გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georg

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georg

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georg Uniting Businesses for a Better World

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა,რომლის ხედვა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან.
ქსელის მი

სიაა საქართველოში გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა. United Nations Global Compact (UNGC) is the world’s largest corporate sustainability initiative, which works toward the vision of a sustainable and inclusive global economy that delivers benefits to people, communities and markets. Global Compact Network Georgia was launched in 2016 and includes members from businesses, business associations, civil society and academia. The Global Compact Network Georgia's secretariat is hosted at the non-governmental organization, Civil Development Agency(CiDA). Network has the mission to promote the United Nations Global Compact’s 10 Principles in Georgia, as well as contribute to the implementation of the United Nations’ broader development goals.

📅 გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UNGCNG) ორგანიზებით, 11–12 ივნისს ჩატარდა 10-საათიანი ინტენსიური სასწ...
15/06/2026

📅 გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UNGCNG) ორგანიზებით, 11–12 ივნისს ჩატარდა 10-საათიანი ინტენსიური სასწავლო კურსი თემაზე: „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კომპლაენსი/შესაბამისობა“.
👥 სასწავლო პროგრამას 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი რგოლის თანამშრომლები, ESG სპეციალისტები, იურისტები, ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელები და შესაბამისობის (Compliance) ოფიცრები.
🎓 2 დღის განმავლობაში, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
🔍 კორუფციული რისკების იდენტიფიცირება და მართვა.
🛡️ მესამე მხარის (Third Party) Due Diligence და „წითელი დროშები“ ბიზნესში.
📢 შიდა რეპორტინგის, საჩივრებისა და მამხილებლის (Whistleblowing) ეფექტური მექანიზმების დანერგვა.
📋 ანტიკორუფციული პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება ორგანიზაციებში.
🌍 საერთაშორისო ანტიკორუფციული ჩარჩოები (UNCAC, OECD) და UNODC-ის პრაქტიკული გაიდლაინები.
🎯 კურსის მიზანია ბიზნეს სექტორში პასუხისმგებლიანი საქმიანობის პოპულარიზაცია და კომპანიების ხელშეწყობა, რათა მათ ეფექტურად მართონ მმართველობითი რისკები, დაიცვან რეპუტაცია და დანერგონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლაიანსის პროგრამები.
🏅 კურსის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

📅 UN Global Compact Network Georgia organized a 10-hour intensive training course on “Business Integrity and Compliance” on June 11–12, 2026.
👥 The course brought together representatives from more than 20 companies, including senior managers and professionals from large corporations and SMEs, ESG specialists, compliance officers, HR managers, and legal professionals.
🎓 Over two days, local and international experts led discussions on key topics, including:
🔍 Identification and mitigation of corruption risks and recognizing red flags.
🛡️ Third-Party Due Diligence practices tailored for the private sector.
📢 Establishing effective internal reporting, grievance mechanisms, and whistleblowing policies.
📋 Crafting anti-corruption policies, codes of conduct, and compliance programs.
🌍 Aligning operations with international frameworks such as the UN Convention against Corruption (UNCAC), OECD standards, and UNODC practical guidance.
🎯 The primary goal of the course is to promote responsible business practices and support companies in managing governance risks, protecting corporate reputation, and implementing compliance programmes aligned with international standards.
🏅 The successful completion of the course was marked by a closing ceremony where participants were awarded official certificates.

📅 11 ივნისს, ევროპარლამენტში, გაეროს გლობალური შეთანხმების ევროპის მდგრადობის ხელმძღვანელთა (Chief Sustainability Office...
15/06/2026

