიზმის კონკრეტული პროფესიების შესწავლა და ამასთანავე, ჩვენთან ჩატარდება ანალიტიკური, ტურისტული პოტენცილის კვლევისთვის განკუთვნილი შეხვედრები და კურსები. ამ ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ არსებული რეალობის გათვალისწინებით მომავალი განვითარების გონივრული პერსპექტივის შექმნა.


ჩვენი ცენტრის მთავარი ამოსავალი წერტილია ვასწავლოთ მსმენელებს არა მხოლოდ რა უნდა გაკეთდეს, არამედ როგორ მივაღწიოთ უკეთეს შედეგს.
მიმდინარეობს მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმება უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, საკვლევ ცენტრებთან და მზოგავი ტურიზმის დარგის ორგანიზაციებთან. მომავლისთვის იგეგმება წამყვანი სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანა მათი გამოცდილების და მზოგავი ტურიზმის დარგში მიღწეული სიახლეების, მექანიზმებისა და მეთოდების გაცნობა.


ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგიონებში გასვლები და ადგილზე კურსების ჩატარებაა.
ცენტრი ღიაა მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენ დიდი სიხარულით გავეცნობით თქვენს იდეებს და თქვენი საავტორო უფლებები სრულად იქნება დაცული, გავითვალისწინებთ კომპეტენტურ შენიშვნებს და სურვილებს. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

ერთად შევქმნათ გონივრული მომავალი.

03/05/2021

როგორი შედეგი, თან რისგან!

10 რამ, რითის შეიძლება დიდი ძალისხმევის გარეშე ტყის გადარჩენა
26/01/2019

10 რამ, რითის შეიძლება დიდი ძალისხმევის გარეშე ტყის გადარჩენა

10 Things You Can Do to Save the Rainforest. Did you know there are steps you can take right now to save the rainforest? Small changes add up-- Whether you live in the city, suburb or country, there is sure to be something on this list that you can do.

07/11/2018

"ეს ხომ მხოლოდ ერთი ცელოფნის პარკია, მხოლოდ ერთი სიგარეტის ნამწვი, მხოლოდ ერთი შოკოლადის შეფუთვა"... - რამდენჯერ გვიფიქრია ასე.
1+1= ბევრს.
ვიგრძნოთ საკუთარი პასუხისმგებლობა. დავფიქრდეთ საკუთარი საქციელის შედეგებზე.
ერთიც - მნიშვნელოვანია

03/10/2018

გიფიქრიათ, რამდენი საკვები გვიფუჭდება ან რამდენს ვყრით?!
ამ საკითხს საკმაოდ პრაგმატულად უდგებიან აშშ-ში და შეიქმნა მთელი ქსელი, სადაც გამოუყენებელი საკვები იმათთან ხვდება, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

05/09/2018

ეზოების დასუფთავება აუცილებელი და საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ეს ელექტრომოწყობილობა, გამონაბოლქვის გარეშე, ერთი-ორად აიოლებს საქმეს

01/09/2018

რა ვუყოთ ნაგვად ქცეულ პლასტიკატს? ვიღაცას მოუვიდა გენიალური იდეა, რომ ნარჩენი პლასტმასისგან გაეკეთებინა ასფალტი!

22/08/2018

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდობით ხე იჭრება და შესაბამისად, იცვლება მსოფლიო ჰავა, ეს ქვეყნები ასეთ გამოსავალს პოულობენ.
და რას ვაკეთებთ ჩვენ?

ქართული გარემოსდაცვითი მიდგომა 😄(რა გვაცინებს!..)
21/08/2018

ქართული გარემოსდაცვითი მიდგომა 😄
(რა გვაცინებს!..)

არ დაანაგვიანოთო 😃

ასე იცავენ ავსტრალიაში წყალსადინარებსა და მდინარეებს წვიმისგან ჩამოტანილი ნარჩენებისგან
12/08/2018

ასე იცავენ ავსტრალიაში წყალსადინარებსა და მდინარეებს წვიმისგან ჩამოტანილი ნარჩენებისგან

10/08/2018

ჩინეთში იყენებენ ბრინჯს, ინდოეთში - პალმის ფოთლებს, ამერიკაში კი მარცვლოვანს, იმისთვის, რომ შექმნან პლასტიკატის ალტერნატივა და საკვებად ვარგისი ჭურჭელი 😊

01/08/2018

აი, როგორ ებრძვიან გაუდაბურებას!
ასეთი "მარცვლები" რომ დავურიგოთ მოსახლეობას, ბავშვებს, ტურისტებს სასროლად, რამხელა პრობლემას მოვაგვარებდით.
თან ისეთი შეფუთვაა, რომ ფრინველები და მწერები ვერ შეჭამენ, ხოლო თავად მცენარისთვის საუკეთესო გასანოყიერებელი მასალაა.
ვინ გააკეთებთ?

Address

Pekini #34
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sustainable Tourism Development Center მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Sustainable Tourism Development Center მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი:

Share