თეთრი ხმაურის მოძრაობა

თეთრი ხმაურის მოძრაობა საზოგადოებრივი ინიციატივა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

ჩვენი ერთობლივი წინააღმდეგობა კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის“ ფარგლებში კონკრეტული შედეგით დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას გამო პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო. მოქმედმა ნარკოპოლიტიკამ წერტილოვანი, თუმცა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო. რეპრესიულ მანქანას ჯერ კიდევ რჩება უამრავი ბერკეტი ჩაგვრისთვის.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ კამპანიის გუნდის ახალი ინიციატივაა მ

ოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.
ნარკოპოლიტიკის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოებაზე ზრუნვასთან, რომელიც ტოტალური კონტროლის იარაღია პოლიციის ხელში, სტატისტიკით მანიპულაციის, დევნის, შიშის დანერგვის და მინიჭებული ძალაუფლებით ბინძურად ტკბობის ინსტრუმენტია ძალოვანი სტრუქტურებისთვის.
ნარკოპოლიტიკის, რომელიც ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან ადამიანთა განდევნის მექანიზმია, მარტივი ფულის წყაროა ბიუჯეტისთვის და მათთვის, ვინც საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს საზოგადოებრივ აზრად ასაღებს და ამბობს, რომ მზად არ ვართ ჰუმანური ცვლილებებისთვის.
ერთადერთი, ვინც არსებითი ცვლილებისთვის მზად არ არის, ეს თავდ სახელმწიფოა, პოლიციური სახელმწიფო, რომელიც კბილებით იცავს საკუთარ სადამსჯელო პრივილეგიებს.
დროა სიღრმისეულად გავიაზროთ საკითხები და პრობლემების გამოაშკარავებასთან ერთად მათ საწყისებს დავუპირისპირდეთ.
თეთრი ხმაურის მოძრაობა ჩვენი სამართლიანი უკმაყოფილების საერთო ძალით ფორმირების ინიციატივაა. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც საკუთარ თავზე განიცადა უღირსი ნარკოპოლიტიკის შედეგები და მათთვის, ვინც სოლიდარულია ამ ადამიანების მიმართ.
ჩვენ არ ვაპირებთ ფუჭ საუბარს ნარკოტიკის ავკარგიანობაზე. ნარკოტიკი არსებობდა და იარსებებს, იარსებებენ მისი მომხმარებლებიც. ჩვენ ვსაუბრობთ მოქმედ ნარკოპოლიტიკაზე, უადანაშაულოთა ბოროტმოქმედებად შერაცხვის მექანიზმზე და სახელმწიფოზე, რომელიც ამ პოლიტიკის გატარებით თავად ჩადის ბოროტმოქმედებას.

Address

Tbilisi
0179

Telephone

9950322052211

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თეთრი ხმაურის მოძრაობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თეთრი ხმაურის მოძრაობა:

Share