12/06/2026
პირველი შემთხვევაა, როდესაც თავად ბიზნესი აყენებს საკითხს და თავად ითხოვს ფქვილის მარკირებას
=========================================
„ღვინისგან განსხვავებით, ჩვენ სექტორი თავად ითხოვს ფქვილის მარკირების შემოღებას“, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ჩრდილში მოქმედებს ძალიან ბევრი წისქვილკომბინატი. ეს რიცხვებიდანაც კარგად ჩანს - შარშანაც 200 000 ტონა იყო დაანონსებული, ჩავთვალოთ, აქედან ნახევარი იყო არასასურსათო ე.წ. საფურაჟე, 100 000 ტონა სასურსათო ხორბლიდან კი ჩვენი ასოციაციის წისქვილებმა დაახლოებით, 30-35 ათასი ტონა ჩაიბარეს. დანარჩენი ხორბლის მიღებას საერთოდ ვერ ვხედავთ.
შესაბამისად, ჩვენ რა წინადადებასაც ვაყენებთ, სამწუხაროდ დროულად ვერ მივიღეთ ეს მექანიზმი, რასაც ველოდებოდით. ჩვენ მივმართეთ ბატონ დავით სონღულაშვილისაც, მერე ფინანსთა მინისტრსაც. ახლაც გვქონდა შეხვედრა შემოსავლების სამსახურთან, რომ ძალიან სწრაფად იყოს განხილული.
რამდენიმე შეხვედრაზე დაისვა საკითხი, ხომ არ გააძვირებს ეს პურს. ჩვენი მხრიდან დავდეთ ანალიტიკა, მიმოვიკითხე კიდეც კომპანიებთან {ვინც მარკებს აწარმოებს} და 3 თეთრზე მეტი ეს არ ჯდება. შესაბამისად, ეს პრობლემა [პროდუქციის გაძვირების] საერთოდ არ დგას.
მაგალითად, ერთი კვირის წინ ღვინოზე შემოვიდა ნიშანდება. ამას ღვინის სექტორში არ მოჰყვა ძალიან კარგი გამოხმაურება.
იმ სექტორში ვერ ჩავერევი, მას თავის სპეციფიკა აქვს და ალბათ, რაღაც კითხვის ნიშანი არსებობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, რომ მარკირება შემოვიდეს.
ეს სერიოზულად მოაწესრიგებს ბაზარს.
ჩვენ გვინდა, რომ ძალიან სწრაფად გაკეთდეს ეს ყველაფერი," - განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა.
კითხვაზე, ფქვილის მარკირება მომხმარებელს რას აძლევს?- ლევან სილაგავამ უპასუხა:
„ფქვილის მარკირება მომხმარებელს აძლევს მიკვლევადობას, გამჭვირვალობას. მომხმარებლისთვის არანაირი ტვირთი არ არსებობს. ძალიან ბევრი სიკეთეა ბიზნესისთვის. ძალიან დიდი სიკეთეა იმ კუთხით, რომ ჩრდილიდან გამოსული წისქვილკომბინატები შემოსავლებს მიიტანენ ბიუჯეტში, შესაბამისად, დაიბეგრებიან სწორად.
ამასთან, გაკონტროლდება ხარისხობრივი მაჩვენებლები, წისქვილკომბინატების შემთხვევაში და მინიმუმ, ხარისხიანი ფქვილისგან გამომცხვარი პური იქნება ყველგან,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.
შეგახსენებთ, რომ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ ფქვილის სავალდებულო მარკირების შემოღებაზე საუბარი გასული წლიდან გაააქტიურა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრაც იყო მთავრობის წარმომადგენლებთან და ასოციაციის მოლოდინით, უკვე წლევანდელ სეზონზე მარკირება შემოღებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება ამ დრომდე ვერ მოესწრო.
https://www.bpn.ge/article/151139-vpikrobt-sezonze-movascrebt-da-gavaketebt-shesazloa-cels-pkvilis-savaldebulo-markireba-amokmeddes/?fbclid=IwY2xjawSY5sNleHRuA2FlbQIxMABicmlkETFha0E0OTNNZmthTnQwZWVvc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHkSI9gXsRRS7dl3QbK9izDrdr_3Bp9-FfLynl03l36Xr2DZLyTnrg58dsIUq_aem_YWdncwBQDPSpft1M5CDWIvpFESUu&brid=YWdncwEQn1DbLansahKQTsny0O1w
ცნობისთვის, კახეთში ალოობა იწყება. როგორც წესი, წინა წლებში ამ დროს მარცვლეულის აღების პროცესი უკვე დაწყებული იყო ხოლმე, თუმცა ჭარბი ნალექის გამო ალოობის დაწყებამ წელს რამდენიმე დღით გადაიწია.
https://www.bpn.ge/article/153387-bevri-ciskvilkombinati-chrdilshi-mokmedebs-gvinisgan-gansxvavebit-chveni-sektori-tavad-itxovs-pkvilis-markirebas/
„ღვინისგან განსხვავებით, ჩვენ სექტორი თავად ითხოვს ფქვილის მარკირების შემოღებას“, - ამის შესახებ „საქართველოს .....