📅 11 ივნისს, ევროპარლამენტში, გაეროს გლობალური შეთანხმების ევროპის მდგრადობის ხელმძღვანელთა (Chief Sustainability Officer — CSO) პლატფორმის შეხვედრა გაიმართა.
🌍 ღონისძიებას ესწრებოდნენ მდგრადობის მიმართულების ლიდერები, პოლიტიკის შემმუშავებლები და ბიზნესის წარმომადგენლები.
🤝 შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიის, სილქნეტის ESG და შესაბამისობის ხელმძღვანელი ნუცა ცნობილაძე.
💡 ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლია მდგრადობას კონკურენტუნარიანობის, გამძლეობისა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნის გაძლიერება.
🏛️ დისკუსიების მთავარი თემა იყო, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკის შემმუშავებლებმა, ბიზნესმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა შექმნან გარემო, რომელიც კომპანიებს მდგრადობის ინიციატივებში ინვესტირებისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს.
📈 მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეუძლიათ კომპანიებს სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება, რომელსაც გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, ტექნოლოგიური ცვლილებები, ეკონომიკური არასტაბილურობა და დაინტერესებული მხარეების მზარდი მოლოდინები განსაზღვრავს.
🌱 ასევე იმსჯელეს მდგრადობის ლიდერების როლზე ESG საკითხების ბიზნესსტრატეგიასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ინტეგრირების მიმართულებით.
🗣️ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროპული პოლიტიკის ფორმირების პროცესში პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხმის სათანადოდ წარმოჩენა.
🤝 მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეუძლიათ კომპანიებს პოლიტიკურ დისკუსიებში სანდო, წარმომადგენლობითი და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული ხედვებით ჩართვა, რათა ხელი შეუწყონ ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოების შექმნას, რომლებიც მდგრადობის მიზნებსაც ემსახურება და ეკონომიკურ ზრდასაც.
📘 შეხვედრაზე ასევე განიხილეს გაეროს გლობალური შეთანხმების უახლესი ანალიტიკური დოკუმენტი — „სტრატეგიული დილემები, რომლებიც კორპორაციული მდგრადობის მომავალს განსაზღვრავს“.
🌐 ევროპის CSO პლატფორმა გაეროს გლობალური შეთანხმების ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადობის სტრატეგიული მნიშვნელობის წარმოჩენას, კომპანიების ქმედებაზე ორიენტირებულ მხარდაჭერას და საერთო გამოწვევებზე კოლექტიური გადაწყვეტილებების ხელშეწყობას.

📅 The UN Global Compact European Chief Sustainability Officer (CSO) Platform meeting took place on June 11 at the European Parliament in Brussels.
🌍 The event brought together sustainability leaders, policymakers, and business representatives.
🤝 Nutsa Tsnobiladze, ESG Lead and Compliance Officer at Silknet - სილქნეტი, represented a member company of the UN Global Compact Network Georgia at the meeting.
💡 Representatives of some of Europe’s leading companies discussed how sustainability can strengthen competitiveness, resilience, and long-term value creation.
🏛️ The central focus of the discussions was how policymakers, businesses, and other stakeholders can create an enabling environment that empowers companies to invest in sustainability initiatives while enhancing their long-term competitiveness.
📈 Participants explored how companies can adapt to a rapidly evolving landscape shaped by geopolitical uncertainty, technological transformation, economic volatility, and rising stakeholder expectations.
🌱 They also discussed the role of sustainability leaders in integrating environmental, social, and governance (ESG) considerations into business strategy and decision-making processes.
🗣️ One of the key themes of the meeting was ensuring that the voice of responsible business is effectively represented in the European policymaking process.
🤝 Participants examined how companies can contribute credible, representative, and solutions-oriented perspectives to policy discussions, helping to shape regulatory frameworks that support both sustainability objectives and economic growth.
📘 The meeting also featured discussions on the UN Global Compact’s latest discussion paper, “Strategic Dilemmas Shaping the Future of Corporate Sustainability.”
🌐 The European CSO Platform is part of the UN Global Compact’s broader efforts to strengthen the strategic business case for sustainability, support companies in taking meaningful action, and promote collective solutions to shared challenges.

