17/11/2025
🫂კომუნიკაცია - ყველა ბავშვის უფლება
🙌„პირველი ნაბიჯი“ აქტიურად იყენებს ალტერნატიული და აუგმენტური (ააკ) კომუნიკაციის სისტემებს - სხვადასხვა თერაპიულ სერვისში.
🫶2023 წლიდან საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ააკ დაინერგა იმ ბავშვებისთვის კომუნიკაციის გზების შესათავაზებლად, ვისაც ზეპირი მეტყველება არ ჰქონდა განვითარებული. პროგრამის მთავარი მიზანი იყო ყველა ბავშვს ჰქონოდა კომუნიკაციის შესაძლებლობა, მიუხედავად დიაგნოზის, ენობრივი განვითარებისა და საკომუნიკაციო შესაძლებლობებისა.
❓რა არის ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაცია?
🙌ეს არის მიდგომა, რომელიც აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, გამოხატონ საკუთარი აზრი, ემოცია და სურვილი, მაშინაც კი, როცა ვერბალური კომუნიკაცია არ არის მთავარი გზა ურთიერთობისთვის.
🧩ჟესტები, სიმბოლოები, ბარათები, ტაბლეტები და მეტყველების მაგენერირებელი მოწყობილობები ქმნიან ხიდს ბავშვსა და გარემოს შორის.
⋆⭒˚𖠋𖠋𖠋*.⋆ ბავშვები, რომლებიც ვერ გვიზიარებენ საკუთარ სურვილებს თუ საჭიროებებს, ან გამოხატავენენ მათ არასასურველი ქცევით, ალტერნატიული და აუგმენტური საკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით, სწავლობენ აზრებისა და ემოციების გაზიარებას სურათებით, სიმბოლოებითა და სხვადასხვა ტექნოლოგიებით. ამ შემთხვევაში, გამოხატვის ფორმა განსხვავებულია, მაგრამ მიზანი უცვლელია: გაგება და გამოხატვა - ურთიერთობებისთვის🫂
✍🏻კვლევებით დადასტურდა, რომ ააკ არ ანაცვლებს მეტყველებას - იგი აძლიერებს და აფართოებს კომუნიკაციის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს დამოუკიდებლობასა და სოციალურ ჩართულობას.(Beukelman & Mirenda, 2012)
Loncke (2022)-ის მიხედვით, ააკ არის არა მხოლოდ ტექნიკური საშუალება, არამედ სოციალური და ეთიკური ჩარჩო, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას კომუნიკაციაზე - გვასწავლის მოსმენას იქაც, სადაც სიტყვა ჯერ არ გაჟღერებულა.
🤝ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაცია ასევე ასწავლის სპეციალისტებს, მშობლებს და საზოგადოებას, დავინახოთ კომუნიკაცია მრავალფეროვნების კონტექსტში. თითოეულ ხმას, ჟესტს თუ სიმბოლოს აქვს მნიშვნელობა. როცა ვაძლევთ ბავშვს არჩევანისა და გამოხატვის საშუალებას, ვუქმნით მას გზას სრულფასოვანი მონაწილეობისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
✔ წყაროები: Beukelman, D. R., & Mirenda, P. (2012). Augmentative and Alternative Communication: Supporting Children and Adults with Complex Communication Needs. Paul H. Brookes Publishing.
Loncke, F. (2022). Augmentative and Alternative Communication: Models and Applications. Plural Publishing.
❗აღნიშნულ მიდგომასთან დაკავშირებით, ხშირად, ვრცელდება სხვადასხვა ტიპის მცდარი წარმოდგენები. ქვემოთ მოყვანილ ვიზუალურ მასალაში შეგიძლიათ ნახოთ, რა არის მითი და რა - რეალობა.