12/06/2026

🏆 მიმდინარეობს განაცხადების მიღება კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026-ზე!
🤝 შემოიტანეთ განაცხადი ნომინაციაზე – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
🔗 https://tinyurl.com/yjsz2z38
🌟 მიიღეთ ჯილდო და დაიმსახურეთ პარტნიორებისა და მომხმარებლის აღიარება!
📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა — 19 ივნისი
📝 სააპლიკაციო ფორმა:
🔗 https://bit.ly/4tWJUbe

🏆 Applications for the Corporate Sustainability Award 2026 are now open!
🤝 Apply for nomination – Partnerships for the Goals
🔗 https://tinyurl.com/2sawcwe2
🌟 Receive the award and earn recognition from partners and customers!
📅 Deadline for first-stage applications — June 19
📝 Application form:
🔗 https://bit.ly/49kM2Cy

📚 მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების აკადემიის ვებგვერდზე შეიქმნა ქართულენოვანი გვერდი, სადაც თ...
11/06/2026

📚 მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების აკადემიის ვებგვერდზე შეიქმნა ქართულენოვანი გვერდი, სადაც თავმოყრილია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შექმნილი და ქართულ ენაზე ნათარგმნი რესურსები.
🔗 http://academy.unglobalcompact.org?LIS=34758
🤝 აღნიშნული გვერდი და კურსები ხელმისაწვდომია გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიების თანამშრომლებისთვის.
📝 თუ ჯერ არ ხართ აკადემიის მომხმარებელი, გთხოვთ, რეგისტრაციისთვის გამოიყენოთ შესაბამისი ბმული.
📧 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

📚 We are pleased to inform you that a Georgian-language page has been launched on the UN Global Compact Academy, bringing together resources developed and translated into Georgian by the UN Global Compact Network Georgia.
🔗 http://academy.unglobalcompact.org?LIS=34758
🤝 This page and all available courses are accessible to all employees of UN Global Compact participant companies.
📝 If you are not yet registered as an Academy user, please use the registration link to create an account.
📧 Should you have any questions, please feel free to contact us at: [email protected]

💧⚡ აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, სატიშ ბჰატი ჰიდროენერგეტიკის ციფრულ ტრანსფორმაციასა და საქართველოს ენერგ...
11/06/2026

💧⚡ აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, სატიშ ბჰატი ჰიდროენერგეტიკის ციფრულ ტრანსფორმაციასა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში განახლებადი ენერგიის როლზე.

💧⚡ Satish Bhat, Chief Executive Officer of Adjaristsqali Georgia, on the digital transformation of hydropower and the role of renewable energy in strengthening Georgia’s energy independence.

📅 10 ივნისს, EU Sustainability Navigator-ის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსე...
10/06/2026

📅 10 ივნისს, EU Sustainability Navigator-ის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანამშრომლობით, გაიმართა მესამე სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ESG გზამკვლევი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs) და მამის შვებულების კვლევის პირველადი მიგნებები“.
🎤 შეხვედრა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა გახსნა და მონაწილეებს აკადემიის პლატფორმა გააცნო, სადაც ბიზნესისთვის მდგრადობასთან დაკავშირებული უფასო კურსები და ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი.
📘 ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა, აკაკი კუხალეიშვილმა, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი ESG გზამკვლევი წარადგინა და მისი დანერგვის ეტაპებზე ისაუბრა.
👥 შეხვედრის მეორე ნაწილი ESG-ის სოციალური მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს — საქართველოში მამის შვებულებისა და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას დაეთმო.
📊 UNFPA-ის გენდერის სპეციალისტმა, ეთერ ნოღაიდელმა, და მკვლევარმა, ნანა ჭაბუკიანმა, კვლევის — „მამობა, ზრუნვის შრომა და შვებულება საქართველოში“ — პირველადი მიგნებები წარმოადგინეს.
💡 ESG-ის დანერგვის გამოცდილება დამსწრეებს ქსელის წევრმა კომპანიებმაც გაუზიარეს. მათ შორის, Kudos Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე მარგიშვილმა, ESG-ის მნიშვნელობასა და მის პრაქტიკულ დანერგვაზე ისაუბრა.
🤝 შეხვედრა კითხვა-პასუხისა და მონაწილეებს შორის ხედვების გაზიარების სესიით დასრულდა.

📅 On 10 June, within the framework of the EU Sustainability Navigator Action Platform, the third working meeting was held in collaboration with the UN Global Compact Network Georgia and the United Nations Population Fund (UNFPA) on the topic: “Presentation of the ESG Guidebook for Small and Medium-Sized Enterprises (SMEs) and the Preliminary Findings of the Study on Paternity Leave.”
🎤 The meeting was opened by Nino Kvantrishvili, Deputy Executive Director of UN Global Compact Network Georgia, who introduced participants to the Academy platform, where businesses can access free sustainability-related courses and practical tools.
📘 Akaki Kukhaleishvili, Business and Human Rights Manager at UN Global Compact Network Georgia, presented the ESG Guidebook developed for small and medium-sized enterprises (SMEs) and discussed the key stages of its implementation.
👥 The second part of the meeting focused on one of the key social dimensions of ESG — paternity leave and family support policies in Georgia.
📊 Eter Nogaideli, Gender Specialist at UNFPA, and Nana Chabukiani, researcher, presented the preliminary findings of the study “Fatherhood, Care Work and Leave in Georgia.”
💡 Member companies of the Network also shared their experiences in implementing ESG practices. Among them, Alexander Margishvili, General Director of Kudos Georgia, spoke about the importance of ESG and its practical implementation within businesses.

🤝 The meeting concluded with a Q&A session and an exchange of perspectives among participants.

10/06/2026

🏆 მიმდინარეობს განაცხადების მიღება კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026-ზე!
♻️ შემოიტანეთ განაცხადი ნომინაციაზე – მდგრადი მოხმარება და წარმოება
🔗 https://tinyurl.com/yds44rr6
🌟 მიიღეთ ჯილდო და დაიმსახურეთ პარტნიორებისა და მომხმარებლის აღიარება!
📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა — 19 ივნისი
📝 სააპლიკაციო ფორმა:
🔗 https://bit.ly/4tWJUbe

🏆 Applications for the Corporate Sustainability Award 2026 are now open!
♻️ Apply for nomination – Responsible Consumption and Production
🔗 https://tinyurl.com/4en58ywt
🌟 Receive the award and earn recognition from partners and customers!
📅 Deadline for first-stage applications — June 19
📝 Application form:
🔗 https://bit.ly/49kM2Cy

❌ მითი: მომხმარებლებისთვის მდგრადობა პრიორიტეტი არ არის.✅ რეალობა: მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ კომპანიებს, რომ...
09/06/2026

❌ მითი: მომხმარებლებისთვის მდგრადობა პრიორიტეტი არ არის.
✅ რეალობა: მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ კომპანიებს, რომლებიც პასუხისმგებლიან და მდგრად პრაქტიკებს მისდევენ.

❌Myth: Consumers do not care about sustainability.
✅Reality: Many customers prefer to buy from companies that are committed to sustainable practices.

08/06/2026

🏆 მიმდინარეობს განაცხადების მიღება კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026-ზე!
💼 შემოიტანეთ განაცხადი ნომინაციაზე – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
🔗 https://tinyurl.com/mrymrck8
🌟 მიიღეთ ჯილდო და დაიმსახურეთ პარტნიორებისა და მომხმარებლის აღიარება!
📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა — 19 ივნისი
📝 სააპლიკაციო ფორმა:
🔗 https://bit.ly/4tWJUbe

🏆 Applications for the Corporate Sustainability Award 2026 are now open!
💼 Apply for nomination – Decent Work and Economic Growth
🔗 https://tinyurl.com/27c3khhp
🌟 Receive the award and earn recognition from partners and customers!
📅 Deadline for first-stage applications — June 19
📝 Application form:
🔗 https://bit.ly/49kM2Cy

Address

14 M. Kostava Street
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georg posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georg:

Share